Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
15 Ноябрь 2017 | 14:47

სამკურნალო მცენარეების საექსპორტო პოტენციალი

სამკურნალო მცენარეების საექსპორტო პოტენციალი

რა არის არამერქნული ტყის პროდუქტი?

 

არამერქნული ტყისპროდუქტებიმოიცავსტყეშიარსებულყველასახისბიოლოგიურპროდუქტსგარდახისმერქნის. არამერქნულიტყისპროდუქტებსგანეკუთვნება, ყველასახისსამკურნალოსამედიცინოდასაკვებიმცენარეები, როგორიცაა: კოწახური, თხილი, შინდი, კუნელი, კომში, ლეღვი, კაკალი, წყავი, მაჟალო, ზღმარტლი, თუთა, ტყემალი, კვრინჩხი, ბროწეული, პანტა, ნუში, ასკილი, ჟოლო, მოცხარი, უნაბი, მოცვი, მაყვალი, პანტა, ჯონჯოლი, ბამბუკი, სატაცური, დეკა, პანტა, სოკო, ასევეარამერქნულიტყისპროდუქტებშიშედისფიჩხი, ქერქი, ნეშომპალა, გირჩი, ტყისმიწა, ტორფი, ფუტკარიდასხვა.

არამერქნული ტყის პროდუქტები გამოიყენება საკვებად, საკვების დანამატად, კოსმეტიკაში, ფარმაკოლოგიაში, მეცხოველეობის საკვების დანამატად, სხვადასხვა სახის ხელთნაკეთობების და საწვავის დასამზადებლად.  არამერქნული ტყის პროდუქტებისგან შეიძლება დამზადდეს ჩირი, წვენი, მურაბა, ჯემი, ლუდი, ბურახი, ზეთი, წნილები, ეთერზეთი, სამკურნალო საშუალებები, არომატიზირებული ჩაი  და სხვა.

 

სამკურნალო მცენარეები

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია ველურად მზარდი მცენარეული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე, მათ შორის სამკურნალო მცენარეებზე, რომელიც, ძირითადად, ფარმაცევტულ და არომათერაპიის სექტორებში გამოიყენება. სხვადასხვა შეფასებებით, მსოფლიო მასშტაბით, სამკურნალო და ეთერზეთოვანი მცენარეების 50 -70 000 ჯიში ველურ პირობებში გროვდება.

მცენარეებით ვაჭრობა წარმოადგენს შემოსავლის წყაროს მილიონობით ფერმერისთვის მთელ მსოფლიოში, ამასთან, სამკურნალო მცენარეების წარმოებაში ხშირად, მთავარი როლი ქალებს უკავიათ.

ამგვარად, არამერქნული ტყის პროდუქტების ჩამონათვალში სამკურნალო მცენარეებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და სერიოზული საექსპორტო პოტენციალი აქვს - 2011 წელს სამკურნალო მცენარეების მსოფლიო ექსპორტის ღირებულებამ 2,2 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

სამკურნალო მცენარეების გამოყენება

ფარმაცევტული და ფიტოფარმაცევტული კომპანიები სამკურნალო მცენარეებს ექსტრაქტების, ფარმაკოლოგიური ნივთიერებების, დანამატების, მცენარეული ნაყენის დასამზადებლად იყენებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 80% ტრადიციულ მედიცინას (მცენარეულ სამკურნალო პრეპარატები) მიმართავს. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, გერმანიაში ტრადიციულ პრეპარატებს იყენებს მოსახლეობის 40-50%, აშშ-ში - 42%, საფრანგეთში 49%, ავსტრალიაში კი - 48%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამკურნალო პრეპარატების 30% შეიცავს მცენარეებისგან მიღებულ ნივთიერებებს.

ვინაიდან, სამკურნალო მცენარეები, მეტწილად, ფარმაცევტიკაში გამოიყენება, საინტერესოიქნება იმის აღნიშვნა, რომ 2002 წლიდან სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტებით ვაჭრობა მდგრად ზრდას აფიქსირებს. 2016 წელს, 2002 წელთან შედარებით, ვაჭრობა 76  მლრდ. ევროდან 220 მლრდ. ევრომდე გაიზარდა.

სამკურნალო და ფარმაცევტული პროდუქტებით ვაჭრობა 2002-2016 წლებში.

წყარო: ევროსტატი



იმპორტ/ექსპორტი

სამკურნალო და ეთერზეთოვანი მცენარეების მიმართ ინტერესი მზარდია, რაც განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. არსებული მონაცემებით, სამკურნალო მცენარეების (HS 1211) მსოფლიო ექსპორტმა 2014 წელს 3,60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (702,813 ტონა).

გაერო-ს სტატისტიკის თანახმად, სამკურნალო მცენარეების ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ ათეულში შედიან ჩინეთი, აშშ, გერმანია, კორეა, ინდოეთი და კანადა.

სამკურნალო მცენარეების მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები

წყარო: UNComtrade

ხოლო სამკურალო მცენარეების იმპორტიორი ქვეყნების ტოპ ათეულში არიან აშშ, გერმანია, ჩინეთი, კორეა და იაპონია.

სამკურნალო მცენარეების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები:

წყარო: UNComtrade

ევროკავშირის ბაზარი

ევროკავშირი სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი და ექსპორტიორია. ევროკავშირის 28 ქვეყანას შორის გერმანია სამკურნალო მცენარეების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია  და ასევე, სამკურნალო საშუალებების ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო მწარმოებელი და ექსპორტიორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამკურნალო მცენარეების იმპორტში ევროკავშირში 95% უკავია „მცენარეებს და მცენარეთა ნაწილებს, თესლებს და ხილს, რომელიც პარფიუმერიაში, მედიკამენტებში, ინსექტიციდური, ფუნგიციდური ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის, ახალი ან გამშრალი, დაჭრილი და დაუჭრელი, დაქუცმაცებული ან ფხვნილის სახით გამოიყენება (HS 121190)“, დანარჩენი 5% კი - ძირტკბილას (HS 121110) და ჯანჯაფილის ფესვებს (HS 121190). ჯანჯაფილის ფესვების მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები ევროკავშირში არიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა და აშშ, ძირტკბილას ფესვების ექსპორტს ევროკავშირში კი, ძირითადად, თურქმენეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ახორციელებენ.

ექსპორტ/იმპორტიევროკავშირი 1998-2002

წყარო:FAO






სამკურნალო და ეთერზეთოვანი მცენარეებით ვაჭრობაში აშშ-სა და გერმანიის ბაზრები უმსხვილესია როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით. 1992-2003 წლებში აშშ-მ 1,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო მცენარეების იმპორტი და 1,05 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა. რაც შეეხება გერმანიას, ამავე პერიოდში ამ ქვეყანამ 1,04 მლრდ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტის იმპორტი განახორციელა. სამკურნალო მცენარეების ვაჭრობის კუთხით, გერმანია უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, ვინაიდან სამკურნალო მცენარეების 2/3 ამ ქვეყნებიდან ექსპორტზე სწორედ გერმანიაში გადის.

სამკურნალო მცენარეების ექსპორტს გერმანიაში საქართველოც ახორციელებს. სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქალთა კოოპერატივები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში აგროვებენ სხვადასხვა მცენარეს, მათ შორისაა: კრაზანა, ფარსმანდუკი, ფურისულა სამკურნალო, შავი კუნელის ფოთლები, ბაბუაწვერა, დიდგულა, ტყის მაჟალო, ასკილი და სხვ.

წელს, გერმანიაში კოოპერატივების მიერ წარმოებული ფურისულა გაიგზავნა, ოქტომბრის ბოლოს კი -  ფარსმანდუკი და კრაზანა. წლის ბოლომდე გერმანულ ბაზარზე დაახლოებით 2 ტონა გამშრალი მაჟალო და ასკილი გაიგზავნება. ასკილი საქართველოდან ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაშიც გადის.  

სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს ცნობით, ევროპაში ველურად მზარდი სამკურნალო მცენარეების მოსავლიანობა შემცირებულია და ამ კუთხით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.











 

გამოყენებული მასალა:

ftp://ftp.fao.org/docrep/fao/008/af285e/af285e00.pdf

https://comtrade.un.org/db/ce/ceSnapshot.aspx?px=HS&cc=1211

http://www.fao.org/docrep/W7261E/W7261e08.htm

http://www.traffic.org/medicinal-plants/

ftp://ftp.fao.org/docrep/fao/008/af285e/af285e00.pdf

http://edepot.wur.nl/137171

http://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/International_trade_in_medicinal_and_pharmaceutical_products

http://www.fao.org/docrep/W7261E/W7261e08.htm

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27281331

http://rcda.ge/userfiles/files/NTFP.pdf



Прочитано
10787
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner