Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
24 Ноябрь 2017 | 18:01 Сельское хозяйство

გამომშრალი სოკოს ევროპულ ბაზრებზე შესვლა საქართველოსაც შეუძლია

გამომშრალი სოკოს  ევროპულ ბაზრებზე შესვლა საქართველოსაც შეუძლია

2015 წლის ბოლოს სოკოს მსოფლიო ბაზარი 31,1 მლრდ. აშშ დოლარად შეფასდა და 2024 წლისთვის 69,3 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება

გამომშრალი და ნედლი სოკოს ევროპული ბაზარი  - მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და ფულად გამოხატულებაში მსოფლიო იმპორტის 30%-ს იკავებს. ევროკავშირის შიგნით ყველაზე მსხვილი ბაზრებია გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა. ევროპაში მაღალი მოთხოვნაა სოკოს შემდეგ ჯიშებზე:  ველური თეთრი სოკო, მიქლიო და ტრიუფელი, ასევე  ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეგზოტიკური სოკო, როგორიცაა შიიტაკე,  “კორდიცეპსი ჩინური“  და განოდერმა.

 

ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი გამომშრალი სოკო ძირითადად, ველურია,  ნაკლები რაოდენობით გვხვდება კულტივირებული სოკო.  გამომშრალ სოკოს ევროპაში ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში - მზა პროდუქტების ერთ-ერთ ინგრედიენტად იყენებენ. არსებული მონაცემებით, 2016 წლის ბოლოს მზა კერძების ევროპულმა ბაზარმა 40 მლრდ. ევროს გადააჭარბა.

მსოფლიო ბაზრის დინამიკა 

გამომშრალი სოკოს მსოფლიო ბაზრის ზრდა განპირობებულია დინამიური მოთხოვნით ორგანულ პროდუქტებზე და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებით. გამომშრალი სოკოს სასარგებლო თვისებები, მათ შორის D ვიტამინის მაღალი შემცველობა, მომხმარებლისთვის ამ პროდუქტს უფრო მიმზიდველს ხდის. მეორე მხრივ, მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ურბანიზაციის სწრაფი ტემპი, მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, ასევე გავლენას ახდენს გამომშრალი სოკოს გლობალურ ბაზარზე. სხვა ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს მზარდი ინვესტიციები საკვები მრეწველობის ინდუსტრიაში და ახალი პროდუქტების შექმნა, როგორიცაა, მაგალითად, სოკოსგან დამზადებული სუნელ-სანელებლები.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, გამომშრალი სოკოს მსოფლიო ბაზარი დაყოფილია შვიდ რეგიონად, ესენია: ჩრდილოეთ ამერიკა, დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, იაპონია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (იაპონიის გარდა), ლათინური ამერიკა, და ახლო აღმოსავლეთი.

არსებული მონაცემებით, 2015 წლის ბოლოს სოკოს მსოფლიო ბაზარი 31,1 მლრდ. აშშ დოლარად შეფასდა და 2024 წლისთვის  69,3 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება.

გამომშრალი სოკოს ექსპორტიორებისთვის გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და იტალია - ყველაზე მიმზიდველი ბაზრებია. პერსპექტიულია ასევე, ლატვიის, ლიტვის, ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრები. ევროპაში მზარდი მოთხოვნაა  ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: შორეული აღმოსავლეთის  სოკოს ჯიშები, ასევე ტრიუფელი და გამომშრალი სოკოს ველური ჯიშები. 2015 წელს გამომშრალი სოკოს ევროპულმა იმპორტმა 147 მილიონი ევრო  (10 ათას 500 ტ.) შეადგინა.


გერმანია გამომშრალი სოკოს უმსხვილესი იმპორტიორია. 2015 წელს ქვეყანამ 2,3 ათასი ტონა პროდუქტის იმპორტი განახორციელა. ტოპ-ხუთეულში შედიან ასევე, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია და დიდი ბრიტანეთი.

როგორც მოსალოდნელია, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მომდევნო წლებში გამომშრალი სოკოს იმპორტს გაზრდიან. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამომშრალი სოკოს იმპორტის ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი აჩვენეს შემდეგმა ქვეყნებმა: ესტონეთი (76%), ლიტვა (31%), სლოვენია (25%) და ბულგარეთი (20%).

უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები:

გამომშრალი სოკოს უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირში - ჩინეთია, რომელსაც ევროპულ ბაზარზე ძირითადად, შიიტაკეს ჯიშის სოკო შეაქვს. მეორე ადგილზეა ინდოეთი -  გამომშრალი შამპინონის ძირითადი მიმწოდებელი. პროდუქტის მიმწოდებელთა სიაში ყველზე მაღალი ყოველწლიური იმპორტის ზრდა ბოლო წლებში დაფიქსირდა პოლონეთიდან (33%), კანადიდან (30%), რუსეთიდან (19%) და სლოვენიიდან (40%).

ევროკავშირის მიერ იმპორტირებული გამომშრალი სოკოს ბაზარზე 77% უკავია შემდეგ ჯიშებს: ჩინური შიიტაკე, შორეული აღმოსავლეთის  სოკოს სხვადასხვა ჯიში, ტრიუფელი, ხეთამხალი (ე.წ. კალმახა-სოკო) და სოკოს ველური ჯიშები, როგორიცაა: თეთრი სოკო, მიქლიო, ხარისფაშვა. შამპინიონს უკავია 18%, გარდამრიდას (ან ყურა-სოკო) – 4%, ე.წ. ლაბისებრ სოკოებს  (ბაზიდიომიცეტების ტიპში შემავალი სოკოები ჯგუფი, რომლის წარმოამდგენლებსაც ლაბისებრი კონსისტენციის ნაყოფსხეულები ახასიათებთ)  - 0,75%.

ექსპორტი

გამომშრალი სოკოს ევროპული ექსპორტის ღირებულება (მათ შორის ევროკავშირის შიგნით) 2011 წლიდან ყოველწლიურად 15,2%-ით იზრდება და 2015 წელს 122 მილიონი ევრო (13 ათასი მილიონი ტ.) შეადგინა. ბოლო 5 წელიწადში ევროპულ ექსპორტიორებს შორის ყველაზე მაღალი საექსპორტო ზრდა დააფიქსირეს ლატვიამ (175%), ხორვატიამ (90%), დიდმა ბრიტანეთმა (46%) და პოლონეთმა (65%).

საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის გამომშრალი სოკოს უმსხვილესი მწარმოებელია (35 000 ტ.), შემდეგ მოდიან იტალია (35 000 ტ.) და გერმანია (33 000 ტ.). მწარმოებელ კომპანიებს შორის ევროპაში ყველაზე მსხვილია  Arcadie (საფრანგეთი), Sabarot (საფრანგეთი), Inaudi (იტალია), Filotei Group (იტალია), Nasza Chata (პოლონეთი), Jampol (პოლონეთი) и Biofungi (გერმანია-შვეიცარია).
გამომშრალი სოკოს მოხმარება ევროპაში

ბოლო 4 წლის განმავლობაში გამომშრალი სოკოს მოხმარება ევროპაში ზრდის განსაკუთრებულ ტემპებს აჩვენებს. როგორც მოსალოდნელია, მომდევნო წლებში ევროპული მოხმარებლის ინტერესი გამომშრალი სოკოს, როგორც მცენარეული ცილის წყაროს მიმართ, კიდევ უფრო გაიზრდება. ამ პროდუქტის მოხმარება ევროპაში, ღირებულების თვალსაზრისით, გაიზარდა 158 მლნ. ევროდან 2010 წელს - 177 მლნ. ევრომდე 2014 წელს.

ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი გამომშრალი სოკოს შეფუთვის მკაცრი სტანდარტი არ არსებობს. როგორც წესი, პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულ პროდუქტს ევროპულ ბაზარზე მუყაოს ყუთებით აგზავნიან.

საბითუმო გაყიდვებისთვის განკუთვნილი სტანდარტული შეფუთვა სოკოს ჯიშზეა დამოკიდებული. სოკოს უბრალო ჯიშები, როგორც წესი, მოთავსებულია 20 კგ-მდე შეფუთვებში, მაგრამ უფრო ძვირადღირებული პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, ტრიუფელი, შესაძლოა, იყოს შეფუთული 500-გრამიან პლასტიკურ პაკეტებში ან 100-გრამიან შუშის ქილებში. შეფუთვის ზომა ე.წ. ხის პალეტის სტანდარტულ ზომას (800x1200 მმ и 1000x1200 მმ) უნდა შეესაბამებოდეს.


 

Прочитано
9517
Отправить письмо

Связанный:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 Июнь 2018 | 07:25 Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 Июнь 2018 | 18:17 Сельское хозяйство Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 Июнь 2018 | 18:51 Далее
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 Mай 2018 | 18:35 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner