Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 09 Декабрь
11 Декабрь 2017 | 14:43

2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება

2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება

თევზის გადამამუშავებლები აპროტესტებენ ვალდებულებას, რომელიც გარემოს სააგენტომ მათ  ბაზრის დეტალური შესწავლის გარეშე დააკისრა.  

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შპს „პალიასტომი 2004“-ი გაყინული ქაფშიას გერმანიაში ექსპორტირებას 2018 წელს გეგმავს. ბელგიასა და გერმანიაში კონტრაქტების გაფორმებაზე  შპს „მბმ“-იც მუშაობს და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ქაფშიას ექსპორტის დაწყებას მომავალ წელს ისინიც შეძლებენ.

ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატის გადაწყვეტილებით  მიმდინარე წლის 20 ივნისს საქართველო ოფიციალურად შევიდა მესამე ქვეყნების სიაში საიდანაც, ევროკავშირში შავ ზღვაში მოპოვებული ქაფშიას (ანჩოუსი) ექსპორტი ნებადართულია. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წლით ადრე ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად ემზადებოდნენ. მათ, საბოლოო ჯამში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ჰიგიენისა და მენეჯმენტის სტანდარტების (HACCP, ISO) დასანერგად 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.

გასულ წელს თევზჭერის ლიცენციები ძველ მფლობელებს კიდევ 10 წლით გაუგრძელდათ. დღეის მდგომარეობით, შავ ზღვაში თევზჭერის მიზნით გაცემულია 9 ლიცენზია. ამ ლიცენზიებს სულ 5 კომპანია ფლობს. ესენია: შპს „პალიასტომი - 2004“ საერთო მოცულობიდან მისი პროცენტული წილი - 5,055%-ია; შპს „გეოფიშ კომპანი“ - 24%; შპს „მბმ“ - 19,174 %; შპს „აისბერგი2“ - 24% და შპს„ზღვის პროდუქტები“, რომლის პროცენტული წილი ყველაზე მეტია და 26,771%-ს შეადგენს. ამ კომპანიებს გადამამუშავებელი საწარმოები ქალაქ ფოთში აქვთ.

საქრთველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის 696-ე განკარგულებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ძველი სალიცენზიო პირობების შეცვლის ნება მიეცა. ლიცენზიების ამოწურვის ვადად 2026 წლის პირველი სექტემბერი განისაზღვრა. ახალი სალიცენზიო პირობები კი ასე ჩამოყალიბდა: 

➢     ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რომ არაუგვიანს 2010 წლის პირველი იანვრისა საკუთრებაში ერთი თევზსაჭერი და ერთი გადამზიდი გემი ჰყავდეს.

➢     2018 წლის პირველი იანვრიდან თევზჭერის სეზონზე მოპოვებული რესურსის არანაკლებ 70% საბოლოო პროდუქტად უნდა გადამუშავდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არანაკლებ 10 პროცენტით აწარმოონ კომბინირებული საკვები და არანაკლებ 5 პროცენტით აწარმოონ სასურსათო დანიშნულების კონსერვირებული საკვები.

➢     2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე თევზჭერის პროცესში დასაქმებულთა არანაკლენ 30 %-ი უნდა იყოს აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლის მიერ დიპლომირებული ან სერტიფიცირებული შესაბამისი პროფესიული განათლების  მქონე საქართველოს მოქალაქე. 2019 წლიდან 2023 წლამდე დარგში დასაქმებული ასეთი სპეციალისტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 50%-მდე, ხოლო 2023 წლიდან ლიცენზიის მოქმედების ბოლომდე სპეციალისტების რაოდენობა არანაკლები 80%-ს უნდა შეადგენდეს.

➢     ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი (ეს სისტემა სახელმწიფოს კვოტის ათვისების კონტროლის საშუალებას აძლევს).

ევროკავშირის ბაზრის გახნის შემდეგ, სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობის პარალელურად, რამდენიმე ლიცენზიანტი კომპანია ევროკავშირში ექსპორტირების შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს. 

„კონტრაქტი არ მაქვს ხელმოწერილი, მაგრამ მოლაპარაკება მაქვს და გერმანიაში, ალბათ, გაყინულ თევზს გავაგზავნი. თევზზე ვართ დამოკიდებული, სეზონი ახლა დაიწყო და ვნახოთ, თევზს რა რაოდენობით და ხარისხით დავიჭერთ. 2018 წელს გერმანიაში გატანის  დიდი იმედი მაქვს“, - ამბობს   „პალიასტომი 2004“-ის დირქტორი გურამ დოლბაია. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ქაფშიას ევროკავშირის ბაზარზე შეიტანს შპს „ბმბ“-ი იქნება: „ კონსულტაციები გვაქვს ბელგიაში, გერმანიაში, კარგი შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ საქმე ასაწყობია. სინჯებს ვაგზავნით და როგორც კი მოიწონებენ და თანხმობას განაცხადებენ, მაშინვე კონტრაქტებს დავდებთ“, - ამბობს „ბმბ“-ის დირექტორი მერაბ ხარაბაძე.

სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები გაერთიანებული ძალებით ახორციელებენ. კომბინირებული საკვების წარმოებისთვის ლიცენტიანტები თევზჭერის საერთო კვოტიდან პროცენტული წილების ფლობის შესაბამისად, ინვესტიციებსაც პროპორციულად დებენ. მაგალითად ვისაც კვოტის 20 %- აქვს, ის ქარხნის ასაშენებლად საჭირო თანხის 20 %-ს ხარჯავს, ვინც კვოტის 5%-ს ფლობს, ის 5%-ის ინვესტირებას აკეთებს და ა. შ.  მათი ვარაუდით, ლიცენზიაში მითითებულ ვადებში ჩაეტევიან და კომბინირებული საკვების თანამედროვე ქარხანას უახლოეს ხანში ააშენებენ. 

ლიცენზიის მფლობელებისთვის სალიცენზიო მოთხოვნების უმეტესეობა მისაღებია, თუმცა სასურსათო დანიშნულების საკონსერვო წარმოების ვალდებულებას ერთსულოვნად აპროტესტებენ: „საკონსერვოს წარმოების დავალდებულების საკითხი კარგად არ არის შესწავლილი. ამჟამად მოთხოვნა არ არის, თან კონსერვებით ბაზარი  გაჯერებულია, კონკურენცია რთულია. გაუგებრობაში ვართ. გავაკეთებთ ყველაფერს რომ სალიცენზიო პირობა შესრულდეს, მაგარამ ეს ფუჭად გაწეული ხარჯები იქნება. კონსერვის ქარხანა 3 მილონ დოლარამდე დაჯდება. ბაზარი ვერაფრით ვერ მოვიძიეთ, რომ კონსერვი რეალიზაციაზე წავიდეს. არადა, შეგვეძლო ეს ფული დარგის განვითარების სხვა მიმართულებით დაგვეხარჯა. გემის მისადგომი არ გვაქვს.ფიზიკურად ვერ შევძლებთ კონსერვის წარმოებას, რადგან ხელით შრომა სჭირდება კონსერვს. მუშახელი ფიზიკურად უნდა დადგეს პორტში და  ხელით გადმოცალოს თევზვი. ასეთი ნავსაყუდელი კი დღესდღეობით არ არსებობს. სეზონზე დაჭერილი თევზის 70 %-ი საქართველოში უნდა გადამუშავდეს,  5 %-ი კი კონსერვი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ბიზნესმა უკეთ არ იცის რამდენ პროცენტს გადაამუშავებს კონსერვისთვის? თუ ვერ გავყიდეთ ერთ წელიწადს, მოთხოვნა გვავალდებულებს, რომ მეორე წელსაც მაინც იგივე რაოდენობა გავაკეთოთ და ვიზარალოთ, ანუ ეს უკვე ბიზნესზე ძალადობაა“, - აცხადებს „შავი ძღვის პროდუქტები“-ს დირექტორი გურამ წიწილაშვილი. 

„ყველაფერი გაკეთებადია, მაგრამ მეშინია ამდენი ხარჯი გავწიოთ და მერე კონსერვის რეალიზაცია ვერ მოვახერხოთ, გვყავს უცხოელი კონსულტანტები, ქართული თევზი გემოვნურად მოსწონთ, მაგრამ ზომით იწუნებენ, ჩვენ სანაპიროსთან  მცირე ზომის ქაფშიას ვიჭერთ, რომელიც კონსერვის წარმოებისთვის ზომის თავალსაზრისით მიმზიდველ პროდუქტად არ ითვლება. ეტაპობრივად უნდა მივსულიყავით კონსერვის წარმოებამდე, ასე ნაუცბათევად პირველი საფეხურიდან მეხუთეზე გადახტომა არ ვარგა. სჯობდა თევზსაჭერი გემებისთვის ნავსაყუდელის მოწყობაში სახელმწიფო  რომ მოგვხმარებოდა, ამის შემდეგ კი უფრო ლოგიკური იქნებოდა  კონსერვის წარმოების ვალდებულების დაკისრება“, -  ამბობს „ბმბ“-ის დირექტორი მერაბ ხარაბაძე.

 

სალიცენზიო პირობებში კონსერვის წარმოების ვალდებულების არსებობას „პალიასტომი 2004“-ის დირექტორი გურამ დოლბაიაც აპროტესტებს: „კონსერვირება არის აბსურდი, მაგრამ დაგვაძალეს, გვითხრეს, რომ გინდათ თუ არა ასე არის საჭირო. შავი ზღვის ქაფშია არ არის ხმელთაშუა ზღვის ქაფშიის  ზომის, არამედ პატარაა.  არ არის საკმარისი იმ დონეზე დამუშავებისთვის, რომ საჭირო სასაქონლო სახე ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მასზე დიდი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს, დღეს მითუმეტეს საქართველოში. საბჭოთა პერიოდშიც ვერ მოახერხეს საკონსერვოს გაკეთება, ახლა ხომ არ დაწყებულა ამ თევზის ჭერა“. 

„რომ გითხრათ, ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყოთქო, არ იქნება მართალი. ვმუშაობ ხელისუფლებასთან რომ ეს პირობა შეიცვალოს. კვოტის 5%-ი ეს არის დაახლოებით 50 მილიონი კონსერვი, რომლის საწარმოებლად ჩვენს აკვატორიაში საკმარისი რაოდენობის და ზომის თევზს ვერ ვიჭერთ. შარშან ფოთში ერთი ტონა ისეთი თევზი არ გაყიდულა, კონსერვისთვის რომ გამოდგებოდა. როგორც ჩანს, წინასწარ არავითარი გათვლები არ არის გაკეთებული. ეს ყველასათვის მტკივნეული თემაა, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება მიღებულია, უკან დახევა არავის უნდა. მაგრამ, ალბათ, უკან დახევა მოუწევთ“, - აცხადებს „აისბერი 2“- ის დამფუძნებელი თენგიზ სარიშვილი. 

Eugeorgia.info დაინტერესდა ჰქონდა თუ არა რაიმე ეკონომიკური დასაბუთება სალიცენზიო პირობში არსებულ კონსერვის წარმოების ვალდებულებას. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამ შეკითხვაზე წერილობით გვიპასუხა: „გასული 10 წლის განმავლობაში (ლიცენზიის თავდაპირველი მოქმედების ვადა) შავ ზღვაში მოპოვებული თევზის გადამუშავება ხდებოდა მხოლოდ უმარტივესი ფორმით (თევზის გაყინვა, დამარილება, ანდა თევზის ფქვილის წარმოება). შავ ზღვაში მოპოვებული თევზის ოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით (შავ ზღვაში მოპოვებული თევზის კვებითი ღირებულება და ხარისხი საკმაოდ მაღალია და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს), ასევე ქვეყანაში ამ დარგის განვითარების სტიმულირებისა და ხელშწყობის მიზნით ლიცენზიანტებს დაევალათ მოპოვებული თევზის 5 პროცენტი (თავიანთი პროცენტული წილის პროპორციულად) საკვებ პროდუქტად გადაამუშაონ საქართველოში. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ტიპის საკვები პროდუქცია მხოლოდ იმპორტირებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია თევზის საკვებ პროდუქტად (კონსერვი) გადამუშავების სტიმულირება“. 

გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებულების ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში შემოიფარგლა იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველოში  ქაფშიას კონსერვი სრულად იმპორტირებულია. თუმცა სააგენტოს ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში არ დაუზუსტებია საქართველოში იმპორტირებული თევზის კონსერვებიდან რა წილი აქვს კონკრეტულად ქაფშიას კონსერვს. როგორც თევზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ქაფშიას კონსერვი საქართველოს ბაზარზე მოთხოვნადი არ არის. ზოგიერთი მათგანის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს საერთოდაც პირველად ნახეს თურქული წარმოების კონსერვი, რომელზე მათი თქმით, მოთხოვნა არ არის. 

ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თევზჭერის ლიცენზიების მოქმედების ვადა  ტენდერის გარეშე გაუგრძელდაც ძველ მფლობელებს, თუმცა ლიცენზიებში ახალი მოთხოვნები შევიდა, საიდანაც ქაფშიას კონსერვის წარმოების ვალდებულების მართებულობას  ლიცენზიის მფლობელები არ ეთანხმებიან და ამ ვალდებულების ეკონომიკური დასაბუთების არასებობაზე მიუთითებენ.  მეორეს მხრივ, ქართული კომპანია შპს „SO&CO“ ევროპელ ინვესტორებთან ქაფშიას კონსერვის თანამედროვე ქარხნის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა ტენდერის გამოუცხადებლობის გამო  თევზჭერის ლიცნზიის გარეშე დარჩა. 

Eugeorgia.info ამ თემაზე კომპანია  „SO&CO“-ს დამფუძნებელ სეით ისაკაძეს ესაუბრა: „მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, შპს „SO&CO“-ს დამუშავებული აქვს სასურსათო ქაფშიის წარმოების უნიკალური პროექტი ყველა საკითხის გათვალისწინებით (მათ შორის დაფინანსებისაც). ამ პროექტის განხორციელების ერთადერთი პირობა ევროპელი ინვესტორის მხრიდან არის, რომ „SO&CO“-ს გააჩნდეს თევზჭერის ლიცენზიის 10% - იანი კვოტა. 2016 წელს „SO&CO“-მ ამ კვოტის შეძენა აუქციონზე მხოლოდ იმის გამო  ვერ შეძლო, რომ მთავრობის დადგენილებით აუქციონი არ ჩატარდა და ძველ ლიცენზიანტებს ლიცენზია მომდევნო 10 წლით  გაუგრძელდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „SO&CO“-ს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციისა და 500-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა არ მიეცა“, - აცხადებს ისაკაძე. 

კომპანია  „SO&CO“ ლიცენზიის მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ინვესტორების პირობა კი კვოტის 10 პროცენტის მოპოვებაა. მანამ სანამ ლიცენზიანტები კონსერვის გამოშვებას მოთხოვნის არასებობის გამო არ გეგმავენ და  „SO&CO“  კი ლიცენზიის უქონლობის გამო ქაფშიას კონსერვს ვერ აკეთებს, ქაფშიას არაკონსერვირებული პროდუქტები მომდევნო წელს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ყველაფერი კი გერმანელ და ბელგიელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული.





ზურაბ მოდებაძე

 

Прочитано
3434
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

banner
banner
banner
banner
banner