Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Saturday, 20 Aпрель
25 Декабрь 2017 | 16:33

EU4Buiness EBRD-ს საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოს ბანკმა1 წლის განმავლობაში 85,7 მილიონი ლარის ღირებულების 55 სესხი გასცა

EU4Buiness EBRD-ს საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოს ბანკმა1 წლის განმავლობაში 85,7 მილიონი ლარის ღირებულების 55 სესხი გასცა

უდავოა, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაა. სექტორს, რომელიც როგორც დასაქმების, ისე დამატებული ღირებულების კუთხით მზარდია, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობას არაერთი პროექტი ემსახურება, მაგრამ მიკრო საწარმოებისთვის კვლავ დიდი გამოწვევა რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. EU4Buiness EBRD-ს საკრედიტო ხაზიც/ევრო სესხი მცირე საწარმოების განვითარებას ემსახურება, მაგრამ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და უძნელდებათ სახსრების მოძიება, ვერც ამ პროგრამით სარგებლობენ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 55 სესხიდან მხოლოდ 3 ემსახურება 1,5 მილიონ ლარამდე ბრუნვის საწარმოს.

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად როგორც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ასევე  საქართველოსმცირედასაშუალომეწარმეობისგანვითარებისსტრატეგიაში (2016-2020) მნიშვნელოვან გამოწვევად საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სახელდება. ასევე, 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის მიხედვით, ბიზნესის კეთების მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობარჩება.  კრედიტის მიღების კუთხით მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის მიხედვითაც კრედიტის მიღების კუთხით გაუმჯობესება არ შეინიშნება.

ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში როგორც ევროკავშირიდან, ასევე საქართველოს ხელისუფლებისგან ბოლო პერიოდში მეტი ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. არსებობს დაფინანსების სხვადასხვა პროგრამები შესაბამისი წარმატების მაგალითებით. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეებისგან ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ეს პროგრამები მათთვის არაა. Eugeorgia.info ეცადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვისსაქართველოს ბანკის მიერ გაცემული სესხების 1 წლის შედეგები გამოერკვია. (პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ eugeorgia1, eugeorgia2, eu4business-ebrdcreditline.ge/.)

მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობა ქართულ ეკონომიკაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - მისი წილი ეკონომიკაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მცირე და საშუალო მეწარმეების (ახალი მეთოდოლოგიით) მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მთლიან დამატებულ ღირებულებაში 2010 წლის შემდეგ აჭარბებს მსხვილი საწარმოების დამატებულ ღირებულებას. ბოლო 5 წლის განმავლობაში SME(მცირე და საშუალო საწარმოები) წილი საშუალოდ 57%-ს შეადგენს.



ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2016 წლებში ქვეყანაში მთლიანად დასაქმებულ ადამიანთა საშუალოდ 34% სხვადასხვა ზომის საწარმოებში, მათგან კი საშუალოდ 68% მცირე და საშუალო საწარმოებში არიან დასაქმებული.  რადგან მცირე და საშუალო მეწარმეობა ბიზნეს სექტორში დასაქმების და მთლიანი დამატებული ღირებულის ძირითადი წყაროა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი ბერკეტი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაა. (სამწუხაროდ, მიკრო საწარმოების განვითარების ტენდენციას ვერ ვაკვირდებით, რადგან შესაბამისი სტატისტიკა არ მოიპოვება. შესაბამისად, ნაკლებია ცნობილი ეკონომიკაში მათი მნიშვნელობის და საჭიროებების შესახებ.)

 

 


საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებული 30 ნოემბრის მდგომარეობით EBRD-ს მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში სულ გაცემულია 55 სესხი, რომელთაგან მხოლოდ 3 სესხი მოდის 1,5 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოებზე. დაფინანსებულ საწარმოთა ყველაზე დიდი წილი (62% - 55 სესხიდან 34) 1,5-20 მილიონ ლარიან ბრუნვის საწარმოებზე მოდის. ჯამში ერთი წლის განმავლობაში 85 765 188 ღირებულების სესხია გაცემული. სესხების რაოდენობა და ღირებულება სფეროების მიხედვით იხილეთ ცხრილი 2-ში.

                   

ერთი წლის შედეგები აჩვენებს, რომ სესხები მცირე და საშუალო საწარმოების იმ ნაწილზეა გაცემული, რომელთაც წლიურად 20 მილიონ ლარამდე ბრუნვა აქვთ. მიკრო საწარმოები მცირე კონტინგენტით (მინიმუმ 3 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით საწარმო ჩაითველბა მიკროდ თუ მისი წლიური ბრუნვა 2 მილიონ ლარს არ აღემატება) არიან წარმოდგენილი დებიტორთა რიცხვში. რაც დიდი ალბათობით მათი მაღალი რისკიანობით, სესხის ვერ უზრუნველყოფით და სესხის სხვა კრიტერიუმებთან შეუსაბამობით შეიძლება აიხსნას.

საკრედიტო ხაზი - “ევროსესხი”ძირითადად, ბიზნესს ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობს EBRD-ის კონსულტანტების გუნდი, რომელიც ეხმარება მათ ბანკთან ურთიერთობაში, ასევე საინვესტიციო გეგმის შედგენასა და სხვა არაერთ პროცესში. ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა არის 15 პროცენტამდე თანხის უკან დაბრუნება (cash back), რომელიც გადაეცემათ კომპანიებს პროექტის წარმატების ვერიფიკაციის(შეფასების) შედეგად.  მსგავსი პროექტების არსებობა ზრდის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, რაც ბენეფიციარების ფუნქციონირებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია.

“ევროსესხის” მიმღები საწარმოს, მოდის სახლი "მატერია"-ს მარკეტინგის მენეჯერის სალომე მიქაშავიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: საქართველოსბანკისდა EBRD-ისთანადგომითკომპანიამ"ევროპულიბიზნესსესხი DCFTA" 1,700,000 ლარისოდენობით აიღო. "სესხის აღებისთვის ერთადერთიმოთხოვნაიყო ის,რომაღებულისესხიდაგვეხარჯაევროპულისტანდარტებითგაკეთებულიმანქანა-დანადგარებისშეძენაშიანასევეევროპულისტანდარტებისშენობისმშენებლობაში.სესხისმიღების პროცედურები მარტივი იყო და იგი განცხადებისგაკეთებისთანავე მივიღეთ 12% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ეს სესხი, სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომპირობებიყველაზემეტადგვაკმაყოფილებდა. ზუსტადდროულადმოხდასესხისმიღებამაშინ,როდესაცყველაზემეტადსჭირდებოდაკომპანიას. სესხიდაგვეხმარაკომპანიისგაფართოებაში, ავაშენეთახალიფაბრიკათავიდანბოლომდეევროპულისტანდარტებითდასრულიადახალითანამედროვემანქანადანადგარები შევიძინეთ."

მეორე მხარეს დგანან შედარებით მცირე (მიკრო) საწარმოები, რომლებიც დაფინანსების წყაროების მოძიებისას მაინც აწყდებიან სირთულეებს. როგორც ირკვევა, მათთვის “ევროსესხი” ნაკლებხელმისაწვდომია. გასულ წელს, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაცია (IRAC) ჩვენივე ვებპორტალის - eugeorgia.info საინფორმაციო მხარდაჭერით ადვოკატირებას უწევდა რამდენიმე საწარმოს დაფინანსების მოპოვებისთვის, ამ პროცესში კი ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას წააწყდა. მცირე საწარმოების დაფინანსების მოპოვებაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ორგანიზაციის  იურისტი ლეილა დარასელია. დარასელიას თქმით: "პრაქტიკულად EBRD-ს და საქართველოს ბანკის პროექტი უფრო მეტად შეიძლება განიხილოს საშუალო (ნაკლებად მცირე ან მიკრო) ბიზნესის დაფინანსების პროგრამად. აფინანსებენ არსებული ბიზნესის ევროკავშირის სტანდარტამდე “აყვანის” მსურველებს. თუ მიკრო ბიზნესი ხარ, იმდენი უნდა გქონდეს პარალელური ბიზნესიდან, რომ გარანტად ჩაუდგე ამ სესხს."

ჩირის საწარმოს "სკიჯი"-ს დამფუძნებელი დარეჯან ბერძენიშვილისთვის სესხის აღებაზე უარის მიზეზი სოფელ ხიდისთავში ქონების დაბალი ღირებულება გახდა (სესხის უზრუნველყოფისთვის). ბანკმა "სკიჯი"-ს საქმიანობა წარმატებულად ჩათვალა, თუმცა რადგან დაკას ქონებას (სახლს და საწარმოს) გურიის სოფელ ხიდისთავში დაბალი ღირებულება მიანიჭეს, სესხის უზრუნველყოფისთვის დამატებით ბინა მოითხოვეს თბილისში ან ბათუმში. “საქართველოს ბანკისგან” უარის მიღების შემდეგ ბერძენიშვილმა გააგრძელა ფინანსების მოძიება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" პირობები ყველაზე მეტად შეესაბამება მის მოთხოვნებს: "იაფი სესხის გარდა თი-ბი-სი ბანკმა ახლა დაიწყო ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა, რომელშიც ქონებით უზრუნველყოფის მოთხოვნა 50%-მდეა შემცირებული, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 16%-ის ფარგლებში მერყეობს. ჩემთვის იაფი კრედიტი უფრო მოსახერხებელი იქნება, რადგან საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაბალია მაქსიმუმ 15%, რომლიდანაც 10%-ს სახელმწიფო ფარავს. თუმცა ერთი დეტალის გაუმჯობესებას მაინც ვისურვებდი, თუ სესხის მოცულობა 200 000 ლარს აღემატება სესხი 10%-ად გაიცემა და მეწარმეს დამატებით პროცენტის გადახდა არ უწევს. ე.ი. შედარებით მეტი შესაძლებლობის მქონე საწარმოსთვის უფრო იაფია კრედიტი ვიდრე მცირესთვის".

ფინანსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიკრო საწარმოების პრობლემების შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ირინა ჟღენტის შემთხვევა.

მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რეალურად საქართველოში საწარმოთა რომელ კლასს უფრო მეტად სჭირდება დახმარება მსხვილს, მცირე და საშუალოს თუ მიკროს. ფაქტია, რომ მცირე საწარმოთა ქვედა ფენისთვის,  მიკრო საწარმოებისთვის საკმაოდ მტკივნეულია სახსრების მოძიების პროცესი. დახმარების პროგრამების მიუხედავად, კომერციული ბანკი მაღალრისკიანი სექტორის დაფინანსებისას რისკის შესამცირებლად უზრუნველყოფას ითხოვს, რისი დაკმაყოფილებაც ყველაზე რთული მიკრო საწარმოებისთვისაა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების საკითხში არის, თუ ვის განვიხილავთ მცირე და საშუალო ბიზნესად. როგორც ირკვევა მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად EBRD ევროსტატის განმარტებით ხელმძღვანელობს. ე.ი. მცირე და საშუალო ბიზნესმა სესხით რომ ისარგებლოს, დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 კაცს და წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროს, სესხის მინიმალური მოცულობა განსაზღვრული არ არის. ეს ერთის მხრივ კარგი შესაძლებლობაა ქართული მსხვილი საწარმოებისთვის, რომ სესხით ისარგებლონ. ე.ი. ქართული საწარმოების ნაწილი, რომელიც ქართული განმარტებით მსხვილ საწარმოთა ჯგუფს მიეკუთვნებიან ევროკავშირის განმარტებით საშუალო საწარმოების ჯგუფში ხვდებიან. მათ რიცხვში შედის მოდის სახლი "მატერიაც" (იგი ქართული განმარტებით მსხვილ საწარმოდ ითვლება.) ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელნიც რეალურად სახსრების ნაკლებობის გამო ვერ ვითარდებიან, საუბრობენ, რომ ვერ სარგებლობენ დასახელებული პროგრამებით. პროგრამაში განაცხადის გასაკეთებლად წლიური მინიმალური შეზღუდვა არ არის, თუმცა მიკრო და სხვა მცირე მეწარმეების ნაწილი სიძნელეებს აწყდება პროგრამით სარგებლობისას, როგორც ეს ბერძენიშვილის მაგალითზე ვნახეთ.

 

დამატებით გთავაზობთ საწარმოების ზომის მიხედვით დაყოფის კრიტერიუმებს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით:



მსხვილიზომისსაწარმოებსგანეკუთვნებასაწარმო, სადაცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობააღემატება 249 კაცსანსაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობა 60 მლნლარს.

საშუალოზომისსაწარმოებსმიეკუთვნებაყველაორგანიზაციულ‐სამართლებრივიფორმისსაწარმო, რომელშიცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობამერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლოსაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობა – 12 მლნლარიდან 60 მლნლარამდე.

მცირეზომისსაწარმოებსმიეკუთვნებაყველაორგანიზაციულ‐სამართლებრივიფორმისსაწარმო, რომელშიცდასაქმებულთასაშუალოწლიურირაოდენობაარაღემატება 50 დასაქმებულსდასაშუალოწლიურიბრუნვისმოცულობაარაღემატება 12 მლნლარს."                 

მცირე და საშუალო საწარმოების განმარტება 2017 წელს განახლდა და დაუახლოვდა ევროსტატის განმარტებას, რომლის მიხედვითაც საწარმოების ზომის მიხედვით სხვაობის კრიტერიუმებია:








ავტორი: მარიამ ლუკაშვილი






Прочитано
6024
Отправить письмо

Связанный:

გართულდება თუ არა ბიზნესის ადმინისტრირება ავანსის დღგ-ით  დაბეგვრის ახალი წესის გამო?

გართულდება თუ არა ბიზნესის ადმინისტრირება ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის გამო?

ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრიდან ავანსის დღგ-ით განსხვავებული დაბეგვრის წესი ამოქმედდა, რომელიც ერთის მხრივ გადასახადიდან თავის არიდების რისკს ამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ბიზნესის ასოციაციის განცხადებით,

24 Январь 2018 | 15:22 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner