Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 14 Ноябрь
01 Март 2018 | 18:44 Бизнес

ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით, ქართული სამკერვალო საწარმოები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდებიან

ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით, ქართული სამკერვალო საწარმოები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდებიან

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, ევროკავშირის (EU4Business) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მესამე და მეოთხე კომპონენტები ეხება მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე კლასტერების განვითარებისა და ბიზნეს-ქსელების მხარდაჭერის გზით. შემდგომ მოხდება ქართული კლასტერების ინტერნაციონალიზაცია და მათი ევროპულ კლასტერებთან დაკავშირება.

პროექტის კომუნიკაციების ექსპერტის, თეა კენჭაძის განცხადებით, ტექნიკური დახმარების კომპონენტით პროექტში  ჩართული კომპანიები აქტიურად სარგებლობენ და პროგრესიც შეინიშნება:

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ  პროექტში ჩართული კომპანიები მზად არიან, გააუმჯობესონ თავიანთი წარმოების პროცესები. მათი აქტივობა ძალიან შესამჩნევია,  გასული წელი ძირითადად, კვლევებს და კონკრეტული ექსპერტების შერჩევას დაეთმო. წელს კი,  ძალიან აქტიური ფაზა დავიწყეთ და ახლა უკვე პრაქტიკულ შედეგებზე გავდივართ. შემუშავებულია აქტიური სამოქმედო გეგმა ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი თანხვედრაშია სახელმწიფოს, კონკრეტულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებთან”- აღნიშნა თეა კენჭაძემ.

პროექტის ფარგლებში კლასტერული განვითარების პოტენციალის მქონე  ოთხი სექტორი გამოვლინდა. ესენია: ავეჯის წარმოება, კინო-წარმოება, სამკერვალო წარმოება და მეფუტკრეობა. ამჟამად მიმდინარეობს მეხუთე სექტორზე, საკალმახე მეურნეობების მხარდაჭერაზე მუშაობა.

სამკერვალო წარმოება

GIZ-ის ინფორმაციით, პირველადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართული სამკერვალო წარმოება ერთ-ერთი მაღალპროდუქტიული ინდუსტრიაა, რომელიც იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ექსპორტის ღირებულებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. მართალია, ქართველი მწარმოებლები ევროპელი დამკვეთებისთვის ნაკლებად ცნობილები არიან, რადგან წარმოებაში არ არის დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები და ინდუსტრია დანაწევრებულია, თუმცა, არსებობს ერთიანი ხედვა მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა კვალიფიციური სამუშაო ძალა, საერთაშორისო სტანდარტები, კავშირები ევროპელ დამკვეთებთან. “აწარმოე საქართველოში” სააგენტოსთან ერთად შემუშავდა 3-კომპონენტიანი საპილოტე პროექტი ქართველი სამკერვალო წარმოების გასაერთიანებლად:

 

  • ქართველი მწარმოებლების ევროკავშირის სტანდარტებით აღჭურვა;
  • ქართველი მწარმოებლების ევროპელ დამკვეთებთან დაკავშირება;
  • ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნის ინიცირება.

საპილოტე პროექტისთვის 4 ქართული კომპანია შეირჩა: ელსელემა, ევროტექსი, მატერია და MPT, რომელთა დაკავშირება მოხდა 12 პოტენციურ პარტნიორთან ევროკავშირში. ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები ასე გამოიყურება:

  • ოთხმა ქართულმა კომპანიამ განაახლა წარმოების სტანდარტები და ისინი მზად არიან ევროპული სტანდარტის  BSCI (Business Social Compliance Initiative)-ის პირველი აუდიტისთვის;
  • ტანსაცმლის მწარმოებლებმა გააუმჯობესეს სახანძრო უსაფრთხოება, წარმოების განლაგება, საწყობის მენეჯმენტი, ქიმიური დამუშავება, დოკუმენტაციების მართვა, პროფესიული ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება;
  • ოთხ ქართულ კომპანიას აქვს მოლაპარაკებები პოტენციურ დამკვეთთან ევროკავშირში;
  • პროექტის ხელშეწყობით ელსელემამ მიიღო პირველი ადგილობრივი შეკვეთა Grove Design Hotel-ისგან სასტუმროს თანამშრომელთა უნიფორმების დასამზადებლად.

ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია MPT-ის დამფუძნებელი მიშა გეთია eugeorgia.info-სთან საუბრობს GIZ-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე და წარმოებაში ევროპული სტანდარტის, BSCI-ის საბოლოო აუდიტისთვის მზაობას აცხადებს:

“BSCI ახალი სტანდარტია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღო ევროკავშირმა. პირველი კომპანია ვართ საქართველოში, ვინც ამ სტანდარტს ნერგავს. როდესაც პირველად დავიწყეთ ეს პროცესი, აუდიტის შედეგად მოგვენიჭა D დონე, რომელიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოგვცეს რეკომენდაციები და ცვლილებების იმპლემენტაციის ვადა 31 დეკემბრამდე, ყველაფერი გავაკეთეთ GIZ-ის დახმარებით და ახლა  მზად ვართ საბოლოო აუდიტისთვის, რომელიც ჩატარდება აპრილის ბოლოს და მაისში უკვე გვეცოდინება პასუხი”, - ამბობს მიშა გეთია.

ის ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში ვიზიტისა და გერმანელი პოტენციური დამკვეთების საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე. გეთიას თქმით, მატერიალური შედეგები ჯერჯერობით თვალსაჩინო არ არის, თუმცა მოლაპარაკებები შედგა და პროცესები დაძრულია:

“გერმანიაში ყოფნისას ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ზოგადად, ვნახეთ მათი მუშაობის სტილი, როგორ არის საწყობები ორგანიზებული და ბევრი საინტერესო რამ. მაგალითად, რა ზომის უნდა იყოს ყუთი და რატომ არის აუცილებელი, რომ სტანდარტებში ჯდებოდეს და სხვ. საბოლოოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს GIZ-თან პროექტის ფარგლებში”, - აღნიშნა მიშა გეთიამ.

მოდის სახლი “მატერია” პრემიუმ კლასის ტანსაცმლის მწარმოებელია საქართველოში, რომელმაც ისარგებლა პროექტის ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რის შედეგადაც გააუმჯობესა წარმოების პროცესი და გეგმავს მეტი ევროპელი დამკვეთის მოზიდვას:

“GIZ-ის მიერ მოწვეული SUSA-ს (Sustainability Agents) კონსულტანტები დაგვეხმარნენ, მოგვემზადებინა კომპანია BSCI-ს აუდიტისთვის. პროექტის ფარგლებში დავინახეთ ბევრი უზუსტობა და მოუწესრიგებლობა, რაც მანამდე იყო საწარმოში და ერთად დავგეგმეთ გამოსწორების გზები. შედეგად, საწარმო სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, შემოვიტანეთ ბევრი სიახლე, გავაუმჯობესეთ და გავამარტივეთ სამუშაო პროცესები, რაც შესამჩნევი გახდა თანამშრომლებისთვისაც. დავამონტაჟეთ ხანძრისგან დაცვის ახალი საშუალებები, გაუმჯობესდა საწყობების განლაგება, თანამშრომლებმა გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგი და, რაც ყველაზე მთავარია, გავიცანით ახალი პოტენციური დამკვეთები, რომლებთანაც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროდუქციის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, მეტი უცხოელი დამკვეთის მოზიდვას” - ამბობს მოდის სახლ “მატერიას” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მიქაშავიძე.

პროექტის  კიდევ ერთი ბენეფიციარი 2015 წელს დაარსებული კომპანია ევროტექსია, რომელიც პროექტში ერთი წლის წინ ჩაერთო. პროექტის ფარგლებში SUSA-ს გერმანელი კონსულტანტები ყოველთვიურ რეკომენდაციებს უწევდნენ თანამშრომლების სოციალური დონის, ქარხანაში სამუშაო ატმოსფეროს, ასევე გარე და შიდა საორგანიზაციო სამუშაოების გაუმჯობესების მიმართულებით.

GIZ-მა ჩვენი საწარმოს წარმომადგენლებისთვის დააორგანიზა ვიზიტი გერმანიაში, ახალი საქმიანი პარტნიორობის დამყარების მიზნით, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო. ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ დროის უმოკლეს მონაკვეთში  მივაღწიეთ ევროპულ დონეს და შევძელით ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა. ჩვენი სამომავლო გეგმებია, გავაგრძელოთ ზრდა, გავზარდოთ საწარმოო სიმძლავრეები და გავაფართოვოთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი”, - აღნიშნა ევროტექსის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვერონიკა ბლაკუნოვამ.

პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა. პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერებაზე აკეთებს, რათა გაიზარდოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოს ახალ მარეგულირებელ გარემოსთან მისი ადაპტირება. პროექტის ბიუჯეტი 5,03 მლნ ევროა და 2015-2019 წლებზეა გაწერილი.

ავტორი: ქეთი მელქაძე




Прочитано
3558
Отправить письмо

Связанный:

ევროპული ფინანსური დახმარებით შ.პ.ს. “SRT”-მ საწარმოო ხარჯები 60%-ით შეამცირა

ევროპული ფინანსური დახმარებით შ.პ.ს. “SRT”-მ საწარმოო ხარჯები 60%-ით შეამცირა

"ამ დაფინანსებით შეძენილი დანადგარის მეშვეობით ჩვენ გავზარდეთ პროდუქციის ხარისხი და, აქედან გამომდინარე, ჩვენს პროდუქტებზე იმატა მოთხოვნამ ევროკავშირში."

15 Март 2018 | 15:15 Сельское хозяйство Далее
ევროპული ფინანსური დახმარებით „საქინვესტსმა“ ელ.ენერგიის ხარჯი 30%-ით დაზოგა

ევროპული ფინანსური დახმარებით „საქინვესტსმა“ ელ.ენერგიის ხარჯი 30%-ით დაზოგა

მიღებული დაფინანსების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს 30%- ით შევამციროთ ელ.ენერგიის მოხმარება სხვა არსებულ დანადგარებთან შედარებით.

05 Март 2018 | 13:41 Далее
Женщины-предприниматели получат кредиты без обеспечения имуществом до 40,000 лари

Женщины-предприниматели получат кредиты без обеспечения имуществом до 40,000 лари

В целях оказания содействия женскому предпринимательству, Европейский банк реконструкции и развития начинает в Грузии реализацию новой программы. EUGeorgia.info заинтересовался тем, насколько выгодными являются предлагаемые условия, и что думают о програм

06 Декабрь 2016 | 22:35 Сельское хозяйство Далее
“ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს”- ლორენს მერედითი

“ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს”- ლორენს მერედითი

“მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ყველა დახმარება არ იყოს კონცენტრირებული თბილისში და მიაღწიოს რეგიონებამდე, რომ შეცვალოს ხალხის ცხოვრება. მეც ჩრდილოეთ ინგლისის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ვარ”,- ამბობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, “

22 Июнь 2016 | 17:57 Экология Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner