Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
04 Aпрель 2019 | 13:52 Сельское хозяйство

ქვეყანაში ხარისხიანი თაფლის დეფიციტია

ქვეყანაში ხარისხიანი თაფლის დეფიციტია


 

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 21 ტონა თაფლი გავიდა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია. 17,7 ტონის ექსპორტი აზერბაიჯანში მოხდა, რაც მთლიანი საექსპორტო მოცულობის 85%-ია(2017 წელს აზერბაიჯანში ექსპორტი 2,2 ათასი ტონა იყო). მცირე რაოდენობით თაფლი გავიდა ირანში, ჰონგ კონგში, ერაყში, ყატარში. იაპონიაში შარშან ქართული თაფლი არ გაყიდულა, განსხვავებით 2017 წლისგან, როცა ექსპორტზე 1 ტონა პროდუქტი გაიტანეს.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის თურქეთი, რომელიც წლების განმავლობაში ქართული თაფლის რეალიზაციის ძირითად ბაზარს წარმოადგენდა. ოფიციალური ექსპორტის გარდა ქართული თაფლი თურქეთში კონტრაბანდული გზითაც ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც თურქეთის ხელისუფლებამ თაფლის ქვეყანაში შეტანა აკრძალა, ქართველმა მწარმოებლებმა გასაღების ეს ბაზარი დაკარგეს.  

ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტმა 2018 წელს მხოლოდ 134,2 კილოგრამი შეადგინა. 2017 წელს კი თაფლის ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. წელს იანვარში კი ორმა ქართველმა მწარმოებელმა გერმანიაში დაახლოებით 200 კილოგრამი თაფლი გაყიდა. გიორგი იაშვილმა და ვახტანგ ღლონტმა საკუთარი პროდუქტი საერთო „TAPLI“-ის ბრენდის ქვეშ გაიტანეს. თაფლის მორიგ პარტიას გასაგზავნად ისინი 20 აპრილისთვის ამზადებენ. გერმანიაში ამჯერად 1 ტონამდე თაფლი გაიგზავნება.

ვახტანგ ღლონტს საოჯახო მეურნეობა გურიაში აქვს, სადაც სკებიდან წელიწადში 5 ტონამდე თაფლს იღებენ. ადრე პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. ახლა მათი სამიზნე ევროკავშირის ბაზარი გახდა.

„ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, მაღალი ხარისხის თაფლი რომ მიგვეღო, რომელიც არ იქნებოდა დაბინძურებული. gtz-მა ჩამოიყვანა ჩვენთან ექსპერტები, რომლებიც ფუტკრის მოვლის ტექნოლოგიას გვასწავლიდნენ, როგორ მომხდარიყო ფიჭების ჩანაცვლება, თაფლის ე.წ. დაკუპაჟება, ტექნოლოგიური პროცესის დახვეწა, რომ მიგვეღო ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ევროპაში მაღალი სეგმეტის ბაზარზე შევიდოდა. თაფლი თანამედროვე ევროპული წესით მივიღეთ. ჩვენი თაფლი მოეწონათ და საკმაოდ დიდ ოდენობაზე არის მოთხოვნა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ამდენი. მაგრამ გადავწყვიტეთ ფერმერები გავაერთიანოთ, ვასწავლოთ მათ რა ტექნოლოგიით მოუარონ ფუტკარს და შემდეგ თაფლი ერთობლივად გავიტანოთ ევროპაში. ჯერ ეს ვერ მოხერხდება, რადგან ის მეთოდები, რასაც ადგილობრივი ფერმერების დიდი ნაწილი იყენებს, ევროპული მოთხოვნებისგან განსხვავდება. აღჭურვილობა, რაც ფერმერებს აქვთ, სტანდარტებს არ შეესაბამება, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არ იციან, დაკუპაჟების და ანალიზის აღების ტექნოლოგია ევროპულისგან განსხვავდება. ისევ არის ანტიბიოტიკების პრობლემა. ფერმერები არარეგისტრირებულ პრეპარატებს იყენებენ. ბევრმა ეს პრეპარატები ამოიღო მოხმარებიდან, მაგრამ ის მაინც არის ჩარჩოებში დარჩენილი, რაც თაფლს აბინძურებს. მწარმოებლებმა რომ შეძლონ თაფლის ევროპაში გატანა, პრეპარატები შესაბამისი დოზით და სწორ დროს, როგორც ეს მითითებულია პრეპარატის ანოტაციაში, უნდა მოხდეს ჩარჩოების ჩანაცვლება და რაც მთავარია, ფუტკარი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა ჰყავდეთ”,- ამბობს ვახტანგ ღლონტი.

გიორგი იაშვილს მეურნეობა რაჭაში აქვს, ამბროლაურში. ის ცაცხვის თაფლს აწარმოებს. შარშან 10 ტონამდე პროდუქტი მიიღო. აქედან 980 კილოგრამი, რაც გერმანიაში საექსპორტოდ იყო განკუთვნილი, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ დაილუქა.

„ექსპერტები ბავარიიდან რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. ისინი მთლიან პროცესს უწევდნენ მონიტორინგს, სკიდან საწარმომდე. თაფლი შესამოწმებლად გერმანიაში გაიგზავნა, სადაც ლაბორატორიული შემოწმება წარმატებით გაიარა. მომავალში საექსპორტო თაფლის შემოწმება ასევე ევროპის ლაბორატორიაში მოგვიწევს. საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მხოლოდ წინასწარი შემოწმებისთვის გამოვიყენებთ, ის არის ერთგვარად პირველი ფილტრი, იმის გასაგებად, რომ თაფლი დაბინძურებული არ არის. გერმანიიდან არის მოთხოვნა თაფლზე, მაგრამ ვერ დავაკმაყოფილებ, რაც არ უნდა ბევრი მოვიწიო, ამიტომ აუცილებელია, მეფუტკრეთა გაერთიანება. ბევრ ფერმერს აქვს სურვილი შემოგვიერთდეს, მაგრამ მათ მეურნეობებს ჯერ მონიტორინგი უნდა გავაკეთოთ”,-ამბობს eugeorgia.info- გიორგი იაშვილი.

მწარმოებლებს თაფლის რეალიზაცია უჭირთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში თაფლის წარმოებამ 2,5 ათასი ტონა შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 ათასი ტონა იყო. თუმცა, ეს ზუსტი მონაცემები არ არის. ქვეყანაში დაახლოებით 2-ჯერ მეტი თაფლი იწარმოება, მაგრამ მისი ზუსტი აღრიცხვა არ ხდება. მას შემდეგ, რაც თურქეთში თაფლის არალეგალური ექსპორტი შეწყდა, ქართველ მეფუტკრეებს რეალიზაცია გაუჭირდათ. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ექსპორტის აკრძალვას ლარის კურსის ვარდნა და ინფლაცია დაემატა, რამაც თაფლის მოხმარება შეამცირა. ბევრი მწარმოებელი მის რეალიზაციას ვერ ახერხებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის წარმოება თანდათან იზრდება, ადგილობრივი ფერმერებისთვის შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პროდუქტის ექსპორტზე გატანაა. ამისთვის კი მათ ხარისხიანი თაფლის წარმოებაზე უნდა იზრუნონ.  

ორგანიზაცია „ფუტკარა” -ს საქართველოდან თაფლის ექსპორტის დიდი გამოცდილება აქვს. მას ადგილობრივი მწარმოებლებისგან შესყიდული თაფლი ექსპორტზე უმეტესად აზიის ქვეყნებში გააქვს. „ფუტკარას” ხელმძღვანელი მიხეილ თეთრუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში ექსპორტის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ამაში უამრავი პრობლემა უშლის ხელს.

„ვისაც გვაქვს თაფლის ექსპორტის საშუალება, გაჩერებული ვართ. რამდენიმე მეფუტკრემ გაიტანა ევროპაში თაფლი, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ მხოლოდ მისი მოსავალი და მცირე რაოდენობით. მათ იცოდნენ, რომ მისი თაფლი ხარისხიანი იყო, არ იყო დაბინძურებული. მე კი, გარანტია არ მაქვს, რომ ფერმერებისგან მიღებული თაფლის ნიმუშებში ნარჩენები არ აღმოჩნდება. ექსპორტს რეგულარული ხასიათი თუ არ მიეცა, ეს არ იქნება ბიზნესი. წინა წლებში 20 ტონაზე მეტი თაფლი გავიტანეთ აზიის ქვეყნებში. თუმცა, შემდეგ თაფლის დაბინძურების რისკის გამო გავჩერდით.

ბიზნეს- ოპერატორი ვარ, მაქვს საწარმო, შემიძლია თაფლი მთელი ქვეყნის მასშტაბით შევიძინო, მაგრამ ექსპორტზე რომ წავიღო, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები. ევროპულ ლაბორატორიაში ანალიზის ჩატარება 1000 ევროზე მეტი ჯდება და შეიძლება ეს თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. არადა, მინდა პროდუქტი რეგულარულად გავიტანო. შემსყიდველი უწყვეტი მიწოდების პირობას გვიყენებს, რომ დახლზე ქართული თაფლი მუდმივად იყოს. თუ თაფლს ევროპაში გავიტან, გერმანიის ან საფრანგეთის ლაბორატორიაში უნდა შევამოწმებინო. ხელისუფლებას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ჩვენ ლაბორატორიაში რა კომპონენტზეც მოწმდება, იმ ანალიზის საფასური ნაწილობრივ მაინც დაგვიფინანსოს. წინასწარ მაინც ვიცოდეთ, რომ თაფლში დაბინძურება არ არის. ამის შემდეგ მას ევროპის ლაბორატორიაში უფრო დაზღვეულები გავგზავნით.

თაფლის სისუფთავე მხოლოდ ექსპორტისთვის არ უნდა გვინდოდეს. პირველ რიგში, შიდა ბაზარზე, ჩვენ მომხმარებელზე უნდა ვიფიქროთ. დღეს საქართველოში არ არის მეწარმე, რომელსაც საკუთარი ფინანსებით თაფლის ლაბორატორიაში შემოწმება შეძლოს. ამაშიც მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბაზარი გაჯერებულია რისკის შემცველი თაფლით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დაბინძურებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში გაგზავნილ ბევრ ნიმუშში ნარჩენები აღმოჩნდა.

გვინდა ევროპულ სტანდარტების შესაბამისი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გვქონდეს, სადაც მოხდება გადამუშავება, ერთგვაროვანი თაფლის მიღება, სტანდარტიზაცია, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვით მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა. აქვე უნდა მოხდეს დაფასოება, და ქართული ეტიკეტით გატანა. საწარმოს ვაკეთებთ, რომელსაც ISO სტანდარტი ექნება, მომზადებული რომ დავხვდეთ იმ პერიოდს, როცა შიდა ბაზარი ევროპაში ექსპორტისთვის მზად იქნება, -ამბობს eugeorgia.info- საუბრისას „ფუტკარას” ხელმძღვანელი მიხეილ თეთრუაშვილი.  

ანტიბიოტიკების გამოყენება კვლავ პრობლემად რჩება

ანტიბიოტიკები თაფლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ევროპის ლაბორატორიაში გაგზავნილი ქართველი მწარმოებლების ნიმუშების 50% -ში სწორედ ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. ქვეყანაში ანტიბიოტიკების იმპორტი უკვე აიკრძალა, ხოლო ვისაც უკვე შემოტანილი აქვს, მან 2020 წლამდე უნდა გაყიდოს. თუმცა, არიან ფერმერები, რომლებიც ანტიბიოტიკებს აქტიურად იყენებენ. ანტიბიოტიკები, უმეტესად მეტრონიდაზოლი, ე.წ. „ამერიკული სიდამპლის" წინააღმდეგ გამოიყენება. ეს დაავადება ფუტკრისთვის ძალიან საშიშია, სწრაფად გადადის და ეპიდემიის სახე შეიძლება მიიღოს. განვითარებულ ქვეყნებში დაავადებულ სკას წვავენ, ხოლო საფუტკრეში ცხადდება კარანტინი. საქართველოში მეფუტკრეს არ აქვს დაზღვევა და ცხადია, მას ზარალის არავინ აუნაზღაურებს. ამიტომ მწარმოებლები თავის დაცვის მიზნით ფუტკარს ანტიბიოტიკით კვებავენ.

„ბევრი მეფუტკრე აღარ იყენებს ანტიბიოტიკს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც მივცემ, რადგან მეშინია დაავადების. მათ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ იყიდონ ანტიბიოტიკი. სუბსიდირებები ამ მიმართულებითაც არის საჭირო. როცა შეზღუდვას აწესებენ, სანაცვლოდ მეფუტკრეს რაღაც დამცავი მექანიზმი უნდა შესთავაზონ. კარგი იქნება, მათ ამერიკული სიდამპლის გამზომი ხელსაწყოები დაურიგონ. სამწუხაროდ, არ გვყავს პროფესიონალი ვეტერინარები. საკონსულტაციო ცენტრებში მეფუტკრეობის კუთხით განათლებული ვეტერინარები არ არიან. ფერმერი ფუტკრის ოჯახებს მუდმივად ამთაბარებს. მოსავლიან, ღალიან ადგილებში უამრავი საფუტკრე იყრის თავს. ერთი მოუწესრიგებელი ოჯახიც შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. თუ სკები ვეტერინარის მიერ იქნება შემოწმებული და ექნება შესაბამისი ცნობა, გვეცოდინება, რომ ფუტკარი არის ჯანმრთელი. რომელიმე ერთი პრობლემის მოგვარება, შედეგს არ მოიტანს. საკითხების კომპლექსურად მოგვარება მოგვცემს მხოლოდ შედეგს.

საჭიროა, ფუტკრის ოჯახების პასპორტიზაცია, აღრიცხვა. მაგრამ მეფუტკრეები სკეპტიკურად უყურებენ აღრიცხვას, ეშინიათ მთავრობამ მერე გადასახადები არ დააკისროს. მათ უნდა აუხსნათ, რომ ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ მომ სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი მივიღოთ”,- ამბობს მიხეილ თეთრუაშვილი. 

ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 




Прочитано
7900
Отправить письмо

Связанный:

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგაში BIOR-ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღეს eugeorgia.info-სთან თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიდრე ამ პრობლემების განხილვაზე გადავალთ, თვალი გად

06 Июнь 2019 | 15:13 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner