Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 28 Март
19 Aпрель 2020 | 13:21 Бизнес

შესაფუთი მასალების კომპანიები კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე დანადგარების ნაკლებობას განიცდიან

შესაფუთი მასალების კომპანიები კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე დანადგარების ნაკლებობას განიცდიან

რეზო თოფურია: „კლასტერში ჯერ სულ 20 კომპანიაა, მაგრამ ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანას უკვე ახერხებენ”

შესაფუთი მასალების კლასტერში გაერთიანებისთვის კახეთში არსებულ 20 კომპანია უკვე მზად არის. კლასტერის მმართველ ბორდში ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიებს სხვა რეგიონებში არსებული საწარმოებიც შეუერთდებიან და წლის ბოლოს წევრთა რაოდენობა 50 -ს გადააჭარბებს. კლასტერი „საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის” საფუძველზე შეიქმნა, რადგან კანონმდებლობა პირდაპირ კლასტერად რეგისტრაციის საშუალებას არ იძლევა. ასოციაციას კლასტერის ფუნქცია 2020 წლის თებერვლიდან დაემატა. „საქართველოს შესაფუთი მასალების კლასტერის” მმართველი ბორდში ამბობენ, რომ გაფართოების პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიამ შეაფერხა და სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, კლასტერი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს. 

შესაფუთი მასალების კლასტერის ჩამოყალიბების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ კლასტერის მმართველი დირექტორი რეზო თოფურია საუბრობს: 

2020 წელი კლასტერისთვის პირველი საპილოტე წელია. წინ დიდი გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, ვაპირებთ, შესაფუთი მასალების სექტორის კვლევა ჩავატაროთ. ამისთვის დონორმა ორგანიზაციებმა 10 ათასი დოლარი გამოყვეს. ეს კვლევა შესაფუთი მასალების ბიზნესს აჩვენებს, მათთვის რა შესაძლებლობები არსებობს და რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ. გარდა ამისა, USIAD- ს საგრანტო პროექტით მივმართეთ და თუ დაფინანსებას მივიღეთ, ამ თანხას 50 ადამიანის გადამზადების საქმეს მოვახმართ. როცა კომპანიებს პრობლემების შესახებ ვეკითხებით, ისინი, პირველ რიგში კადრების ნაკლებობას ასახელებენ. გადამზადების შემდეგ კი თითქმის ყველა კომპანიას თითო კვალიფიციური კადრი ეყოლება, რომელიც მას საწარმოო ხაზს გაუმართავს. 

საერთაშორისო დონორების დახმარებით ვიყავით უნგრეთში, სადაც გავეცანით მათი შესაფუთი მასალების კლასტერის- „უნიპაკ” -ის გამოცდილებას, ვნახეთ მათი წევრი კომპანიების საწარმოები. „უნიპაკი” საკმაოდ დიდი კლასტერია, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით არსებობს. შევხვდით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაგვაცნეს ის გამოცდილება, რაც უნგრეთში არსებობს. უნგრულ კლასტერთან ერთად შევიტანეთ განაცხადი ერთ-ერთ საგრანტო პროექტზე და სამომავლოდ მათთან ერთად ევროპულ კონსორციუმში გაწევრიანებას ვაპირებთ. ასევე, ვგეგმავთ დავიწყოთ თანამშრომლობა შესაფუტი მასალების პოლონურ და უკრაინულ კლასტერებთან. ამ კლასტერების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, გავაანალიზებთ სად ჰქონდათ ჩავარდნები, სად გაუჭირდათ და წარმატების მაგალითებსაც გავიზიარებთ. კლასტერის სტრატეგიული დოკუმენტების დახვეწის პროცესში დაგვეხმარება საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ​UNDP-იმ(გაეროს განვითარების პროგრამა) სპეციალურად ჩვენი ორგანიზაციისთვის დაიქირავა.

გვინდა შევქმნათ კლასტერის ისეთი მოდელი, სადაც არა მარტო შესაფუთი მასალის მწარმოებელი  კომპანიები ითანამშრომლებენ, არამედ გაწევრიანდებიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც შესაფუთ მასალებს იყენებენ. მაგალითად, კლასტერში შემოვიდნენ ღვინის კომპანიები, რომლებსაც ყუთები სჭირდებათ. ამ კომპანიებს საჭირო პროდუქტს სხვა წევრი კომპანიები მიაწვდიან. კლასტერში ასევე ჩაერთვებიან დამხმარე კომპანიები, რომელთა პროდუქტს შესაფუთი მასალების მწარმოებლები იყენებენ, როგორებიც არიან წებოს ან  ქაღალდის მომწოდებლები. 

კლასტერი მისი წევრი ბიზნესებისთვის იქნება ნეთვორქინგ ჰაბი, სადაც კომპანიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ. კლასტერში ჯერ სულ 20 კომპანიაა, მაგრამ ერთმანეთისთვის სარგებლის მოტანას უკვე ახერხებენ. მაგალითად, ჩვენი კლასტერის ერთი წევრი კომპანია, რომელიც პლასტიკატის ქილებს აწარმოებს, მეორე წევრი კომპანიისგან ამ ქილების ჩასაწყობად ყიდულობს მუყაოს ყუთებს. ყუთები იკვრება სპეციალური ცელოფანით, რომელსაც მესამე წევრი კომპანია ამზადებს. ამ კომპანიებს შორის მეტი ნდობა არსებობს და ისინი ერთმანეთს ფასდაკლებასაც უკეთებენ.

კლასტერი იქნება ინდუსტრიის ადვოკატი- თუ წევრ კომპანიას პრობლემა შეექნება, კლასტერის მმართველი ბორდი ინდუსტრიის სახელით მთავრობას ან დონორ ორგანიზაციას მიმართავს, რაც უფრო კარგ შედეგს გამოიღებს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კლასტერში გაწევრიანება ბევრ ბიზნესს დააინტერესებს. დაახლოებით თვეში ერთხელ მივდივარ კომპანიებში და ვეკითხები, რაიმე სახის ბიუროკრატიულ პრობლემები ხომ არ ექმნებათ, შემდეგ კი ვცდილობთ ადვოკატირება გავუწიოთ. 

- რა სახის პრობლემები აქვთ ამჟამად შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს?    

- ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს ორი მთავარი პრობლემა აქვთ: კვალიფიციური კადრების დეფიციტი და თანამედროვე დანადგარების ნაკლებობა. შესაფუთი მასალების დამზადებისთვის საჭირო დანადგარი საკმაოდ ძვირი ღირს და ინვესტიციის თვალსაზრისით დიდ თანხებს მოითხოვს. შესაბამისად, შესაფუთი მასალების საწარმოს შექმნა მარტივი არ არის. ჩვენი კლასტერის წევრი კომპანიების უმრავლესობა ცდილობს ჩინური დანადგარი ევროპულით ჩაანაცვლოს. ამ დანადგარების უმრავლესობა მეორადია, მაგრამ ასეთის ფასიც ძალიან მაღალია. კომპანიებისთვის ბანკებთან ურთიერთობაც მარტივი არ არის, ფინანსებზე წვდომა გაძნელებულია, ამიტომ სჭირდებათ დახმარება, რომ ინვესტირებისთვის თანხები მოიზიდონ. 

საქართველოში შესაფუთი მასალების უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოდის. შესაბამისად, ბაზარზე გაყიდვების გაზრდის რესურსი არსებობს. რამდენიმე წარმოებას პროდუქციის ექსპორტზე გატანაც უნდა, მაგრამ ჯერ ადგილობრივი ბაზარია ასათვისებელი. ევროპულ კლასტერებთან თანამშრომლობის საბოლოო მიზანი ისიც არის, რომ შესაფუთი მასალების ქართულმა ბიზნესმა მათთან კონტაქტი დაამყაროს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იფიქრონ. 

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ამჟამად სექტორი საუბრობს, ევროკავშირის დირექტივას შეეხება, რაც მეწარმეთა გაფართოებული ვალდებულების შემოღებას გულისხმობს. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს დირექტივა, ამის შესახებ კომპანიებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. ასევე, მეწარმეებს სურვილი აქვთ, მიიღონ ინფორმაცია DCFTA -ის სხვა რეგულაციების შესახებ, რომელიც შესაფუთი მასალების წარმოებას შეეხება  

- ბიზნესი როგორ ხვდება კლასტერში გაერთიანებას. რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში? 

- ბევრს კლასტერის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. სირთულეს წარმოადგენს მათთვის იმის ახსნა, რომ კლასტერში გაწვევრიანების სანაცვლოდ თანხა ყოველთვიურად უნდა გადაიხადონ. კომპანიებთან თანამშრომლობა რეგიონებში უფრო მეტად გაგვიჭირდა. ​უნგრელმა და პოლონელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ ეს პრობლემა კლასტერის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მათაც ჰქონდათ. 

კახეთში ჩვენი რეგიონალური წარმომადგენელი სავაჭრო პალატაში მუშაობდა და კერძო ბიზნესშიც იყო ჩართული. კომპანიების ხელმძღვანელებთან მისი ნაცნობობის წყალობით რეგიონში არსებული საწარმოების გაერთიანება გაგვიადვილდა. უცხოელმა ექსპერტებმაც გვირჩიეს, რეგიონულ წარმომადგენლად ისეთი ადამიანი შეგვერჩია, ვინც კომპანიებს პირადად იცნობდა.

- კლასტერში რამდენი კომპანიის გაწევრიანებას ვარაუდობთ? 

- გაწევრიანების შესახებ100-მდე კომპანიას დაველაპარაკებით. ვვარაუდობთ, რომ კლასტერში წლის ბოლომდე 50 კომპანია იქნება. შემდეგ ბევრი კომპანია თვითონ დაინტერესდება და შემოგვიერთდება. 

- საწევროს სახით კომპანიამ რამდენი უნდა გადაიხადოს?

- ამ დროისთვის საწევრო ფიქსირებული თანხა - 400 ლარია. თუმცა, ვაპირებთ, მომავალში თანხა კომპანიის ზომის შესაბამისად განისაზღვროს. რაც უფრო პატარა იქნება კომპანია, მით ნაკლებს გადაიხდის. დიდი კომპანიებისთვის საწევრო სავარაუდოდ, 150 ლარი იქნება. საშუალო ზომის საწარმოსთვის - 80 ლარი, დასაქმებულთა რაოდენობის შესაბამისად, ხოლო მცირე კომპანია 50 ლარს გადაიხდის, რაც დიდი თანხა არ არის. მომავალი წლიდან ალბათ ახალ სქემაზე გადავალთ და ის კომპანიები, რომლებიც მომავალში შემოგვიერთდებიან, 400 ლარს აღარ გადაიხდიან. ევროპულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კლასტერში სასურველია იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებაც, ამიტომ ვაპირებთ გაერთიანებაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემია ჩავრთოთ.


სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე


სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 

Прочитано
9307
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner