Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
15 Июль 2020 | 10:31 კვლევა/რეკომენდაცია

ქართული ავეჯის კლასტერი (სექტორის კვლევა)

ქართული ავეჯის კლასტერი (სექტორის კვლევა)

შესავალი
აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის მიერ, ევროკავშირის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. დოკუმენტი მიმოიხილავს ავეჯის სექტორს საქართველოში, მის საექსპორტო შესაძლებლობებს, განიხილავს ავეჯის კლასტერის პრობლემატიკას, კლასტერის წევრების გამოკითხვის საფუძველზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. დოკუმენტის სტრუქტურა შემდეგია, პირველ ნაწილში მოცემულია ავეჯის სექტორის სტატისტიკური და საკანონმდებლო მიმოხილვა. მეორე ნაწილი განიხილავს ავეჯის კლასტერს, მის მუშაობასა და განვითარების შესაძლებლობებს, კლასტერის წევრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. მესამე ნაწილი ეთმობა ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ დასახელებული პრობლემების განხილვას, ბოლო ორ ნაწილში კი მოცემულია დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოს ავეჯის სექტორის მიმოხილვა
ავეჯის წარმოება საქართველოს დამამუშავებელ მრეწველობაში წამყვან ინდუსტრიას არ წარმოადგენს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019 წელს მისი გამოშვების წილი დამამუშავებელი მრეწველობის მთლიან გამოშვებაში მხოლოდ 1.8%-ია (183.1 მილიონი ლარი), თუმცა, ავეჯის ინდუსტრიას სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინვესტორებისთვის რეგიონში მიმზიდველ სექტორად ასახელებს. ავეჯის ინდუსტრია აწარმოე საქართველოს 2019 წლის საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების მიმოხილვაში ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად დასახელდა. ავეჯის მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა საქართველოში საშუალო და მცირე ზომისაა.

ავეჯის სექტორის ზოგადი მაჩვენებლები

გრაფიკი 1. ზოგადი მაჩვენებლები



წყარო: geostat.ge


ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავეჯის წარმოების სექტორი საქართველოში, ოფიციალური სტატისტიკით, წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2010 წლიდან 2018 წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა ავეჯის გამოშვება, 2019 წელს კი წინა წელთან შედარებით 9.8%-ით შემცირდა (183.1 მლნ ლარი). გამოშვებასთან ერთად 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, შემცირდა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც (-16.1%). ამ ორი მაჩვენებლის შემცირებასავარაუდოდ  ავეჯზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. ფიქსირებული ინვესტიციების მაჩვენებელი წლიდან წლამდე მაღალი ცვალებადობით გამოირჩევა, მაგალითისთვის 2018 წელს წინა წელთან შედარებით ფიქსირებული ინვესტიციები 103%-ით გაიზარდა, თუმცა თუ შევადარებთ 2016-2017 წლებს, 2017 წელს ინვესტიციები 47.4%-ით არის შემცირებული. ფიქსირებული ინვესტიციების ამდაგვარი ცვლილება მიუთითებს, რომ არსებული საწარმოები ყოველწლიურად ვერ აფართოებენ/აუმჯობესებენ წარმოებას და ახალი, რეგისტრირებული, საწარმოების რიცხვიც წლიდან წლამდე უწყვეტად არ იზრდება.

რაც შეეხება ოფიციალურად დასაქმებულთა ყოველთვიურ, საშუალო ნომინალურ ხელფასს, ეს მაჩვენებელი 2015 წლიდან მზარდია. 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ავეჯის სექტორში ნახტომისებურად გაიზარდა, ზრდამ  21.7% შეადგინა, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებაა. გარდა ამისა, სექტორმა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, შეამცირა დაქირავებული მუშახელის რაოდენობა რამაც შესაძლოა გაზარდა სექტორში დარჩენილი მუშახელის საშუალო ნომინალური ხელფასი.

ავეჯის ექსპორტის მაჩვენებლები

გრაფიკი 2. ავეჯის ექსპორტი საქართველოდან, ტოპ 3 ქვეყანა და ევროკავშირი

წყარო: geostat

*წინასწარი მონაცემები


გრაფიკი 3. ავეჯის ექსპორტი საქართველოდან

წყარო: geostat.ge

*წინასწარი მონაცემები


2010-2013 წლებში ავეჯის ექსპორტის ღირებულება საქართველოდან მზარდი იყო, 2013 წლიდან კი ავეჯის ექსპორტის მაჩვენებელმა კლება დაიწყო და უკვე 2014 წელს, წინა წელთან შედარებით 61%-ით შემცირდა (აშშ დოლარში გაანგარიშებით). რაც შეეხება ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, 2010-2015 წლებში საქართველოდან ავეჯის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი  ყაზახეთი იყო, თუმცა 2016 წლიდან მისი წილი ავეჯის ექსპორტში უმნიშვნელო გახდა და საექსპორტო ბაზარის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაიკავეს, თუ არ ჩავთვლით 2018 წლის მონაცემებს, როცა ევროკავშირის წილი ავეჯის საერთო ექსპორტში 31.8% იყო, თუმცა თანხობრივად ეს მაჩვენებელი მცირეა. ბაზარზე სულ რამდენიმე მსხვილი მწარმოებელია, რომელიც ექსპორტს სტაბილურად ახორციელებს, შესაბამისად ოფიციალურ სტატისტიკაში წლიდან წლამდე მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად, შესაძლოა, რომელიმე ერთი კომპანიას უკავშირდებოდეს. 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ავეჯის ინდუსტრიის კვლევის თანახმად (AGIC) ბაზარზე  22 ლიდერი ავეჯის მწარმოებელი და ავეჯით მოვაჭრე კომპანიაა. 2018 წელს, შემოსავლების მიხედვით, პირველ ხუთ კომპანიას ავეჯის ინდუსტრიაში წარმოადგენდნენ: შპს „ემბავუდ ჯორჯია“, შპს „ემბა ტრეიდი“, შპს „მეგაიქსი MEGAX“, შპს „ტაო“, შპს „პანცილიონი“.

საგარეო ვაჭრობის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ავეჯის ექსპორტის ბაზარი არ არის სტაბილური. წლიდან წლამდე იცვლებიან ლიდერი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები. მცირეა ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობაც, შესაბამისად საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ იყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით მოცემულ უპირატესობას ამ სექტორში.

ავეჯის ექსპორტის პოტენციალი ევროკავშირში

ავეჯის ინდუსტრია და მისი საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (GIZ), სახელმწიფოს დაკვეთით შეისწავლა. სამწუხაროდ დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ის რომ ავეჯის სექტორს აქვს განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ექსპორტის მიმართულებითაც, ამ სექტორის მიმართ გასულ წლებში სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების  ინტერესიც მოწმობს. დღეს რთულია ვისაუბროთ ავეჯის ექსპორტზე, რადგან ჯერ-ჯერობით, როგორც თავად მწარმოებლები აცხადებენ, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც კი ვერ ხდება და ექსპორტის მოცულობა მცირეა. დარგის ექსპერტები და ავეჯის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რესურსების სიმცირისა, საქართველოს აქვს პოტენციალი იპოვოს თავისი ნიშა ევროკავშირის ბაზარზე და ეს ნიშა უნდა იყოს მაღალი ხარისხის ავეჯი. ექსპორტიორი კომპანიების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპის ბაზრისთვის საინტერესოა როგორც ხის ნაწარმი ასევე რბილი ავეჯიც. მოთხოვნის მთავარი განმსაზღვრელი არის ავეჯის ხარისხი, მისი წარმომავლობა და ფასი.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული ტყის რესურსებიდან გამომდინარე, საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი წიფლის (Fargus spp) ხის მასალისგან დამზადებულ ავეჯის ან ავეჯის ნაწილების ექსპორტის მიმართულებით აქვს, რადგან საქართველოს ტყეების 48.5% სწორედ წიფელს უკავია (მეტრეველი 2002). წიფლის ხის მასალა, რომლის წარმოების პოტენციალიც საქართველოს აქვს, ქართველი ხის ავეჯის მწარმოებლების განმარტებით, წარმოადგენს შედარებით იაფ მასალას, თუმცა, ის არის მაგარმერქნიანი ფართოფოთლოვანი ხე, რომელიც აქტიურად გამოიყენება ავეჯის წარმოებაში მსოფლიოში.

ის თუ რა მოცულობის ხე-ტყის მასალის მდგრადი დამზადების პოტენციალი აქვს საქართველოს, ამაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, 2019 წელს, საქართველოს სატყეო სააგენტომ დაიწყო ეროვნული ტყის აღრიცხვის პროცესი. 2019 წლის შედეგებით, ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია სამ რეგიონში აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში და მიმდინარეობს შესაბამისი მონაცემების დამუშავება. ხის მასალის დამზადების პოტენციალის შესახებ აქამდე მხოლოდ ვარაუდები არსებობდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2016 წელს გაკეთებული დაანგარიშებით, სააგენტოს იურისდიქციაში არსებული ტყეებიდან 288.000 კუბ. მ./წ ხის მასალის მდგრადი დამზადება იყო შესაძლებელი. საკონსულტაციო ჯგუფ GFA-ის მიერ GIZ-ისთვის მომზადებულ დოკუმენტში იგივე გათვლა 600.000 კუბ. მ./წ შეადგენს.

გრაფიკი 4. ხის მასალის ექსპორტი საქართველოდან

წყარო: geostat.ge

*წინასწარი მონაცემები

ხის მასალის და ავეჯის ნაწილების ექსპორტის ბოლო ათი წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეს ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. ამასთან იზრდება ევროკავშირში ექსპორტის წილიც ბაზრის მთლიან ღირებულებაში. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინტერესი საქართველოდან ხის მასალის ექსპორტზე მზარდია, თუმცა ვერ ვხედავთ შესაბამის ტრენდს ავეჯის ექსპორტში. აღსანიშნავია, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ნაწარმი, რომელიც წარმოადგენს მზა ავეჯს და შედგება არა მხოლოდ ხის მასალის, არამედ რბილი ნაწილებისგან ექსპორტისას 4421 (ნაწარმი ხისა, სხვა) სასაქონლო კოდით ტარდება. შესაბამისად, გრაფიკზე მოცემული ინფორმაცია მოიცავს ავეჯის მონაცემებსაც. 

რაც შეეხება საკანონმდებლო მოთხოვნებს ავეჯის მწარმოებლების მიმართ, საქართველოში არ არსებობს ხარისხის მოთხოვნები ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, თუ ვისაუბრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტზე, ამ შემთხვევაში მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული მოთხოვნები იმისათვის, რომ ისარგებლონ DCFTA-ის პირობებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტის შეძენისას იმპორტიორი მხარე არ გადაიხდის იმპორტის გადასახადს თავის ქვეყანაში. პირველ რიგში პროდუქტს უნდა ჰქონდეს საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1). პროდუქტი მთლიანად უნდა იყოს წარმოებული საქართველოს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან ის საკმარისად უნდა იყოს გადამუშავებული საქართველოში, რომ ჩაითვალოს ადგილობრივ წარმოებად (დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია შეთანხმების პირველ ოქმში). წარმოშობის სერთიფიკატს საქართველოში შემოსავლების სამსახური გასცემს. წარმოშობის სერთიფიკატი საერთო მოთხოვნაა ყველა ტიპის პროდუქტისთვის, იმისათვის რომ იმპორტიორი მხარე განთავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან, თუმცა, ხშირად, იმპორტიორ კომპანიებს დამატებითი მოთხოვნები აქვთ, ამიტომ ექსპორტიორმა პირველ რიგში თავად იმპორტიორისგან უნდა მიიღოს მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია. მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა უკავშირდება ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული ხის მასალის მდგრადი მართვის მეთოდების გათვალისწინებით მოპოვებას. იმ შემთხვევაში თუ ავეჯი არის ხის (არ იგულისხმება მეორადი ხის მასალა) ან ნაწილობრივ გამოყენებულია ხის მასალა, როგორც წესი, იმპორტიორი ითხოვს მდგრადი მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს.  საქართველოში მოპოვებული ხის მასალა დღეისათვის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ახალი კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ეს პირობა დაკმაყოფილდება, რადგან ტყის ახალი კოდექსი ითვალისწინებს მერქნული რესურსების მართვას მდგრადი განვითარების პრინციპებით.

ევროპის ბაზარი

EOS-ის (European Sawmill Industry) 2018-2019 წლის ანგარიშის თანახმად, 2013-2018 წლებში, ევროპაში, დაუმუშავებელი მრგვალი ხე-ტყის  (roundwood) წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა, ზრდა ძირითადად რბილმერქნიანი ხის ხარჯზე მოხდა, ხოლო მაგარმერქნიანი ხის რაოდენობა სტაბილური იყო, მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ თურქეთში დაფიქსირდა. რაც შეეხება დახერხილი მაგარმერქნიანი ხის მასალის (sawn hardwood) წარმოებას, ევროპა ამ ტიპის მასალის წმინდა ექსპორტიორს წარმოადგენს. მსხვილ მწარმოებლებს შორის არიან რუმინეთი (1.6 მილიონი კუბ. მეტრი, 2018 წ.), საფრანგეთი (1.5 მილიონი კუბ. მეტრი, 2018 წ.) და გერმანია (1.1 მილიონი კუბ. მეტრი, 2018 წ.) 2018 წელს დახერხილი მაგარმერქნიანი ხის მასალის წარმოება ამ ქვეყნებში შემცირდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის სიმცირით იყო გამოწვეული. საფრანგეთის შემთხვევაში შემცირდა მუხის, ხოლო გერმანიასა და რუმინეთში წიფლის ნედლეული. ძირითადი მიზეზი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ექსპორტის მოცულობა იყო, რამაც შეამცირა ქვეყნის შიგნით ადგილობრივი ნედლეულის მიწოდება. იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ბელგიაც. ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლო ათი წლის მანძილზე მაგარმერქნიანი ხის სახერხების 30% დაიხურა. მაგარმერქნიანი, მრგვალი ხე-ტყის (hardwood logs) ყველაზე მსხვილი ექსპორტიორებს ევროპაში საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, ყველაზე მსხვილ იმპორტიორს კი ჩინეთი. 2018 წლის მონაცემებით, ჩინეთში, ევროპიდან იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის  31% მუხა, 23% წიფელი და 12% ფიჭვი  იყო. დახერხილი მაგარმერქნიანი ხის მასალის ყველაზე მსხვილ მომხმარებლებს შორის (2014-2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით) ევროპაში არიან საფრანგეთი, თითქმის 1.5 მილიონი კუბ. მეტრით, რუმინეთი  - 1.1 მილიონი კუბ. მეტრი, გერმანია - 700,000 კუბ. მეტრზე მეტი.

ევროპის ქვეყნები მსოფლიოში ლიდერ პოზიციებს იკავებენ როგორც ავეჯის ექსპორტის ასევე იმპორტის მაჩვენებლებით.  2010-2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ავეჯის ყველაზე მსხვილი იმპორტიორების ხუთეულში აშშ-ს შემდეგ მოდიან გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კი გერმანია, იტალია და პოლონეთი იკავებენ წამყვან პოზიციებს (World Furniture Outlook 2017-2018). ევროსტატის თანახმად, 2015-2016 წლებში  ევროკავშირის   წევრი ქვეყნებიდან არაწევრ ქვეყნებში ავეჯის იმპორტი და ექსპორტი თითქმის ტოლი იყო. 2016 წელს ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან, 15.3 მილიარდი ევროს ღირებულების ავეჯის იმპორტი განახორციელა, საიდანაც ჩინეთიდან იმპორტი შეადგენდა საერთო ღირებულების 57%-ს (8.7 მილიარდი ევრო), შემდეგ მოდის ვიეტნამი (6%) და თურქეთი (6%). 

ევროკავშირში ავეჯისა და ხის მასალის ექსპორტიორი კომპანიები საქართველოდან

საქართველოში სულ რამდენიმე ავეჯის/ავეჯის მასალის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ამ დროისთვის თავის პროდუქცია ევროპის ქვეყნებში გააქვს. ჩვენ მიერ სამი ასეთი კომპანიის იდენტიფიცირება მოხდა, სამივე მათგანი განსხვავებულ ნიშას იკავებს ევროპის ბაზარზე. ეს კომპანიებია:

„ჯორჯიან პროდაქტსი“ - აწარმოებს ცხოველის ავეჯს და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ონლაინ მაღაზიას აწვდის, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ყიდის საქართველოში წარმოებულ ცხოველის ავეჯს. ჯორჯიან პროდაქტსი თავის წარმოებაში ძირითადად იმპორტირებულ მასალას იყენებს,  მასალების მხოლოდ 31%-ია საქართველოში წარმოებული;

„მადერა“ - აწარმოებს კედლის დეკორს მეორადი ხის მასალისგან, რომელსაც მოიპოვებს საქართველოში. მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ევროპაში ჰოლანდიაა.

„სიარპი ვუდი“ - აწარმოებს ხის მასალას ფინგერ ჯოინთის ტექნოლოგიით. წარმოებისთვის იყენებს როგორც ადგილობრივ ასევე იმპორტირებულ ნედლეულს. მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი დიდი ბრიტანეთია.

სამივე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანია როგორც ფასებით ასევე ხარისხით და მიუხედავად ნედლეულის იმპორტისა აკმაყოფილებენ EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატის მოთხოვნებს, შესაბამისად იმპორტიორი არ იხდის იმპორტის გადასახადს ამ კომპანიებისგან შეძენილ პროდუქტზე, DCFTA-ის შეთანხმების თანახმად.

საქსტატის მონაცემებით 2016-2018 წლებში საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ავეჯის ექსპორტ-იმპორტი ძირითადად საზღვაო და სახმელეთო გზებით ხორციელდებოდა.

ცხრილი 1. ავეჯის იმპორტ-ექსპორტი, ევროკავშირის ქვეყნები 2016-2018 წლები

წყარო:geostat.ge

სატრანსპორტო საშუალების შერჩევა დამოკიდებულია საბოლოო დანიშნულების ადგილზე, ტრანსპორტირების ფასსა და ხანგრძლივობაზე. ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის საზღვაო გადაზიდვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. სსპ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს პორტებში საკონტეინერო გემები თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და იტალიის ნავსადგურებიდან შემოდიან. პერიოდულობა დამოკიდებულია ტვირთების რაოდენობაზე და ხორციელდება თვეში ერთხელ ან ორჯერ. ყოველკვირეულად მოძრაობენ ასევე ბორნები ბულგარეთის ნავსადგურებიდან შემდეგი მარშრუტით: ვარნა-ფოთი-ჩერნომორსკი და ბურგასი-ბათუმი-ბურგასის მიმართულებით.

ქართული ავეჯის კლასტერი

ავეჯის კლასტერი 2017 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მიერ შეიქმნა და მასში 35 მცირე და საშუალო ზომის კომპანიაა გაერთიანებული. კლასტერის წევრებს შორის არიან არა მხოლოდ ავეჯის მწარმოებლები, არამედ ამ სექტორისთვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიც, მათ შორის დიზაინის და სარეკლამო კომპანიები, ასევე ხის მასალის დამამზადებელი კომპანია. კლასტერის წევრების უმრავლესობა ავეჯს იმპორტირებული მასალისგან ამზადებს და ძირითადად ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს. კლასტერის შექმნის მიზანს მისი წევრების და მთლიანად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენდა. 

კლასტერმა, GIZ-ის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ გამოფენებში, შეიძინა საჭირო კონტაქტები ევროპის ბაზარზე. მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრენინგები კლასტერის წევრებისთვის, მომზადდა ერთობლივი პროექტები, შეიქმნა ხელოსანთა სკოლა, თუმცა, 2019 წლის ბოლოს, კლასტერის მხარდამჭერი პროექტის დასრულების შემდეგ, კლასტერი ნაკლებად აქტიური გახდა, რასაც თავად კლასტერის წევრები ადასტურებენ. დღეისათვის კლასტერს კვლავ ჰყავს მმართველი გამგეობა (ბორდი), რომელშიც კლასტერის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შედიან, თუმცა ამ დროისთვის კლასტერს არა ჰყავს დაქირავებული მენეჯერი, რომელიც კლასტერის განვითარების პირველ ეტაპზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობდა კლასტერისთვის.

იმისათვის, რომ შეგვეფასებინა კლასტერის ახლანდელი მუშაობა და ასევე სამომავლოდ მისი განვითარების პერსპექტივა, თავად კლასტერის წევრ კომპანიებს ვთხოვეთ შეეფასებინათ როგორც კლასტერში, ასევე ზოგადად სექტორში არსებული მდგომარეობა. კლასტერის წევრებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  • კლასტერის წევრები არ არიან წინააღმდეგი, რომ იყვნენ ამ ტიპის გაერთიანებაში, თუმცა მათი უმრავლესობა, ამ ეტაპზე, არ არის მზად გაიღოს ფინანსური კონტრიბუცია, იმისათვის რომ კლასტერმა იფუნქციონიროს. დღეისათვის საწევრო გადასახადი შეადგენს წლიურ 150 ლარს, თუმცა, იგეგმებოდა საწევროების დიფერენცირებული სისტემის დანერგვა, რომლის თანახმადაც წევრებს კლასტერის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურების პაკეტის შესაბამისი საწევროს გადახდა მოუწევდა.
  • გამოკითხული წევრების უმრავლესობისთვის ბუნდოვანია კლასტერის ფუნქციები და შესაძლებლობები
  • გამოკითხული წევრების ნაწილს არა აქვს ინფორმაცია კლასტერში შემავალი ყველა კომპანიის შესახებ
  • გამოკითხული წევრების ნაწილისთვის კლასტერში გაერთიანებას არ მოუტანია კონკრეტული შედეგები.

 რა უნდა განხორციელოს კლასტერმა იმისათვის, რომ უკეთ იფუნქციონიროს? კლასტერის წევრების მოსაზრები:

  • უნდა გადაიდგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, შემუშავდეს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შემუშავება, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს კლასტერი და შედეგად მთლიანად სექტორი
  • აქტიურად უნდა მოხდეს ახალი ინფორმაციის გავრცელება კლასტერის წევრებს შორის
  • კლასტერმა ასევე უნდა გაზარდოს მისი წევრების რაოდენობა, რადგან მეტი წევრი კიდევ უფრო წარმომადგენლობითს გახდის ორგანიზაციას და მოუტანს დამატებით შემოსავლებს საწევროების
  • კლასტერმა უნდა შეისწავლოს სექტორის პრობლემატიკა
  • საექსპორტო ბაზრების შესწავლა.

ავეჯის ინდუსტრიის პრობლემები -კლასტერის წევრების შეფასებები

ავეჯის კლასტერის წევრებმა ის ძირითადი პრობლემები დაასახელეს, რაც ხელს უშლის მათი კომპანიების და შესაბამისად, მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს შორისაა: არაჯანსაღი კონკურენცია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, პროფესიული კადრების ნაკლებობა, ხის მასალი მოპოვება ადგილობრივ ბაზარზე.

არაჯანსაღი კონკურენცია

ავეჯის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ბევრი არარეგისტრირებული მეწარმეა, რომლებიც თავის საქმიანობას კანონის გვერდის ავლით ახორციელებენ, შედეგად მათ მიერ წარმოებული პროდუქცია, ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიებთან შედარებით უფრო იაფია, რადგან ასეთი წარმოებები არ იხდიან გადასახადებს. შედეგად, რეგისტრირებული მწარმოებლები არასამართლიან კონკურენციაში არიან ასეთ მწარმოებლებთან. სახელმწიფო კი ვერ ახერხებს უკანონო საწარმოების გამოვლენას და შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას. ასეთი სახელოსნოები, როგორც წესი მცირე ზომის არიან და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობენ, შესაბამისად რთულია მათი კონტროლი. არარეგისტრირებული წარმოებები ძირითადად კონკურენციას მცირე და საშუალო ზომის რეგისტრირებულ მწარმოებლებს უწევენ. საქართველოს ავეჯის წარმოების სექტორი კი ძირითადად სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისგან შედგება, ამდენად ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად აზარალებს სექტორს.

პროფესიული კადრების ნაკლებობა

ძირითად პრობლემებს შორისაა ასევე პროფესიონალი კადრების ნაკლებობა. კლასტერის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ უჭირთ პროფესიონალი კადრების მოძიება ბაზარზე, რაც ხელს უშლით მათ გააფართოონ წარმოება. ქვეყანაში არსებული პროფესიული კოლეჯების მიერ მომზადებული კადრები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ავეჯის მწარმოებლების მოთხოვნებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ავეჯის კლასტერთან ერთად GIZ-ის დახმარებით 2018 წელს ხელოსანთა სკოლაც შეიქმნა, რომელიც ავჭალაში, ხელოსანთა ქალაქში მდებარეობს. სკოლის შექმნის მიზანი კლასტერის წევრი საწარმოებისთვის შესაბამისი კადრების მომზადებაა. მისი აკადემიური პერსონალი სულ ორი კადრისგან შედგება. კურსი ორი თვის განმავლობაში გრძელდება და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამ დრომდე სკოლამ 100-მდე მსურველი გადაამზადა. თუმცა, ხელოსანთა სკოლა ჯერ ვერ აკმაყოფილებს კლასტერის წევრების მოთხოვნებს კვალიფიციურ კადრებზე, რადგან სკოლაში არსებული კურსი მხოლოდ საბაზისო ცოდნას აძლევს კურსდამთავრებულს, როცა თანამედროვე დანადგარების გამოყენებას სპეციალური განათლება სჭირდება. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებში ასევე პრობლემაა კადრების მაღალი დენადობაც. ხშირად ხელოსნები, მას შემდეგ რაც მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, საწარმოს ტოვებენ და იწყებენ ინდივიდუალურად, როგორც წესი არალეგალურად მუშაობას.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სტრატეგიულ ინდუსტრიულ მიმართულებებზე, მათ შორის ხის გადამუშავებაზე, ახორციელებს სესხის მომსახურების თანადაფინანსების პროგრამას (რეფინანსირების განაკვეთს +3%)  და ამ გზით აიაფებს ფინანსურ რესურს მწარმოებლისთვის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება მცირე და საშუალო ზომის ავეჯის საწარმოების ნაწილისთვის. იმისათვის რომ საწარმო ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში, მისი საქმიანობა უნდა შედიოდეს სახელმწიფოს მიერ დასახელებულ პრიორიტეტულ მიმართულებებში, შემდგომში კი ბანკმა უნდა შეაფასოს მისი კრედიტუნარიანობა. თითოეულ განაცხადზე ბანკი ინდივიდუალურ შეფასებას ახორციელებს, თუმცა, როგორც მეწარმეები აცხადებენ, თუ საწარმო იჯარით აღებულ ფართშია განთავსებული მათ უჭირთ ბანკის პირობების დაკმაყოფილება და სესხის უზრუნველყოფა. საწარმოს გაფართოება კი დამატებით ფინანსური რესურსების მობილიზაციას მოითხოვს, რასაც ისინი მხოლოდ საკუთარი ფინანსური სახსრებით ვერ ახორციელებენ. მეწარმეების ნაწილი ცდილობს რომ საერთოდ აირიდოს თავიდან საბანკო ვალდებულების აღება, რადგან მიაჩნია რომ ავეჯის წარმოება საქართველოში არასტაბილურია, სექტორში არსებული პრობლემების გამო.

ადგილობრივი ხის მასალის მოპოვება

კლასტერის წევრების უმრავლესობა ავეჯს იმპორტირებული მასალით ამზადებს და ხშირად ეს არის ნატურალურ ხესთან შედარებით იაფფასიანი მასალაა, როგორიცაა „ლამინატი“ და „ემდეეფ“-ი. არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იყენებენ ქართველი მწარმოებლები ძირითადად ლამინატს ან „ემდეეფ“-ს და არა ნატურალურ ხეს.

ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ხის ავეჯის მაღალი ღირებულების გამო ნაკლები მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სასტუმროების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ხის ავეჯზე. გარდა ამისა, ავეჯის მწარმოებლებს უჭირთ ხარისხიანი ქართული ხის მასალის მოპოვება ადგილობრივ ბაზარზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ხშირად ხის მასალა არაოფიციალურად, შავ ბაზარზე იყიდება და მათთვის რთულია მოიძიონ ოფიციალური მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან მასალას სისტემატურად მიაწვდიან. 

თავის მხრივ, ხის მასალის მწარმოებელ საწარმოში„ყაზბეგი-ფშაველში“, რომელიც ამავდროულად ავეჯის კლასტერის წევრია, აღნიშნავენ, რომ მათ უჭირთ ხარისხიანი ხის მასალის დამზადება, რადგან ტყიდან ხის გამოტანისა და დამუშავების პროცესი, ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დროში გაწელილია, რაც საბოლოოდ მასალის ხარისხზე აისახება. ამასთან ხის მასალა, რომლის მოჭრის უფლებასაც სატყეო სააგენტო აძლევს კომპანიას ხშირად უხარისხოა, რადგან საქართველოში ხეების მოჭრა ძირითადად სანიტარული წმენდის მიზნით ხორციელდება და არ არის სამრეწველო. ბაზარზე ნაკლებია ასევე ხეზე მომუშავე სპეციალისტების რაოდენობა, შედეგად ბევრი მწარმოებლისთვის უფრო მარტივია იმუშაოს „ლამინატი“-ს ან ‘ემდეეფი“-ს მასალაზე.

ხის მასალის მოპოვების მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას სექტორის წარმომადგენლები ახალი ტყის კოდექსის მიღებაში ხედავენ, რომელიც გულისხმობს საქმიანი ეზოების შექმნას რეგიონებში, სადაც სახელმწიფო თავად მოახდენს ხის მოჭრას და გამოტანას ტყიდან, რამაც უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ბარიერები და უფრო გამჭვირვალე გახადოს ხის მასალის ტყიდან გამოტანის პროცესი. სახელმწიფოს წარმომადგენლები თავადაც აღიარებენ, რომ წლების განმავლობაში, ძველი ტყის კოდექსის შედეგად, საქართველოში არსებული ტყის ფონდი ღარიბდებოდა. ახალი კოდექსი ითვალისწინებს ტყის დაყოფას შემდეგ კატეგორიებად: დაცული ტყე, დაცვითი ტყე, საკურორტო და სარეკრეაციო ტყე, სამეურნეო ტყე. ჩამოთვლილი კატეგორიებიდან სამეურნეო ტყე გულისხმობს ტყის რესურსებით მდგრად სარგებლ

Прочитано
13832
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner