Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 14 Октябрь
28 Cентябрь 2017 | 19:09 ზურაბ მოდებაძე

როცა ციხე შიგნიდან ტყდება

http://eugeorgia.info/uploads/blog/როცა ციხე შიგნიდან ტყდება

დანგრეულ, მაყვლის ბუჩქებით გადავლილ ციხეს გვერდი ავუარეთ თუ არა, იქვე ახლოს თითქმის გაუდაბნოებულ ველზე ერთ პატარა გორაკთან შევჩერდით. გორაკთან იმიტომ, რომ  აქედან უფრო კარგად გამოჩნდებოდა ის, რის სანახავად შინდისელმა დომენტიმ საგანგებოდ წაგვიყვანა. თუმცა ბევრი თხოვნაც არ დაგვჭირვებია აქ მოსასვლელად. ძალიან გვაიტერესებდა საკუთარი თვალით გვენახა დომენტის და მისი თანასოფლელების გულისწყრომის მიზეზი.

„თქვენი გვარი შემახსენეთ“, კეთილგანწყობილი მზერით მივმართე  შუახნის დომენტის, არ მინდოდა დამეფრთხო.  - „არ არის პრობლემა შვილო“, მიმიხვდა განზრახვას და გვარი რიხიანად შემოგვძახა და იქვე დააყოლა: „არავისი არ გვეშინია“. გავიფიქრე, რისი უნდა გეშინოდეს, ადამიანო, ამდენი ომი და უბედურება გამოგივლიათ. გორის რაიონის სოფელ შინდისში ვიყავით, ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში ე. წ. გამყოფ საზღვართან ახლოს.

„იმ ადგილს ხომ ხედავთ?“ - ლიახვის გაღმა მდებარე პატარა შენობაზე მიგვითითებდა დომენტი - „ერთი კაცი მართავს ყველაფერს იქედან, სულ თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ყველაფერი, დააჭერ ხელს სტიქიის დროს დამცავი ბადეები გადაეფარება მცენარეებს, გვალვის დროს კი მთელი 60 ჰაქტარი წვეთოვანი სისიტემებით ირწყვება.  თუ ვინმეს ჰგონია მარგველაშვილი წმინდანი, ნამდვილად ცდება, სწორედაც რომ ჩვენი პრეზიდენტის არის ეგ თანამედროვე ვაშლის ბაღები, რომელიც 28 მილიონი დაჯდა, არა ბიჭოს! აბა, მითხარით, გლეხი გაუწევს კონკურენციას მაგას?! “  - ცხარობდა კი არა, გაცეცხლებული იყო დომენტი.

უსიტყვოდ დავიშალეთ. დომენტის, რომელიც იქვე ცხოვრობდა, დავემშვიდობეთ და გზად ისევ ციხესთან ამოვიარეთ, მოუვლელობით გაპარეტახებულ ციხესთან.  ეს ციხე მეჩვიდმეტე საუკუნის მაინც იქნებაო, გვითხრეს ადგილობრივებმა, ციხეს სათოფურები აქვს და მეჩვიდმეტემდე თოფები საქართველოში არ იყოო.

ციხე რომლის სახელი შინდისელებმა ვერ გვითხრეს, სოფლის ცენტრში მდებარეობს. აქვე გზაჯვარედინი და პატარა მოედანია, სადაც „ბირჟისთვის“ იდეალური ადგილია. აქვე 24 წლის ფერმერი ბექა გავიცანით, რომელიც პომიდვირის მოყვანისთვის თავის დანებებას და ამერიკაში ბიძაშვილთან სამუშაოდ (რომელმაც მწვანე ბარათი მოიგო) წასვლას გეგმავს.

რომ გაიგო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე უნდა გვესაუბრა, ბექამ გასაყიდად დაწყობილი, პომიდვრით სავსე ყუთები მიატოვადა და ჯერ საინფორმაციო ბანერების ჩამოკიდებაში მოგვეხმარა, შემდეგ კი მომდევნო ორი საათის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ჩვენი მოსმენა. ეს საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ბაზრის სიკეთეებზე „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“-ს მხარდაჭერით გაიმართა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა საინტერესო ადამიანები გაგვეცნო და მათი პრობლემები შეგვეკრიბა.

ერთი შეხედვით წარმოუდგენელია ჩახვიდე შინდისში და იმის მოლოდინი გქონდეს, რომ ვინმე პროდუქციის ექსპორტისათვის ლოგისტიკური მარშრუტების თემაში ღრმად შემოგყვება. სოფლის რწმუნებული ალექსი ის კაცია, რომელის ლოგისტიკურ თემებში შემოგყვება კი არა, „თუ ფეხი დაგიცდა“  დაგცინებს. ამ კაცთან ანტვერპენის საზღვაო პორტზე საუბარიც კია შესაძლებელი. ლოგისტიკაში ძლიერი ვერ არის მაგრამ, შინდისელ ვასიკოს სეზონზე  100 ტონამდე კომბოსტოს მოყვანა შეუძლია, თუმცა წელს რეალიზაციის პრობლემის გამო 80 ტონის გადაყრა მოუწია. რაც შეეხება დომენტის, მას უკვე კარგად ვიცნობთ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ის ე.წ. „პრეზიდენტის ვაშლის ბაღების“ სანახავად წაგვიყვანს და განათლების მინისტრ ა. ჯეჯელავას ვაშლების ამოცანასაც ამოხსნის.

დომენტი და შინდისის საინფორმაციო შეხვედრის სხვა მონაწილეები „პრეზიდენტის ბაღებს“ და  ჯეჯელავას მიერ სკოლებში ვაშლების დარიგების ინიციატივას ერთმანეთს დაუკავშირებენ და ჩვენც საკმაოდ გაოგნებულებს გამოგვაცილებენ. მარგველაშვილი რომ ვაშლს მოიყვანს, ხომ უნდა გაყიდოს, ჯეჯელავაასთვის ვაშლები უბრალო ახირება კი არ არის, მარგველაშვილს პროდუქციას უსაღებსო. ასეთი უსამართლობის გამო კი ჩვენ პატარა ფერმერები ვიჩაგრებით, რადგან არაკეთილსინდისიერ მონოპოლიებს კონკურენციას ვერ ვუწევთო - დაიჩივლებენ ჩვენთან საუბარში გულგატეხილი შინდისელები.

კიდევ ერთი საკითხი რომელიც შინდისის მაცხოვრებლებს ძალიან აწუხებთ, შხამ-ქიმიკატების ვარგისიანობის პრობლემაა. მათი თქმით, “ბაიერი“-ს   ან სხვა ფირმის ნაწარმოები შესაწამლი საშუალებები ერთ წელს კარგად მოქმედებს, მეორე წელს კი არანაირი ეფექტი არ აქვთ. მათი ვარაუდით, რეალიზატორი ბიზნესოპერატორები შხამ-ქიმიკატებს აყალბებენ, პასუხს კი ამაზე არავინ ითხოვს, ფერმერები ზარალდებიან, პროდუქციის ხარისხი და უვნებლობა კი კატასტროფულია.

კატასტროფულია შინდისის ციხის მდგომარეობაც, რომელსაც ბევრი ტურისტის მიზიდვა შეეძლო, მაგრამ სარეველებით და მაყვლოვანით სავსეა. მთელი გზა თბილისამდე კი ჩვენი თავებია სავსე იმაზე ფიქრით, ამ ჩიხური მდგომარეობითან გამოსავალი როგორ ვიპოვნოთ.

რამდენიმე დღეში „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“-ს ორგანიზებულ „ბას ტურში“(bus tour) მივიღეთ მონაწილეობა და ისევ გორში ამჯერად კი საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ტირძნისსა და ქვემო ხვითში შევხვდით მოსახლეობას. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ  ევროპულ ფასეულობებსა და თითოეული მოქალაქისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის სარგებელზე გვესაუბრა.

ტირძნისში თბილისიდან ჩასულმა ცნობილმა და ნაკლებად ცნობილმა ადამიანებმა არაფორმალურ გარემოში ვცადეთ მოსახლეობის განწყობების შესწავლა ევროკავშირთან მიმართებაში.  სკეპტიციზმი არ გაჭაჭანებულა, ვაჩუქეთ წინასწარ შერჩეული ლიტერატურა და გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაციები.  სამაგიეროდ, მეორე სოფელში, ქვემო ხვითში კი ისეთი “წინააღმდეგობა“დაგვხვდა ევროინტეგრაციის პროცესებზე, რომ არც დაგვესიზმრებოდა.

„ევროკავშირის ბაზარი არა ისა“

„მაინც ვერაფერს გავიტანთ“

„რა ფერმერობაზეა ლაპარაკი, ქლიავის ნერგის ყიდვაც რომ გინდოდეს იმასაც არ მოგყიდიან სანერგეები, მარტო ფულიან ფერმერებზე გასცემენ ნერგებს“

„შესაწამლი საშუალები დღეს რომ კარგია, ხვალ უავარგისია, ამის გამკითხავი არავინაა“

„გუშინ რომ „ბუტკა“ ედგათ დღეს უზარმაზარი მაღაზიებით აქვთ შხამ-ქიმიკატების გამყიდველებს, არადა გაყალბებაზე დაიჭირეს ცოტა ხნის წინ, დღეს ისევ გარეთ არიან და ისევ თავისუფლად გვატყუებენ…“

„აქმდე არ ვიცოდი, რომ პროდუქციის ნამდვილობის და შესაბამისობის სერტიფიკათი უნდა მოვითხოვოთ, აწი მოვითხოვთ, მაგრამ აგერ ვნახავთ, რა ნაყოფსაც გამოიღებს ეს მცდელობა!“

„თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან რომ შემოდის თავისუფლად პროდუქცია, ჩვენ რატომ ვერ გაგვაქვს?“

„ან გამგებელმა ბაჩუკამ რა ქნას, ჩვენ იმას ვთხოვთ, ის გორში ჩადის და იმასაც დააშოშმინებენ, ყველაფერს მოვაგვარებთო და კი ხედავთ, რომ საქმე არ კეთდება, ძმაო“

„ჩვენ აბა რისი შეცვლა შეგვიძლია, ჩვენ ვინ რას გვკითხავს…“

ამ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას არცერთი ჩვენთაგანი შეჰგუებია. ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, გამომცემლობა „რადარამი“-ს წარმომადგენელი მაია მესტუმრე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, შეხვედრის ორგანიზატორი ეკა იმერლიშვილი და მე გადაქანცვამდე ვსაუბრობდით ევროპულ ფასეულობებსა თუ ევროკავშირთან ურთიერთობის პრაქტიკულ სარგებელზე. ქართველი ექსპორტიორების წარმატების მაგალითებმა და ალბათ ჩვენმა სიღრმისეულმა მიდგომებმა გაჭრა. ყინული გავალღვეთ. ქვემო ხვითელი სკეპტიკოსი გიორგი, პაატა, ავთო და კიდევ მათი რამდენიმე მეზობელი გადმოვიბირეთ. ადვილი ნამდვილად არ იყო.  თუმცა, გადმოვიბირეთ და ყველა კითხვაზე პასუხი ნათელია, ამის მტკიცება უნამუსობა იქნებოდა. ბევრი საკითხი ისევ ღია დარჩა და ისევ ნათლად გამოჩნდა ჩიხური მდგომარეობა, საიდანაც  გამოსავალი  წინასაარჩვნო დაპირებები კი არა  კომპლექსიური და გააზრებული მიდგომებია.

გზად სოფელ შინდისში გამოვიარეთ და უკვე მეორედ ვნახე რამდენიმე დღის შუალედში შინდისის უსახელო დაქცეული ციხე. ძველ გამოთქმას თუ დავუჯერებთ: „ციხე შიგნიდან ტყდება“. საქართველოს ბევრ სოფელსა  და ქალაქში შინდისის ციხესავეთ გულგატეხილი ადამიანების პოვნა არ ჭირს. მითები „პრეზიდენტის ბაღებზე“, ეჭვები ფალსიფიცირებულ შხამ-ქიმიკატებზე და უსამართლობის შეგრძნება არის პირობა, როცა ციხე შიგნიდან ტყდება. შემდეგ კი ეკალ-ბარდის ამოძირკვა რთულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Прочитано
18506
Отправить письмо

Блоги того же автора


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner