Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 19 Март
30 Январь 2018 | 15:22 არჩილ იაკობაშვილი

საპენსიო რეფორმის დიზაინი და იდეოლოგია

http://eugeorgia.info/uploads/blog/საპენსიო რეფორმის დიზაინი და იდეოლოგია

                                                               

 არა, მომავალი თაობების საბერძნეთიზაციას !



პრობლემატიკა

 

  • ჩაანაცვლებს ოდესმე მომავალში (ე.ი. 10, 20, 30 წელიწადში) დაგროვებითი საპენსიო მოდელი დღეს მოქმედ ე.წ. საბაზისო პენსიას (ასაკობრივი სოციალური შემწეობა),  თუ ორივე სქემა ყოველთვის ძალაში დარჩება, როგორც ხანდაზმულობის ფინანსური უზრუნველყოფისათვის ორი ერთმანეთის პარალელური და ურთიერთშემავსებელი მექანიზმი?
  • გამოიწვევს თუ არა 1 ივლისიდან დაგეგმილი საპენსიო რეფორმა, დღევანდელი დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით სოციალურ ტვირთს სახელმწიფო ფინანსებისთვის და რამდენად გათვალისწინებულია დამცავი მექანიზმები, რომლებმაც მომავალში უნდა გამორიცხოს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ხარჯების მოტივით ფინანსური ვალდებულების ზრდა და სახელმწიფო ფინანსების ჩათრევა მომავალ თაობათა გაღარიბების უფსკრულში?

ამ კითხვებზე მთავრობას სრულყოფილი პასუხები არ აქვს, ხოლო მათ გარეშე საპენსიო რეფორმის დაწყება არის ნაჩქარევი.

2018 წელს ვალებზე მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს (2017: 503 მლნ;  2016: 473 მლნ; 2015: 364 მლნ; 2014: 305 მლნ; 2013: 309 მლნ).  

იმისთვის, რომ ახალმა საპენსიო სისტემამ არ გამოიწვიოს სახელმწიფო ფინანსებში ვალდებულებების ზრდა, სოციალისტური და/ან ლიბერალური მოდელების ნაცვლად, ჩემი აზრით, უნდა ვიფიქროთ კონსერვატიულ მოდელზე. 

-------------      

დემოგრაფიული სიტუაცია

საქართველოს მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით 3,7 მილიონს შეადგენს, რომელთა შორის 900 ათასამდე ბავშვია (18 წლამდე ადამიანები) და 700 ათასამდე პენსიონერი (>65 წელი - მამაკაცები; >60 წელი - ქალბატონები), ხოლო სრულასაკოვან-შრომისუნარიან მოსახლეობად (ე.წ. Labor Forces, 18-65) ითვლება 2 მილიონი ადამიანი.  ამ 2 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც პოტენციურ გადამხდელებად ითვლებიან, სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადასახადის გადამხდელია 800 ათასი ადამიანი.

2015 წლიდან შეინიშნება მოსახლეობაში ბუნებრივი მატების მონაცემის კლება (2016: +5.798 ადამიანი; 2015: +10.128; 2014: +11.548; 2013: +9.325; 2012: +7.683; 2011: +8.196; 2010: +14.721), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა დაბერებას განიცდის.

უკვე 2025 წლიდან პენსიონერების რაოდენობა გადააჭარბებს ბავშვების რაოდენობას, ჯამურად შრომისუნარიანი მოსახლეობის, და მათ შორის, გადასახადების პოტენციური გადამხდელების რაოდენობის ზრდა შეჩერდება, ხოლო 2030 წელს პენსიონერთა რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

ასეთი კრიტიკული დემოგრაფიული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ ნამდვილად არ უნდა დაიკრიფოს გულზე ხელი და მხოლოდ სტატისტის როლში შორიდან არ უნდა ადევნოს თვალი ისეთ პროცესებს,  რომელთა ლოგიკური შედეგები შეიძლება იყოს ხანდაზმულთა შორის ისედაც არსებული სიღარიბის კიდევ უფრო გაღრმავება.

-------------

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ვარიანტები

შესაბამისად, შესავალშივე მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია და ვერასოდეს დავეთანხმები ნეო-ლიბერალურ იდეოლოგიას, რომ „დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ არის საჭირო“, რომ „ხანდაზმულები ახლაც და მომავალშიც თვითონ მიხედავენ საკუთარ თავს“, რომ „ბაზრის უხილავი ხელი გამოასწორებს ხანდაზმულობის სიღარიბეს,“ - ასეთი მიდგომები არის უპასუხისმგებლო.

 

დაგროვებითი საპენსიო

ფონდის მოდელი:

ინდივიდის შენატანი:

დამსაქმებლის შენატანი:

სახელმწიფოს შენატანი:

 

სოციალისტური

 

 

0 %

 

0 %

 

6 %

სოციალურ-ლიბერალური

 

2 %

 

 

2 %

 

2 %

 

კონსერვატიული

 

3 %

 

 

3 %

 

0 %

 

ნეო-ლიბერალური

 

6 %

 

 

0 %

 

0 %

 

  • არამხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, საპენსიო რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებაში უახლოეს პერიოდში გაჩნდეს დაგროვების კულტურა საკუთარ ხანდაზმულობაზე თავიდანვე ზრუნვის მოტივით.

 

  • საპენსიო რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ ფინანსურ ბაზრებზე კომერციული ბანკების გვერდით (და არა წინააღმდეგ!) გაჩნდნენ სხვა ინსტიტუციონალური მოთამაშეებიც, რომელთა მიერ აკუმულირებული და მართვადი რესურსი ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

  • საპენსიო რეფორმაში აუცილებელია კომპანიებისა და კორპორაციების ჩართულობა, რომლებმაც საგადასახადო რეფორმის ე.წ. „ესტონური მოდელით“ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღეს 2017 წლიდან. მათ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ადამიანების წინაშე ხანდაზმულობით გამოწვეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, ვინც წლების განმავლობაში მათი შემოსავლებისა და მოგების შექმნას ემსახურებიან.

მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... ერთი მხარეა, რომ უარი ვთქვათ ნეო-ლიბერალურ მიდგომაზე და სახელმწიფო იყოს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ინიციატორი, ხოლო - მეორე, თუ როგორ განახორციელებს სახელმწიფო აღნიშნულ რეფორმას, რომლის აუცილებლობა ეჭვგარეშეა.

------------------

რას გვთავაზობს მთავრობა?

საპენსიო სისტემის რეფორმა, რომლის ამოქმედება მთავრობას მიმდინარე წლის                                     მე-3 კვარტლიდან აქვს განზრახული, ეფუძნება დაგროვების სოციალურ-ლიბერალურ მოდელს (შედარებისთვის იხილეთ სქემა სურათზე), რომელიც თანაბრად ანაწილებს(ფორმულა: 2% x2% x2%) დაგროვებით სისტემაში შენატანების ვალდებულებას ბენეფიცარს (ე.ი. მომავალ ხანდაზმულს), კერძო სექტორს (ე.ი. მომავალი ხანდაზმულის დღევანდელ დამსაქმებელსა) და სახელმწიფოს (ე.ი. გადასახადების გადამხდელებს) შორის.

შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, ფორმალურად თითქოს განსხვავებული, თუმცა შინაარსობრივად იგივე დატვირთვა გააჩნია ე.წ. თვითდასაქმებულთა დაზღვევის ფორმულას (4% x 0% x 2%). აქაც სახელმწიფოა (ე.ი. გადასახადის გადამხდელები) მთავარი თანადამზღვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურ-ლიბერალური სქემით ე.წ. თვითდასაქმებულების საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებიც მხოლოდ პოტენციურ გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენენ, მაგრამ რეალურად მხოლოდ მათი უმნიშვნელო ნაწილია გადასახადის გადამხდელი, ბიუჯეტის დამატებითი ტვირთი გახდება.

სოციალურ-ლიბერალური მოდელის მიხედვით სახელმწიფო გვევლინება ორჯერ თანადამზღვევად იმ 270 ათასამდე ადამიანისათვის (2% x 0% x 4%), რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე სახელმწიფოს მიერ არიან ამჟამად ან იქნებიან მომავალში დასაქმებული, როდესაც მათ დაგროვების პროცესში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

ე.ი. გამოდის, რომ თავისი ყველა ვარიანტით დაქირავებულებისთვის, თვითდასაქმებულებისათვის და სახელმწიფო მოხელეებისათვის სოციალურ-ლიბერალური ფორმულა,  რომელსაც გვთავაზობს მთავრობა და რომლის ამოქმედება დაგეგმილია 1 ივლისიდან, არის ნაკლებად ლიბერალური და უფრო მეტად სოციალისტური, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს იმისას, რომ საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფოს ფინანსები კიდევ უფრო დაიტვირთება სოციალური ხარჯებით, შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გახდის  ბიუჯეტის შესრულებას უფრო მეტად დამოკიდებულს შიდა ვალების, მათ შორის დაუგეგმავი ვალების აღებაზე.

როგორც ცნობილია, ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს არამხოლოდ კონკრეტული ინსტრუმენტების, არამედ მათთან ერთად ამ ინსტრუმენტებით მისაღწევი მიზნების ერთობლიობას, და, ჩემი აზრით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოდელის ყველაზე მთავარი არასრულყოფილობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ რეფორმის ავტორები გვთავაზობენ მხოლოდ ინსტრუმენტებისა და ფორმულების კრებულს, მაგრამ არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, თუ მთავრობის მხრიდან რა მიზნის მიღწევას ემსახურება  ინსტრუმენტების გამოყენება, როგორც ამ სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვებშია გამოხატული.

აუცილებელია ისეთი საპენსიო რეფორმის გატარება, რომლის მიზნები იქნება:

1)      ხანდაზმულობის სიღარიბისგან დაცვა - მეტიც, დროთა განმავლობაში ხანდაზმულთა ბაზაზე ძლიერი სამომხმარებლო საზოგადოების შექმნა და მათი მხრიდან ეკონომიკური ზრდის წახალისება. პენსიონერების რაოდენობის გაზრდით არამხოლოდ მედიკამენტებზე უნდა გაიზარდოს მოთხოვნა, არამედ სამომხმარებლო პროდუქტებზე, ტურისტულ მომსახურებაზე და ა.შ.    

2)      სოციალურ სოლიდარობაში სახელმწიფოს როგორც მიმართულების განმსაზღვრელის როლი, ისე რომ ამ მიზნით სახელმწიფოს ახალი ვალების აღება არ დასჭირდეს.

კონსერვატიზმი სახელმწიფო ფინანსებში ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის მცირე, მაგრამ მოქნილი. ე.ი. სოციალური სამართლიანობის ლოზუნგით სახელმწიფო ვალებში არ უნდა ჩაიძიროს და ამით უფრო მეტი უსამართლობა არ უნდა წარმოიშვას თაობებს შორის, რადგან სოციალური ხარჯებისთვის აღებული ვალები არ იქნება უკუგებადი, მაგრამ იქნება წაგებადი  და მომავალი თაობების გადასახდელი.

----------------------

საბერძნეთის მაგალითი

შესავალში დასმული კითხვები, რომლებიც ფუნდამენტური ხასიათისაა, მაგრამ არ არის ჩემს მიერ გამოგონილი, არამედ ორივე შეკითხვის ფორმირება მოხდა მრავალი საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე, როდესაც, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ბუნდოვანი მიზნებით დაიწყეს სწორედ სოციალისტური ან სოციალურ-ლიბერალური მოდელით საპენსიო სისტემის განვითარება, რამაც საქმე მიიყვანა იქამდე, რომ საპენსიო ფონდებში ათწლეულობით დაგროვებული თანხა საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსებას მოხმარდა (2010 - უნგრეთი, პოლონეთი, ლატვია), ხოლო ასაკობრივ სიღარიბეში ჩაითრია პოტენციური ბენეფიცარები, რომლებიც პენსიაში გასვლამდე დაგროვებით სქემაში საკუთარი შენატანებით მონაწილეობდნენ.

საპენსიო სისტემის სოციალურ-ლიბერალურმა მოდელმა ყველაზე დრამატული შედეგი განიცადა საბერძნეთში. ზუსტად მსგავსი მეთოდით საბერძნეთის მთავრობამ 1985 წელს შემოიღო დაგროვებითი სახელმწიფო-საპენსიო სისტემა, ე.ი. სახელმწიფოს, დამსაქმებლის და ინდივიდის თანაბარი მონაწილეობით. უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, თავისი შენატანის დასაფინანსებლად  მიემართა ვალდებულებების ზრდისთვის.

2002 წელს, რომ არა ევროზონაში შესვლა, რითაც საბერძნეთის მთავრობამ ევრობაზარზე საკრედიტო რესურსის მოზიდვაზე წვდომა მოიპოვა, მთავრობა იძულებული გახდებოდა, რომ დეფოლტი გამოეცხადებია წინა წლებში გაზრდილი ვალდებულებების გამო. ე.ი. საბერძნეთმა 2002 წელს ევროზონაში შესვლით გადაავადა პრობლემა, მაგრამ ფუნდამენტურად ვერ აღმოფხვრა. 2008-2010 წლების ფინანსურ კრიზისს ვეღარ გაუძლო საბერძნეთის ქრონიკულმა დეფიციტმა, რომელიც 1985-2000 წლებში სოციალური ხარჯებით გამოწვეული ვალდებულებების ზრდას უკავშირდებოდა.

ქრონიკულმა დეფიციტმა გამოიწვია საკრედიტო რეიტინგის გაუარესება, რის გამოც საბერძნეთის მთავრობას გადაეკეტა გზა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე. ამის შემდეგ რომელი ინვესტორი შეიძენდა კიდევ საბერძნეთის ობლიგაციებს? შედეგად, საბერძნეთი გახდა საერთაშორისო კრედიტორების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროკავშირი) მიერ დახმარების პროგრამაზექრონიკულად დამოკიდებული.

დღეს საბერძნეთის სახელმწიფო ფინანსები „აპარატზეა მიერთებული,“ და „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში“ მყოფი პაციენტის აპარატიდან არჩახსნა უმკაცრეს ფისკალურ დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამაც არამხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი პენსიონერების ზურგზე ათწლეულობით უნდა გადაიაროს.  საბერძნეთში დღეს ასაკობრივი ხანდაზმულობის ხარჯები შეადგენს 1985-2010 წლებში დაგროვებული რესურსის მხოლოდ 60% მომავალ წლებში ამ მაჩვენებლის შემცირების პერსპექტივით, ხოლო რესურსის დაგროვება-გამრავლებაზე საუბარიც აღარ არის.  

დაგროვებითი მოდელი არ ამართლებს, როგორც კი სქემაში სახელმწიფო მონაწილეობს - სახელმწიფო ვერ იქნება კარგი დამგროვებელი, ე.ი. არაკრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფო იქნება შენიღბული და უკონტროლო მფლანგველი, ხოლო საგანგებო სიტუაციებში სახელმწიფო გარდაიქმნება კეთილმოსურნე მაგრამ ჯიბეგამოფხეკილ ხაზინადარად, ისე რომ პასუხსაც ვერ მოსთხოვ.

---------------

როგორ უნდა განხორციელდეს კონსერვატიული მოდელი?

ნეო-ლიბერალური, სოციალურ-ლიბერალური და სოციალისტური მოდელებისგან განსხვავებით კონსერვატიული მოდელი შემოიფარგლება სახელმწიფოს მხოლოდ ავტორიტეტის როლით რეფორმის ინიცირებაში, მაგრამ მაქსიმალურად გამორიცხავს სახელმწიფოს ფინანსურად მონაწილეობას დაგროვების სქემაში.  

ვთხოვთ (ვურჩევთ, ვთავაზობთ) მთავრობას : 

  • 2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს.
  • 2018 წელს განახორციელოს საშემოსავლო-საგადასახადო სისტემის რეფორმა და 2019 წლიდან აამოქმედოს ე.წ. ყოვლისმომცველი საშემოსავლო დაბეგვრის (Comprehensive Income Taxation) მოდელი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის დანაწევრებას პირდაპირ დაბეგვრაში.
  • 2019 წლისთვის ყოვლისმომცველი საშემოსავლო დაბეგვრის უნიფიცირებული განაკვეთი განსაზღვროს 15% ნიშნულზე და ხელი შეუწყოს ინდივიდებისა და იურიდიული პირების შენატანებისათვის ბუფერის შექმნას კონსერვატიული მოდელის (ფორმულა: 3% x 3% x 0%)  მიხედვით.
  • 2019-2023 წლები (ე.ი. დაგროვებითი საპენსიო სისტემის პირველი ხუთი წელიწადი) გამოაცხადოს გარდამავალ პერიოდად, რომლის განმავლობაში დაგროვებულ-გამრავლებული რესურსი 2023 წლიდან გადაეცემა კერძო საპენსიო-სადაზღვევო ფონდებს ბენეფიცარების არჩევანის მიხედვით. ე.ი. საბოლოოდ დაგროვებითი პენსია გახდეს სავალდებულო, მაგრამ კერძო. ამასთან შენარჩუნდეს საბაზისო პენსია.
  • 2020 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა გახდეს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო, ხოლო პირველი პენსიების გაცემა დაგროვებითი ფონდებიდან შესაძლებელი გახდეს 2025 წლიდან, რაზეც საკანონმდებლო დონეზე პასუხისმგებლობა, თუ საჭიროა რეფერენდუმის გზით, უნდა აიღოს სახელმწიფომ...

მეოცე საუკუნის ქართველი პოეტის  შოთა ნიშნიანიძის ფრაზა მახსენდება: „...კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!..“

ოცდამეერთე საუკუნეში სახელმწიფოს საფიქრალი აქვს არამხოლოდ, თუ ვინ მოდის მომავლიდან, არამედ იმაზეც, თუ რა პირობებში მოდის და რას ახვედრებს მომავალ თაობებს.

როდესაც დამოუკიდებელი ესტონეთის და სლოვენიის მთავრობა ყოველ ახალდაბადებულს ლეპტოპს,სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი განათლების ვაუჩერებს გადასცემს საჩუქრად, საქართველოში ყოველი ახალდაბადებული იღებს სახელმწიფო ვალზე მომსახურების ინვოისს. უკანასკნელ წლებში სოციალური ხარჯების გაზრდის გამო ერთ სულზე ამ ინვოისის ღირებულებამ 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 4.000 ლარს მიაღწია (2015: 3.550 ლარი ; 2014: 2.804 ლარი; 2013: 2.515 ლარი; 2012: 2.465 ლარი;  2011: 2.407 ლარი).

იმისთვის რომ საპენსიო რეფორმამ ვალზე მომსახურების ინვოისის გაძვირება მომავალი თაობებისთვის არ გამოიწვიოს, საჭიროა ისეთი საპენსიო რეფორმის გატარება, რომელშიც თავიდანვე ჩადებული იქნება დამატებითი სავალო ტვირთისგან სახელმწიფოს მიერ უპირობოდ თავის არიდების ეფექტური მექანიზმი.





ავტორი: არჩილ იაკობაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი

Прочитано
14760
Отправить письмо

Блоги того же автора

07 Mай 2018 | 18:14 არჩილ იაკობაშვილი

საქართველოში მოქმედ საგადასახადო კოდექსში მარქსისტების ხელწერაა

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner