Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 19 Aпрель
04 Октябрь 2017 | 14:58

მუხროვანის ჩურჩხელის მწარმოებელი ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

http://eugeorgia.info/uploads/video_news/მუხროვანის ჩურჩხელის მწარმოებელი ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანში, მაია ჯაჯანაშვილი ოჯახთან ერთად, ტრადიციულ ქართულ ჩურჩხელას და ხილის ჩირს ამზადებს. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ოჯახმა ბანკიდან სესხი გამოიტანა და სოფელში თანამედროვე სტანდარტების საწარმო ააშენა.

160 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საოჯახო ტიპის საწარმო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც მეწარმემ USAID/REAP-ის პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ მიიღო. EUGeorgia.info-სთან მაია ჯაჯანაშვილი მცირე ბიზნესის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და კომპანიას, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება უჭირს.

მეწარმის თქმით, ვინაიდან ჩურჩხელას ნატურალური ინგრიდინეტებით ამზადებენ, პროდუქტის თვითღირებულება შედარებით მაღალია, რის გამოც მცირე სავაჭრო ქსელები მის ჩაბარებაზე უარს ამბობენ.

რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ქსელებს, პატარა ბიზნესი სოფელ მუხროვანიდან, უკვე არსებულ მსხვილ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევს, ვინაიდან მეწარმემ არ იცის, როგორ მოახდინოს პროდუქტის პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

„მზად ვართ, შემკვეთს მაღალი ხარისხის, გემრიელი და ლამაზად შეფუთული პროდუქცია მივაწოდოთ, ვიღებთ ასევე, როგორც კორპორატიულ, ისე ინდივიდუალურ შეკვეთებს. ნედლეულს კახეთში, ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, წარმოების პროცესი მაღალი სტანდარტების დაცვით ხდება. სხვა, მსგავსი პროდუქციისგან განსხვავებით, ჩვენი ჩურჩხელა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დანამატებს შეიცავს, ის გაცილებით პრიალა და ტკბილია“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.

მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს გახსნამდე, მეწარმე, ოჯახის წევრებთან ერთად, ჩურჩხელას გურჯაანში, საგვარეულო სახლში ამზადებდა. პროდუქციის გემოვნური თვისებები იმდენად კარგი იყო, რომ მეწარმემ რამდენიმე პარტიის გატანა ევროპაში შეძლო.

„2011 წელს კომპანია „ქართულმა პროდუქტმა“ ჩვენგან 10 000 ჩურჩხელა შეიძინა და საფრანგეთში გაიტანა. ჩვენი პროდუქტი სტრასბურგში, გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც 3,5 ევროდ გაიყიდა. გამოფენაზე ჩვენი პროდუქტით ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი დაინტერესდა, რომელიც შემდეგ დაგვიკავშირდა. მას ბერლინში რესტორანი აქვს და პერიოდულად, გვაძლევდა შეკვეთებს. მასთან მოლაპარაკებები ახლაც გვაქვს და სავარაუდოდ, წელსაც გავგზავნით.  დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ, მაგრამ არ ვიცით, სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია როგორ დავამყაროთ და არც ის ვიცით, ვის უნდა მივმართოთ ხელშეწყობისთვის“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.

საწარმოს ასაშენებლად, მისმა ოჯახმა საკუთარი სახსრები გამოიყენა, მიწის შესაძენად კი, ბანკიდან სესხი გამოიტანა. იმის გამო, რომ საწარმოს გახსნის შემდეგ, კომპანიას ბაზარზე დამკვიდრების პრობლემა შეექმნა, საკრედიტო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს.

 „ტერიტორია, სადაც საწარმო ავაშენეთ, Procredit Bank-იდან აღებული კერძო, იპოთეკური სესხით შევიძინეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბანკი გაიყიდა და ჩვენი სესხი მოხვდა „საქართველოს ბანკში“. ეს უკანასკნელი გვთხოვს, რომ თანხა ერთიანად დავფაროთ, რის საშუალებაც ამჟამად არ გვაქვს. გამოსავალი თუ ვერ ვნახეთ, იძულებული ვიქნებით, საწარმოს ნაწილი გავასხვისოთ“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.

სირთულეების მიუხედავად, მისი კომპანია ახალ იდეებზე მუშაობს. შექმნეს სრულიად ახალი პროდუქტი - ქვევრის ღვინოში დამუშავებული ხილის ჩირი, რომელსაც, ჯაჯანაშვილის თქმით, მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. გარდა ამისა, კომპანიამ არომათერაპიული ღვინის, „აურუმი“-ს საცდელი ნიმუშებიც შექმნა.

რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ღვინის ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარვადგინეთ, გვქონდა შეხვედრა მინისტრთანაც, რომელმაც ჩვენი პროდუქცია მოიწონა. მოგვანიჭეს ღვინის წარმოების უნიკალური კოდი, შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში ბაქოში, სადაც ჩვენმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. არომათერაპიული ღვინო - ახალი სიტყვაა ქართულ მეღვინეობაში. ჩვენი პროდუქტი კოლოიდურ ოქროს შეიცავს და 100%-ით ნატურალური ეთერზეთებით არის გამდიდრებული.  ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, იწარმოოს საქართველოში და მას  ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.

მისი თქმით, საწარმოში ამჟამად, მხოლოდ ოჯახის წევრები მუშაობენ, თუმცა, თუ ბიზნესი განვითარდა, მზად არის, სოფლის მაცხოვრებლები დაასაქმოს.

„მუხროვანში ძალიან ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათთვის ეს დიდი სტიმული იქნებოდა“, - ამბობს მაია ჯაჯანაშვილი.



P.S. მასალაზე მუშაობის დროს, EUGeorgia.info დაუკავშირდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, ზვიად ქვლივიძეს. ორგანიზაციის შუამავლობით, სააგენტოს წარმომადგენლები მაია ჯაჯანაშვილთან შეხვედრას 13 ოქტომბერს გამართავენ და კონსულტაციებს გაუწევენ.








* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს 

Отправить письмо
Прочитано
6799

Новости

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება მომდევნო წლებში სწრაფად გაიზრდება და გაიმეორებს აშშ-ს მაგალითს, სადაც კენკრის გაყიდვები წლიურად 5,6 მილიარდ დოლარს აღწევს. დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. იმ დროს, როცა მთლიანად ხილის ბაზრის წლიური ზრდა 1-2%-ს არ აღემატება.

22 Март 2019 | 12:37 Далее
2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

საქართველოს კენკრაში(მოცვის გარდა), ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. იმპორტი თითქმის 5-ჯერ აღემატება ექსპორტს. კიდევ უფრო მკვეთრად უარყოფითია სავაჭრო ბალანსი გაყინული კენკრის შემთხვევაში.

18 Март 2019 | 13:10 Далее
კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ კი მარწყვის წარმოებაა. კოოპერატივის წევრები სასათბურე მეურნეობით იქამდეც იყვნენ დაკავებული. სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები. მოგვიანებით კოოპერატივის წევრებმა შეისწავლეს მარწყვის სათბურში მოყვანის ტექნოლოგიები და გადაწყდა მისი მთლიან სათბურში მოყვანა. ამის შემდეგ კოოპერატივი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში ჩაერთო

27 Июнь 2018 | 14:27 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner