Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
19 Декабрь 2017 | 15:25

რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია დაინერგება

http://eugeorgia.info/uploads/video_news/რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია დაინერგება

მომავალი წლიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის იმპლემენტაცია დაიწყება. ექსტენციის სტრატეგიის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით.  პირველ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები საპილოტე რეგიონებში - რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში დაინერგება.

ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. უწყების ცნობით, ამჟამად მუნიციპალურ სამსახურებში და რეგიონულ სამმართველოებში 235 პირია დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, რევაზ ასათიანის ინფორმაციით, საპილოტე ეტაპზე რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში დაგეგმილია სადემონსტრაციო ნაკვეთების გაშენება, სადაც ფერმერს საშუალება ექნება, პრაქტიკულად მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

„ფერმერების უმეტესი ნაწილი ნაკლებად ინფორმირებულია. გარკვეული ცოდნა აქვთ, მაგრამ უფრო ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ვიდრე მოწინავე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. დასავლეთის ქვეყნებში სოფლად დასაქმებულთა ხვედრითი წილი მოსახლეობის 4-დან 8%-მდეა. ისეთ ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, რომ მეტი საჭიროება მათი რაოდენობის არ არის. ჩვენთან კი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დაკავებული, პროდუქტიულობა კი, სამწუხაროდ, მაღალი არ არის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არა აქვთ კარგი ცოდნა, წვდომა ტექნოლოგიებთან, არ გვაქვს კარგი ინფრასტრუქტურა და არც სასტარტო ფინანსები. ამიტომ, სწორი მენეჯმენტი, სწორი ფორმაა მოსაფიქრებელი და ვფიქრობთ, რომ ექსტენციის ამ სამსახურების ჩამოყალიბება შეიტანს თავის წვლილს, რომ ცოდნა, ინფორმაცია, ტექნოლოგიები  უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“,  - ამბობს რევაზ ასათიანი EUGeorgia.info-სთან საუბარში.

„აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი გოჩა ბერიძე მიიჩნევს, რომ ექსტენციის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის ხარისხსა და ფერმერების შემოსავალზე დადებითად აისახება.

„უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ფერმერულ მეურნეობებთან დაკავშირებით, რა საჭიროებები აქვთ, რისთვის სჭირდებათ ცოდნის მიღება - ამ კვლევიდან გამომდინარე გვეცოდინება, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, სად, რა მიმართულებებით, რა საკითხებზე და რა პერიოდულობით უნდა მოხდეს სწავლება, მოხდეს კადრების მომზადება/გადამზადება და გავიგოთ, რა ფორმით წავიდეს პროცესი - ადგილზე მისვლით, თეორიულად, ბუკლეტებით, ფლაიერებით, სახელმძღვანელოებით თუ სხვა. ექსტენციის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს მრავალმხრივად:  არის სატელევიზიო პროგრამები - ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანს მიაწოდო ინფორმაცია, არსებობს სოციალური ქსელი. ჩვენ მაგალითად, გავაკეთეთ აგრო ჯიხურები, სადაც ფერმერს შეუძლია მივიდეს და ყველა ტიპის ინფორმაციას გაეცნოს. გვაქვს ასევე, მობილური მოკლეტექსტური შეტყობინებების სერვისი, როცა ფერმერებს მობილურის საშუალებით ვუგზავნით ინფორმაციას სიახლეების შესახებ. ექსტენციის განვითარების კუთხით, საქართველოში კერძო  სექტორი დაინტერესებული არ არის, რადგან დღეს ფერმერს არა აქვს საშუალება, გადაუხადოს მას მომსახურების ღირებულება. ამიტომ, სახელმწიფოა ვალდებული, შექმნას სერვისი და დაეხმაროს მოსახლეობას სწავლებაში“,  - ამბობს გოჩა ბერიძე.

მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ექსტენციის სტრატეგიაზე საუბრისას მოსაზრებას გამოთქვამს, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კადრების დეფიციტი და ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობაა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ  ახალგაზრდებს რეგიონებში დასაქმების სურვილის მოტივაცია გაუჩნდეთ.

„ამ მიმართულებით მთავარი შენიშვნაა, რომ ახალგაზრდების ჩართულობაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, მაშინ როცა ახალგაზრდებს აქვთ ზრდისა და განვითარების პერსპექტივა. დღესვე უნდა ვიზრუნოთ ასეთი კადრების გაზრდაზე და ამ კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეგვიძლია პროცესის დაჩქარება: ერთია, რომ შეიძლება მოხდეს სტუდენტების შერჩევა, მათი საზღვარგარეთ სწავლება იმ პირობით, რომ დაბრუნდებიან და აქ დასაქმდებიან, მეორე, რომ ადგილზე მოხდეს მათი სწავლება, მაგრამ ამ კუთხით რამდენიმე კითხვა არსებობს: კერძო სექტორი არ არის აქტიურად ჩართული - რა მოტივაცია უნდა შევუქმნათ კომპანიებს, კოლეჯებს, ფერმებს, სადაც კოლეჯის სტუდენტი პრაქტიკას გაივლის, იმისთვის რომ მათი დაინტერესება გამოვიწვიოთ? უნდა შეიქმნას მიზიდულობის ძალები იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

EUGeorgia.info-სთან საუბარში „აგროსერვის ცენტრის“დირექტორი გოჩა ბერიძე ასევე ხაზს უსვამს კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემას და საუბრობს ისრაელის განათლების სისტემაზე.  

„ისრაელში სკოლიდან დაწყებული ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კადრების მომზადებას, სწავლა-განათლებას. უნივერსიტეტებში და შემდგომ უკვე, პრაქტიკულად - ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება, უცხოეთში სტაჟირებაზე გაგზავნა და სხვ.   ხდება ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება და განახლება და თავადაც ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს. ესენი ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები, რასაც განათლების სისტემა უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე  მაღალ დონეზეა განვითარებული პროფესიული სწავლება, სადაც ტექნიკურ პერსონალს - მუშახელს ამზადებენ. ამას ისრაელი თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა - მუშა ხელიც კვალიფიცისაური ჰყავთ და ამიტომაც აქვთ ძალიან კარგი შედეგები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის მიწოდება, სპეციალისტების აღზრდა და მუშა ხელის მომზადება, ისევე როგორც ენებისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლა“, - ამბობს გოჩა ბერიძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტრენინგებია დაგეგმილი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ საჭირო იქნება, მოხდეს საზღვარგარეთ მათი მოკლევადიანი ვიზიტი, რათა ვიზუალურად ნახონ როგორ მუშაობს ეს სამსახური, როგორ მუშაობენ მათი კოლეგები, როგორ აწვდიან ცოდნას, ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების შესახებ, როგორ იყენებენ სადემონსტრაციო ნაკვეთებს - თუ ამის საჭიროება არის და არიან დამფინანსებელი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ესეთი ტრენინგები ტარდება როგორც საზღვარგარეთ ისე ადგილობრივად“,  - ამბობს რევაზ ასათიანი.

რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ექსტენციის სტრატეგიის განხორციელებისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ფერმერებზე, რომლებისთვისაც სოფლის მეურნეობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, დაინტერესებული არიან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და აქვს განვითარების პოტენციალი. ამასთან, მკვლევარი საუბრობს დასავლეთში არსებულ პრაქტიკაზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელებაში ძირითადად, კერძო სექტორია ჩართული.

„ევროპაში სახელმწიფო, ექსტენციის სტრატეგიაში ფაქტობრივად, აღარ მონაწილეობს, იქ უფრო მეტად ჩართულია კერძო სექტორი, ან ასოციაცია/კოოპერატივები, რომლებიც ამ მიმართულებით არიან ძალიან ძლიერები. მაგალითად, შეიძლება თხილის მწარმოებელს ჰყავდეს სერვისის კოოპერატივი, რომელიც მას კონსულტირებას უწევს, რაც ხარჯების შემცირებასაც იწვევს. ევროპაში ეს პრაქტიკა მძლავრია, ასეთი მიმართულებით განვითარება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დროს მოითხოვს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

EUGeorgia.info-ს რესპონდენტები თანხმდებიან, რომ ექსტენციის სტრატეგიის იმპლემენტაცია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა, ფერმერებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად, აუცილებელია ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

“დღეს ბევრი პროგრამა არსებობს, მაგრამ წვრილ ფერმერებს ამაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჯერ კიდევ აქვთ, რამდენადაც ძირითადად, ბანკის გავლით ხდება ეს ყველაფერი, ფერმერებს კი გირაოსთვის ლიკვიდური აქტივი არ გააჩნიათ. ეს  პრობლება ცალსახად დგას და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ბევრი ფერმერი კაპიტალზე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს. ამიტომ, ხელმისაწვდომი კრედიტები, გრანტები, წახალისება ექსტენციის თანმდევი უნდა იყოს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

„სამწუხაროდ, ფერმერები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომელსაც კომერციული ბანკები აყენებენ, იქნება ეს ქონებრივი უზრუნველყოფა თუ სხვა. ამიტომ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი, რამაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, მნიშვნელოვნად ისარგებლა ამ პროგრამით. იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ეს მექანიზმი, ბევრ პროექტში და პროგრამაში ჩართულია საგრანტო ელემენტი. სამწუხაროდ, სხვა სახის პროგრამა, რომელიც მასიურად დააკმაყოფილებდა ფერმერების წვდომას ფინანსებთან, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - ამბობს რევაზ ასათიანი.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის შემდეგ, 2019 წელს, ექსტენციის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.






Отправить письмо
Прочитано
5445

Новости

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება მომდევნო წლებში სწრაფად გაიზრდება და გაიმეორებს აშშ-ს მაგალითს, სადაც კენკრის გაყიდვები წლიურად 5,6 მილიარდ დოლარს აღწევს. დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. იმ დროს, როცა მთლიანად ხილის ბაზრის წლიური ზრდა 1-2%-ს არ აღემატება.

22 Март 2019 | 12:37 Далее
2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

საქართველოს კენკრაში(მოცვის გარდა), ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. იმპორტი თითქმის 5-ჯერ აღემატება ექსპორტს. კიდევ უფრო მკვეთრად უარყოფითია სავაჭრო ბალანსი გაყინული კენკრის შემთხვევაში.

18 Март 2019 | 13:10 Далее
კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ კი მარწყვის წარმოებაა. კოოპერატივის წევრები სასათბურე მეურნეობით იქამდეც იყვნენ დაკავებული. სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები. მოგვიანებით კოოპერატივის წევრებმა შეისწავლეს მარწყვის სათბურში მოყვანის ტექნოლოგიები და გადაწყდა მისი მთლიან სათბურში მოყვანა. ამის შემდეგ კოოპერატივი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში ჩაერთო

27 Июнь 2018 | 14:27 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner