banner

Thursday, 05 December
16 October 2020 | 21:14 Agriculture

1 იანვრიდან ტყეში სამკურნალო მცენარეების მოსაკრეფად ნებართვა იქნება საჭირო

1 იანვრიდან ტყეში სამკურნალო მცენარეების მოსაკრეფად ნებართვა იქნება საჭირო


მცირე ფერმერებს ზემო აჭარაში ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ 

ხულოს ცენტრიდან სოფელ რიყეთამდე სულ რაღაც 17 კილომეტრია, თუმცა, მის გავლას მანქანით თითქმის 2 საათს ვანდომებთ. იმის გამო, რომ გზა ქვიანი, ბევრგან დაზიანებული და ზოგიერთ ადგილას ჩამოშლილია. ზემო აჭარის ულამაზესი ხედები მტვრის ბუღის მიღმა მოჩანს. რიყეთი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. სოფელში ათამდე ადგილობრივი გველოდება. იქ იმ ადამიანებს უნდა შევხვდეთ, რომლებიც ძირითადი საქმიანობის -მეცხოველეობის გარდა, ტყეში სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ და ყიდიან, დამატებითი შემოსავალი რომ ჰქონდეთ. სოფლის მიმდებარე ტყეებსა და მთის ფერდობებზე უმეტესად ველურ მოცვს და ასკილს კრეფენ. ყველაზე მეტი რაოდენობით ეს ორი მცენარე იშოვება და მოთხოვნაც უფრო მეტია. 

კილოგრამი მოცვი ადგილზე 3 ლარად იყიდება. შემსყიდველები სოფელში მიდიან, შეგროვილ ნაყოფს ყიდულობენ, შემდეგ ბარში მიაქვთ და უმეტესად გადამამუშავებელ საწარმოებს აბარებენ. ასე ხდება ასკილზეც, რომელსაც ადგილობრივებისგან ერთ ლარად იბარებენ.  

აჭარის ტყეებში და ალპურ ზონაში სხვა სამკურნალო მცენარეებიც მოდის: კუნელი, ხარისშუბლა, პიტნა, უკვდავა, რასაც ადგილობრივები ნეგოს ეძახიან. ასევე, კრეფენ მთის ქონდარს.  

რეზო კოჩალიძე წლების განმავლობაში სამკურნალო მცენარეებს აგროვებს, ახმობს და ყიდის. სამკურნალო მცენარეების დამზადების წესი წინაპრებისგან ისწავლა. მცენარეებს ადგილობრივებიც ყიდულობენ, თუმცა, უმეტესად ბეშუმში ჩასული დამსვენებლებს მიაქვთ. ამ საქმიანობას მისთვის სეზონზე 3-4 ათასამდე ლარამდე შემოსავალი მოაქვს. 

„მოცვის ჩაი მხედველობისთვის არის კარგი, დიაბეტის სამკურნალოდაც. კლდის ქონდარიც დიაბეტის წამალია. მოცვის ფოთოლს მისი ნაყოფი სჯობს. ველური მცენარე სამკურნალო თვისებებით კულტივირებულს ყოველთვის სჯობს, თუნდაც, პიტნა იყოს. ამ მცენარეებს ვახმობ და წამლად ვამზადებ. ეს ცოდნა დედაჩემისგან გადმომეცა. მას მისი დედისგან, ასე, ზეპირი სახით. მაქვს კარაბადინები და სხვა წიგნებიც. სამი კარაბადინიც გამოვიწერე. ყველა მცენარეს მოკრეფის თავისი დრო აქვს. ზოგი ყვავილობის დროს უნდა მოიკრიფოს, ზოგი უფრო გვიან. ნედლი თუ ხმელი, ყველაფერი შემიძლია დავამზადო”,- გვიყვება რეზო კოჩალიძე.  

მისი თქმით, ზემო აჭარაში სამკურნალო მცენარეების შეგროვების პოტენციალი არსებობს. 

„მარტო ჩვენ სოფელში 7-8 ტონა მოცვის მარცვლის დამზადება შეგვიძლია. გვირილა აქ იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა. ასკილიც ბევრია, ნეგოც. ხარისშუბლა ჩვენი პირველი წლის მოსავალია. მისგან პლატიფილინი მზადდება. წელს კილოგრამი 40-42 თეთრი ღირდა. კარგ ადგილას თუ მივა კაცი, ერთი ტონა შეუძლია მოკრიფოს. ჭინჭარიც შეიძლება დამზადდეს. ამ მცენარეების მოკრეფა ჩვენთვის ერთგვარი დამხმარე საქმეა. მეცხოველეობაა ჩვენი ძირითადი საქმიანობა, მაგრამ მას დიდი ხარჯი აქვს. ეს მცენარეები კი ბუნების საჩუქარია. 

წელს ასკილმა ბევრი მოისხა და კარგი ფულიც შემოიტანა. 200 კილო ასკილი რომ მოკრიფოს გლეხმა, ეს უკვე 300 ლარია, რაც აქაური ოჯახისთვის დიდი შეღავათია, შაქრის და პურის ფულია. ჩემმა ძმამ ერთ დღეში 85 კილოგრამი მოცვი მოკრიფა, ეს კარგი შემოსავალია. მოდის შემსყიდველი,და მოკრეფილი მოცვი მიაქვს, მაგრამ არ ვიცით სად ყიდის, ვის აბარებს. პირველ ხელს რომ ვიცნობდეთ, ჩვენთვის კარგი იქნებოდა. ბევრი რამის დამზადება შეგვიძლია. მთავრია, მყიდველი იყოს. 

გზა არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ნახევარი საათიც არ უნდა ხულოდან 17 კილომეტრის გავლას, მაგრამ საათნახევარი -ორი საათი გვჭირდება. თანაც, მანქანას მძიმე ტვირთი ვერ გადააქვს. გლეხი სოფლად იშრომებს, მაგრამ გზას ვერ გააკეთებს. გზა მთავრობამ უნდა გააკეთოს”,- ამბობს რეზო კოჩალიძე.    

ადგილობრივებს გადამამუშავებელი საწარმოს და საშრობის გაკეთება უნდათ, სადაც მოცვს, ასკილს და სხვა სამკურნალო მცენარეებს გააშრობენ. გადამუშავებული პროდუქტს ისინი უფრო ძვირად გაყიდიან.

ზურაბ ხოზრევანიძე(სოფელ რიყეთის მცხოვრები): „მოცვის და ასკილის შეგროვება საკმაოდ პერსპექტიული საქმეა. ნედლეული საკმარისი რაოდენობით არის, მცირე გადამამუშავებელი საწარმო რომ გაკეთდეს, მოსახლეობა მოკრეფილ მცენარეებს ჩააბარებს, რამოდენიმე ადამიანიც დასაქმდება და სოფლის მცხოვრებლები სარგებელს ნახავენ. საწარმო ნედლეულს დისტრიბუტორზე უფრო მაღალ ფასში ჩაიბარებს და მოსახლეობაც მეტი ინტერესი გაუჩნდება.   

ხელს თუ შეგვიწყობენ, მცირე საწარმოს გავაკეთებთ, გავაშრობთ ნაყოფს, დავამზადებთ მურაბას, ჯემს. ამისთვის ტრეინინგები გვჭირდება, სწავლა გვინდა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, მურაბა და ჯემი სახლის პირობებში როგორ დავამზადოთ. ჩვენ წარმოებულ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით და ევროპაშიც შეიძლება გავიტანოთ”. 

თემურ კოჩალიძე(რიყეთის მცხოვრები): „სოფელში ყველა იბრძვის, რომ რაღაც იშოვოს. ტყის მცენარეებსაც იმიტომ ვკრეფთ, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონდეს. მოცვის მოკრეფა ძალიან შრომატევადია, ვწვალობთ, მაგრამ სხვა შემოსავალი რომ არ არის, ვკრეფთ ტყეში. სეზონზე ჩვენ სოფელში რამდენიმე ტონა ხარისშუბლა იკრიფება. მოცვი დიდწილად ნედლი სახით ბარდება. თუმცა, ზოგი ახმობს კიდევაც. გამხმარი მოცვი შარშან 35 ლარად იყიდებოდა. წელს რა იქნება მისი ფასი, ჯერ არ ვიცით. შვიდი კილოგრამი მოცვისგან გაშრობის შემდეგ ერთი კილოგრამი მშრალი მარცვალი მიიღება. გლეხმა რომ გამოაშროს და ისე გაყიდოს, მისთვის უფრო მომგებიანია. საშრობი რომ იყოს სოფელში, კარგი იქნებოდა, მაგრამ საამისო ფინანსები ჩვენ არ გვაქვს. სხვა ხილიც ბევრია აქ, მსხალი, ვაშლი, მაგრამ გადამუშავება არ ხდება. ბარში ვერ მიგვაქვს, ვერ ვყიდით, ამიტომ ლპება და ფუჭდება. საშრობი რომ იყოს სოფელში, ჩირს დავამზადებდით”.  

ზემო აჭარლები ფიქრობენ, რომ მოსავლის ერთობლივად გადამუშავებისთვის გაერთიანება იქნება აუცილებელი. რიყეთის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფინანსების მოძიება გაუმარტივდებათ. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი მცირე ფერმერებს დაპირდა, რომ კლასტერის შექმნასა და დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება. 

„სამკურნალო მცენარეები მცირდება, ზოგიერთი სახეობა კი უკვე დეფიციტურია”

საქართველოში სამკურნალო მცენარეების დამზადებას რამდენიმე საწარმო ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია არის „ფარკონი”. 2017 წლიდან კომპანია დაფნის ფოთოლთან ერთად, სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეებს და სუნელ-სანელებლების ექსპორტს ევროკავშირსა და აშშ-ში ახდენს. კომპანიას საქართველოში 2 ქარხანა აქვს, ქუთაისსა და ვანში, სადაც ნედლეულის მოწოდება საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ხდება. 

მამუკა ალფაიძე(შპს „ფარკონის” ხელმძღვანელი): „სამკურნალო მცენარეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ვიბარებთ. გლეხებსაც მოაქვთ და დისტრიბუტორებსაც. ჩემთვის პროდუქციის პირდაპირ გლეხისგან შესყიდვა უფრო ხელსაყრელია, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მჭირდება. ადგილზე მისვლას და ნედლეულის წამოღებას ზოგჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან ამისთვის ტრანსპორტი და თანამშრომელი არის საჭირო, რომელიც ხარისხში ერკვევა, პროდუქცია ადგილზე რომ დაათვალიეროს. ასეთი სპეციალისტის მოძიება ჭირს. ქარხანაში მყავს სპეციალისტი, რომელიც დისტრიბუტორის შემოტანილ პროდუქტს ამოწმებს და ხარისხი თუ არ მოეწონება, შემიძლია უკან გავატანო. ეს გაცილებით ხელსაყრელია ჩემთვის, სოფლებში ტყუილად სიარული აღარ გვიწევს”.

„ფარკონის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში სამკურნალო მცენარეების რაოდენობა კლებულობს და ბევრი სახეობა უკვე დეფიციტი გახდა. 

„სოფელში ხალხი მცირდება და მცენარეების დამკრეფი თითქმის აღარ დარჩა. საქართველოში სამკურნალო მცენარეებზე მოთხოვნილებაც თანდათან კლებულობს, როცა საზღვარგარეთ პირიქით, მოთხოვნა მზარდია. სამწუხაროდ, ექიმები პაციენტებს სამკურნალო მცენარეებს კი არა, ქიმიურ ნივთიერებებს უნიშნავენ. 

ველურად მზარდი მცენარეები იმაზე რაოდენობა კლიმატური ცვლილებების გამო თანდათან მცირდება. მაგალითად, მოცვის მოსავლიანობა ყოველწლიურად კლებულობს. ადრე ასეულობით ტონას ვამზადებდით, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის. მოცვი დეფიციტის გამო, იმდენად გაძვირდა, ვეღარ ვყიდულობ.  კილოგრამი ნედლი მოცვი 10 ლარი ღირს ბაზარზე. ერთი კილოგრამი გამომშრალი ნაყოფის ფასი 70 ლარი გამოდის. ამას ემატება თანამშრომლის ხელფასი, სხვა ხარჯებიც და ფასი 100 ლარს აღწევს. 

ყველა მცენარის შესყიდვის ინტერესი მაქვს, მთავარია, მისაღები ხარისხი და ფასი ჰქონდეს. კრაზანა, ჭინჭარი, ვირისტერფა. თუ დაბალი ფასი და კარგი ხარისხი ექნება, შეგვიძლია ექსპორტზეც გავიტანოთ. მაგალითად, ასკილს დიდი რაოდენობით აწარმოებს მოლდავეთი, ბულგარეთი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა. ამიტომ მსოფლიო ბაზარზე მაღალი ფასი არ აქვს. ერთხელ დავამზადე 20 ტონა ხმელი ასკილი, 3 წელი მქონდა საწყობში და ძლივს გავყიდე. მხოლოდ იმ წელს გაიყიდა, როცა სხვა ქვეყნებში ასკილის მოსავალი არ მოვიდა”,- ამბობს მამუკა ალფაიძე. 

ტყეში სამკურნალო მცენარეების დაკრეფაზე მოსაკრებელი წესდება

ზემო აჭარლებმა, ისევე, როგორც სხვა რეგიონის მცხოვრებლებმა, ტყეში სამკურნალო მცენარეები რომ შეაგროვონ, ნებართვა უნდა აიღონ. 1 იანვრიდან არამერქნული რესურსებით სარგებლობისთვის, რაც კომერციული დანიშნულებით გამოიყენება, სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. ხოლო პირადი სარგებლობისთვის ამ რესურსით სარგებლობა უსასყიდლო იქნება. 

კარლო ამირგულაშვილი: (ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი): „არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით მოპოვება ამ დრომდე არალეგალურად ხდება. სამი სახეობის არამერქნული რესურსის -თეთრყვავილას და ყოჩივარდას ბოლქვები და სოჭის გირჩის გარდა, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება. ყველა სხვა სახეობის არამერქნული რესურსით სარგებლობისთვის, მოცვის, ზღმარტლის, ჯონჯოლის, სოკოს მოკრეფისთვის, ბალახის, ფოთოლის, სხვადასხვა მცენარის მტვერის, თესლის შესაგროვებლად მოკლევადიანი ნებართვები გაიცემა. ნებართვა გაიცემა დაინტერესებულ პირზე, განსაზღვრული პირობებით, განსაზღვრულ ფართობზე. მაგალითად, პირობა იქნება, რომ მცენარე არ ამოთხარონ მიწიდან, არ მოტეხონ ტოტი, არ დააზიანონ და ა.შ. ნებართვა იქნება რამდენიმე თვიანი ან ერთ წლიანი. ვადა დამოკიდებული იქნება მცენარის სახეობაზე. ნებართვას სატყეო სააგენტო გასცემს. მაგ, აჭარაში ფიზიკურმა პირმა ბათუმში, აჭარის სატყეო სააგენტოს უნდა მიმართოს. მასთან მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი პირობებით. ამ პირობების დაზუსტება ამჟამად მიმდინარეობს. 

ნებართვა ფასიანი იქნება. ვფიქრობთ, რომ დასაწყისისთვის ეს იქნება სიმბოლური თანხა. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმ სახეობებზე, რომლებიც ყველაზე ფართოდ იკრიფება. ნებართვის საფასურის დასადგენად ხდება ბაზრის შესწავლაც. მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ეკონომისტებთან ერთად მოხდება სანებართვო საფასურის განსაზღვრა. ფასი  სახეობების მიხედვით განსხვავებული იქნება და შესაძლოა, იყოს მიბმული მოპოვებული რესურსის წონაზე ან ფართობზე, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, მოსაპოვებელი რესურსი არის ბალახი, კენკრა თუ სხვა რამ”. 

„ფარკონის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებართვების შემოღება სამკურნალო მცენარეების ისედაც შემცირებულ მოპოვებას, ხელს შეუშლის და ამ ბიზნესს დააზარალებს.  

„ისეთი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც შეიძლება დიდი რაოდენობით დამზადდეს, თითზე ჩამოსათვლელია. საქართველოში მოკრეფილ მცენარეებს მაღალი სამკურნალო ღირებულება აქვს, მაგრამ ყველაფერი მცირე რაოდენობით გვაქვს. ექსპორტი მიზერულია. მხოლოდ დაფნის ფოთოლი გადის ექსპორტზე შედარებით დიდი მოცულობით. ევროპაში გვინდოდა მოცვის ექსპორტი, მაგრამ სიძვირის გამო 500 კილოგრამიც ვერ გავყიდეთ. უცხოეთიდან მაყვლის შეკვეთა გვქონდა, მაგრამ ვერ შევაგროვეთ. ძალიან ცოტა იკრიფება უკვდავას ყვავილიც. 

ამ დროს აპირებენ, ამ მცენარეების დაკრეფაზე მოსაკრებელი შემოიღონ. ხალხმა ტყეში მაყვლის ფოთოლი რომ მოკრიფოს, ამისთვის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს. ისედაც ვეხვეწებით, დაკრიფონ რამე და მოსაკრებელი რომ იქნება, ვინ მოჰკიდებს ხელს. პროდუქტი გაძვირდება და ყიდვა აღარ ეღირება”,- ამბობს მამუკა ალფაიძე. 







Read
14901
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner