მედიის როლი ევროინტეგრაციის საკითხების გაშუქებაში
19 ოქტომბერს ფრანტლაინ ჯორჯიას კლუბში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სემინარი "საქართველო-ევროკავშირი - მედიის როლი ევროკავშირის საკითხების გაშუქებაში" გაიმართა.
სემინარზე, რომლის მუშაობაში ქართული ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა თამარ მიქაძემ ევროიინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და მედიასთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა დამსწრეებს პროექტის "ფაქტები და მითები ევროპის შესახებ" ფარგლებში შექმნილი დამხმარე რესურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ელეტრონული რესურსი (http://www.eurocommunicator.ge), რომელიც ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე მომზადებულ კვლევებს - "მითების დეტექტორი" -მოიცავს.
პანელში მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტის "რატომ ვირჩევთ ევროპას" ავტორი და პროდიუსერი ლიკა შავგულიძე-ბასილაია, რომელმაც ჟურნალისტებს კიდევ ერთი ელექტრონული რესურსი ევროპა საქართველოსთვის წარუდგინა. პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულების თემატურ საკითხებთან დაკავშირებით.
გაიმართა დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის თემების გაშუქების დროს იჩენს თავს