banner
23 მაისი 2014 | 15:29 ეკონომიკა

ევროპის დახლებზე თავისუფალია ადგილი მათთვის, ვინც გაყიდვას ჭკვიანურად დაგეგმავს

ევროპის დახლებზე თავისუფალია ადგილი მათთვის, ვინც გაყიდვას ჭკვიანურად დაგეგმავს

 
 
 
„ჩემი აზრით, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ფიქრისას თქვენ უნდა დაგეგმოთ „ნიშების“ - თავისუფალი ადგილების ათვისება და ისინი ისეთი პროდუქტით უნდა შეავსოთ, რომელიც ევროპისთვის ახალია, ან  ჯერ კარგად გავრცელებული არ არის. შესაბამისად, იმედი არ უნდა დაამყაროთ ისეთი პროდუქტების გაყიდვაზე, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე უხვადაა, მუდამ იყიდებოდა და ფასითაც იაფია," - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე, ხუან ეჩანოვე  ყურადღებას ქართული პროდუქციის ბრენდირების აუცილებლობაზე ამახვილებს. 
 
ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ ესპანური ვაშლი 30 ცენტი ღირს. როგორ    ფიქრობთ, ქართველ მეწარმეებს აქვთ შანსი, რომ ევროკავშირის ბაზარზე ესპანელ ფერმერებს კონკურენცია გაუწიონ? 
 
– საქართველოს აქვს შანსი, რომ ე.წ სპეციფიური ნიშები აითვისოს. რასაკვირველია, არ უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის მასშტაბით არსებულ ყველა დახლს თავისი პროდუქტით შეავსებს. თუ ევროკავშირში ხილის და ბოსტნეულის გაყიდვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში ამ პროდუქტის  დიდი მოცულობები უნდა არსებობდეს. საქართველოს ამხელა მოცულობების წარმოება არ შეუძლია. კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება ზედმიწევნით გამართული ლოგისტიკის არარსებობაა – საქართველო ხომ ცენტრალურ ევროპასთან ძალიან ახლოს არ მდებარეობს. მაგრამ თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ევროკავშირის ბაზარს განსაკუთრებული ტიპის პროდუქტები მივაწოდოთ, მაგალითად ისეთი ხილი, რომელიც მხოლოდ საქართველოში მოდის, მაშინ რასაკვირველია, სულ სხვა შესაძლებლობებზე შეგვიძლია გავთვალოთ. ასეთი პროდუქტები შესაძლოა, საქართველოსთვის დამატებით ღირებულებად იქცეს. ამ კონტექსტში შეგვიძლია მოვიაზროთ მწვანილის ზოგიერთი  სახეობა და ჩაი. ადამიანი, რომელსაც  უყვარს ჩაი, ყოველთვის დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოყვანილი ჩაი დააგემოვნოს. შესაბამისად, ქართული ჩაისთვის ნიშა არსებობს. ევროკავშირის ბაზარზე გასვლის დიდი შანსი აქვს თაფლსაც. ამჟამად საქართველოს ევროპაში თაფლი არ გააქვს, მაგრამ იმედია, რომ ეს სულ მალე მოხდება. ჩემი აზრით, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ფიქრისას თქვენ უნდა დაგეგმოთ „ნიშების“, თავისუფალი ადგილების ათვისება და ისინი ისეთი პროდუქტით უნდა შეავსოთ, რომელიც ევროპისთვის ახალია, ან  ჯერ კარგად გავრცელებული არ არის. შესაბამისად, იმედი არ უნდა დაამყაროთ ისეთი პროდუქტების გაყიდვაზე, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე უხვადაა, მუდამ იყიდებოდა და ფასითაც იაფია.  
 
სულ სხვა თემაა თხილი. ამ მხრივ საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს, თუ თქვენ თხილის საექსპორტო მოცულობების მნიშვნელოვნად გაზრდას შეეცდებით. საქმე ისაა, რომ  მსოფლიოში თხილის მოხმარება ყველგან იზრდება. საქართველო კი თურქეთის შემდეგ თხილის ნომერ მეორე მწარმოებელია. ამდენად, ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გაქვთ. გარდა ამისა, უნდა იფიქროთ ისეთი პროდუქტების წარმოებაზე, რომლებიც ამ დროისთვის ძალიან არ არის გავრცელებული და  რომელთა წარმოება გარკვეულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული. ასეთი პროდუქტებია მაგალითად, ბროწეული და ნუში. ეს პროდუქტები სქართველოში ისტორიულად ყოველთვის პოპულარული იყო. დღეს ისინი შესაძლოა, ნაკლებად პოპულარულია, ანუ აქ საუბარია ე.წ. მენტალობის შეცვლასა და ინოვაციურობაზე,  საკითხებისადმი ახლებურ მიდგომაზე.
 
სულ სხვა თემაა ციტრუსები: სიმართლე გითხრათ, საქართველოდან ევროპაში ციტრუსების გატანასთან დაკავშირებით  დიდ პოტენციალს ვერ ვხედავ. ევროკავშირის ბაზარზე ესპანეთიდან, იტალიიდან და ისრაელიდან უკვე დიდი ხანია სტაბილურად შედის ციტრუსი, თანაც ქართულ ციტრუსთან შედარებით უფრო იაფად. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს ქართული ციტრუსის გასაღების ტრადიციული ბაზრები, მაგალითად უკრაინა. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია იფიქროთ არა მხოლოდ იმ პროდუქტების გაყიდვაზე,  რომლებსაც ყოველთვის ყიდდით, არამედ იფიქროთ იმაზეც, თუ რომელი ახალი და განსაკუთრებით მოთხოვნადი პროდუქტის წარმოება შეგიძლიათ ახლა, ან უახლოეს პერსპექტივაში. 
 
– თქვენ  ქართული  თაფლი ახსენეთ. ქართული თაფლი ძალიან ძვირია. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ის ევროპის ბაზრებზე შედარებით დაბალფასინი თაფლისთვის კონკურენცია გაწიოს?
 
ის, რაც საქართველოს აკლია, არის სტანდარტები და ბრენდირება, ანუ ბრენდის შექმნა - გავრცელება და პოპულარიზაცია. ქართული თაფლი შესაძლოა, უფრო ძვირია სხვა თაფლთან შედარებით, მაგრამ გაცილებით მაღალხარისხიანია. ევროპაში არის მომხმარებელი, რომელიც მზადაა მეტი გადაიხადოს, თუკი ეცოდინება, ქართული თაფლის წარმოშობის ისტორია და ის, რომ ეს თაფლი მაღალი ხარისხისაა. ეს ყველაფერი უდიდეს ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ახლა ევროპა ჩინეთიდან ყიდულობს თაფლს, რომელიც ძალიან იაფია. იცით ალბათ, რომ თაფლის მომხმარებელი ხალხი განსაკუთრებული ხალხია. ჩვენ ძირითადად შაქარს ვიყრით ჩაიში. მაგარამ, ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებიც თაფლიან ჩაის მიირთმევენ. იმ ხალხს, ვისაც თაფლი უყვარს, რასაკვირველია, უნდა, რომ საუკეთესო ხარისხის თაფლი შეიძინოს. ისინი ამჟამად ჩინურ თაფლს ყიდულობენ, რადგან ის უფრო ხელმისაწვდომია. საქმე ისაა, რომ საქართველომ უნდა გაწიოს სერიოზული ძალისხმევა იმისთვის, რომ ქართული თაფლი ბრენდად აქციოს – ევროპელმა მომხმარებელმა უნდა გაიგოს, რომ ქართული თაფლი განსაკუთრებული თაფლია, რომ  ის განსხვავებულია, მდიდარია ბევრი სასარგებლო ვიტამინით და ელემენტით და განსაკუთრებით ნოყიერია. ევროპელებს უნდა აუხსნათ, რომ თქვენი ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით სხვა ფუტკრებისგან განსხვავდება და ის განსაკუთრებულია. პროდუქტის ბრენდირებასა და რეკლამირებაზე ძალისხმევა მთავრობამაც უნდა გაწიოს და მეწარმემაც. 
 
ევროპაში გეოგრაფიულ ინდიკატორებს ვიყენებთ: ასე მაგალითად, როდესაც ყიდულობ „გაუდას“ ჰოლანდიიდან, ან „შამპანურს“ საფრანგეთის შამპანიდან, მომხმარებლის წარმოსახვაში ეს პროდუქტები მიბმულია იმ კონკრეტულ ადგილებთან და ე.წ. ხარისხიანობის აღქმასთან. ღვინოსთან დაკავშირებით საქართველომ იგივე უკვე გააკეთა – ქართული ღვინო ევროპაში იყიდება უკვე. თუ საქართველო ასეთივე რეკლამას გაუკეთებს ქართულ თაფლს, ევროპის ბაზრებზე თაფლის გაყიდვის საქმე წინ წაიწევს. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ბრენდი – „თაფლი მაღალმთიანი აჭარიდან“. ამ შემთხვევაში ევროპელი მომხმარებელი ინფორმირებული იქნება, თუ  რა პროდუქტზეა საუბარი და პროდუქტის ხარისხის გარდა იმასაც გაიგებს, სად არის ის მოპოვებული, რა საინტერესო და ღირსშესანიშნავი ისტორია დგას მის უკან და რა არის განსაკუთრებული მასში. 
 
- საქმე ისაა, რომ ქართული თაფლის მწარმოებლებს ბევრი პრობლემები აქვთ. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც თაფლს ევროპული სტანდარტებით შეამოწმებს...
 
- როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, მთავარი სარგებელი ამ შემთხვევაში არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. საქართველოსთვის ევროპაში პროდუქციის შეტანა გაცილებით იაფი იქნება, რადგან ტარიფები არ იარსებებს. თუმცა, ეს დიდი თემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რასაც საქართველო ამ შეთანხმებიდან მიიღებს, არის ის, რომ საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება. ძალიან ბევრი კომპანიისთვის ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდება. აქ თუ რომელიმე წარმოებაში უცხოელი ინვესტორი ინვესტიციას ჩადებს, შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება, რომ ეს პროდუქცია ევროპაში ადვილად გაყიდოს. გარდა ამისა, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ, ცხადია, ექსპორტის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტი ჩაანაცვლოს. 
 
თქვენ  საზვარგარეთიდან შემოგაქვთ ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოება ადგილზე შეგიძლიათ, მაგალითად პამიდორი. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ქართული პამიდორი. ის ძალიან გემრიელია თუმცა, ქართულ პამიდორს ზამთარში ვერსად ნახავთ, რადგან არ არის სათბურები და სამაცივრე–სასაწყობო მეურნეობები იმისთვის, რომ პამიდორი მთელი წლის განამავლობაში იყიდებოდეს. თუ საქართველო შეძლებს, რომ განავითაროს ახალი ტექნოლოგიები და შექმნას შესანახი ინფრასტრუქტურა, ეს ფერმერებს წაახალისებს და  ისინი საკუთარ მეურნეობებს გაზრდიან. ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციები შესაძლოა, ევროპელმაც ჩადონ.  
 
ქართველ ფერმერებს და გლეხებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ: ეს არის პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება, ექსპორტზე გატანა, ლოგისტიკური საკითხები და ა.შ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლები ერთად გაერთიანდნენ. არ ვამბობ, რომ ერთი ფერმერი, ან ერთი მეწარმე ამ პრობლემებს მარტო ვერ გადაჭრის. მაგრამ, ამ პრობლემებთან შეჭიდება ერთ ფერმერს და ერთ გლეხს ძალიან ძვირი დაუჯდება. პრობლემების გადაჭრაში მეწარმეებს და ფერმერებს მთელს მსოფლიოში კოოპერატივები ეხმარებათ. კოოპერატივი აქამდე თქვენს წარმოდგენაში გაიგივებული იყო კოლმეურნეობასთან, რაც თავის მხრივ ნეგატივთან ასოცირდება. სინამდვილეში, კოოპერატივი ყოველ მხრივ სასარგებლო ერთობაა. მაგალითად, ლაბორატორია ყველას სჭირდება. ერთი მეწარმისთვის საკუთარი პროდუქციის ევროპულ ლაბორატორიაში შემოწმება ძალიან ძვირია. მაგრამ, თუ 100 მეწარმე გაერთიანდება ერთად, მათთვის ეს ძვირი აღარ იქნება – რასაც ვერ გაწვდება ერთი მეწარმე, ადვილად გაწვდება 100 მეწარმე. შესაბამისად, ამდენივე მეწარმე მიიღებს ხარისხის შესაბამისობის ევროპაში აღიარებულ სერტიფიკატს და წარმატებით გაიტანს პროდუქციას ევროპის ბაზარზე.
 
– როგორ ფიქრობთ, რამდენად ემზადება ჩვენი ხალხი ცხოვრების ახალი წესის მისაღებად? 
 
- სოფლის მეურნეობაში მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესდა: გაცილებით მეტი მიწის ფართობები დამუშავდა, ირიგაციული პროექტები განხორციელდა, ფერმერებს მეტი მოტივაცია აქვთ. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ძალიან ბევრ ფერმერს ეს პრობლემა მოგვარებული ჯერ კიდევ არ აქვს. მეორე მწვავე პრობლემაა კრედიტების ხელმისაწვდომობა. დამწყებ ბიზნესმენებს კრედიტების აღება ძალიან უჭირთ. კომერციულ ბანკებს არ აქვთ ამ ფერმერების დაკრედიტების ინტერესი, რადგან რისკებს ხედავენ. ეს მიმართულება მეტ ყურადღებას საჭიროებს.  
 
– მთავრობის მხრიდან მეტ ყურადღებას გულისხმობთ?
 
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ ამ მიმართულებით. მაგალითად, საირიგაციო სისტემების მოწყობაში უფრო მეტი ინვესტიციები ხორციელდება, რაც ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გაგრძელდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს სოფლის მეურნეობის დასახმარებლად. ამ უწყებაში ბევრი კვალიფიციური კადრი მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მთავრობა  მათ წინადადებებს გაითვალისწინებს. 
 
 – რა გავლენას მოახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. გაიზრდება თუ არა მაგალითად, თურქეთიდან ინვესტიციების რაოდენობა?
 
- რა თქმა უნდა. ქვეყანას სჭირდება ბევრი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროში და ბევრი ერთობლივი კომპანია. ახლა მიწის პრივატიზების საკითხზე ბევრს კამათობენ. ამ თემაზე  კომენტარს არ გავაკეთებ,  რადგან ევროკავშირს არ აქვს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. იცით ალბათ, რომ  გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომელთაც სასოფლო–სამეურნეო მიწის შესყიდვა სურთ. ეს საკითხი ბევრ ევროპულ სახელმწიფოშიც აქტუალურია. პრინციპში არაფერი განსაკუთერებული ამაში არ არის და საქართველო გამონაკლისს არ წარმოდგენს. მიწის ყიდვა ინვესტორის ერთადერთი მიზანი არ არის. ინტერესი გადამუშავების მიმართ უფრო აქტუალურია. თქვენ უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები პროდუქტების გადამუშავების სფეროში, უნდა გაიხსნას საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები – ერთობლივი კომპანიები, სადაც ფერმერები და კოოპერატივებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები ერთობლივ წვლილს შეიტანენ. თქვენი გადამამუშავებელი ბიზნესი არის ძალიან სუსტი და მასში პრაქტიკულად ინვესტიციები არ შემოდის. 
 
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც დიდი ყურადღებას საჭიროებს, სურსათის უსაფრთხოებაა. თქვენ გჭირდებათ სურსათის უსაფრთხოების სტანდარტის აწევა. ბევრი წლის განმავლობაში ეს სფერო უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ამ მხრივ ხელისუფლება გამოწვევის წინაშე დგას. ვიცით, რომ საკვები პროდუქტების ინსპექტირება დაიწყო. ეს ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, მხოლოდ სანქციების გამოყენება არ შეიძლება გამოსავალი იყოს. მთავრობამ უნდა იზრუნოს კერძო სექტორის დახმარებაზე, იმაზე, რომ გაიზარდოს მათი ცოდნა ამ სტანდარტების ამაღლების თაობაზე.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მწარმოებელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი იღებს, უნდა იყოს ჯანსაღი და მან ადამიანს ზიანი არ უნდა მიაყენოს. 
 
 – საქართველოში მოქმედ ლაბორატორიას არ გააჩნია საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც აუცილებელია ევროპის ბაზარზე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რას ფიქრობთ ამ თემაზე?
 
– ლაბორატორია ნამდვილად საკვანძო საკითხია. საქართველოში რამდენიმე ლაბორატორია მოქმედებს, სადაც განსაზღვრულ ტესტებს აკეთებენ. რთული შემოწმების ჩატარება იქ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ნიმუშები  შეიძლება  უცხოეთში გაიგზავნოს. ასეთი სიტუაცია ევროპის ბევრ ქვეყანაშია. შეუძლებელია ყველა სახის ლაბორატორია იყოს ქვეყანაში. თქვენ გჭირდებათ არა უნივერსალური, სრულყოფილი ლაბორატორია, არამედ ლაბორატორია, რომელიც საკვები პროდუქტის სტანდარტს და უსაფრთხოებას განსაზღვრავს. მთავარია, რომ თქვენ სურსათის უსაფრთხოების სტანდარტი უზრუნველყოთ. ეს ხშირად პრობლემაა. მაგალითად, გზავნით მანდარინს ევროპაში. თქვენი პროდუქტი უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა ის მოთხოვნილ სტანდარტს არ აკმაყოფილებდეს. ხშირად ვყიდულობთ მანდარინს, რომელთაგან ზოგი მცირე ზომისაა, ზოგი კიდევ პირიქით, დიდია. ევროპელი დამკვეთი ითხოვს, რომ მანდარინის ზომა იყოს სტანდარტული. ქართული მანდარინი გემრიელია, მაგრამ მომხმარებელი მეფეა ნებისმიერ ბიზნესში და მისი სურვილი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. ის ითხოვს განსაზღვრული სტანდარტის პროდუქტს. ამიტომ გჭირდებათ ლაბორატორია, რომელიც ამ სტანდარტს კვალიფიკაციას მიანიჭებს. ამას დრო სჭირდება. 
 
ჩვენ  რასაკვირველია, მხარს დავუჭერთ საქართველოს განვითარების გზაზე. მაგრამ, საქართველომ უნდა ჩადოს უზარმაზარი ძალისხმევა იმისთვის, რომ 20–წლიანი ჩამორჩენა მალე დაძლიოს. არსებობს მთავრობის მზაობა, ფერმერებიც ოპტიმიზმით არიან განწყობილები. ხალხი გაცილებით უფრო ოპტიმისტურადაა დღეს განწყობილი, ვიდრე თუნდაც 2 წლის წინ. მე მომწონს საქართველო. ერთი რაც არ მომწონს საქართველოში, არის ის, რომ ქართველებს მოცდა არ უყვართ და ყველაფერი დღესვე უნდათ. ეს ხანგრძლივი პროცესია. კარგი ის არის, რომ არის მონდომება, მხარდაჭერა და საქართველო სწორ გზას ადგას. 
 

წაკითხულია
6958
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner