banner
12 ივნისი 2014 | 14:26 ეკონომიკა

"პროგრამა "აწარმოე საქართველოში" არ არის მათთვის, ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია"

"პროგრამა "აწარმოე საქართველოში" არ არის მათთვის, ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია"

 
 
პროგრამამ –  „აწარმოე საქართველოში“ დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ბიზნესწრეებში, ამიტომ მის პრეზენტაციას ჩვენ ბლოგი მივუძვენით. მოგვიანებით ეკონომიკის  და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემოგვთავაზა პასუხების გამოქვეყნება იმ  შეკითხვებზე, რომლებიც მეწარმეებთან გასაუბრების შემდეგ  ბლოგში ჩამოვაყალიბეთ.   
 
გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქეთი ბოჭორიშვილთან. 
 
- პრეზენტაციის შემდეგ მეწარმეებს ჰქონდათ კითხვები, რაზეც პასუხები ვერ მიიღეს. მაგალითად, აინტერესებდათ, არის თუ არა სახელმწიფოსგან 1 ლარად მიღებული ქონების საბაზრო ღირებულების ოთხმაგი და ექვსმაგი ინვესტიციის ჩადება აუცილებელი პირობა.1 მილიონიან ქონებაში აუცილებელია 4 ან 6 მილიონის ინვესტიციის დახარჯვა?
 
- ჩვენ ხომ სახელმწიფო ქონებას ვერ ვაჩუქებთ პიროვნებას, თუ არ მოხდა ამ ქონების გამართვა, იქ წარმოების აწყობა, დასაქმება და პროდუქტის გამოშვება. თუ მეწარმემ 1 მილიონიანი ქონება მიიღო და მასში 100 ათასი დახარჯა, გამართლებული იქნება? 100 ათასის ჩადება ვისაც სურს, ჩვენ მოვუძებნით შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს. ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში, ქონების შეფასება იწყება 15 ათასი ლარიდან და მთავრდება 2 მილიონი ლარის ფარგლებში. შესაბამისად, თითქმის ყველა პროექტის მორგება შესაძლებელია.  
 
- მაგრამ თუ 2 მილიონადაც შეუძლია იგივე გააკეთოს?
 
- ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სხვა ქონება, მათ შორის, თბილისშიც, რომელიც იქნება მისი ბიზნესისთვის მისაღები, 2 მილიონიან ქონებაში თუ მოითხოვს 1 მილიონი ჩადოს, სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამართლებული ამ პირობით ქონების გადაცემა. ამას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება: რატომ ჩუქნის სახელმწიფო ვინმეს ქონებას ვალდებულების გარეშე? ეს იქნება სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი მართვა და ძალიან ბევრი მოქალაქის აღშფოთებას გამოიწვევს, რადგან ეს ქონება არის სახელმწიფო საკუთრება და შესამაბისად,  ყველას გვეკუთვნის. ამიტომაც ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი გათვლები. პროექტი რომ იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ამიტომ ქონების ღირებულება იწყება 15 ათასი ლარიდან და არის 2 მილიონ ლარის ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ბიზნესები, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა არის 60 ათასი ლარიდან 12 მილიონის ფარგლებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამის მეორე კომპონენტი - წვდომა ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება), ხელმისაწვდომია ყველა ტიპის - მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმისთვის. ჩვენ გვაქვს გასასხვისებელი სახელმწიფო ქონება შერჩეული სწორედ ღირებულებებიდან გამომდინარე, რომ მოხდეს ყველას ინტერესის დაფარვა. ამასთან, მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, რომ თუკი ჩვენს ჩამონათვალში არ არის მოხვედრილი რომელიმე სახელმწიფო ქონება, მოგვმართოს წერილობით და მოითხოვოს მისთვის საინტერესო ობიექტის შეტანა პროგრამის ჩამონათვალში.
 
- იყო ასევე პრეტენზია აუდიტის მიერ ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. ერთმა მეწარმემ განაცხადა, რომ ქონების საბაზრო ღირებულება, რომლითაც ის აქამდე იყო დაინტერესებული, 700 ათას ლარს არ აღემატებოდა, ახლა კი აუდიტმა ის 1 მილიონად შეაფასა, რაც საინვესტიციო თანხას თითქმის 2 მილიონით უზრდის და შესაბამისად, მის ბიზნესს აზრს უკარგავს. აუდიტის მონიტორინგს ახორციელებთ?
 
- ეკონომიკის სამინისტროს ტენდერით შერჩეული ჰყავს აუდიტორული კომპანია, რომელიც პასუხობს საჭირო სტანდარტებსა და კვალიფიკაციას. ის იცვლება ყოველ 3 თვეში ერთხელ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი. აუდიტი აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ობიექტურად აფასებს ამ ქონებას, მაგრამ თუ მაინც გაუჩნდა ვინმეს რაიმე ეჭვი, შეუძლია გადაამოწმოს არსებული მეთოდოლოგიით. ამასთანავე, მას შეუძლია დამოუკიდებლად დაუკვეთოს აუდიტის ჩატარება ისეთ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ცნობს და მის დასკვნას შეფასების კრიტერიუმად იღებს. 
 
- პროგრამაზე მუშაობისას თავად მეწარმეები თუ იყვნენ ჩართულები და იმ სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში ვერ მოხვდნენ, თუ იგეგმება რაიმე?
 
- ამ პროგრამის მთავარი მიზანი არ არის წინასაარჩევნო კამპანია, ეს არ არის აფერა. ესაა ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება. ეს პროგრამა შექმნის ჩვენს ქვეყანაში ახალ საწარმოებს, ახალ პროდუქციას და ახალ სამუშაო ადგილებს. ამიტომ მთავარი პირობაა, რომ პროექტები იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი და არ მოხდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც 1 წელიწადში დაიხურება. ჩვენ ამისათვის 300-მდე მეწარმე გამოვკითხეთ. შევისწავლეთ დარგის სირთულეები და გამოწვევები. სწორედ ამის საპასუხოდ შევიმუშავეთ შესაბამისი ინსტრუმენტები და მექანიზმები, რომლებიც ვფიქრობ, ჯერ კიდევ საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ეტაპი იმ დამხმარე მექანიზმებისა, რომლითაც სტიმულირება გვინდა გავუკეთოთ ახალ საწარმოებს და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. თუმცა, მომავალში ჩვენ კიდევ გვექნება სხვა მექანიზმები კიდევ სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. გვექნება არსებული კომპანიებისთვის სპეციალური პროგრამები, რომ იქ მოხდეს გადაიარაღება, პროდუქტიულობის გაზრდა, უნარების გაუმჯობესება, საექპორტო ბაზრებზე შეღწევადობის გაადვილება, სტანდარტების დანერგვა, ინოვაციების  დანერგვისა და გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვგეგმავთ მთელ რიგ ცვლილებებს, რასაც უბრალოდ, ცოტა მეტი დრო სჭირდება, რათა გამყარდეს საკანონმდებლო რეგულაციების კუთხით.  
 
- რა მოხდება 2 წლის შემდეგ, როცა  სასესხო განაკვეთის 10 პროცენტის სახელმწიფოს მიერ გადახდის ვადა სრულდება?
 
- ჩვენი ინსტრუმენტები მეწარმეებს ეხმარება ინკუბაციის პერიოდში, ანუ პირველი ორი წლის მანძილზე. ამის შემდეგ ფინანსური თანადაფინანსების კუთხით, ჩვენ ვწყვეტთ ამ კომპანიებთან ურთიერთობას. ამის შემდეგ საქმეში საკონსულტაციო მომსახურება ერთვება და კომპანია თავად აგრძელებს გადახდას, ანუ ბანკი რჩება მეწარმესთან. ამ ორი წლის განმავლობაში მეწარმე გადახდისუნარიანი თუ არ იქნება, სახელმწიფო მაშინვე წყვეტს საპროცენტო თანადაფინანსებას, რადგან სახელმწიფო ბანკებს კი არ უხდის, არამედ - მეწარმეებს. ამიტომ ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაფინანსებლად სწორად შეარჩიონ სიცოცხლისუნარიანი და გადახდისუნარიანი ბიზნესები. ბანკები, ამ შემთხვევაში,  არიან ის ინსტრუმენტები, რომელთაც შეუძლიათ სწორად და ზუსტად შეაფასონ პროექტის რისკები და სწორად შეარჩიონ დასაფინანსებელი პროექტები.
 
- აცხადებთ, რომ აფინანსებთ ახალ საწარმოებს, რაც  წინააღმდეგობაში მოდის პროგრამის შინაარსთან. ახალი საწარმოს შემქმნელებს, რომლებსაც სასესხო უზრუნველყოფისთვის მოქმედი ბიზნესი, ან შესაბამისი ქონება არ გააჩნიათ, პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან? გამოდის, რომ ეს პროგრამა არ არის START UP-ებისთვის, ანუ დამწყებთათვის, რომლებსაც ახალი საწარმოს შექმნა სურთ.
 
- სავსებით ლეგიტიმური შეკითხვაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ამიტომაც შემოვიდა მეორე ინსტრუმენტით - სასესხო უზრუნველყოფის, ანუ იგივე გირაოს 30%-ის გარანტის სახით. ესეც საკმაოდ დიდი სტიმულია მეწარმისთვის. მესმის, რომ ზოგ მეწარმეს ის 70 %-ც არ აქვს, მაგრამ მეწარმემ რაღაც რისკი უნდა გაიღოს. ეს პროგრამა არის ახალი საწარმოსთვის. ახალი წარმოების დასაწყებად კი მეწარმისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს: 1. საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მისთვის არის საკმაოდ მაღალი და 2. გირაო, რომლის სრულად უზრუნველყოფა მეწარმეს არ შეუძლია. პირველ ნაწილში შევედით სესხის თანადაფინანსების 10 %-ით, სესხის დანარჩენ 2-3 %-ს (სასესხო განაკვეთის მაქსიმუმი არის 13%) პირველი 2 წლის განმავლობაში გადაიხდის მეწარმე, ხოლო გირაოში -  30%-იან უზრუნველყოფას ვაკეთებთ. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შეუძლია სახელმწიფოს.
 
- ერთ-ერთმა მეწარმემ განაცხადა, რომ მას აქვს 20-წლიანი ლიცენზია მარმარილოს მოპოვებაზე და ნაპოვნი აქვს ბაზრებიც, თუმცა, მას ბანკი სესხის უზრუნველყოფას სთხოვს ქონებით ან მოქმედი ბიზნესით. ბიზნესის მოქმედებაში მოსაყვანად სჭირდებოდა მას სწორედ იმ ტექნიკის შეძენა, რაშიც ბანკი გარანტიებს ითხოვს. ნედლეულს ბანკი ქონებად არ მიიჩნევს. ანუ ის პრაქტიკულად, START UP- ია. ამ კატეგორიის ბიზნესისთვის ეს პროგრამა ვერ იმუშავებს? მისი მოთხოვნა იყო, ქონებრივი უზრუნველყოფის დაახლოებით 70-80% რომ მიმართულიყო მსგავსი ბიზნესების თავდაპირველი ხელშეწყობისათვის.
 
- სახელმწიფოს აქვს გარკვეული რესურსი და შეუძლია, პროგრამაც მხოლოდ ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმოს. ამ კომპანიას ძალიან მარტივად შუძლია გაერთიანდეს სხვა კომპანიასთან, ან სხვა მეწარმეებთან, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყოფის წარმოჩენა და შესაძლებელია ერთიანი ძალებით განახორციელონ ეს პროექტი. როდესაც იდეა ჩნდება და რესურსების გადანაწილება ხდება, ხშირად ერთ მეწარმეს არ შეუძლია ამის განხორციელება და 2-3 მეწარმე ერთიანდება. თუ მას არ აქვს ვინმესთან თანამშრომლობის და დამატებითი რესურსის მოძიების სურვილი, ეს მისი საქმეა. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს აქვს რისკი. სახელმწიფომ რისკების ანალიზი რომ არ გააკეთოს და ფულის გადახდა დაიწყოს პირდაპირ, პირობების გარეშე, დამერწმუნეთ, იქნება სრული ქაოსი. სახელმწიფო რესურსი არ შეიძლება იყოს საჩუქრად დარიგებული. სახელმწიფოს რაც შეუძლია, იმ მინიმალური დოზით ეხმარება ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ არის მათთვის, ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია. ვისაც მხოლოდ იდეა გააჩნია, მათთვის იქნება დამატებითი პროექტები და მექანიზმები, რომ იდეა განახორციელონ. პროგრამა, ბუნებრივია ყველასთვის ვერ იქნება. ეს პროგრამა მოიცავს ახალი საწამოების შექნას მცირე და საშუალო ბიზნესში. სამიზნე ჯგუფების ძალიან ბევრი ინტერესი არის, რომელიც ამ პროგრამაში არ ჯდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ სხვა ჯგუფებსაც გავუწიოთ დახმარება. ეს არის დასაწყისი. ჩვენ შემდგომ მუდმივად შემოვიტანთ დამატებით ინსტრუმენტებს, რომ ყველა შრეში შევიდეთ.
 
 - თუ მეწარმემ აიღო გარკვეული ქონება, დახარჯა ოთხმაგი ან ექვსმაგი ოდენობის ინვესტიცია , მაგრამ მაინც ვერ განახორციელა ბიზნესი, რა ბედი ეწევა მის პროექტს?
 
-  ყველა მეწარმისთვის განაცხადის გაკეთებამდე ხდება ცნობილი, პირობების დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ელის. მნიშვნელოვანია ის, რომ მეწარმემ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია და სწორედ ეს გარანტია არის იმის დასტური, რომ მას აქვს ინფორმაცია მის მიერ აღებული ყველა ვალდებულების შესახებ. თუ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კარგავს ამ საბანკო გარანტიას. შემდეგ მიდის მთელი რიგი პროცედურები, როგორ მოხდეს პროექტის შეჩერება, უფლება-მოვალეობის განაწილება და გაყოფა. აქაც ჩვენ ვართ საკმაოდ მკაცრები, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა მოვიდნენ ისეთი მეწარმეები, რომლებსაც უბრალოდ განაცხადის გაკეთება სურთ, ხოლო საჭირო ინვესტიციის განხორციელების უნარი არ შესწევთ და არ უნდათ ვალდებულების შესრულება. სახელმწიფოს მთავარი მიზანია, იქ შეიქმნას საწარმო და შეიქმნას პროდუქცია. ჩემთვის ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არის შედეგი, ეს არის პირველადი შედეგი. მთავარი შედეგი არის საწარმო და გამოშვებული პროდუქცია. რა თქმა უნდა, თუ ეს ასე არ მოხდა, მეწარმეს აუცილებლად დაეკისრება პირგასამტეხლო და გარკვეული სანქცია, რაც ჩადებული იქნება ხელშეკრულებაში. ეს აგვარიდებს იმ სუბიექტების ჩართვას, რომლებიც აპრიორში ვიცით, რომ ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს.
 
- რამდენად ხელმისაწვდომია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის?
 
- ამის გასაჯაროება არ შეგვიძლია ბანკებთან შეუთანხმებლად. მაგრამ ძირითადი დოკუმენტი არის ის, რომ თავის მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას პროექტის ჩვენს მიერ აღწერილ მიმართულებებზე, ასევე სესხის მოცულობაზე, რომლის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დავაწესეთ. ასევე, ბანკებმა აიღეს ვალდებულება საპროცენტო ზედა ზღვარზე. თუ სასესხო თანხა 150 ათასიდან 500 ათასამდეა, საპროცენტო ზედა ზღვარი შეადგენს 13 %-ს. ბანკს არ შეუძლია მოთხოვოს ამაზე მეტი პროცენტი. აქედან გამომდინარე, მეწარმეს მოუწევს მხოლოდ 3%-ის გადახდა. პროექტში ჩართულია 14 ბანკი. ძალიან მცირე განსხვავებებია მათ მიერ შემოთავაზებულ საბანკო პირობებში. მეწარმეს შუძლია რამდენიმე ბანკს მიმართოს და მისთვის ხელსაყრელი პირობა აირჩიოს. აქაც კონკურენციაა. შესაძლოა, რომელიმე ბანკმა მას 12 %-იანი სასესხო განაკვეთი შესთავაზოს და ის აირჩიოს. როცა მეწარმე 1 მილიონიდან 2 მილიონამდე სესხს იღებს, ასეთ შემთხვევაში, პროცენტის ზედა ზღვარი არის 11%. ყველა ბანკის სტიმულია მეტი პროექტის მოძიება და დაკრედიტება, რომ ის მეწარმე სხვა ბანკში არ წავიდეს.
 
- ინტერესი საკმაოდ მაღალია პროგრამის მიმართ. რა ვადებში შეეძლებათ რეციპიენტებს ყველა ამ პროცედურის გავლა და უკვე  დამტკიცდა თუ არა რომელიმე პროექტი?
 
- ინტერესი საკმაოდ მაღალია. ორი პროექტის წარდგენა უკვე მოხდა. მეწარმეებმა წარმოადგინეს როგორც ინტერესის წერილი, ასევე საბანკო გარანტია. ეს პროექტები გავიდა მთავრობის სხდომაზე და დამტკიცდა. შემდეგი 1 თვის განმავლობაში მეწარმესთან გაფორმდება ხელშეკრულება. ერთი პროექტი არის კასპში პლასტიკატის წარმოება, მეორე - რუსთავში ფეხსაცმლისა და ტყავის წარმოება. ორივე მეწარმე აქამდე მხოლოდ იმპორტით იყო დაკავებული. ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ პროდუქცია ადგილზე აწარმოონ. ისინი გაერთიანდნენს სხვა მეწარმეებთან ერთად და რესურსების მობილიზება შეძლეს.
 
- თუ მეწარმეს უკვე აქვს ობიექტი და სურს მხოლოდ ტექნიკური გადაიარაღება, ან რაიმე სხვა ტიპის დახმარება და არა ქონება, ეს პროგრამის რომელ კომპონენტში ჯდება?
 
- ეს პროგრამა მეწარმეს არ ავალდებულებს სამივე კომპონენტის –  ფინანსური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული (უძრავი ქონება) მხარდაჭერის და საკონსულტაციო მომსახურების გამოყენებას. თუ მას ქონება უკვე აქვს, პირდაპირ მიდის ბანკში და მისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება. მეწარმეს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ხოლო თუ უკვე ქონება აქვს და სჭირდება ფული, მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობა. ხოლო მესამე კომპონენტი მათთვისაა, ვისაც პირველი ორი სჭირდება.
 
- რა ხდება საგადასახადო კუთხით. ეს ქონება და სესხი ისახება თუ არა მეწარმის შემოსავალში და მოუწევს თუ არა მას სხვადასხვა ტიპის გადასახადების გადახდა.
 
- დიახ, სესხი აისახება შემოსავალში, მაგრამ საგადასახადო დაბეგვრის უკან ჩათვლა მოხდება პროდუქციის გამოშვების შემდეგ.
 
- რა ვადებში მტკიცდება პროექტები?
 
- პირველივე მთავრობის სხდომაზე. მთავარია, რომ ინფრასტრუქტურაზე შემოტანილ ინტერესის წერილს თან აუცილებლად ერთვოდეს საბანკო გარანტია.  სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ამის შემდეგ წინადადება გადის მომდევნო მთავრობის სხდომაზე. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს მობილური და სწრაფი. ამ ყველაფერს, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ამდენივე დრო იქნება საჭირო ხელშეკრულების გაფორმებისთვის. უხეშად რომ ვთქვათ, 2-3 კვირის განმავლობაში კომპანიას უკვე ინტერესი უკმაყოფილდება. 
 
ელისო ჯანაშია
 

წაკითხულია
18464
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner