banner
10 ივლისი 2014 | 06:47 სოფლის მეურნეობა

სახელმწიფომ ფერმერებს უნდა მოუსმინოს

სახელმწიფომ ფერმერებს უნდა მოუსმინოს

"თუ ხელისუფლება გლეხებს და წვრილ ფერმერებს საარსებო წყაროს გადაუკეტავს, ბუნებრივია, მოსახლეობაში გაჩნდება ნოსტალგია რუსეთზე.  ჩვენ გვინდა, რომ არ არსებობდეს ნოსტალგია რუსეთზე და პირიქით, მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების პერსპექტივა ავუხსნათ”. 
 
გთავაზობთ ინტერვიუს ასოციაცია "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარესთან,  რუსუდან გიგაშვილთან.
 
- ჩვენი მომავალი კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება სოფლის მეურნეობის სფეროში დღეს არსებული გამოწვევების სწორად გადაჭრას. ეკონომიკის განვითარებაში ლოკომოტივის როლი შეიძლება სოფლის მეურნეობამ შეასრულოს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. სოფლის მეურნეობა ამ დიდ შესაძლებლობას ძალიან მოუმზადებელი შეხვდა. ჩვენ ჩამორჩენა გვაქვს ვალდებულებების შესრულებაში.  
 
- რომელ ვალდებულებებს გულისხმობთ?
 
- ფერმერებისთვის ყველაზე პრობლემური სურსათის უვნებლობის სფეროა. ამ სფეროში გარკვეული ღონისძიებების განხორციელება 2004 წლიდან უნდა დაწყებულიყო. უნდა მომხდარიყო ქართული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საკანონმდებლო  მიახლოების პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. გეგმის თანახმად, 2012 წელს სურსათის უვნებლობის კუთხით ევროდირექტივების შესაბამისად 8 ნორმატიული აქტი უნდა შესწორებულიყო, 2013 წელს კი 5 ახალი ნორმატიული აქტის უნდა მიგვეღო. ამ ჩამორჩენის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2012-2013 წელს შეუსრულებელი საქმიანობები  2014-2020 წლებზე გადანაწილდა. 
 
2013 წლის დეკემბერში, იმისთვის, რომ კანონმდებლობის მოთხოვნა ფორმალურად არ დარღვეულიყო, ტექნიკურ რეგლამენტებად დამტკიცდა არაერთი კანონქვემდებარე აქტი. ჩქარი ტემპით მიღებულ ნორმაში შეცდომები დაუშვეს. ექსპერტებმა დაიწუნეს ბიზნესოპერატორთა კონტროლის მექანიზმები  და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მიგვითითეს. საწარმოთა ინსპექტირების ვადები, მეთოდები და მექნიზმები ბოლომდე არ შეესაბამება დირექტივებს. ახლა ისევ დავუბრუნდით ამ საკითხების  განხილვას და იმედია, ხელისუფლება ამ შენიშვნებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებს. 
 
- რატომ არ შეესაბამება ეს მექანიზმები დირექტივებს? 
 
- იმიტომ, რომ ძალიან დაჩქარებულად მიიღეს ეს ნორმატიული აქტები და  რაც მთავარია, ამ აქტებზე მუშაობის პროცესში არ იყვნენ ჩართული ის ადამიანები, რომლებსაც ეს ცვლილებები ეხებათ. მთავარია სიჩქარეში ხარისხი არ დავკარგოთ.  მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობასა და ფერმერს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. ფერმერები და გლეხები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. დღეს ყველაზე მეტად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ფერმერის და გლეხის მაჯისცემა ესმოდეს. დღეს ამ ხალხმა არ იცის, რას აკეთებს და რას მოითხოვს მათგან სახელმწიფო. არიან ელიტარული ფერმერები. ეს ფერმერთა მცირე ჯგუფია, რომელიც მთავრობის მიერ გამართულ ყველა ღონისძიებას მუდმივად ესწრება და რომლისთვისაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ფერმერთა დიდი ნაწილისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული კერძო საკონსულტაციო კომპანიებისთვის ინფორმაცია მიუწვდომელია. 
 
შეხვედრებზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან, მხოლოდ მათ მიერ შერჩეული და მათთან დაახლოებული სეგმენტი ხვდება.  ეს ხალხი ზოგადად ფერმერთა კი არა, ხშირად საკუთარ აზრსაც არ აფიქსირებს. რამდენიმე დღის წინ  მეფუტკრეებთან იყო შეხვედრა. შეხვედრაზე არ იყო მიწვეული ერთ-ერთი ისეთი წარმატებული მეფუტკრე, რომელმაც საკუთარი ძალებით თაფლის ექსპორტზე გატანა მოახერხა და რომელიც განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და მუდმივად ეძებს სიახლეს. ახლა მუშაობენ "რძის და რძის ნაწარმის" ტექნიკური რეგლამენტის მომზადებაზე. რძის წარმოებასთან დაკავშირებული ფერმერები ვერც ამ რეგლამენტის განხილვაზე მყოფ ადამიანებს შორის ვნახე.
 
სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მდგომარეობა რეალურად უნდა შევაფასოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა პირდაპირ  უკავშირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 46,2% და ამ ხალხის შემოსავლები პირდაპირ მიბმულია აგრარულ საქმიანობასთან. ფერმერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავს საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ, უნდა მოუსმინონ და გაიგონ, მათ რა აწუხებთ. არ შეიძლება მათი ასე იგნორირება. დღეს მათ აქვთ განცდა, რომ არსებობის საშუალებას ართმევენ.
 
- რა არის ასეთი განცდის საფუძველი?
 
- სახელმწიფო მოხელეების ერთი ნაწილი ძალიან ხისტად საუბრობს. ამას წინათ, ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი - ბევრი გადარჩება, ბევრი კი ალბათ, დაიხურება-ო. ასეთი საუბარი მიუღებელია. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყნაში მოხდა ასე. რეფორმა იმდენად სწრაფი ტემპით ჩაატარეს, რომ მეურნეობათა დიდი ნაწილი გაკოტრდა. იმედია, საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაითვალისწინებს და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს. 
 
ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ  რამდენიმე ფერმერს, რომლებიც მანამდე მაღაზიაში ყველს უპრობლემოდ აბარებდნენ, ყველის ჩაბარებაზე უარი უთხრეს. მაღაზიებმა მათ ლაბორატორიის ცნობა მოსთხოვეს. 
 
- ჩვენ გავარკვიეთ ეს საკითხი და სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ გვითხრა, რომ კანონი მარკეტს ავალდებულებს, რომ დახლზე მხოლოდ უვნებელი  სურსათი განათავსოს, ყველის მწარმოებელს კი ლაბორატორიიდან მხოლოდ ერთი ცნობის აღება სჭირდება. 
 
- ასე არ არის. მას შემდეგ, რაც კონსულტაციისთვის რამდენიმე ფერმერმა მოგვმართა, თვითონ დავრეკე სურსათის უვნებლობის სამსახურის ცხელ  ხაზზე. იქ მითხრეს, რომ საჭირო ინფორმაციისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას უნდა დავკავშირებოდი. დავუკავშირდი ლაბორატორიას. ლაბორატორიაში არ იცოდნენ, რა ნორმა ამოქმედდა და კონკრეტულად რაზე უნდა შეემოწმებინათ ყველი. ძალიან ბევრ დამაბინძურებელზე შეიძლება შემოწმდეს ეს პროდუქტი და ყველა შემოწმებას თავისი ფასი აქვს. გარდა ამისა, ლაბორატორიაში ამიხსნეს, რომ მათ მიერ გაცემული საბუთი საკმარისი არ არის. მეწარმეს კიდევ სჭირდება დასკვნა, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა უნდა გასცეს. წარმოდგინეთ, რამხელა გზა უნდა გაიაროს გლეხმა და რა თანხა უნდა გაიღოს იმისთვის, რომ 10 კგ ყველი მაღაზიას ჩააბაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებს  და გლეხებს მაღაზიებისთვის ყველის ჩაბარების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. 
 
ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ყველა რაიონში არ არის ლაბორატორია, რომ პროდუქტის ხარისხი  და უვნებლობა შეამოწმონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს მობილური ლაბორატორიები. შესაძლებელია ამ გამოცდილების საქართველოში გადმოღება. 
 
გარდა ამისა, გლეხმა არ იცის, რა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს უნდა იცავდეს. აქამდე ეს მისთვის არავის მოუთხოვია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაინებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს რძის და რძის პროდუქტების წარმოებით ირჩენს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სტანდარტების და მოთხოვნების სოფლად მცხოვრებ მოსახლეობამდე მიტანა.
 
არის ერთი მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, წელიწადში 1 მლნ ლარის ღირებულების რძეს აწარმოებს. ამ სოფლის მოსახლეობისგან რძეს ერთ-ერთი ქარხანა ყიდულობს და ეს მათთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი უმეტესობა ჰიგიენის წესებს არ იცავს. არ იციან, კანონით რა მოეთხოვებათ. არც ის იციან, როგორ უნდა დანერგონ მიკვლევადობა.  მიკვლევადობა თუ არ იქნება დანერგილი, რამდენიმე წელში საწარმო ამ სოფლიდან რძეს ვეღარ იყიდის.  ეს კი დიდი დარტყმა იქნება როგორც იმ მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც რძის წარმოება მთავარი შემოსავალია, ასევე საწარმოსთვის. რით შეავსებს ქარხანა რძის დეფიციტს, რძის ფხვნილით? რძის გადამამუშავებლებთან თუ ყველის მწარმოებლებთან ბევრად კარგად არის საქმე და ეს სეგმენტი ახალი რეგულაციებისთვის უფრო მზად არის.
 
აქ კიდევ ერთი პრობლემაა. რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველი არ არის. მათ ქართული ენა ძალიან ცუდად იციან.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მათ ახალი მოთხოვნებისა და ნორმატივების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იფიქრონ კომუნიკაციისა და სიახლის მიწოდების მეთოდების დახვეწაზე.
 
კარგია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბიზნესოპერატორთა ინსპექტირება დაიწყო. მაგრამ, ინსპექტირება არ უნდა იყოს დასჯასა და სანქციაზე ორიენტირებული, ის უნდა იყოს სწავლებაზე მიმართული. მეწარმესა და ფერმერს სახელმწიფომ უნდა მიუთითოს ხარვეზზე და  პრობლემის გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მისცეს. ინსპექტირების ფორმაც კატეგორიებად უნდა იყოს დაყოფილი. არ შეიძლება მცირე, დიდ ფერმებს და საოჯახო მეურნეობებს  ერთი და იმავე მეთოდებით ამოწმებდნენ. ინსპექტირების და კონტროლის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე. სურსათის უვნებლობის სამსახურის ვებგვერდზე უნდა დაიდოს ინფორმაცია, რომელ კომპანიას შეუჩერეს საქმიანობა და რატომ. 
 
საექსპორტო პერსპექტივებს რომ თავი დავანებოთ, დადგა დრო, რომ ყველა ფერმერმა, მეწარმემ, ბიზნესოპერატორმა და ადამიანმა შეიგნოს, რომ უვნებელი საკვები სიცოცხლის უფლების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ეს ყველას უნდა ავუხსნათ. რას ითხოვს ახალი სტანდარტები, რა არის მიკვლევადობა, რისკების ანალიზი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ეს მცირე კი არა, მსხვილ ფერმერთა დიდმა ნაწილმაც არ იცის. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ მათ უნდა მოსთხოვოს ახალი ნორმების და სტანდარტების შესრულება, უნდა მისცეს ამ სტანდარტების შესრულების შესაძლებლობაც.
 
არსებობენ კერძო ოგანიზაციები, რომლებიც ფერმერების განათლებაზე მუშაობენ. იმ დროს, როცა სახელმწიფომ ფერმერები მიატოვა, მათ განვითარებაზე ამ ორგანიზაციებმა იზრუნეს. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ეს ორგანიზაციები და მათ გამოცდილება, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობებიც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭიროა ყველა სექტორის ძალისხმევის კოორდინაცია. 
 
თუ ხელისუფლება გლეხებს და წვრილ ფერმერებს საარსებო წყაროს გადაუკეტავს, ბუნებრივია, მოსახლეობაში გაჩნდება ნოსტალგია რუსეთზე.  ჩვენ გვინდა, რომ არ არსებობდეს ნოსტალგია რუსეთზე და პირიქით, მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების პერსპექტივა ავუხსნათ. 
 

წაკითხულია
3263
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner