banner
24 აგვისტო 2020 | 15:59 ეკონომიკა

გაუჩნდება თუ არა ავეჯის წარმოებას ხის ნედლეული ტყის ახალი კოდექსით

გაუჩნდება თუ არა ავეჯის წარმოებას ხის ნედლეული ტყის ახალი კოდექსით

„საქმიან ეზოებში” მეწარმეებისთვის ხის მასალის გაცილებით დიდი ასორტიმენტი იქნება”

2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი მიიღო. ახალმა კოდექსმა ტყის რესურსებისა რაციონალური გამოყენება, მისი დაცვა და აღდგენა უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ტყის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებასაც უნდა შეუწყოს ხელი. 

ახალი კოდექსით გაუქმდება სოციალური ჭრა და ხის შეძენა საშეშე მასალად და კომერციული მიზნებისთვის მხოლოდ ე.წ. „საქმიანი ეზოებიდან” მოხდება. „საქმიანი ეზოს” შექმნას ელოდება ავეჯის კლასტერი, რომელსაც წარმოებისთვის ხის რესურსის სტაბილური ბაზა ესაჭიროება. რამდენად ხელმისაწვდომი გახდება ხის მასალა ავეჯის წარმოების და ტყის ახალი კოდექსის სხვა დეტალებზე EUGEORGIA.INFO-თან ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი საუბრობს: 

-კოდექსის მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ტყეების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციები სწორად იყოს გამოყენებული და შენარჩუნებული. ახალი კოდექსით იწყება სატყეო მეურნეობების აღდგენა, რომლებიც 1999 წლის შემდეგ დაიშალა და გაუქმდა. რადგან წლების განმავლობაში მთლიანად სოციალურ ჭრაზე ვიყავით დამოკიდებული, მოსახლეობას საშეშე მერქანს ვაძლევდით და მათ წვდომა აღარ ჰქონდათ სამასალე მერქანზე. ტყის ახალი კოდექსით ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს სოციალური ჭრა, რაც იყო მახინჯი ფორმა. 

საქართველოს არ აქვს საექსპლუატაციო ტყეები და ექსპორტიორი ვერ გახდება, მაგრამ შეუძლია ეროვნული საჭიროებები დააკმაყოფილოს, რეკრეაცია უზრუნველყოს, ეკოტურიზმი განავითაროს. ტყეს არ უნდა შევხედოთ, მხოლოდ როგორც შეშას და მერქანს, არამედ, როგორც ქვეყნის უდიდეს ფასეულობას. საქართველოს ტყეებს უდიდესი პოტენციალი აქვს რეკრეაციის და ეკოტურიზმის თვალსაზრისით. ტყის სწორი მართვით მოხდება მისი ბიომრავალფეროვნების დაცვა, მოხდება ბუნებრივი კატასტროფების შემცირება, როგორიც არის, ეროზიები, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, რაც ძალიან ხშირად ხდება. ტყის სწორი, მდგრადი მართვა ნიშნავს, რომ იმაზე მეტი არ უნდა მოიჭრას, ვიდრე ხის ბუნებრივად ზრდა და ნედლი სახით შემატება ხდება. 

ამ კოდექსმა ხელი უნდა შეუწყოს კვალიფიციური სპეციალისტების დაბრუნებას სატყეო სფეროში. არანაკლებ 3500 ჰექტარზე უნდა მუშაობდეს ერთი სპეციალისტი, ვისაც ექნება პროფესიული და უმაღლესი განათლება. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ამ სექტორში, რადგან მეურნეობების მოწყობას გაცილებით მეტი კვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება. ამ ღონისძიებებით გაძლიერდება სექტორი და რეგიონებში ხალხი დამაგრდება, ტყეში მუშაობა სარისკო საქმეა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ციცაბო ფერდობები გვაქვს. ამიტომ იქ უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური პირები, სატყეო საქმის სპეციალისტი, მუშა, რომელმაც იცის, ხე როგორ მოჭრას, როგორ დაასაწყობოს და მეტყევე-სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი. 



ფოტო: საქმიანი ეზო

-ახალი კოდექსით გათვალისწინებულია, რომ ყველა რეგიონში უნდა მოეწყოს „საქმიანი ეზო”, საიდანაც მოხდება მასალის გაყიდვა. „საქმიანი ეზო” რა ფორმით ჩამოყალიბდება?

-უკვე 10-მდე „საქმიანი ეზო” გაიხსნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 20-მდე გაიზრდება. თუ აქამდე, სოციალური ჭრის ფარგლებში მოქალაქეს ვაძლევდით ბილეთს და ტყიდან ხის გამოტანაზე, თავად იყო პასუხისმგებელი, ახალ პირობებში შეეძლება თავის მუნიციპალიტეტში მოწყობილ „საქმიან ეზოში” მივიდეს და სასურველი ასორტიმენტის და ხარისხის მერქანი, საშეშე ხე თუ ეზოს შესაღობი მეორადი ნახევრად სამასალე მერქანი შეიძინოს.    

სატყეო სააგენტო ატარებს ინვენტარიზაციას, რომ დააზუსტოს, რა ქონებას ფლობს, შემდეგ განსაზღვრავს, რა რაოდენობის ხე შეიძლება მოიჭრას. ამის შემდეგ სპეციალისტი ჭრის, გადააქვს „საქმიან ეზოში” და იქ ხდება მისი დახარისხება სამასალედ, ნახევრად სამასალედ, საშეშედ და ბიომასად. გვინდა ხელი შევუწყოთ მშრალი შეშის გაყიდვას, რადგან მოსახლეობა ხეს წლების განმავლობაში სველი შეშის სახით მოიხმარდა, რა დროსაც, რესურსის ენერგეტიკული ღირებულების 40% იკარგებოდა. 

„საქმიან ეზოში” მხოლოდ ხის მასალა არ იქნება. ტერიტორიაზე შეიძლება მოეწყოს პუნქტი, საიდანაც მოხდება ტურიზმის ოპერირება, კენკრის მოკრეფა.  2023 წლის 1 იანვრამდე ქვეყანა სრულად უნდა გადავიდეს მეურნეობის ამ სქემაზე და სოციალური ჭრა გაუქმდეს. ეს ნიშნავს, რომ 2023 წლიდან ტყეში მხოლოდ მეტყევე და სპეციალისტი შევა და მოსახლეობას ტყესთან ურთიერთობა მხოლოდ „საქმიანი ეზოს” მეშვეობით იქნება.

ტყეში იკრიფება ბალახი, ფოთოლი, მოცვი, ზღმარტლი, ჯონჯოლი. ამ პროდუქტს მოსახლეობა მოიხმარს და ექსპორტზეც გადის. ასეთი არამერქნული რესურსებით სარგებლობა 2021 წლის 1 იანვრიდან კომერციულად დასაშვები ხდება. იმ პირებს, რომლებიც აქამდე ამ საქმიანობას არალეგალურად ეწეოდნენ, შეეძლებათ, ეს ბიზნესი ლეგალურად განახორციელონ. მათ პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ შეუძლიათ მაგალითად, სოკოს მოკრეფა, მაგრამ თუ უნდათ, რომ გაყიდონ ან აწარმოონ, ექსპორტზე გაიტანონ, ამისთვის სატყეო სააგენტოდან ნებართვა უნდა აიღონ. ამ ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა 1 იანვრისთვის უკვე იქნება განსაზღვრული. 

-„საქმიანი ეზოების” შექმნაზე დიდ იმედს ამყარებს ავეჯის სექტორი, რადგან ამჟამად ამ ბიზნესს ხარისხიანი ხის მასალის შეძენის პრობლემა აქვს. მეურნეობების შექმნა ამ პრობლემას როგორ მოაგვარებს?

-ორგანიზებული მეურნეობა, რომლის ინსტრუმენტი იქნება „საქმიანი ეზო”, სასიკეთოდ შეცვლის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. მცირე მეწარმეებს დღეს მხოლოდ აუქციონზე შეუძლიათ მერქნის ყიდვა. აუქციონები დარჩება, მაგრამ მეწარმეებისთვის „საქმიან ეზოებში” ხის რესურსის გაცილებით დიდი ასორტიმენტი იქნება. ეს პოზიტიურად იმოქმედებს მცირე ბიზნესზე და რეგიონებში პატარა წარმოებაზე, როგორიც არის მაგალითად, პარკეტის წარმოება. სოციალური ჭრის ცუდი პრაქტიკის პირობებში, რაც 90-იან წლების ენერგეტიკული კრიზისმა განაპირობა, ღუმელში იწვებოდა იმ სამასალე მერქანი, რაც ამ ბიზნესს სჭირდებოდა. საშეშე მერქანს კი ტოვებდნენ ტყეში. დატოვებული ხის ნარჩენი ერთი მხრივ, ნადგურდებოდა და მეორე მხრივ, იწვევდა ჩახერგვას და ტყეებში ხანძრის გაჩენის საშიშროებას ქმნიდა. 

-როგორ მოხდება ხის მასალის გაყიდვა „საქმიანი ეზოდან”?

-რეალიზაცია მოხდება პირდაპირ წესით, თუმცა, ჩატარდება აუქციონებიც. იქნება სხვადასხვა სახის ლოტები, რომ ყველა სახის მსურველმა, მსხვილმა თუ მცირე მეწარმემ, შეძლოს მონაწილეობა. მზადდება დადგენილება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები განსაზღვრული სახის საშეშე მერქნის დამზადებაზე, ერთმა ან ორმა პირმა რომ არ შეიძინოს მთელი მუნიციპალიტეტისთვის საჭირო მერქანი და მოქალაქეები ზამთარში შეშის გარეშე დარჩნენ.

-ხეს ვინ მოჭრის, დაამუშავებს და დაამზადებს მასალად?

- ამას სატყეო სააგენტო და მისი კონტრაქტორები გააკეთებენ. ეს იქნებიან კომპანიები და ინდმეწარმეები. მათ შორის ის პირები, ვინც დღეს უკანონო ჭრებს ახორციელებენ, მაგრამ ამ სფეროში გამოცდილება აქვთ. მათ საშუალება ექნებათ, რომ სატყეო ბიზნესში ლეგალურად დასაქმდნენ. ყველაფერი სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით მოხდება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ გარეშე პირები არ ოპერირებდნენ ტყეში და ყველა პროცესი სატყეოს ზედამხედველობის ქვეშ ხდებოდეს. 

პოტენციურმა მეწარმემ, მისი ბიზნესი რომ იყოს მდგრადი, სატყეო სააგენტოში უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რა მოცულობის რესურსის მიწოდება შეუძლია სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოში” მომდევნო წლებში და გააფორმოს ხელშეკრულება. თუ მეწარმეს უნდა რესურსის სტაბილური მიღება, სააგენტოს მოცულობაზე წინასწარ უნდა შეუთანხმდეს. ამ ინფორმაციას მოგვცემს ინვენტარიზაცია, რომელიც აჩვენებს, 10 წლის განმავლობაში რა მოცულობის ხე შეიძლება მოიჭრას სატყეო უბნებში. 

- ანუ ავეჯის მწარმოებელს ეცოდინება, „საქმიან ეზოში” რა რაოდენობის და სახეობის ხის მასალა დახვდება და მას როგორ შეიძენს... 

- მან ეს საკითხები აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამის მუნიციპალიტეტში, მეტყევესთან და გაიგოს, რა ფორმით შეუძლია შეიძინოს მერქანი. შეიძლება პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინოს ან აუქციონში მიიღოს მონაწილეობა. ეს ფორმები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და 1 იანვრამდე დაზუსტდება. 

-ავეჯის მწარმოებლები ამბობენ, რომ ხის მასალა ხშირად იყიდება „შავ ბაზარზე”, რომლის ხარისხი საეჭვოა. ტყის კოდექსი თუ შეცვლის ამ სიტუაციას?  

-ეს საქმიანობა რა თქმა უნდა, დასჯადია და ამ საამქროებს ცხადია, არც ხარისხიანი პროდუქტი ექნებათ  ამ სფეროში სირთულეებს ქმნიდნენ ლიცენზიანტები, რომლებიც სრულ პროცესს თვითონ ახორციელებდნენ. ამ ფორმამ ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური შედეგი ვერ მოიტანა და პირიქით, ტყეების მდგომარეობა გააუარესა. ახალო კოდექსით, ლიცენზიები უქმდება. ვვარაუდობთ, რომ უკანონო სარგებლობის შემთხვევები თანდათან შემცირდება. ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი ბაზრის გაქრობას. 

- სატყეო სააგენტოს თუ აქვს ინფორმაცია, რა მოცულობის ხის მასალაზე არის მოთხოვნა ქვეყნის შიგნით და ხის ჭრაზე შეზღუდვების პირობებში ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა რამდენად იქნება დაკმაყოფილებული?

- სამწუხაროდ, არ ვიცით, ბაზრისთვის რა მოცულობის ხის მასალის მიწოდება შეგვიძლია. ტყის ინვენტარიზაციის დასრულებამდე ვერც იმას ვიტყვით, რა რაოდენობის ხის მოჭრის საშუალება გვაქვს. სვანეთში, კახეთში მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ბორჯომში ეს პროცესი დასრულდა და ადგილობრივი საჭიროებებისთვის საკმარისი რაოდენობის მერქანი უკვე არის იდენტიფიცირებული.

 -„საქმიანი ეზოების” შექმნა ხომ არ გამოიწვევს ხის მასალის გაძვირებას?

- ბოლო პერიოდში ხის მასალა გააძვირეს იმ ბრიგადებმა, რომლებიც ტყეში ოპერირებდნენ. ეს საწვავის, მუშახელის, ბენზოხერხის თუ სხვა საშუალებების გაძვირებას უკავშირდებოდა. პრობლემა იყო ისიც, რომ მათ მიერ მხოლოდ 7 ან 15 კუბური მეტრი საშეშე მასალა მზადდებოდა, ნარჩენს კი ტყეში ტოვებდნენ. როდესაც ორგანიზებული ტყითსარგებლობა მოხდება, ტყეკაფში არა მხოლოდ 7 კუბური მეტრი, არამედ, 100 ან 500 კუბური მეტრი ხე შეიძლება მოიჭრას და მოხდეს მისი მთლიანად ათვისება- სამასალედ, ნახევრად სამასალედ, საშეშედ და ბიომასად. მოხდება ხის ორგანიზებული დამზადება, გამოტანა და დახარისხება. ეს შეამცირებს ოპერირების ხარჯებს, რაც აისახება გასაყიდ ფასზე და მის კლებას გამოიწვევს. 

-თუ მოსახლეობას , მაგალითად, ჭიგო დასჭირდება, „საქმიან ეზოში” უნდა შეიძინოს?

- უსასყიდლოდ მხოლოდ ფიჩხის მოპოვება იქნება დასაშვები. მოსახლეობას შეუძლია ტყიდან 6 სანტიმეტრამდე დიამეტრის მქონე ტოტები გამოიტანოს. უფრო დიდი ზომის ხის ბოძის თუ ჭიგოს შეძენა „საქმიანი ეზოდან”  მოხდება. 

-მომავალში რესურსი რომ არ შემცირდეს, ამისთვის ტყის რეგენერაცია, აღდგენა თუ ხდება?

-ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს ტყეებს ბუნებრივად განახლების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ის ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე დიდი ექსპლუატაციას გადაურჩა. უსისტემო ჭრის მიუხედავად, დეგრადაციის პროცენტი დიდი არ არის. სვანეთსა და თუშეთში ტყის კარგი ბუნებრივი განახლება ხდება. ახალი კოდექსით, როცა დაფიქსირდება ტყის დეგრადაცია, მაგალითად, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი შეფასება, კვლევა და სატყეო სააგენტო ვალდებულია, არაუგვიანეს 3-გან 5 წლისა, დაიწყოს ტყის აღდგენის პროცესი. 

-ახალი კოდექსით, ტყის კატეგორიებად დაყოფა მოხდება. რას გულისხმობს ეს დანაწილება?

-ეს არის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. ტყე დაიყოფა 4 კატეგორიად: დაცული ტყეები, დაცვითი ტყეები, საკურორტო-სარეკრეაციო და სამეურნეო. ყველა მმართველი ვალდებული იქნება, ტყის კატეგორიისა და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, მისი სათანადოდ მართვა განახორციელოს. მაგალითად, დაცვით ტყეში იმდენი ხე არ უნდა მოიჭრას, რომ ეროზია დაიწყოს ან წყალმოვარდნას შეეწყოს ხელი. 

- ყველაზე დიდი გამოხმაურება ტყის კოდექსის იმ მუხლს მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემას გულისხმობს. რატომ გახდა საჭირო კოდექსში ამის ჩაწერა? 

-ეკლესია-მონასტერებს ახალი კოდექსით არაფერი გადასცემია. აქამდე, მთავრობას უფლება ჰქონდა, რომ ეკლესიისთვის განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება მიეცა, მათ შორის ტყეც. ახალმა კოდექსმა, მთავრობას და საპატრიარქოს, ეს უფლება პირიქით, შეუზღუდა. ის ხელშეკრულებები, რითაც საპატრიარქო სარგებლობდა, გაუქმდება. ახალ კოდექსში იქნება ჩანაწერი, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება 20 ჰექტარზე მეტი ტყე მოითხოვოს, ისიც არსებულ მონასტერთან, რომელიც ისედაც ტყის ტერიტორიაზეა. კაპიტალური მშენებლობა ტყის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულია, მათ შორის ეკლესიის მშენებლობაც. არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის მოთხოვნა მხოლოდ უკვე არსებულ ეკლესია-მონასტრებს შეუძლიათ. თუ მათი მხრიდან ასეთი მოთხოვნა იქნება, ის დიდ ტერიტორიას არ შეეხება. ეს შეიძლება იყოს არაუმეტეს 5 ათასი ჰექტარი ქვეყნის მთლიანი ტყის მასივიდან. 

ეკლესიისთვის ტყის გადაცემის  საკითხს სპეციალური სახელმწიფო კომისია შეისწავლის, ტყის ინტერესიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და  წარუდგენს მთავრობას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ  რომელიმე მონასტერს გადაეცემა ტყის ფართობი, მისი მოვლის და დაცვის პასუხისმგებლობა შესაბამისად, მესაკუთრეს დაეკისრება. 

-------------------------------------------

ტყეს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 40%- 3 მილიონი ჰექტარი უკავია. მისი 98% მთის ტყეა, რაც მთლიანად ბუნებრივი წარმოშობისაა. ტყე 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია და მას საქართველოს სატყეო სააგენტო განკარგავს. აჭარაში ტყეს- აჭარის სატყეო სააგენტო მართავს. ტყის ნაწილი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაში. თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობაში დაახლოებით 12 ათასი ჰექტარი ტყეა. 

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 



წაკითხულია
18289
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner