ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა
ENPARD-მა ციცია დავითაშვილს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნისკის შესაძენად 3 500 ლარიანი გრანტი გადასცა. დაბა ყაზბეგში საკუთარი სახელოსნოს შესაქმნელად ხელოვანს მხოლოდ 1 500 ლარიანი თანამონაწილეობა დასჭირდა.
ევროპული დახმარების მიღებამდე ციციას ტიხრული მინანქრის კეთების ათწლიანი გამოცდილება ჰქონდა. თავდაპირველად თავის მასწავლებელთან ერთად მინანქარზე მუშაობა თბილისში დაიწყო, მოგვიანებით კი ყაზბეგში გადავიდნენ და მუშაობა იქ განაგრძეს. პირველ ეტაპზე ამ საქმიანობას როგორც ბიზნესს ისე არ აღიქვამდა და სამოყვარულო დონეზე აკეთებდა, საბოლოო ჯამში კი ევროპული გრანტის მოგებამ პირადი სახელოსნო „ციცი“ -ს შექმნის შესაძლებლობა მისცა.
ციციასთან ერთად სახელოსნოში კიდევ ორი ადამიანია დასაქმებული. ამას გარდა, ციციას კიდევ 5 მოსწავლე ჰყავს, რომლებიც ტიხრული მიმანქრის კეთების ხელოვნებას სწავლობენ. რომ არა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ციციას სახელოსნოს ნაცვლად სალონი ექნებოდა, სადაც თავის მოსწავლეებს დაასაქმებდა. ეს ერთის მხრივ მწარმოებლურობის გაზრდის საშუალებას მისცემდა, მეორე მხრივ კი მოწესრიგებული სალონი ტურისტების ფართო ნაკადებს მოიზიდავდა.
ციცია გაფართოებას ნამდვილად გეგმავს, მანამდე კი წარმოების პოცესში ექსპერიმენტებს არ ერიდება. მაგალითად ბოლო პერიოდში ტიხრული მიმანქრის, ვერცხლისა და ხის მასალის შერწყმითაა დაინტერესებული. ამჯამად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, რადაგან ტურისტების მხრიდან მის ნაკეთობებზე მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად აწარბებს. მისი ნამუშევრები ყაზბეგში სასტუმრო „მწვანე ცხვარშია“ გამოფენილი.
ყაზბეგელი მემინანქრეს ნაკეთობები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე კი არ იყიდება, არამედ პერიოდულად გერმანიიდანაც ჰქონდა შეკვეთები, უახლოეს ხანში კი ავსტრიაში გამოფენის მოწყობაც იგეგმება, რაშიც ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნაცნობი ეხმარება.
ციციას ძირითადად ტიხრულ მინანქარში თავისი ნახატები გადააქვს . ნაკეთობებში უფრო ხშირად ყვავილის გამოსახულებები სჭარბობს, იშვიათად კი არაბული და სხვა უცხოენოვანი წარწერებით დამშვენებული ნამუშევრებიც გამოერევა.
ციცია დავითაშვილი ამბობს, რომ ევროპის სამეზობლო პროგრამის დახმარება (ENPARD) მხოლოდ გრანტის გადაცემით კი არ შემოიფარგლა, არამედ მისი ბიზნესის განვითარებასა და რეკლამირებას ევროპელი დონორები ყველა დონეზე ცდილობენ: „გარდა იმისა, რომ გარანტი ავიღეთ, ევროპელი პარტნიორები ყველანაირად ხელს გვიწყობენ. მაგალითად თუ კი ვინმე სტუმარი ჩამოდის, ყველას ჩემთან უშვებენ. თვითონ ევროკავშირი იმაშიც არის ჩართული, რომ შენ არა მხოლოდ დაგაფინანსოს, არამედ გაგვითაროს როგორც ბიზნესი და პოპულარიზაცია გაგვიწიოს. ეს ევროკავშირის კიდევ ერთი დამატებითი კეთილი მხარეა“, - აცხადებს დავითაშვილი.