მაღაზიები და მეწარმეები, რომელთა თაფლმა “BIOR” -ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო
სად შეიძლება კარგი ხარისხის თაფლის შეძენა თბილისში? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ რიგაში ქართული თაფლის 104 სინჯი გააგზავნა, საიდანაც დადებითი პასუხი 86 ნიმუშებზე მოვიდა, თუმცა ამ სიიდანს დედაქალის ბაზარზე მხოლოდ 13 საწარმო/მეწარმეა წარმოდგენილი.
თაფლისწარმოება საქართველოში ბოლო წლებში 4 ათას ტონას აჭარბებს. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებს მომხარებელთა მოთხოვნებს, დანაკლისის შევსება სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტის ხარჯზე ხდება.
წყარო: სტატისტიკის ეროოვნული სამსახური
ბოლო წლების განმავლობაში თაფლის ყველაზე დიდი იმპორტიორები საქართველოში არიან დსთ-ს ქვეყნები
წყარო: სტატისტიკის ეროოვნული სამსახური
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოში თაფლი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და ქართული თაფლის წარმოების სტიმულირებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად, ქართველი თაფლის მწარმობლები შეძლებენ თავიანთი პროდუქტის რეალიზებას, როგორც ადგილობრივ ისე ევროპის ბაზარზეც.
- შეეცადა გაერკვია, როგორ ხდება თაფლის ხარისხის შეფასება და თბილისის მასშტაბით, სად არის შესაძლებელი მომხარებლისთვის უვნებელი თაფლის შესყიდვა.
სანამ უშუალოდ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, მანამდე მოკლედ განვმარტავთ, როგორ ხდება თაფლის ხარისხის შეფასება.
ევროკავშირის ქვეყნებში, თაფლის უვნებლობა ფასდება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუკი ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით აღნიშნულ თაფლს არ აღმოაჩნდება ანტიბიოტიკების ნარჩენები და ხარისხობრივი მაჩვენებლები იქნება დამაკმაყოფილებელი, იგი ჩაითვლება უვნებელ პროდუქტად და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის N714 დადგენილების მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი “თაფლის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წარმოებული თაფლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება მომხარებლისთვის უვნებლად, თუკი დააკმაყოფილებს თაფლის იმ ფიზიკო-ქიმიურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც გაწერილია აღნიშნულ რეგლამენტში. სარეალიზაციოდ გატანილი თაფლის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ფაქტობრივად ვერ ახერხებს ბაზარზე გატანილი ყველა თაფლის შემოწმებას ერთდროულად, ოფიციალური კონტროლის ფარგლებში შერჩევითად იღებს რამდენიმე მეფუტკრის თაფლს და ამის შემდგომ უკვე ამოწმებს მის შესაბამისობას ტექნიკურ რეგლამენტთან.
დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია თაფლის მწარმოებელი 250 - მდე კოოპერატივი, 61 ინდ. მეწარმე და 35 საწარმო (შპს). (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო).
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოქმედი რეგლამენტი „თაფლის შესახებ“ შემუშავებულია ევროკავშირის კანონდებლობაზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს დასტური (რომ ნამდვილად აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს) საკმარისი არ არის ექსპორტის მსურველი მეწარმე/საწარმოებისთვის ევროპის ბაზარზე პროდუქტის გასატანად.
ხარისხობრივი მაჩვენებლების შესამოწმებლად სოფლის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ქართული თაფლის სინჯები იგზავნება ქალაქ რიგაში, ლაბორატორია “BIOR”-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს აქვს თავისი შემუშავებული მეთოდიკა, ქვეყანაში წარმოებული თაფლის მოცულობის განსაზღვრის შემდგომ სააგენტო საზღვრავს რამდენი ნიმუში უნდა გაიგზავნოს შესამოწმებლად და ამის შემდგომ უკვე მეფუტკრეების ისტორიის გათვალისწინებით მოხდება სინჯების გაგზავნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით სურსათის სააგენტოს მიერ რიგაში გაგზავნილი 103 სინჯიდან 2014 წელს დაბინძურებული აღმოჩნდა 32 სინჯი, 2015 წელს - 20 სინჯი, ხოლო 2016 წელს გაგზავნილი 104 სინჯიდან 18 სინჯში ისევ აღმოჩნდა ანტიბიოტიკების ნარჩენები.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემებია ადგილობრივ ბაზარზეც. კერძოდ, არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო, ქართველი მეწარმეები ვერ ახერხებენ თაფლის შეფუთვას, ეტიკეტირებას, რის გამოც პროდუქტის მიწოდება მომხარებლისთვის ხდება კუსტარულად. ხშირ შემთხვევებში რეალიზაცია ხორციელდება არამაღაზიებიდან და მარკეტებიდან, არამედ ინდივიდუალურად, სანაცნობოსა და სანათესაოს დახმარებით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში გვითხრეს რომ , უახლოეს პერიოდში განხორციელდება პროექტი, კოოპერატივების ბაზრების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც არის თბილისის მასშტაბით ისეთი ლოკაციის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება კოოპერატივებისთვის ე.წ ბაზრის მოწყობა. სააგენტოს განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და აპრილის დასაწყისისთვის უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კონკრეტული დეტალები (ლოკაცია, რა სიხშირით იქნება ბაზრობები, ყოველ დღე თუ კვირაში ერთხელ და ა.შ). რაც შეეხება კოოპერატივებისთვის პროდუქტის შეფუთვის პროცესში სამთავრობო დახმარებებს, სააგენტოს განმარტებით, ეს გრძელვადიანი პროცესია და ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ქვემოთ გთავაზობთ იმ მეწარმე/საწარმოების ჩამონათვალს, რომელთა თაფლის სინჯები “BIOR”-ის დასკვნის მიხედვით არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს (მეტრონიდაზოლი, სულფატიაზოლი, კლორამფენიკოლი და ამოზი) და ამასთანავე იმ მეწარმე/საწარმოებს, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს თაფლის შესახებ, თუმცა არ გააჩნიათ რიგის ლაბორატორიის დასკვნა.
შენიშვნა: eugeorgia.info დაუკავშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმ კოოპერატივებს რომელთა თაფლის სინჯები გაგზავნილ იქნა რიგის ლაბორატორიებში და დასკვნის შედეგად პასუხები აღმოჩნდა დადებითი. ამასთანავესასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საიტზე განთავსებულ მეწარმე/საწარმოების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტს “თაფლის შესახებ”. შესაბამისად, სტატიაში მოცემული სია არ არის სრულყოფილი.
ეთერ სახოკია