
კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს
“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ კი მარწყვის წარმოებაა. კოოპერატივის წევრები სასათბურე მეურნეობით იქამდეც იყვნენ დაკავებული. სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები. მოგვიანებით კოოპერატივის წევრებმა შეისწავლეს მარწყვის სათბურში მოყვანის ტექნოლოგიები და გადაწყდა მისი მთლიან სათბურში მოყვანა. ამის შემდეგ კოოპერატივი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში ჩაერთო