ახალი "ოქროს შანსი" საქართველოსთვის
„ნესტლემ“დაკვებისსხვა გიგანტურმა კორპორაციებმა გადაწყვიტეს, 2017 წლის ბოლოსთვის ყველა სინთეტური საკვები დანამატი ნატურალურით შეცვალონ. „საქართველოს შეუძლია და ვალდებულია ეს "ოქროს შანსი", როცა მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას, გამოიყენოს“ - განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბრისას ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, თენგიზ ჯალიაშვილმა.
რეალურად,ესპროცესი 2015 წლისთებერვლისთვიდანდაიწყო, როდესაც „ნესტლე“ განაცხადა, რომ პროდუქციის წარმოებისას გამოიყენებს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს. პროცესი ეტაპობრივად წარიმართა. პირველი წლის ბოლოსთვის მოხდა 250 ჯგუფის შოკოლადის პროდუქტებში (მათშორის Butterfinger და Baby Ruth) ხელოვნური გემოსა და ფერების (მაგ: „წითელი #4“,ან„ყვითელი #5“) ჩანაცვლება ბუნებრივი ინგრედიენტებით. პარალელურად კი დაიწყო იმ პროდუქტების რეკლამირება, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ შემფერადებლებს.
„ნესტლეს“ამ წამოწყებას შეურთდნენ ისეთი დიდი კომპანიები,როგორებიცაა: Kraft, General Mills (GM), Kellogg's დაა.შ
General Mills (GM) -ის მარცვლეულის (Cheerios, Cinnamon Toast Crunch, and Chex), დაახლოებით, 60 % გათავისუფლდა ხელოვნური ფერისა და საკვები დანამატებისგან. 2017 წლის ბოლოსთვის GM გეგმავს, მარცვლეულის ხაზი მთლიანად გაათავისუფლოს ხელოვნური ინგრედიენტებისგან და შეცვალოს ისეთი ბუნებრივი დანამატებით, როგორიცაა, ბოსტნეული, ხილი, სანელებლები. ოღონდ იმდაგვარად, რომ არ მოხდეს პროდუქტში გემოს ცვლილება.
Kellogg's გეგმავს, შეწყვიტოს ხელოვნური საკვები დანამატების გამოყენება თავის პროდუქტებში: მარცვლეულში, EGGO-ს გაყინულ პროდუქტებში და რამოდენიმე ბრენდირებულ შოკოლადის სასუსნავში.
Kraft-მა თავისი პროდუქტებიდან ამოიღო ქიმიური საღებავები: „ყვითელი#5“ და „ყვითელი#6“. კვლევების მიხედვით, ეს მინარევები შეიცავენ კანცეროგენებს, რომელიც იწვევს ბავშვების ჰიპერაქტიურობას. Kraft-მა თავისი პროდუქტებიდან (მაკარონი, ყველი და კრაფტის სადილი) ამოიღო ყველა ხელოვნური კონსერვანტი და ხელოვნური ფერი და შეცვალა იგი ნატურალური ინგრედიენტებით (წიწაკა, ანატო და ტურმერი)
საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, ძალიან რთულია ქიმიური მინარევების ჩანაცვლება ბუნებრივი ინგრედინეტებით, ისე რომ არ მოხდეს გემოსა და ფერისცვლილება. „მომხმარებელს არ სურს საყვარელი პროდუქტის ყიდვისას განსხვავებული გემოს პროდუქტი მიიღოს“, -განაცხადა „ნესტლეს“ კორპორატიულ საქმეთა პრეზიდენტმა, პაულ ბაკუსმა. სწორედ ამიტომ, „ნესტლე“ და სხვა ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად ეძებენ ისეთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც ისე შეცვლიან ქიმიკატებს, რომ არ მოხდება პროდუქტის გემოსა და ფერისცვლილება.
„საქართველოს შეუძლია და ვალდებულია გამოიყენოს ეს "ოქროს შანსი", როცა მოთხოვნას ჭარბობს მიწოდებას “, - განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბრისას ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, თენგიზ ჯალიაშვილმა. „ამ საშური მიზნის განსახორციელებლად კი აუცილებელია ორგანული სოფლის მეურნეობისათვის სახელმწიფო პრიორიტეტის მინიჭება, რადგან მასზე დაშენებული ბიოტექნოლოგია უფრო მაღალ კონკურენტუნარიან საკვებ დანამატებს შექმნის“
თენგიზ ჯალიაშვილის მოსაზრებით, ყველაზე რაციონალურია, თუ ფერმერი მოახდენს ნებისმიერი ორგანული კენკროვნების მოკრეფა-გაყინვა-გაშრობას სუბლიმიზაციით თავის საკუთარ სახლში, რომელიც შესაძლებელია 3 000 დოლარის ღირებულების მქონე ამ პროგრამის მქონე ამერიკული დანადგრებით: „ამ ამერიკულ ფირმის წარმომადგენელი მზადაა, დემონსტრაცია მოაწყოს კახეთში, სადაც დაიგეგმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, კახეთის გუბერნატორსა და „შატო ზეგაანის“ დამფუძნებელთან შეთანხმების საფუძველზე სადემონსტრაციო საპილოტე წარმოება, მაგალითად, ლიოფილიზირებული კენკროვნების ანდა სუპერკრიტიკული ნახშირორჟანგით ექსტრაგირებული ყურძნის ფოთლის, ჩენჩოს, წიპწასი დაა.შ.“, - განაცხადა ამ სამუშაო შეხვედრის მონაწილე თენგიზ ჯალიაშვილმა.
(შენიშვნა: სუბლიმაცია არის პროდუქტის კონსერვირება ტენის სწრაფი და სრული მოცილების გზით.
სუპერკრიტიკული, ანუ ზეკრიტიკული ნახშირორჟანგის დროს ქრება სხვაობა ნივთიერების თხევად და აირად ფაზებს შორის. ამასთან, ნივთიერება იძენს მაღალ სიმკვრივეს, ქვეითდება მისი სიბლანტე, ქრება ზედაპირული დაჭიმულობა, ხასიათდება გამხსნელის მაღალი უნარით და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ორგანული გამხსნელი, რომელიც წნევის შემცირების შემთხვევაში გადადის აირად მდგომარეობაში).
ლიოფილიზაცია (ვაკუუმში სუბლიმაცია) შეიძლება განვიხილოთ სუბლიმაციის ერთ-ერთ ფორმად. პროფესორ ჯამლეტ მონასელიძის განმარტებით, როგორც წესი, ყველა მათგანი (ბიოობიექტი) შეიცავს ორი სახის წყალს: თავისუფალ წყალს და ბმულ წყალს. თავისუფალი წყალი უნარჩუნებს მოლეკულას სტრუქტურას, ხოლო ბმული წყალი ფუნქციას. ლიოფილიზაციის დროს იმისათვის, რომ პროდუქტმა არ დაკარგოს სტრუქტურა და ფუნქცია, უნდა მოხდეს ბმული წყლის რაოდენობის შემცირება ისე, რომ მივიღოთ მთლიანი წყლის 3-5 პროცენტი. ამისქვევითუკვეპროდუქტებშიარსებულინატურალურინაერთებიდაკარგავსსტრუქტურასდაფუნქციას.
„პროფ. ჯამლეტ მონასელიძის დახმარებით ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორაში - ჩვენ შევუნარჩუნებთ პროდუქტს ყველა სასარგებლო ფუნქციას და შევუნარჩუნებთ ორგანულ პროდუქტებსა და ნატურალურ საკვებ დანამატებს პრემიალურ ხარისხს“, - განაცხადა eugoergia.info-სთან საუბრისას თენგიზ ჯანიაშვილმა.
თენგიზ ჯალიაშვილის განცხადებით, კენკროვნების სწრაფი ინდივიდუალური გაყინვის მეთოდის კლასტერი ლიოფილიზაციასთან (ვაკუუმში სუბლიმიზაცია) გაცილებით უკეთესი ფუნქციის, იაფი ტრანსპორტირებისა და ხანგრძლივად შესანახ პროდუქტებს აწარმოებს, ვიდრე შოკურიგაყინვები - შოკური გაყინვის შემდგომ შენახვა, თუ ტრასნპორტირება უნდა მოხდეს მინუს გრადუსზე, რაც დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, მცირე მოცულობისა და მაღალი ღირებულების ნატურალური ნაერთების წარმოება:
- შექმნის თვითდაფინანსების უნარის მქონე მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს საქართველოს რეგიონებში;
- გაზრდის საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრობიოტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტების სპექტრს;
- შეამცირებს ექსპორტ-იმპორტის უარყოფით ბალანსს;
- გამორიცხავს საქართველოში ოფიციალურად დღეს დარეგისტრირებული 633 ტიპის პესტიციდების გამოყენების საჭიროებას და, შესაბამისად, მათ უარყოფით ეფექტს ოთხ ნაციონალურ კაპიტალზე: ნიადაგის ჰუმუსზე (ნეშომპალა), მიწისქვეშა წყლებზე, ბიო-მრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინთეტური ნაერთების ნატურალური საკვები ინგრედიენტებით ჩანაცვლებით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კომპანიები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებიც. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქიმიური საღებავები ზრდის ბავშვების ჰიპერაქტივობას და, საბოლოო ჯამში, უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე, ბრიტანეთის მთავრობამ კომპანიებს მოსთხოვა საკვებ დანამატებში ქიმიური დანამატების შემცვლელობის მინიმუმამდე შემცირება.
(შენიშვნა: კვლევაჩატარდა 2007 წელს. ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტოს დაფინანსებით. ხელმძღვანელი: ჯიმ სტივენსოსნი. კვლევა გამოქვეყნდა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში The Lancet, ძირითა დისაკითხები: ქიმიური მინარევებით დამზადებული პროდუქციის ეტიკეტებზე მითითებული უნდა იყოს თუ არა წარმომავლობა (ინგრედიენტები ქიმიურია თუ ბუნებრივი), უნდა აიკრძალოს თუ არა გარკვეული დანამატები მთლიანად, სკოლის სასადილოებში წარმოდგენილ საკვებში უნდა არსებობდეს თუ არა ქიმიური დანამატები).
ამასთანავე, 2017 წლის 7 მარტს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოში მოხსენებით გამოვიდნენ გაეროს ექსპერტები, რომლებმაც თავიანთ მოხსენებაში აქცენტები გაამახვილებს პესტიციდების მოხმარებაზე. მათი განცხადებით: „პესტიციდების გადაჭარბებული გამოყენება ძალზე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის და შეცდომაა იმის განცხადება, რომ ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“. ექსპერტებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სახელმწიფოთა ვალდებულებებს, დაიცვან ადამიანთაუფლებები და ხელი შეუწყონ ბუნებრივად ჯანმრთელი საკვები პროდუქტის წარმოებას.
ქიმიური საკვები დანამატების და საღებავების ბუნებრივით ჩანაცვლება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროცესია. თან გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პროცესის ინიციატორია ისეთი გიგანტური კორპორაცია, როგორიცაა, „ნესტლე“. CNN-ის ინფორმაციით, „ნესტლე“ იმ კომპანიათაგანია, რომელიც უდავო გავლენას ახდენს ბაზარზე. მისი წლიური შემოსავალი საუკუნეზეა მეტია, 25 მილიარდი დოლარია. გავლენის სფეროა არა მარტო ტკბილეულის, არამედ, ზოგადად, საკვები პროდუქციის ბაზარი.
„ასეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოში წარმოებული პროდუქციით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. იმედი ვიქონიოთ, ამ „ოქროს შანსს“ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს და არდავკარგავთოქროსსაწმისივით“, - აცხადებს თენგიზ ჯალიაშვილი.
წყაროები:
- http://www.nytimes.com/2007/09/06/health/research/06hyper.html?_r=0
- http://edition.cnn.com/2015/03/04/opinion/nestle-food-color-changes/
- http://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=21306&LangID=E
- http://www.huffingtonpost.com/entry/mars-removes-artificial-colors-mms_us_56bc8f98e4b0c3c5505020ba
ეთერი სახოკია