პროექტების მართვის სააგენტო ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს Global Gap-ის, დანერგვაში დაეხმარება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს საერთაშორისო სტანდარტის, Global Gap-ის, დანერგვაში დაეხმარება. აღნიშნული სერთიფიკატი აუცილებელია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში შეტანა სურთ.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში“ სააგენტო ტექნიკურ დახმარებას კომპანიებს აქამდე სურსათის უვნებლობის სხვა სისტემების, მათ შორის, ISO 22 000 –სა და HACCAP-ის დანერგვაში უწევდა.
როგორც პროექტის მენეჯერმა, რევაზ ჩუბინიძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, სააგენტომ უკვე მიმართა მთავარ დონორს, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID-ს) პროექტში ცვლილებების შესატანად, ზეპირი შეთანხმება ამერიკული მხარესთან უკვე მიღწეულია, მემორანდუმი კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.
„ISO 22 000 –სა და HACCAP-ის დანერგვა ჩვენი დახმარებით მხოლოდ თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს შეუძლიათ, Global Gap-ზე, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ ვართ, ექნებათ თუ არა სხვებს შესაძლებლობა, განაცხადი შემოიტანონ. ყოველ შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ - ჩართულნი არიან, შესაბამისად, პირველად წარმოებას განეკუთვნებიან, ამის შესაძლებლობა ნამდვილად მიეცემათ“, - განაცხადა რევაზ ჩუბინიძემ.
მისი თქმით, Global Gap-ის სტანდარტების დანერგვის ხარჯების 50%-70%-ს (მხარეებიზუსტ ციფრზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ) სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად საწარმო გადაიხდის (ISO-სა და HACCP-ის შემთხვევაში 50%ამერიკულმხარეზე, 30% - პროექტებისმართვისსააგენტოზე, ხოლო 20%- ბენეფიციარზე ნაწილდებოდა).
რევაზ ჩუბინიძის თქმით, „გლობალ გეპის“ დანერგვის ხარჯის მოცულობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწარმოს ნაკვეთის ფართობსა და სხვა მახასიათებლებზე. თუმცა, მისი ვარაუდით, საშუალოდ, 15-17 ათასი დოლარი დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა „თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში პროექტების მართვის სააგენტომ ერთი თვის წინ დაიწყო და დღემდე 8 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის, თხილის, რძის გადამამუშავებელი, გამშრალი ხილისა და კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანიები. მეწარმეების ტექნიკური დახმარებისთვის, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარია გამოყოფილი.