ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება
![http://eugeorgia.info/uploads/video_news/ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება](http://eugeorgia.info/uploads/video_news/578646379d8d7.jpg)
თბილისში მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმო ამოქმედდება.
კომპანია „კონსტრაქტვიჟენს“ სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 ათას ლარად დიდი ლილოში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
„კონსტრაქტ ვიჟენი“ საწარმოში 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.