ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო ამოქმედდება
„აწარმოე საქართველოში“ - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების ახალი საწარმო ამოქმედდება.
მთავრობის განკარგულებით, შპს „იწისწყალს“ქალაქ ამბროლაურშისასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა. კომპანია საწარმოს მშენებლობის დასრულებასა და პროდუქციის გამოშვებას ორ წელიწადში გეგმავს.
„იწისწყალი“ ბიზნესპროექტში 233 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანია გეგმავს, ყოველწლიურად 5 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი ჩამოასხას, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გაიყიდება.
ახალ საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება.