ახალი ტექნოლოგიებისთვის ბაზრების მოძიებასა და იმპორტისთვის გრანტების გაცემა იწყება
შვედეთის ეკონომიკური და რეგიონული ზრდის სააგენტო (Tillväxtverket) "გარემოს დაცვის დემო პროგრამის" (Demo Environment programme) ფარგლებში საგრანტო კონკურსს აცხადებს.
დონორების დაფინანსება განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი, უკვე აღიარებული ტექნოლოგიების გასაღების ახალი ბაზრები მოიძიონ, ან სამშობლოში ახალი ტექნოლოგიების იმპორტი განახორციელონ.
"გარემოს დაცვის დემო პროგრამაში" მონაწილოების მიღება საქართველოს გარდა, ბოსნიის, სერბეთის, მოლდავეთის, უკრაინის, კენიისა და აზია-აფრიკის სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.
პროგრამა სამიზნეა სუფთა ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატიულ საშუალებებს კონკურენცია გაუწიონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა, წყალი, სანიტარია, ეკოსისტემის სერვისები, ენერგეტიკა, ურბანული განვითარება,
პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება - დაგეგმვის გრანტები და სადემონსტრაციო პროექტები. დაგეგმვის გრანტები მეწარმეებს ახალი ბაზრების მოძიებასა და გარემოსა და სიღარიბის შემცირებაზე საკუთარი ტექნოლოგიების ზემოქმედებაზე კვლევების ჩატარებაში დაეხმარებათ. რაც შეეხება სადემონსტრაციო პროექტებს, ადგილობრივი მოთამაშეები მიიღებენ დაფინანსებას იმ ტექნოლოგიების იმპორტში, რომლებიც გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტის გზებს სთავაზობენ.
დაგეგმვის გრანტების მაქსიმალური მოცულობა 350 ათასი შვედური კრონია (41 ათასი დოლარი), რაც შეეხება სადემონსტრაციო პროექტების გრანტებს, მათი მოცულობა 500 ათასიდან -1 მილიონ 800 ათას კრონამდე მერყეობს (58 ათასი დოლარი - 210 ათასი დოლარი).
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის მიღება 22 სექტემბრიდან იწყება და 21 ოქტომბრამდე გრძელდება.პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
http://www.tillvaxtverket.se/english/demo-environment.html