თბილისში პროფესიონალი კონსალტინგების საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, 3-4 ნოემბერს თბილისში პროფესიონალი კონსალტინგების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
EBRD ღონისძიებას ევროკავშირის პროექტის - EU4Business Initiative-ის ფარგლებში ახორციელებს. როგორც ევრობანკში აღნიშნავენ, ბიზნესკონსულტანტებს ეხმარებიან, აიმაღლონ კომპეტენცია და დაამყარონ კავშირები, რაც შემდეგში საშუალებას მისცემთ მცირე და საშუალო საწარმოებს, მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზონ.
კონფერენციაზე პლენარულ სესიებს წარუძღვებიან საკონსალტინგო ინდუსტრიისა და მსოფლიო ბიზნესის ლიდერები. სპეციალური ნაწილი დაეთმობა სწრაფი კონსალტინგის ჩატარების ახალი ტექნიკის, მოდელებისა და მიდგომების ანალიზს, რომელიც ინოვაციებსა და გამოცდილებასთან იქნება კომბინირებული.
მონაწილოება ღონისძიებაში, რომელიც დაჯილდოებისთვის მოწყობილ ვახშამზე დასწრებასაც ითვალისწინებს, 200 ევროა. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს ეფექტური შეთავაზების წერაში სემინარიც დააინტერესებს, თანხა 250 ევრომდე გაიზრდება.
აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა, დარჩენილ თანხას ევროკავშირის ფონდი აფინანსებს, - აცხადებენ EBRD -ში.
საერთაშორისო კონფერენციას დასწრებიან სხვადასხვა მსოფლიო ბაზრებიდან კონსულტანტები, ასევე საერთაშორისო საკონსალტინგო ფირმები, რომლები დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი პარტნიორების მოძიებაში.