სასულიერო პირები ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინაში გაემგზავრებიან
სასულიერო პირების დელეგაცია 7-11 ნოემბერს საქართველოდან ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინაში გაემგზავრება.
დელეგაციაში საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორის -"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა“ (CDD) და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები შედიან.
როგორც CDD-ში eugeorgia.info-ს განუცხადეს, ვიზიტი საინფორმაციო-შემეცნებით ხასიათს ატარებს.
„სასულიერო პირები ევროკავშირისა და ნატოს სტრუქურების მუშაობას გაეცნობიან, შეხვდებიან ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანია ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. ასოცირების ხელშერულება მხოლოდ საქართველოს მთავრობის განსახორციელებელი არ არის, ეს ეხება საზოგადოებასაც, მოიცავს პოლიტიკას და, ზოგადადად, ყველა სფეროს, ეკლესია კი საზოგადოების ნაწილია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლების ინფორმირება. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთთან ინტეგრაციაზე სასულიერო პირებში ისეთივე განწყობაა, როგორც საზოგადოებაში, უბრალოდ,გვსურს მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ, რათა ამ არჩევანთან დაკავშირებით მეტი არგუმენტი ჰქონდეთ", - განაცხადა მიხეილ მირზიაშვილმა.
პროექტის მხარდამჭერია ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.