ლაგოდეხის რაიონში ევროკავშირის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საერთაშორისო ორგანიზაცია Care International-მა ლაგოდეხის რაიონში სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის განხორციელების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს LEADER კონცეფცია, რომელიც სოფლის განვითარებისადმი ინტეგრირებულ მიდგომას გულისხმობს. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორის განვითარება, არამედ მიზნად ისახავს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერასაც, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, სოციალური სექტორის განვითარებას და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას.
კომერციული - არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები
-
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კომერციალიზაციისა და ფერმერთათვის ბაზრებზე წვდომის გაზრდის მიზნით, მცირე ზომის მდგრადი სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული ინიციატივები.
-
თანამედროვე სასათბურე მეურნეობის განვითარება;
-
შესანახი და სამაცივრე მეურნეობის განვითარება;
-
სადისტრიბუციო ქსელის განვითარება;
-
ეკონომიკურად რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის შემოღება და მხარდაჭერა;
-
ბიოწარმოების მხარდაჭერა;
-
საფერმერო საქმიანობის მხარდაჭერის სერვისების შემოღება (რომელიც შეავსებს სახელმწიფო ბალანსზე მყოფი, ფერმერთა სერვის ცენტრებისმიერ გაწეულ მომსახურებას) და აგრობიზნესების დაარსება (ტექნიკა, საწარმოო რესურსები, პროდუქციის კონსოლიდირება, შეფუთვა, დამუშავება, მართვა, ტრანსპორტირება და მარკეტინგი);
-
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
-
სოციალური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების ქალებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერისაკენ.
-
გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა.
-
გარემოს დაცვის მიმართულებით გასახორციელებელი საქმიანობის მხარდაჭერა.
-
კულტურული და სოციალური ღონისძიებების მხარდაჭერა.
-
საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების ცნობიერების ამაღლებისაკენ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა სფეროებში არსებული კანონმდებლობაზე, რეგულაციებსა და პროგრამებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მათ შორის, კომერციულ ინსტიტუტებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს.
-
კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო) - 5 000 - 30 000 ევრო
-
სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია - 3 000 - 20 000 ევრო
-
სოციალური და არაკომერციული მიმართულებები: ადვოკატირება, სოციალური აქტივობა, ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები - 1 000 - 10 000 ევრო.
იმისათვის, რომ განაცხადი შეირჩეს დაფინანსებისთვის, თითოეულმა მონაწილემ უნდა გაიაროს ორი ეტაპი: საპროექტო იდეის წარდგენა და სრული განაცხადის მომზადება. ყოველ ეტაპზე იქნება შერჩევის პროცესი.
საგრანტო იდეის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.