მომავალ წელს ევროკავშირი ევროპელი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე 54,4 მილიარდ ევროს დახარჯავს
ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის ხარჯვითი ნაწილის თითქმის 40% - 54,4 მილიარდი ევრო ევროპელი ფერმერების მხარდაჭერაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაიხარჯება.
პრიორიტეტად სახელდება ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაზეც მომავალ წელს ევროკავშირი დაახლოებით 20 მილიარდ ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხა წლევანდელთან შედარებით 11%-ით მეტია.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 200 მილიონი ევრო ასევე, ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე დაიხარჯება, როგორიცაა COSME, CEF, Horizon 2020 და Erasmus+. ბოლო ორ პროგრამაში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც არის ჩართული.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს 25%-ით გაზრდის – თანხა 3,8 მილიარდ ევროს შეადგენს.
2016 წელთან შედარებით, 2017 წლის ევროკავშირის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 6,5%-ით ნაკლები იქნება და 134,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის ხარჯვითი ნაწილის თითქმის 40% - 54,4 მილიარდი ევრო ევროპელი ფერმერების მხარდაჭერაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაიხარჯება.
პრიორიტეტად სახელდება ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაზეც მომავალ წელს ევროკავშირი დაახლოებით 20 მილიარდ ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხა წლევანდელთან შედარებით 11%-ით მეტია. ამ თანხიდან 500 მილიონი ევრო ახალგაზრდების დასაქმებაზე დაიხარჯება.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 200 მილიონი ევრო ასევე, ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე დაიხარჯება, როგორიცაა COSME, CEF, Horizon 2020 და Erasmus+. ბოლო ორ პროგრამაში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც არის ჩართული.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს 25%-ით გაზრდის – თანხა 3,8 მილიარდ ევროს შეადგენს.
2016 წელთან შედარებით, 2017 წლის ევროკავშირის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 6,5%-ით ნაკლები იქნება და 134,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, ევროსტატის მონაცემებით, გასულ თვეს უმუშევრობის დონე ევროზონაში 9,8%-მდე შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ევროსტატის ცნობით, ოქტომბერში ევროზონის ქვეყნებში სამსახურს თითქმის 16 მილიონი ადამიანი ეძებდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1 მილიონი ადამიანით ნაკლებია.