სამ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში, მშენებლობის, საფინანსო და გადამამუშვებელ ინდუსტრიაში კი - გაიზარდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა და 463 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, საერთო ჯამში, სამ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგოურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება (1 მილიარდ 298 მილიონი დოლარი), რაც მხოლოდ 2007 წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდება (1 მილიარდ 311 მილიონი დოლარი).
რეინვესტიციის მოცულობამ მესამე კვარტალში 240 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ.
უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზე, 33%-ით, აზერბაიჯანია (151 მილიონი დოლარი). რომელიც ინვესტიციას, სავარაუდოდ, გაზიფიკაციისთვის აღებული ვალებულების ფარგლებში ახორციელებს. შეთანხმების მიხედვით, ეს პროცესი აზერბაიჯანულმა კომპანია “სოკარმა” 2017 წელს უნდა დაასრულოს. მეორე ადგილზე - თურქეთია, 24 %-ით (111 მილიონი დოლარი). მესამეზე კი - ლუქსემბურგი, 11 %-ით (52 მილიონი დოლარით). ჩეხეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 28 მილიონი დოლარი შეადგინა, ჩინეთიდან -26 მილიონი დოლარი, ხოლო ნიდერლანდებიდან (სავარაუდოდ, ოფშორებიდან) -24 მილიონი დოლარი.აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნიდან ინვესტიციების შემცირების ტენდენციაა, მისი მოცულობა 2014 წლის მესამე კვარტალში 99 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2015 წლის მესამე კვარტალში - 60 მილიონი დოლარი. კიდევ ორი სავარაუდო ოფშორიდან (პანამასა და კვიპროსიდან) საქართველოს ეკონომიკაში 9 და 8 მილიონი დოლარი შემოვიდა. აშშ-სა და იაპონიიდან კი- 16 და 10 მილიონი დოლარი.
ამ სექტორში განხორციელებული პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ერთად, თითქმის, 60 % შეადგინა. ყველაზე მეტი კაპიტალი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში, ანუ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდო, საერთო მოცულობის 30% (140 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 69 მილიონი დოლარით, ხოლო მესზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 62 მილიონი დოლარით.
2016 წლის სამ კვარტალში ინფრასტრუქტურაში მოზიდულმა უცხოურმა კაპიტალმა 517 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,5-ით შემცირდა. მშენებლობის სექტორში 23%-ით გაიზარდა ინვესტიცია და 107 მილიონი დოლარით განისაზღვრა, 75%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის ინვესტირებამ, 93 მილიონ დოლარამდე; 46%-ით - საფინანსო სექტორში, 168 მილიონ დოლარამდე. უმნიშვნელოდ, 2 მილიონი დოლარით, მაგრამ მაინც შემცირდა ენერგეტიკის დაფინანსება, 131 მილიონ დოლარამდე, 65%-ით გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებში, 56 მილიონ დოლარამდე, სამთმომპოვებელ ინდუსტრიაში კი - განახევრდა, 31 მილიონ დოლარამდე, 2 მილიონი დოლარით შემცირდა სოფლის მეურნეობაში - 6 მილიონ დოლარამდე. უძრავი ქონების დაფინანსება სამ კვარტალში 51 მილიონიდან 60 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, უძრავი ქონება 51 - დან 60 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ბელა ნოზაძე