ქართული კომპანია ანდროიდის ტელევიზორების წარმოებას გეგმავს
კომპანია AG Microelectronics, რომელიც რუსთავში მდებარეობს, ანდროიდის ტელევიზორების წარმოებას გეგმავს.
“დავარქვათ, რომ საცდელი პარტია იყო და ცუდადად არ იმუშავა, გაამართლა, იმდენად, რომ საახალწლოდ, ალბათ, გასაყიდი აღარ დაგვრჩება. ვფიქრობთ, პროდუქცია გავაუმჯობესოთ და ანდროიდის ფუნქციითაც აღვჭურვოთ”, - განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ღლონტმა.
მისი თქმით, ქართული ტელევიზორები კონკურენტუნარიანია და უცხოურ ანალოგებთან შედარებით, 10-15%-ით იაფია.
“ყველა სავაჭრო ობიექტი თავისს ფასს ადებს, მაგალითად, “კიდობანში” 32-ინჩიანი ჩვენი ტელევიზორი 390 ლარი ღირს. საკმაოდ იაფია, იმდენად, რომ ზოგიერთი ქსელი უარს ამბობს მის შეტანაზე- საკუთარს ვეღარ გავყიდიო. ზოგადად. ქსელებთან ურთიერთობა იოლი არ არის, მაღალ ფასს ადებენ, არ შეიძლება, 2-ლარიანი ნივთი 20 ლარად გაყიდო”, - აღნიშნავს მიხეილ ღლონტი.
თუმცა, ქარხნის მენეჯმენტის აზრით, სრული დატვირთვისთვის საჭიროა პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ყველაზე პერსპექტიულად კი, ამ მხრივ, ევროკავშირი მიაჩნია.
“ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჩვენი გეგმაა,ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. უკვე ავიღეთ წარმოშობის სერთიფიკატი ევრო 1. ცხადია,. ბევრი ეტაპია კიდევ გასავლელი, მაგრამ მთავარი და ყველაზე რთული მაინც დაინტერესებული ბიზნესპარტნიორის მოძიებაა მოგეხსნებათ ახალი ბრენდია, არავინ იცნობს...” - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ საწარმოში, საერთო ჯამში, 3 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ის სახელმწიფო პროგრამის- “აწარმოე საქართველოში”- ბენეფიციარია. კომპანია ტელევიზორების გარდა, ე.წ. ციფრულ რესივერებსა და “ლედ”- ნათურებსაც აწარმოებს, შეუძლია, სააბონენტო მოდემების, . მაგისტრალური და სახლისთვის განკუთვნილი გამაძლიერებლები;, GSM ტერმინალის (სმარტფონების). პლანშეტების, ელექტრონული წიგნების, ენერგიის ელექტრონული მრიცხველებისა და უსაფრთხოების დაცვის სხვადასახვა სისტემების წარმოებაც,