ივლისში "მილენიუმის" გრანდიოზული გახსნა იგეგმება
რუსთაველის გამზირზე. „იმელის“ შენობაში მშენებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „მილენიუმი“ ივლისში გაიხსნება.
როგორც eugeorgia.info-სთვის გახდა ცნობილი, სასტუმროს მფლობელი “დაბი ჯგუფი” სპეციალურად ამ დღისთვის გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, კომპლექსში სავაჭრო ცენტრი განთავსდება, სასტუმროს 34-ე სართულზე კი ქართული და შუააზიური რესტორანი იფუნქციონირებს. სასტუმროში მოეწყობა პირველი საპრეზიდენტო ნომერი თბილისში, რომელიც დედაქალაქში ჩამოსულ პრეზიდენტებსა და სხვა VIP - პერსონებს მოემსახურება.
როგორც არაბული „დაბიჯგუფი” აცხადებს, „მილენიუმ ბილთმორის” მშენებლობაში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
თავად „მილენიუმის“ ბრენდი კი სინგაპურულ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც 1989 წელს დაფუძნდა და დღეისათვის მსოფლიოს წამყვან ქალაქებში პრესტიჟულ სასტუმროებს ფლობს.
ბელა ნოზაძე