კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ სლოვაკეთში ახალი მეთოდი შეიმუშავეს
კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ სლოვაკეთში ახალი მეთოდი შეიმუშავეს: კერძო კომპანიების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების ინიცატივით, ინტერნეტ-გამოცემა konspiratori.sk შეიქმნა, რომელზეც თავმოყრილია „არასანდო, კონსპირაციული, პროპაგანდისტული და ცრუ ინფორმაციის“ შემცველი ვებ-გვერდები.
აღნიშნული გამოცემის მეშვეობით, კომერციულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, საეჭვო ხასიათის ვებ-გვერდებზე რეკლამების განთავსებისგან თავი შორს დაიჭირონ.
„ტყუილები, უაზრობა და უსაფუძვლო ინფორმაციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი ჩვენმა სააგენტომ და კლიენტებმა?“ - აცხადებს პროექტის დირექტორი, მარკეტინგული სააგენტო NetSuccess-ის ხელმძღვანელი, იან ურბანჩიკი.
ინიციატივას სლოვაკეთში მხარი უკვე ბევრმა მსხგილმა სააგენტომ აუბა; როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
12 წევრისგან შემდგარი სპეციალური კომიტეტი ვებ-გვერდებზე დეზინფორმაციისა და კონსპირაციის ნიშნების იდენტიფიცირებას ახდენს, ჯგუფში მარკეტიოლოგები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები შედიან
konspiratori.sk აქვეყნებს დეზინფორმაციის ყოველკვირეულ დაიჯესტს, რომელიც აანალიზებს, თუ როგორ აღიქვამს რუსული მედია მსოფლიოს, როგორ ვრცელდება კრემლის ნარატივი, ასევე აკვირდება რუსულ სოციალურ მედიაში არსებულ ბოლო ტენდენციებს.
ბელა ნოზაძე