სწავლის დასრულების შემდეგ ევროკავშირში დარჩენა უცხოელებს კიდევ ცხრა თვეს შეუძლიათ-ახალი დირექტივა
ევროპარლამენტმა ევროკავშირში შესვლისა და ბინადრობის ჰარმონიზებული წესები დაამტკიცა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლასა და კვლევების ჩატარებას მიმზიდველს გახდის.
ახალი რეგულაციის მიხედვით:
- სტუდენტებსა და მკლველვარებს შეუძლიათ ევროკავშირში სწავლის/კვლევის დასრულებიდან, სულ მცირე, ცხრა თვის განმავლობაში დარჩნენ, რათა მოიძიონ სამსახური, ან დაიწყონ ბიზნესი. ეს საშუალებას მისცემს ვეროპას, მათი უნარებისგან სარგებელი მიიღოს.
- ევროკავშირში ყოფნისას მათ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილება უმარტივდებათ: აღარ დასჭირდებათ ვიზისთვის ახალი განაცხადის შევსება, მხოლოდ უნდა აღნიშნონ დანიშნულების ადგილი, მაგალითად, ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში. მკვლევარებს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდით შეუძლიათ გადაადგილება.
- მკვლევარებს შეუძლიათ, ევროკავშირში საკუთარი ოჯახის წევრები მოიწვიონ, ხოლო ამ უკანასკნელთ მუშაობის უფლება ეძლევათ.
- სტუდენტებს უფლება აქვთ, კვირაში, სულ მცირე, 15 საათს იმუშავონ.
ამასთანავე, ახალი დირექტივა სტაჟიორებსა და მოხალისეებისთვის ევროკავშირში შესვლისა და უკეთესად დაცვის პირობების უნიფიცირებას ახდენს (ევროპული მოხალისეთა სქემის- European Volunteer Scheme-ის ქვეშ). დამატებითი დებულებები გათვალისწინებულია სხვა ვოლონტიორების, სკოლის მოსწავლეებისა და au pair-ებისთვისაც.
„ჰარმონიზებული ევროპული სისტემის შექმნით, ევროკავშირი აღიარებს მაღალკვალიფიციური ადამიანების მოზიდვისა და მათი გადაბირების მნიშვნელობას. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ, როგორც არასდროს, გახდნენ უფრო მიმზიდველნი ამბიციური და განათლებული ადამიანებისთვის სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, სესილია ვილკსტრომმა.
ახალი რეგულაციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარს კანონმდებლობას, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში უნდა დაუახლოვონ.
ბელა ნოზაძე