banner

Wednesday, 12 August
05 December 2016 | 16:02 Agriculture

როგორ გავაშენოთ მაყვლის პლანტაცია - მოთხოვნადი და დეფიციტური კენკრა ეცროპასა და საქართველოში

 როგორ გავაშენოთ მაყვლის პლანტაცია - მოთხოვნადი და დეფიციტური კენკრა ეცროპასა და საქართველოში

ფერმერი გიორგი კიკნაძე უკვე 2 წელია, გორში საპატრიარქოს ბაღებს მეთვალყურეობს. თავდაპირველად ფერმერს ვაშლის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების მოვლა ევალებოდა, შემდეგ კი მუშაობა პროდუქტის რეალიზაციაზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მიმართულებით გიორგი კიკნაძეს   გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, მაყვლის რეალიზაცია მისთვის იოლი აღმოჩნდა - მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პროდუქცია გააჩნდათ.  მაყვლის მიმართ დიდმა ინტერესმა საპატრიარქოს გადააწყვეტინა, საკუთარი ბაღები გაეფართოებინა, გიორგი კიკნაძეს კი- მიწის ნაკვეთი შეეძინა და მაყვალი თავადაც მოეყვანა. დღეს კენკრისთვის შესაბამის ნიადაგს ეძებს და ფიქრობს, რომ ეს საქმიანობა ქართველი ფერმერისთვის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანია.

„თავდაპირველად  მხოლოდ 20 მეასედ მიწის ნაკვეთზე გვქონდა მაყვლის ბაღი, მოვკრიფეთ, დავაფასოეთ.. მივედი "გუდვილში", არც ვიცოდი, რა ფასი უნდა შემეთავაზებინა, მაშინ 3.20 ლარი გადამიხადეს, მენეჯერს ძალიან გაუხარდა, რომ შეგვეძლო, ქსელი მოგვემარაგებინა. ასე დავიწყეთ გუდვილში შეტანა. 2–3 დღეში ისეთი მოთხოვნა წამოვიდა მაყვალზე, ახალი ბაღები გავაშენეთ. პირველი მოსავალი 504 კილო იყო. ახლა კი 2 ტონა- ნახევარი მოდის ზუსტად ამ ფართობზე, კიდევ ახალი ბაღებიც გავაშენეთ“, – ამბობს გიორგი კიკნაძე. 

„მაყვალი მეორე წელს მოსავლის ნახევარს იძლევა, მესამე წელს კი - 100 პროცენტს, რომელი მცენარეა ასე და რომელია ასეთი მოთხოვნადი?“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა. მისი თქმით, მაყვალის მოყვანა დღეს შემოსავლის კარგ წყაროდ შეიძლება, იქცეს, რადგან მოთხოვნა მუდმივად დიდია, ხოლო ფასი - სისტემატურად მაღალი. 

„ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე  მაყვლის გაშენება  17 000 ლარი ჯდება.მოსავალს მეორე წელსვე იღებ. მაყვლის ფასი - 4 ლარია, 10 ტონა თუ მოვიდა, 40 000 ლარს აიღებ, ერთ ჰექტარზე  10–12 ტონა მოდის, თუმცა შესაძლებელია, 15 ტონასაც მიაღწიოს, მე მინიმუმალურს ვანგარიშობ“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

Eugeorgia.info შეეცადა გაერკვია, რა ეტაპების გავლა უწევს ფერმერს, თუ ის მაყვლის ბაღის გაშენებას გადაწყვეტს, ასევე, შემოგთავაზებთ სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს. 

თავდაპირველად, მაყვლის ბაღის გაშენებისას, საჭიროა მიწის ნაკვეთის სწორად შერჩევა: მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. შესაბამისი ანალიზის გაკეთება აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია შესაძლებელი. 

„მთავარია, ვიცოდეთ, როგორია ნიადაგის მჟავიანობა, უეკლო მაყვალს სჭირდება ნეიტრალური ნიადაგი. მაყვალი სითბოს მოყვარულია, ისეთი ადგილია საჭირო, სადაც მზე კარგად უდგება. სითბო და სინათლე ნაყოფს ატკბობს და შაქრიანობას მატებს, ასევე შეფერილობას უწყობს ხელს“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

რომელ კონკრეტულ რეგიონშია შესაძლებელი მაყვლის მოყვანა, დარგის მცოდნეები ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობენ - შესაბამისი ნიადაგი  საქართველოს ყველა კუთხეში შესაძლოა,  მოიძებნოს. 

„მაყვლის მოყვანა ყველგან არის შესაძლებელი, სადაც ზამთარში ტემპერატურა ძალიან დაბალი არ არის, მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი, ნოყიერი, ცალსახად იმის თქმა, რომ მცხეთა არის კარგი ადგილი მაყვლის მოსაყვანად, არ არის სწორი. ჩვენ, ძირითადად, რეკომენდაციას ვაძლევთ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მაყვალი მოვიდეს დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურებისა და სარგავი მასალების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბობოქაშვილი.

ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის მომზადება, რაც დრენაჟის გაუმჯობესებას, საკვები ნივთიერებებისა და ორგანული სასუქის შეტანას, ასევე სარეველებთან ბრძოლას გულისხმობს. ნიადაგი უნდა მოიხნას, ან დამუშავდეს შემოდგომაზე, ხოლო გაზაფხულზე დაირგას მაყვალი. 

„მეორე ეტაპზე აუცილებელია ნიადაგის გადახვნა 25–30 სმ–ზე. შემდეგ კულტივაცია უნდა მოხდეს, ანუ დაქუცმაცება.  თუმცა, მანამდე აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა (1 ჰექტარზე 40–50 ტონის) და ჩავხნავთ ნიადაგში, ანუ კულტივაციას გავუკეთებთ.  შემდეგ კი უნდა დავრგოთ, მცენარეებს შორის დაცილებაა 1 მეტრი და 20 სმ“, – ამბობს ლალი გოგინავა.  

„განოყიერება მნიშვნელოვანი ეტაპია, ნიადაგის ანალიზის შემდეგ აუცილებელია აზოტის, ფოსფორის, კალიუმის შესაბამისი დოზების მიწოდება,“ – აღნიშნავს ზვიად ბობოკაშვილი.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ნერგების შერჩევა. სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, მაყვლის ჯიშების გამოცდის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემაც იქნება შესაძლებელი. 

„ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 7 სხვადასხვა ჯიშის ნერგები შემოიტანეს, ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, თუმცა,   რეკომენდებულია ჩესტერი. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ მაყვლის მიმართულებით მუშაობას, რადგან დიდი მოთხოვნაა, აჟიოტაჟი დაიწყო, ჯიშების გამოცდის პროცესში ჩავერთვებით და დავდებთ დასკვნას, რომელი სახეობაა უკეთესი“, – აცხადებს ზვიად ბობოკაშვილი.  

„ყველაზე კარგია ამერიკული ჯიშის ჩესტერი, რომელსაც, თავდაპირველად,  მომჟავო გემო ჰქონდა, მაგრამ უკვე შეეგუა ჩვენს ნიადაგურ პირობებს და ძალიან დატკბა“, – აცხადებს ლალი გოგინავა. 

მაყვალი მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა წლების განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მცენარეები მხოლოდ 2 წელს ძლებენ და საჭიროა ახალი ღეროებით მათი ყოველწლიურად შეცვლა. მაყვლის ძლიერი ზრდისა და უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. სხვა შემთხვევაში ნაყოფის ზომა შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია განოყიერება. 

„შემოდგომაზე თუ დავრგეთ, გაზაფხულზე შპალერულ სისტემას ვაკეთებთ, ბოძები უნდა ჩავსვათ ყოველ 5 მეტრში და სამრიგად გავჭიმოთ მავთული ისე, როგორც ვენახისთვის. მიწის ზედაპირიდან პირველი მავთული მიდის 60სმ–ზე, მეორე –1, 20მ–ზე,  მესამე – მიწის ზედაპირიდან 1, 80 მ–ზე, ბოძები, ჯამში,  სამმეტრიანი უნდა იყოს, ნახევარი მეტრით კი მიწაში  ჩავიდეს.  ძალიან კარგია აკაციის ბოძები, 20–30 წლის განმავლობაში ძლებს.  რაც შეეხება კვებას, პირველი, ეს არის ორგანიკა – ერთი ლიტრი უნდა გაიხსნას 60 ლიტრ წყალში და მცენარეს  მივუსხათ 2 ლიტრი. მეორე კვებაა – NPK, თითო ძირზე ერთი სუფრის კოვზი მივუყაროთ“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

ფერმერი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ ყველაზე დიდი სირთულე მაყვლის მოვლისას არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. სტიქიამ შესაძლოა, ფერმერს დიდი ზარალი მიაყენოს, თუმცა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. 

„ბუნებამ ხელი უნდა შეგიწყოს. წელს, მაგალითად, წვიმები არ იყო, საუკეთესო ნაყოფი მივიღეთ და ერთი გრამიც არ გაგვფუჭებია, გასულ წელს კი წვიმის პერიოდში 200 კგ-მდე მაყვალი დაზიანდა, თუმცა, მისგან მურაბები და წვენები დავამზადეთ. საბოლოო ჯამში მაინც არ გაგვფუჭებია“, ამბობს გიორგი კიკნაძე.  

სპეციალისტების შეფასებით, ერთ–ერთი ყველაზე რთული პროცესი მაყვლის მოვლაში- სხვლაა. თუმცა, ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სწორად სხვლა ისწავლოს. გარდა ამისა,  პლანტაციას შესაძლოა, დიდი ზიანი სარეველებმაცმიაყენოს. ლალი გოგინავას ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს:

„მცენარეებს შორის აუცილებელია მინიტრაქტორი გავატაროთ, ეს ადგილი გადაშავებული უნდა იყოს. მწერები თუ გაჩნდა, პრევენციისთვის აუცილებელია ბორდოს ხსნარით  შეწამვლა, ეს იგივე “კუპერვალია”, 100 გრამი 10 ლიტრ წყალში იხსნება. წყალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზოგჯერ  მარილიანია, რაც  ცუდია, ესეც გასათვალისწინებელია“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

მოსავლის აღებაც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. მაყვალი უნდა დაიკრიფოს ფრთხილად, ნაყოფის ძირში ცერა, საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ  მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია და კრეფის შემდეგ მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 3-5 დღეა. ხილი დაკრეფიდან ძალიან მალე უნდა გაცივდეს, რაც რბილობის ტემპერატურის  0-1°C-მდე დაყვანას ითვალისწინებს. ის, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია, ფერმერებს პრობლემას არ უქმნის, რადგან მოთხოვნა იმდენად დიდია, მოკრეფიდან რამდენიმე საათში იყიდება. 

„მინდოდა მეცადა და მაცივარში შემენახა, შემდეგ ზამთარში გამეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ასეთ შემთხვევაში “გუდვილი” გვრჩებოდა მომარაგების გარეშე. დილის ექვსის ნახევარზე ვიწყებთ კრეფას, ცხრაზე ვასრულებთ, ვაფასოებთ კონტეინერებში და მიგვაქვს ქსელებში.  ძალიან დიდი დაინტერესებაა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან ჩვენთან ნერგების შესაძენად, ასეთი რამ არასდროს მახსოვს. ყველაფრით მომგებიანია, ხარჯებიც რომ დავითვალოთ, მის მოვლას დიდი რესურსი არ სჭირდება, სხვა პროდუქტს ვერც შევადარებ,“– ამბობს გიორგი კიკნაძე. 

ფერმერი მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობასაც გეგმავს.  აღსანიშნავია, რომ მაყვლის ბაღის გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანხის მიღება დღეს უკვე ყველა რეგიონშია შესაძლებელი- შესაბამისი ცვლილებები ძალაში ახლახანს შევიდა. როგორც პროგრამის მენეჯერი, ლევან დოლიძე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, მაყვლის ბაღისთვის დაფინანსების მიღების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უამრავი ადამიანი მიმართავდა, ცვლილებებიც სწორედ დიდმა ინტერესმა განაპირობა. 

ფერმერი გიორგი კიკნაძე უკვე 2 წელია, გორში საპატრიარქოს ბაღებს მეთვალყურეობს. თავდაპირველად ფერმერს ვაშლის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების მოვლა ევალებოდა, შემდეგ კი მუშაობა პროდუქტის რეალიზაციაზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მიმართულებით გიორგი კიკნაძეს   გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, მაყვლის რეალიზაცია მისთვის იოლი აღმოჩნდა - მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პროდუქცია გააჩნდათ.  მაყვლის მიმართ დიდმა ინტერესმა საპატრიარქოს გადააწყვეტინა, საკუთარი ბაღები გაეფართოებინა, გიორგი კიკნაძეს კი- მიწის ნაკვეთი შეეძინა და მაყვალი თავადაც მოეყვანა. დღეს კენკრისთვის შესაბამის ნიადაგს ეძებს და ფიქრობს, რომ ეს საქმიანობა ქართველი ფერმერისთვის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანია.

„თავდაპირველად  მხოლოდ 20 მეასედ მიწის ნაკვეთზე გვქონდა მაყვლის ბაღი, მოვკრიფეთ, დავაფასოეთ.. მივედი გუდვილში, არც ვიცოდი, რა ფასი უნდა შემეთავაზებინა, მაშინ 3.20 ლარი გადამიხადეს, მენეჯერს ძალიან გაუხარდა, რომ შეგვეძლო, ქსელი მოგვემარაგებინა. ასე დავიწყეთ გუდვილში შეტანა. 2–3 დღეში ისეთი მოთხოვნა წამოვიდა მაყვალზე, ახალი ბაღები გავაშენეთ. პირველი მოსავალი 504 კილო იყო. ახლა კი 2 ტონა- ნახევარი მოდის ზუსტად ამ ფართობზე, კიდევ ახალი ბაღებიც გავაშენეთ“, – ამბობს გიორგი კიკნაძე. 

მაყვალი მეორე წელს მოსავლის ნახევარს იძლევა, მესამე წელს კი - 100 პროცენტს, რომელი მცენარეა ასე და რომელია ასეთი მოთხოვნადი?“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა. მისი თქმით, მაყვალის მოყვანა დღეს შემოსავლის კარგ წყაროდ შეიძლება, იქცეს, რადგან მოთხოვნა მუდმივად დიდია, ხოლო ფასი - სისტემატურად მაღალი. 

„ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე  მაყვლის გაშენება  17 000 ლარი ჯდება.მოსავალს მეორე წელსვე იღებ. მაყვლის ფასი - 4 ლარია, 10 ტონა თუ მოვიდა, 40 000 ლარს აიღებ, ერთ ჰექტარზე  10–12 ტონა მოდის, თუმცა შესაძლებელია, 15 ტონასაც მიაღწიოს, მე მინიმუმალურს ვანგარიშობ“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

Eugeorgia.info შეეცადა გაერკვია, რა ეტაპების გავლა უწევს ფერმერს, თუ ის მაყვლის ბაღის გაშენებას გადაწყვეტს, ასევე, შემოგთავაზებთ სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს. 

თავდაპირველად, მაყვლის ბაღის გაშენებისას, საჭიროა მიწის ნაკვეთის სწორად შერჩევა: მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. შესაბამისი ანალიზის გაკეთება აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია შესაძლებელი. 

„მთავარია, ვიცოდეთ, როგორია ნიადაგის მჟავიანობა, უეკლო მაყვალს სჭირდება ნეიტრალური ნიადაგი. მაყვალი სითბოს მოყვარულია, ისეთი ადგილია საჭირო, სადაც მზე კარგად უდგება. სითბო და სინათლე ნაყოფს ატკბობს და შაქრიანობას მატებს, ასევე შეფერილობას უწყობს ხელს“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

რომელ კონკრეტულ რეგიონშია შესაძლებელი მაყვლის მოყვანა, დარგის მცოდნეები ერთმნიშვნელოვნად ვერ ასახელებენ - შესაბამისი ნიადაგი  საქართველოს ყველა კუთხეში შესაძლოა,  მოიძებნოს. 

„მაყვლის მოყვანა ყველგან არის შესაძლებელი, სადაც ზამთარში ტემპერატურა ძალიან დაბალი არ არის, მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი, ნოყიერი, ცალსახად იმის თქმა, რომ მცხეთა არის კარგი ადგილი მაყვლის მოსაყვანად, არ არის სწორი. ჩვენ, ძირითადად, რეკომენდაციას ვაძლევთ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მაყვალი მოვიდეს დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურებისა და სარგავი მასალების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბობოკაშვილი.

ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის მომზადება, რაც დრენაჟის გაუმჯობესებას, საკვები ნივთიერებებისა და ორგანული სასუქის შეტანას, ასევე სარეველებთან ბრძოლას გულისხმობს. ნიადაგი უნდა მოიხნას, ან დამუშავდეს შემოდგომაზე, ხოლო გაზაფხულზე დაირგას მაყვალი. 

„მეორე ეტაპზე აუცილებელია ნიადაგის გადახვნა 25–30 სმ–ზე. შემდეგ კულტივაცია უნდა მოხდეს, ანუ დაქუცმაცება.  თუმცა, მანამდე აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა (1 ჰექტარზე 40–50 ტონის) და ჩავხნავთ ნიადაგში, ანუ კულტივაციას გავუკეთებთ.  შემდეგ კი უნდა დავრგოთ, მცენარეებს შორის დაცილებაა 1 მეტრი და 20 სმ“, – ამბობს ლალი გოგინავა.  

„განოყიერება მნიშვნელოვანი ეტაპია, ნიადაგის ანალიზის შემდეგ აუცილებელია აზოტის, ფოსფორის, კალიუმის შესაბამისი დოზების მიწოდება,“ – აღნიშნავს ზვიად ბობოკაშვილი.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ნერგების შერჩევა. სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, მაყვლის ჯიშების გამოცდის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემაც იქნება შესაძლებელი. 

„ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 7 სხვადასხვა ჯიშის ნერგები შემოიტანეს, ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, თუმცა,   რეკომენდებულია ჩესტერი. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ მაყვლის მიმართულებით მუშაობას, რადგან დიდი მოთხოვნაა, აჟიოტაჟი დაიწყო, ჯიშების გამოცდის პროცესში ჩავერთვებით და დავდებთ დასკვნას, რომელი სახეობაა უკეთესი“, – აცხადებს ზვიად ბობოქკაშვილი.  

„ყველაზე კარგია ამერიკული ჯიშის ჩესტერი, რომელსაც, თავდაპირველად,  მომჟავო გემო ჰქონდა, მაგრამ უკვე შეეგუა ჩვენს ნიადაგურ პირობებს და ძალიან დატკბა“, – აცხადებს ლალი გოგინავა. 

მაყვალი მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა წლების განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მცენარეები მხოლოდ 2 წელს ძლებენ და საჭიროა ახალი ღეროებით მათი ყოველწლიურად შეცვლა. მაყვლის ძლიერი ზრდისა და უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. სხვა შემთხვევაში ნაყოფის ზომა შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია განოყიერება. 

„შემოდგომაზე თუ დავრგეთ, გაზაფხულზე შპალერულ სისტემას ვაკეთებთ, ბოძები უნდა ჩავსვათ ყოველ 5 მეტრში და სამრიგად გავჭიმოთ მავთული ისე, როგორც ვენახისთვის. მიწის ზედაპირიდან პირველი მავთული მიდის 60სმ–ზე, მეორე –1, 20მ–ზე,  მესამე – მიწის ზედაპირიდან 1, 80 მ–ზე, ბოძები, ჯამში,  სამმეტრიანი უნდა იყოს, ნახევარი მეტრით კი მიწაში  ჩავიდეს.  ძალიან კარგია აკაციის ბოძები, 20–30 წლის განმავლობაში ძლებს.  რაც შეეხება კვებას, პირველი, ეს არის ორგანიკა – ერთი ლიტრი უნდა გაიხსნას 60 ლიტრ წყალში და მცენარეს  მივუსხათ 2 ლიტრი. მეორე კვებაა – NPK, თითო ძირზე ერთი სუფრის კოვზი მივუყაროთ“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

ფერმერი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ ყველაზე დიდი სირთულე მაყვლის მოვლისას არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. სტიქიამ შესაძლოა, ფერმერს დიდი ზარალი მიაყენოს, თუმცა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. 

„ბუნებამ ხელი უნდა შეგიწყოს. წელს, მაგალითად, წვიმები არ იყო, საუკეთესო ნაყოფი მივიღეთ და ერთი გრამიც არ გაგვფუჭებია, გასულ წელს კი წვიმის პერიოდში 200 კგ-მდე მაყვალი დაზიანდა, თუმცა, მისგან მურაბები და წვენები დავამზადეთ. საბოლოო ჯამში მაინც არ გაგვფუჭებია“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.  

სპეციალისტების შეფასებით, ერთ–ერთი ყველაზე რთული პროცესი მაყვლის მოვლაში- სხვლაა. თუმცა, ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სწორად სხვლა ისწავლოს. გარდა ამისა,  პლანტაციას შესაძლოა, დიდი ზიანი სარეველებმაცმიაყენოს. ლალი გოგინავას ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს:

„მცენარეებს შორის აუცილებელია მინიტრაქტორი გავატაროთ, ეს ადგილი გადაშავებული უნდა იყოს. მწერები თუ გაჩნდა, პრევენციისთვის აუცილებელია ბორდოს ხსნარით  შეწამვლა, ეს იგივე “კუპერვალია”, 100 გრამი 10 ლიტრ წყალში იხსნება. წყალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზოგჯერ  მარილიანია, რაც  ცუდია, ესეც გასათვალისწინებელია“, – ამბობს ლალი გოგინავა. 

მოსავლის აღებაც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. მაყვალი უნდა დაიკრიფოს ფრთხილად, ნაყოფის ძირში ცერა, საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ  მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია და კრეფის შემდეგ მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 3-5 დღეა. ხილი დაკრეფიდან ძალიან მალე უნდა გაცივდეს, რაც რბილობის ტემპერატურის  0-1°C-მდე დაყვანას ითვალისწინებს. ის, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია, ფერმერებს პრობლემას არ უქმნის, რადგან მოთხოვნა იმდენად დიდია, მოკრეფიდან რამდენიმე საათში იყიდება. 

„მინდოდა მეცადა და მაცივარში შემენახა, შემდეგ ზამთარში გამეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ასეთ შემთხვევაში “გუდვილი” გვრჩებოდა მომარაგების გარეშე. დილის ექვსის ნახევარზე ვიწყებთ კრეფას, ცხრაზე ვასრულებთ, ვაფასოებთ კონტეინერებში და მიგვაქვს ქსელებში.  ძალიან დიდი დაინტერესებაა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან ჩვენთან ნერგების შესაძენად, ასეთი რამ არასდროს მახსოვს. ყველაფრით მომგებიანია, ხარჯებიც რომ დავითვალოთ, მის მოვლას დიდი რესურსი არ სჭირდება, სხვა პროდუქტს ვერც შევადარებ,“– ამბობს გიორგი კიკნაძე. 

ფერმერი მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობასაც გეგმავს.  აღსანიშნავია, რომ მაყვლის ბაღის გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანხის მიღება დღეს უკვე ყველა რეგიონშია შესაძლებელი- შესაბამისი ცვლილებები ძალაში ახლახანს შევიდა. როგორც პროგრამის მენეჯერი, ლევან დოლიძე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, მაყვლის ბაღისთვის დაფინანსების მიღების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უამრავი ადამიანი მიმართავდა, ცვლილებებიც სწორედ დიდმა ინტერესმა განაპირობა. 

„ვისაც სურს, გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, უნდა ჰქონდეს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრში უნდა იყოს რაიმე ტიპის წყლის წყარო, იგულისხმება მოქმედი სამელიორაციო არხი, ტბა, მდინარე, ჭაბურღილი. ამ პროგრამის ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს საჩუქრად სახელმწიფოსგან დაფინანსება, რომელიც მიზნობრივია –  ვუფინანსებთ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%–ს,  ბაღი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წვეთოვანი სარწყავი სისტემით და ასევე  ვაფინანსებთ ამ სისტემის შეძენა–მონტაჟის ღირებულების 50%–ს. ჯამში ერთ ბენეფიციარს ვაძლევთ მაქსიმუმ 100 000 ლარს, მაქსიმუმ 20 ჰექტარზე“, – ამბობს ლევან დოლიძე.  

მაყვალი და, ზოგადად, კენკროვანი კულტურა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი კენკრის იმპორტი გაორმაგდა. მხოლოდ 2014 წელს არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტმა, დაახლოებით, 400 მილიონ ევროს მიაღწია, აქედან 72% -განვითარებადი ქვეყნების პროდუქციაზე მოდის. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს. კენკროვნები მსუბუქ საკვებ ხილად მიიჩნევა და ხშირად ახალი დაჭრილი ხილის ასორტის ფორმით იყიდება. მსგავსი შეფუთვა განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარკვეული უპირატესობა აქვს: ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ, საკუთარიპ როდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ მაშინ, როდესაც ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამასთანავე, დასრულებულია მოსავლის აღება ლათინურ ამერიკაში, საიდანაც  კენკროვნების ექსპორტი ხორციელდება.  

გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ მაყვლის ექსპორტზე შეთავაზება მიიღო, თუმცა სტაბილურად დიდი ოდენობით პროდუქტის მიწოდება ვერ შეძლო,  შესაბამისად, უარის თქმამ მოუწია. 

„შემოთავაზება გვქონდა, ევროპაში სურდათ გატანა, დღეში, დაახლოებით, 1 ტონა მაყვლის მიწოდებას მთხოვდნენ,  მე კი არ მქონდა. შუამავალი დამიკავშირდა, დეტალები არ მითხრა, მაგრამ, როგორც შემდეგ გავარკვიე, რუსებს სურდათ აქედან ევროპაში ექსპორტი. კიდევ მქონდა რამდენიმე ადამიანთან კომუნიკაცია, მათაც სურდათ მაყვლის შესყიდვა, მაგრამ მთავარი პრობლემა პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობაა“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.  

 

ხატია შამანაური 

 

Read
14606
Send mail

RELATED STORIES


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

სერბეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 170 მილიონი ევროს ღირებულების ჟოლოს ექსპორტს ახორციელებს, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, ევროპაში კი - მეორე მწარმოებელია.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner