საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია ჭირდება
საქართველოში ენერგიის მოხმარების ზრდადი ტემპის კვალობაზე დღითიდღე უფრო აუცილებელი ხდება ეფექტური ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება. პირველ გრაფიკზე გამოსახულია საქართველოში წლების მიხედვით სხავდასხავა ენერგო რესურსების გამოყენებით გენერირებული ენერგიის საბოლოო მოხმარება. „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ მონეცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიერ მოხმარებული ენერგიის ზრდადი ტენდენცია აღემატება ევროკავშირისა და, მთლიანად, მსოფლიოს მიერ მოხმარებული ენერგიის ზრდის ტემპს. პირველი და მეორე გრაფიკიბის ანალიზით, ჩანს რომ 1999 წლიდან 2014 წლამდე მსოფლიოს მიერ ენერგიის მთლიანი მოხმარება დაახლოებით 40 %-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-ია.
გრაფიკი #1
გრაფიკი #2
განვითარებად ქვეყნებში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო“ (IEA). ასევე, აშშ-ს „ენერგეტიკის ინფორმაციული ადმინისტრაციის“ (EIA) პროგნოზით განვითარებადი სამყაროს ენერგო მოხმარება 2016 წელთან შედარებით 2020 წლისთვის დაახლოებით 20.5 %-ით, 2030 წლისთვის 45%-ით, ხოლო 2050 წლისთვის 51%-ით გაიზრდება. მსგავსი პროგნოზის განვრცობა საქართველოზეც შესაძლებელია, რადგან საქართველოც განვითარებადი ქვეყნების რიგშია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა ეკონომიკურ-სოციალური მაჩვენებლების მიხედვით განსხვავდება განვითარებადი და ე.წ. ახალინდუსტრიული ქვეყნებისგან. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვარაუდით ენერგომოხმარება 2026 წლისთის 44-90 %-ით გაიზრდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამ ვარაუდში ეჭვის შეტანის რელევანტური საფუძველი, ვინაიდან ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგნოზი ეფუძვნება მხოლოდ ერთი, 2014 წლის ენერგობალანს. ერთი წლის საბაზისო მონაცემები კი საკმარისი არ არის ენერგობაზრის ტენდენციების პროგნოზირებისთვის.
ინფორმაციის სამივე (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, „EIA“ და „IEA” ) წყარო საქართველოში ენერგო მოხმარების სოლიდურ ზრდას გვისახავს. კითვაზე პასუხი, თუ როგორ გაუმკლავდება საქართველოს ენერგო სისტემა თბო თუ ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, ნაწილობრივ გაურკვეველია, ანუ ჩვენ არ გვაქვს რელევანტური ენერგო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მოახდენდა სამომავლო ენერგო გამოწვევების ეფექტურ და მაქსიმალურად ზუსტ შეფასებას. სამომავლო ენერგო უსაფრთხოებისთვის ვიმედოვნებთ სოლიდურ ინვესტიციებს ჰირდო სექტორში, ასევე „სამგორის გაზსაცავის“ მშენებლობას 2020 წლისთვის და სხვა ენერგოპროექტების განხორციელებას, თუმცა აუცილებელია ყველა ეს პერსპექტივები და გამოწვევები მაქსიმარულად ზუსტად იქნას შეფასებული და დათვლილი ეფექური საორიენტაციო ენერგოპოლიტიკისთვის.
ევროკავშირში მოხმარებული ენერგიის 50%-ზე მეტი იმპორტირებულია. ევროკავშირი, ისევე როგორც საქართველო, თითქმის მთლიანად არის დამოკიდბული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, თუ ჩვენს მიერ მოხმარებული ნავთობპროდუქტების 100% იმპორტირებულია, ევროკავშირის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 90%-ია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც საქართველო, ჯერჯერობით არ არის ენერგოდამოუკიდებელი. ამიტომაც, მსგავსი ენერგობალანსის მქონე ქვეყნებისა თუ გაერთიანებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეფექტური ენერგოსტრატეგიის ქონა. ევროკავშირის წინაშე არსებული ენერგოსაფრთხეების საპასუხოდ ევროკომისიის ეგიდით 2014 წელს შემუშავდა უსაფრთხოების გეგმა, რომელიც გულისხმობს ენერგო ბაზრის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების ადეკვატურ ასახვას, შეფასებასა და ამ საფრთხეების საპასუხო სამოქმედო გეგმების შემუშავებას. მაგალითად, ევროპულ ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში ასახულია სიმულაციური ტესტები, რომლებიც აფასებენ იმ ზარალსა თუ საფრთხეებს რომელთა წინაშეც შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნები აღმოჩნდნენ ენერგოუსაფრთხოებისთვის სარისკო კრიზისული სიტუაციების დროს. რუსეთიდან მომავალი გაზის ნაკადის სხვადასხვა მოცულობის შეფერხების სიმულაციებმა ევროკავშირის ენერგო სტრატეგიაზე მომუშავე ექსპერტებს საშუალება მისცა შეეფასებინათ მსგავსი საფრთხეების ნეგატიური შედეგების მასშტაბები. ვეროკავშირის ენერგო სტრატეგია ასევე შემუშავებულია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისთვის, საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტში კი, სამწუხაროდ, მსგავსი პერიოდული დიფერენცირება ძნელად შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან შედარებით ევროკავშირს გაცილებით დიდი ადამიანური, ფინანსური და, ასევე, სტატისტიკური რესურსი გააჩნია, აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დოკუმენტი, მინიმუმ, რისკის მართვის პრაკტიკას მოიცავდეს.
საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ჩამოყალიბებული მეთოდოლოგია ენერგოუსაფრთხოების რისკების შესაფასებლად. ენერგობაზრის მონაწილეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირე პრობლემებს უქმნის ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკურ გუნდს, რომელიც ენერგოპროცესების ანალიზსა და გძელვადიან დაგეგმვას ახორციელებს, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება წრფივიპროგრამირებისადაოპტიმიზაციისმოდელი, სახელწოდებით: „MARKAL-საქართველო“. 2015 წელს USAID-ისფინანსურიმხარდაჭერით განხორციელდა „MARKAL-საქართველო“ პროგრამის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა. კვლევის შედეგად მიღებულ ენერგომოხმარების ზრდის პროგრნოზი ასახულია 2016-2025 წლების საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში. ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის (რომელიც უშუალოდ მუშაობს „MARKAL-საქართველოს“ პროგრამაზე) მთავარ სპეციალისტთან, ანა გოგორელიანთან საუბრისას გაირკვა რომ სტატისტიკურ მონაცემთა დეფიციტი დამაბრკოლებელი ფაქტორია პროგრამის უფრო ეფექტურად განხორციელებისთის. თუმცა, ჩვენდა სასიხარულოდ, აქვე უდნა აღინიშნოს, რომ არსებობს ევროკავშირისდირექტივა, რომლის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახური გააუმჯობესებს საერთაშორისოსტანდარტებისშესაბამისყოველწლიურიენერგეტიკულიბალანსისმომზადებას. ეს კი ენერგო ბაზრის მოკლე და გრძელვადიანი ტენდენციების შესაფასებლად აუცილებელ საბაზისო სტატისტიკურ მონაცმეთა ბაზას შექმნის.
ამავე რესპოდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯების სოლიდურ მოცულობებს. მაშინ, როდესაც არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული რიცხობრივი მოდელი „MARKAL” და, ამავე დროს, ჩვენ უკვე გვაქვს ამ მოდელის გამოყენების პრაქტიკა, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსგან საჭიროა მეტი დაფინანსება მსგავსი პროგრამების განვითარებისთვის, ვინაიდან გვქონდეს ენერგო სექტორში რისკების შეფასებისა თუ პროგნოზირების გაუმჯობესებული მოდელები.
სამომავლო „ენერგოგამოწვევების“ გარდა გვაქვს მიმდინარე ენერგოსისტემის გამოწვევები. ჩვენი ენერგო სისტემის სასახელოდ ვერ ვახსენებთ ელექტროენერგიის ბაზრის მონოპოლიზირებულ სტატუს-კვოს, იქნება ეს ელექტროენერგიის გენერირების, გადაცემისა თუ დისტრიბუციის დონეზე. სამწუხაროდ, სახარბიელოს ვერ ვუწოდებთ ბუნებრივი აირის ბაზრის მიმდინარე მდგომარეობასაც, ვინაიდან ვერ ვახდენთ ბუნებრივი აირის მომწოდებელთა დივერსიფიკაციას, ქვეყანა, თითქმის უალტერნატივოს სტატუსით წარდგება ხოლმე როგორც „გაზრპომის“ ასევე „სოკარის“ პირობების წინაშე. მსგავსი, არასახარბიელო მდგომარეობის შედეგი იყო რამდენიმე დღის წინ „გაზპრომთან’ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება, რომლის „გრიფით საიდუმლოს“ სტატუსის მიუხედავად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ხელშეკრულების პირობები ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია საქართველოსთვის. გარდა წმინდა ფინანსური საკითხისა, ამავე ხელშეკრულებამ ეჭვქვეშ დააყენა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული 2016-2025 წლების საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიით გათვალისწინებული ტარიფის გამჭვირვალობის პრინციპი. ამავე სტრატეგიით გათვალისწინებული იყო, რომ ენერგო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა მოსულიყო „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან“, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კი მსგავსი თანხვედრისა თუ შესაბამისობის ტენდენციას არ ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომბოლო წლების განმავლობაში რუსული გაზი საქართველოს, ძირითადად, გვიანი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ჭირდება, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ „გაზპრომის“ გაზზე უარის თქმას. ქვეყანას, რომელიც ერთადერთია რეგიონში, სადაც გაზსაცავი არ არსებობს და, ამავე დროს, ახასიათებს ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრად გამოხატული სეზუნურობა, შეუძლებელია ბუნებრივი აირის მსხვილი მომწოდებლის მანიპულირების ობიექტი არ გახდეს. გაცილებით ადრე უნდა გვქონოდა გაზსაცავის პროექტი, თუმცა, ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ 2020 წლისთვის, როგორც ენერგეტიკის სამინისტრო გეგმავს, საქართველოს ექნება „სამგორის“ გაზსაცავი, სადაც, დაახლოებით, მთლიანი წლიური მოხმარების 15 %-ის დარეზერვება იქნება შესაძლებელი. თუმცა, 2020 წლისთვისგაზრდილი საპროგნოზო მოხმარების შედეგად „სამგორის გაზსაცავის” მიერ დარეზერვებული ბუნებრივი აირის წილი მთლიან წლიურ ენერგომოხმარებაში, სავარაუდოდ, შემცირდება. მომავალში გაზრდილი ენერგომოხმარების შედეგად გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნის სეზონური ცვლილების მასშტაბებიც, რომელიც სეზუნურ რისკებს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის საქართველოს ენერგობაზრის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ „სამგორის გაზსაცავის“ პროექტის განსახორციელბლად ფინანანსური რესურსები მოძიებული არ არის და ეს პროექტი ისევ პროექტირების ფაზაშია, საჭიროა, რომ უკვე განიხილებოდეს და იგეგმებოდეს სხვა დამატებითი გაზსაცავის პროექტი თუ პროექტები.
მისასალმებელია ჰიდროსექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობები და ასევე ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა ატარებს ამ სექტორში ინვესიტიციების მოსაზიდად. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით „ნამახვანისჰესებისკასკადის“მშენებლობა-ოპერირება-ფლობისთვისგამოცხადებულ კონკურსში ნორვეგიულმა კომპანიამ „CLEAN ENERGY“-მ გაიმარჯვა. ამავე კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, პროექტი 5 წელიწადში დასრულდება და მისი დადგმული სიმძლავრე 436 მეგავატი იქნება რაც საქართველოში ჰესების მთლიანი დადგმული სიმძლავრის 13 %-ია. ამ კასკადის წლიური გამომუშავება 1.5-1.6 მილიარდი კილოვატ/საათი იქება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნა შიდა რესურსების გამოყენებით 100 პროცენტით დაკმაყოფილდეს. თუმცა, სეზუნური რისკების სრულად აღმოსაფხვრელად ამ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და ამის შედეგად გაზრდილი ჰიდროსექტორის სიმძლავრეები ვერ იქონიებს გადამწყვეტ მნიშვნელობას, ვინაიდან საქართველოს მდინარეების წყალუხვობა თავისთავად სეზონურია. სეზონურობა არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა ქონდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგო სექტორის წინაშე არსებული რისკების მაქსიმარულად ზუსტი ანალიზი.
ჰირდოსექტორის განვითარების გზით საქართველოს შეუძლია ადგილობრივ თუ უცხოურ მრეწველობას, სოფლის მეურნეობის სექტორს და მთლიანად ეკონომიკას შესთავაზოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი, სხვა კლასიკურ ენერგორესურსებთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა და, ამავე დროს, განახლებადი ჰიდროელექტროენერგია. თუმცა, მსგავსი ეკონომიკური კონცეფციის რეალური შემუშავება და სამოქმედო გეგმის დასახვა მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როცა გვექნება ენერგოუსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია.
ავტორი: მირიან ეჯიბია (ISET-ის მაგისტრი)