ბალტიის ქვეყნების ნატო-ს გზის გაკვეთილები
რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ინსტრუმენტების პალიტრა მრავალფეროვანია და საკმაოდ ეფექტური. ერთობლიობაში ისინი ემსახურება ერთ მკაფიო მიზანს - არ დაუშვას საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამ კუთხით საინტერესოა რომ მსგავსი ამოცანა რუსულ პოლიტიკას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბალტიის ქვეყნების მიმართაც გააჩნდა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საინტერესო იქნებოდა კიდევ ერთხელ ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის გამოცდილების მიმოხილვა და იმ კონკრეტული გარემოებებისა თუ ფაქტორების მკაფიო დადგენა, რომლებმაც როგორც ნეგატიური ასევე დადებითი როლი შეასრულა ბალტიის ქვეყნების ინტეგრაციაში განსაკუთრებით ნატო-ში, და მათ შორის ევროკავშირშიც. აქვე აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც დღეს საქართველოს, ლიტვა, ლატვია და ესტონეთსაც მოუწიათ რუსულ ფაქტორთან ინტენსიური დაპირისიპირება და არც თუ იშვიათად დასავლური მედიისა და პოლიტიკური ლიდერების პოზიცია მათი მხარდამჭერით სულაც არ ხასიათდებოდა. სწორედ ამიტომ ღირს კიდევ ერთხელ რეგიონის გამოცდილებისთვის თვალის გადავლება, რომლის საფუძველზე შესაძლებლელი გახდებოდა საქართველოსთვის სასარგებლო დასკვნების გაკეთება და ერთგვარი playbook-ის მოხაზვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
• საზოგადოებრივი განწყობა ნატო-ში გაწევრიანებამდე
უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ წარმოადგენდა ბალტიის ქვეყნების ფართოდ აღიარებულ კონსენსუსს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე. გასათალისწინებელია, რომ როგორც ლატვიის, ასევე ესტონეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი (40%მდე) საკუთარ თავს რუსულენოვან კატეგორიას მიაკუთვნებდა და შესაბამისად უმრავლესობის პოლიტიკურ არჩევანს ყოველთვის ეჭვის და უნდობლობის თვალით უყურებდა. 1997 წლის კვლევის შედეგად მოსახლეობის დაახლოვებით 30% მომხრე იყო ნატოში გაწევრიანების ხოლო 30%-ს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და 14% საერთოდ წინააღმდეგი იყო. რასაკვირველია, ეთნიკურ ლიტველებს, ლატვილიებს და ესტონელებს შორის მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალი იყო (55%-47%-54%) თუმცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც შთამბეჭდავი იყო (26% -32%-31%). განწყობები რადიკალურად არ შეცვლილა არც 1999 წელს, როცა ნატო-მ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მექანიზმი შემოიღო (ლიტვა-36%, ესტონეთი-45%), ხოლო მომხრეთა რაოდენობამ საგრძნობი მატება 2002 წელს განიცადა (68%-57%), როცა ბალტიის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი პრაღის სამმიტზე ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა. მსგავსი ტენდენცია აღინიშნებოდა ლატვიაშიც, სადაც საკუთრივ 2001 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგად ლატვიელთა თითქმის 60%-მა (ეთნიკურ ლატვიელთა შორის 67%-მა) დაუჭირა მხარი გაწევრიანებას, ხოლო რუსულენოვან არამოქალაქეთა შორის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა იკლო 29%-დან 26%მდე და მომხრეთა რაოდენობამ 30%-ს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანების და ხალხის მხარდაჭერის მობილიზების გამოცდილება გამოყენებული იქნა ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის ჩატარების წინა პერიოდშიც. 2003 წლის მაისში, სექტემბერში და ოქტომბერში ჩატარებულმა რეფერენდუმებმა მიუხედავად რუსეთის აქტიური პროპაგანდისტული ძალისხმევისა წარმატებით ჩაიარა და ხმების საგრძნობი უმრავლესობით (ლიტვა-91%, ლატვია-67.3%, ესტონეთი-66.9%) ბალტიის ქვეყნები შეუერთდნენ ევროკავშირს. ამასთან საზოგადოებრივი განხილვის ცენტრში ასევე აღმოჩნდა გაწევრიანების ეკონომიკური (ხარჯვითი ეფექტი) ასპექტი და სამივე ქვეყნის მოსახლეობის 42-44% მიიჩნევდა, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, ამასთან ერთად სამივე ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი (ნახევარზე მეტი) მიიჩნევდა რომ გაზრდილი უსაფრთხოება დადებითად იმოქმედებდა ქვეყნების ეკონომიკაზე და როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ფინანსური დახმარების გაზრდაზე დადებითად აისახებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება 13 წლის წინ მოხდა, საქართველოში საზოგადოებრივ განწყობას გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი მსგავსება ახასიათებს ბალტიურ გამოცდილებასთან. მიუხედავად ისტორიული პიკისა 2008 წელს, როცა საზოგადოებრივი მხარდაჭერა IRI-ს კვლევის მიხედვით 86%-ს (69% სრულიად მომხრე, 17% ნაწილობრივ) აღწევდა, სადღეისოთ დინამიკა საკმაოდ დაცემულია და მომხრეთა რაოდებობა 2016 წლის NDI-ს გამოკითხვით 61% აღწევს (2015 წელს - 65%). ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მსგავსად ბალტიის ქვეყნების გამოცდილებისა საქართველოშიც არ არსებობს გარანტირებული უმრავლესობა გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და დროის გარკვეულ პერიოდში მომხრეთა რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს. რასაკვირველია კლების დინამიკა ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუმცა უდავოა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გაძლიერებულმა რუსულმა ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა და პოზიტიური განწყობების კლება გამოიწვია. რუსული ფაქტორი ერთგვარი განზოგადოებული ცნებაა და უფრო კონკრეტულად თანამედროვე ტერმინოლოგიით მას რუსული ჰიბრიდული შეტევა ჰქვია. ეს მოვლენა ამავე დროს არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სიახლედ. ის წარმოადგენს ძველი და ნაცადი მეთოდების ერთობლიობას, რომლის წინააღმდეგ ისევ და ისევ ბალტიის ქვეყნებს მოუწიათ პირველ რიგში ბრძოლა ნატოში გაწევრიანებამდეც და მის შემდეგაც დღეის ჩათვლით.
• ბრძოლა გაწევრიანებისთვის რუსული და დასავლური არგუმენტების წინააღმდეგ
უდა ითქვას, რომ ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა საერთო კონსენსუსს, არამედ პირიქით. ხშირად სწორედ რომ დასავლეთის პოლიტიკური თუ აკადემიური წრეებიდან გაისმოდა აქტიური მოწოდებები ნატოს შემდგომი გაფართოვების დაუშვებლობის შესახებ. მადრიდის 1997 წლის სამიტიდან მოყოლებული მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ძირითად ორ კატეგორიად იყოფოდა (თომას სზაინა 2001; კენტ მაიერი 2001; რაიან ჰენდრიკსონი 2001): ერთის მხრივ, ცალც-ცალკე თუ ერთად აღებული ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ წარმოადგენენ რაიმე სამხედრო პოტენციალის მქონე ანგარიშგასაწევ ძალას. ხოლო მეორეს მხრივ, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება ალიანსს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებდა, როგორც ვალდებულების დამაჯერებლობის ასევე პრაქტიკული თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მინიმალური შანსების გამო რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. რუსეთთან ბალტიის ქვეყების საზღვრების მოუგვარებლობის საკითხი დამატებით ამტკიცებდა გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. ასე მაგალითად კენთ მაიერი სამართლიანად ამტკიცებდა, რომ მცირე ზომის გარდა ბალტიის ქვეყნების ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიჰქონდა, რაც აკლდებოდა ადგილობრივი ქვედანაყოფების მომზადებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საგრძნობლად ასუსტებდა. რუსული სამხედრო საფრთხის და სასიცოცხლო ინტერესების რეალობა და წინააღმდეგობის გაწევის დაბალი პოტენციალი (ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით - მაქსიმალური პერიოდი 4 დღე) მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლევოდა - ნატოს უნდა მიეღო თავის რიგებში მხოლოდ ის კანდიდატი და მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაცვის გარანტია (საშუალებები) იარსებებდა, რაც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში მხოლოდ ფანტაზიას წარმოადგენდა.
1997 წლიდანვე, მადრიდიდან მოყოლებული ეუთო-ს სხდომებზე რუსეთი მუდმივად (კერძოდ პრემიერი ჩერნომირდინი) მკვახედ აცხადებდა, რომ ნატო-ში ბალტიის ქვეყნების მიღება იქებოდა ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა ცივი ომის შემდეგ. 2000 წელს "Welt am Sonntag"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა პუტინმა სავარაუდო გაფართოვება მტრულ და რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ლოგიკურია, რომ რუსეთის ხელისუფლების ასეთ განცხადებებს მოყვებოდა როგორც რუსეთში ასევე ბალტიის ქვეყნების განსაკუთრებით რუსულენოვან მოსახლეობაში ინტენსიური ინფორმაციული პროპაგანდა. სწორედ ამ პერიოდში შემოაქვს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევს ტერმინი "ახლო სამეზობლო", რომელიც რუსეთის სასიცოცხლო სივრცედ განისაზღრა, ხოლო საინფორმაციო შეტევები წარიმართა როგორც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით (ეუთო, გაერო), ასევე ნეგატიური იდეოლოგიური იმიჯის (ნაციზმი, ფაშიზმი) გავრცელებით გზით.
განსაკუთრებით 1999 წელს კოსოვოს ოპერაციის შემდეგ რუსეთს ობიექტურად ჰქონდა შიში ალიანსის "out of area operations"-ის პრინციპის დანერგვისა, რომელიც ნატოს ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გულისხმობდა ალიანსის ფარგლებს გარეთ. თუმცა მიუხედავად ამისა, 2001 წლიდან გაფართოების მიმართ რუსეთის მკვეთრი წინააღმდეგობა საგრძნობლად შესუსტდა და საბოლოოდ პუტინის სექტემბრის განცხადებაში გამოიხატა, სადაც ის ნატო-ს გაფართოვებას უკვე შესაძლებლად მიიჩნევდა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა, ხოლო მოგვიანებით ზაფხულში არც კი გამორიცხა რუსეთის სამომავლო შესვლა ალიანსში. გაწევრიანების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ასევე მიუთითებდა კრემლის პრესსპიკერი სერგეი იასტრჟემბსკი 2002 წლის ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში. გარკვეულწილად შეიქმნა იმგვარი ვითარება, რომ რუსული გენერალიტეტის მიერ გამოთქმული პრეტენზიაც კი CFE-ის ხელშეკრულების ბალტიის ქვეყნებზე გაუვრცელებლობის თაობაზე აღარ აღიქმებოდა არგუმენტად და მალე სრულიად გადაიფარა კალინინგრადის რეგიონის სატრანზიტო (სამხედრო, სამოქალაქო, სატვირთო) საკითხების პრაქტიკული მოგვარების აუცილებლობით.
ცხადია, რუსული პოზიციის უცაბედი სახეცვლილება უმიზეზოდ არ მოხდებოდა და მოითხოვს ახსნას. არგუმენტი, რომ რუსეთს მარტივად არ შესწევდა ძალა გაფართოვების შესაჩერებლად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიზეზი უფრო კომბინირებულ ხასიათს ატარებდა. პირველ რიგში სახეზე იყო პოზიციების თანხვედრა ამერიკელ და ევროპულ ლიდერებს შორის (მათ შორის სკეპტიკოსი ფრანგების და გერმანელების ჩათლით). ჯორჯ ბუშის 2001 წლის 15 ივნისის სიტყვის მსგავსად, იმავე წლის ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ბალტიის ქვეყნების არჩევანს რეგიონში ვიზიტის დროს. ამავე დროს, რუსეთის პოზიციების დათმობა დროის მიხედვით წინ უსწრებს 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო რუსეთი ობიექტურად იყო დაინტერესებული დასავლეთთან თანამშრომლობაზე. ნიუ-იორკში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას სწრაფად მოჰყვა რუსულ-ამერიკული შეთანხმება ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედების დაწყების შესახებ. ამ ფაქტმა გამოავლინა რუსული სტრატეგიული კალკულაციის მიზანი, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისკენ მომდინარე ისლამურ საფრთხეს (თალიბანი და ალყაიდა) დასავლეთის ხელით განეიტრალებას ითვალისწინებდა, და რაც დღემდე მიმდინარეობს.
• გაფართოვების ეკონომიკური კომპონენტი
როგორც უკვე დასაწყისში აღინიშნა, ნატო-ში გაწევრიანება ბალტიის ქვეყნებში დიდწილად ასევე ასოცირდებოდა სამომავლო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. უაფრთხოების ქოლგა პირდაპირი გაგებით აღებდა კარებს ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
განსაკუთრებით 1999 წელს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP)-ის შემოღების შემდეგ ნატო-სთან გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობების დადებითი ეკონომიკური ეფექტი თვალსაჩინო გახდა. მიუხედავად კერძო სექტორის ფართო დერეგულაციის ნეგატიური და შოკური ეფექტისა ჩატარებული კვლევის მიხედვით (ბაკერ 2002) საკუთრივ ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა უკვე დადებითად აისახებოდა ინფლაციის მინმალურ დონის შენარჩუნებაზე და უცხოური ინვესტიციებისა თუ ზოგადად ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე.
ნატო-ს მხრიდან ბალტიის ქვეყნების თავდაცვის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო ასობით მილიონი დოლარი, რაც რამდენჯერმე აღემატება ამ ქვეყნების მიერ ალიანსის სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხებს (ბაკერ 2002, ლოურენს 2013). მშპ-ს სტაბილური ზრდა შენარჩუნდა გაწევრიანების შემდეგაც, ხოლო 2004 წელს გაკეთებული პროგნოზი საშუალო ევროპული დონის მიღწევისთვის საჭირო პერიოდის შესახებ (ესტონეთი-31წელი, ლატვია-58წელი, ლიტვა-53წელი) მოსალოდნელზე გაცილებით მოკლევადიანი აღმოჩნდა (Economist Intelligence Unit 2003). ალიანსში გაწევრიანების შემდეგ მხოლოდ 2004-2006 წლების პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის ბალტიის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხების მოცულობა 41 მილიარდ ევროს აღწევდა, რაც როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბირთვული უსაფრთხოების, რეგიონალური განვითარების, სოფლის მეურნეობის და საზღვრების კონტროლის გაუმჯობესების მიზნებს მოხმარდა. ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით ბალტიის ქვეყნებმა გაუსწრეს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს (საბერძნეთი, პორტუგალია), ხოლო უმუშევრობის დონის მიხედვით ისინი ევროკავშირის წამყვანი ჯგუფის რიგებში აღმოჩნდნენ, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %-ს არ აღემატება.
ამავე უდროს, უნდა აღინიშნოს რომ ნატო-სთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებამ ფინანსური რესურსების სერიოზული ოდენობის მობილიზება გამოიწვია ევროკავშირისთის საერთო საკანონმდებლო ბაზის (80.000მდე გვერდი) ცხოვრებაში გატარების მხრივ და მხოლოდ გარემოს დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით წლიურად მშპ-ს 2%-ის გამოყოფა გამმოიწვია (Cooley-Nations in Transit; 2003, IMF-2002). გარდა ამისა, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, ბალტიის ქვეყნებს ისევ მოუწიათ რუსულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ჭიდილი, რომელსაც როგორც წესი საფუძვლად ისევ სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესები ედო. 2006 წელს ლიტვის ხელისუფლებამ უარი უთხრა რუსეთს რეგიონში უმსხვილესი მაჟეკიაის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიყიდვაზე და ის პოლონურ კომპანია PKN-Orlen-ს გადასცა. მალევე მოხდა ნავთობსადენ "დრუჟბა"-ს გაჩერება "გამოუსწორებელი" ტექნკური დაზიანების გამო, რის შედეგაც ქარხანას დიდი ხნით შეუწყდა ნავთობის მიწოდება. 2010 წელს გაზპრომმა 15%-თ გაუზარდა ლიტვას გაზის საფასური და ევროპაში ყველაზე მაღალ ფასი 460-490 დოლარი კუბურ მეტრზე დაუწესა (Russian Analytical Dygest N176, 2015). მსგავსი ბედი გაიზიარა ლატვიამაც, რომლის პორტის-ვენტსპილსის მეშვეობით რუსეთი საკუთარი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და ამით პორტს ლატვიის მშპ-ს სტრუქტურაში დომინანტ ადგილს ანიჭებდა. 2003 წელს რუსეთმა შეწყვიტა ნავთობის მიწოდება და მოითხოვა პორტის წილის დარჩენილი 39%-ის გადაცემა როსნეფტისთვის (ტრომერ, SIPRI 2005). ამ ფაქტებს თუ დავუმატებთ იმ გარემოებას რომ 2013 წლიდან (უკრაინის კონფლიქტამდე) ბალტიის ქვეყნები რუსეთის მიერ დაწესებული პერმანენტული და სექტორალური ემბარგოს ქვეშ იმყოფებიან, გასაგები ხდება, რომ მათი ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი რეცეპტი ისევ და ისევ ევროკავშირთან თანამშრომლობის მჭიდრო მექანიზმების არსებობა წარმოადგენს.
• გაკვეთილები საქართველოსთვის
რა დასკვნების გაკეთება შეიძლება საქართველოსთის განხილული მაგალითის საფუძველზე? სანამ დასკვების ფორმულირებაზე გადავიდოდეთ უპრიანი იქნებდა ლატვიის მაგალითზე გაგვეკეთებინა ისევ საზოგადოებრივი განწყობის მოკლე შეფასება ნატო-ში გაწევრიანების ნაბიჯის გამართლების მხრივ. 2002 წელთან შედარებით ალიანსის წევრობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა, როგორც საკუთრივ ლატვიელთა შორის (73%) ასევე რუსულენოვანთა კატეგორიაში (38%) (LDA-2016). მსგავსი ტენდენცია ასევე დამახასიათებელია ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგები პირდაპირი მაჩვენებელია იმ მდგრადი პოზიტიური ეფექტისა, რაც მოყვა ნატოში გაწევრიაებას როგორც პლიტიკური სტაბილურობის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
ამასთან ერთად, საქართველოსთის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება. ბალტიის ქვეყების მაგალითი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხი გადაწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იარსებებს ერთიანი და ძლიერი კონსენსუსი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის, ხოლო რუსეთის სტრატეგიულ გათვლებში წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი თუ რუსეთი გარკვეულ სფეროში ან სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.
ბალტიის ქვეყნები ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ "ახალი" და "ძველი ევროპის" ბანაკების ჩამოყალიბების პროცესის უშუალო მონაწილენი აღმოჩნდნენ, რამაც მწვავე კრიზისი და დაპირისპირება გამოიწვია 2003 წელს მოკავშირეებს შორის ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის საკითხის გარშემო. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ მაქსიმალურად უნდა გააქარწყლოს ევროპელების ეჭვი, რომელიც საქარველოს ნატო-ში როგორც კიდევ ერთ ამერიკულ სატელიტად განიხილავს. ამ მხრივ პოლიტიკური და სამხედრო ბალანსის დაცვა სტრატეგიულ იმპერატივს წარმოადგენს.
მსგავსად ბალტიის ქვეყნებისა საქართველოს შემთხვევაშიც მასიურად ხდება იდენტური არგუმენტების გამოყენება ქვეყნის თავდაცვისუუნარობისა და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ალიანსის მხრიდან კოლეტიური თავდაცვის პრინციპის გარანტიის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ. მიუხედავად ნატო-ს ქვედანაყოფებთან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილებისა, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მართლაც ნაკლები შანსი გააჩნიათ ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის. თუმცა, სწორედ ამ საკითხში საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ბალტიის ქვეყნებს და სხვა გამოსავლის არარსებობის გამო, ის ვალდებულია გაცილებით მეტი გააკეთოს საკუთარი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი-საბრძოლო შესაძლებლობის თვალსაზრისით. გაზრდილი პოტენციალის და ისედაც არსებული მაღალი თავსებადობის ფონზე ალიანსის ქვედანაყოფებთან, ნატო ერთის მხრივ მიიღებს გაცილებით მეტ დროს რეაგირებისთვის (შესაძლებლობის ფანჯარა) და საქართველოსთვის დახმარების აღმოსაჩენად რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. მოერეს მხრივ, გაზრდილი საბრძოლო შესაძლებლობებით საქართველო ღირებულ შენაძენად ჩაითლება ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდის კუთხით და ავტომატურად მოხსნის დღის წესრიგიდან ტრივიალურ ეჭვებს ახალი წევრის დაბალი სამხედრო ღირებულების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ გაზრდილ საბრძოლო შესაძლებლობებზე გაამახვილა ალიანსმა ყურადღება მდგრადობის პრინციპის სახით (მუხლი 3) უელსის და ვარშავის სამიტებზე, რაც დამატებით ადასტურებს ამ ფაქტორის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ესტონეთში 2007 წელს განვითარებული მოვლენები, რომლის კულმინაციაც რუსეთის მხრიდან მასობრივი არეულობის მცდელობა და კიბერ შეტევები გახდა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგაც რუსეთი აქტიურად ახორციელებს ესტონეთში და ზოგადად რეგიონის მასშტაბით პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული გავლენის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მოვლენა გაცილებით ადრე მოხდა ვიდრე კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს. შესაბამისად ნებსმიერი არგუმენტი ან წინადადება, საქართველოსთვის ალტერნატიული (ნეიტრალური) სტატუსის მინიჭების შესახებ საფუძველმოკლებულია და ვერ უძლებს კრიტიკას ისტორიული გმოცდილების თვალსაზრისით (ჰანლონ-WSJ, February 2017). მაიკლ ჰანლონის მიერ შემოთავაზებული იდეა საქართველოსთვის ნეტრალიტეტის მინიჭებისა და ნეიტრალური სტატუსის ორმხრივი უზრუნველყოფის შესახებ ნატო-სა და რუსეთის მიერ არ არის ახალი, თუმცა ამავე დროს განწირულია წარუმატებლობისთვის. 1994 წელს უკრაინამ ზუსტად ასეთი ტიპის მრავალმხრივად გარანტირებული სტატუსისთვის თქვა უარი ბირთვულ იარაღზე, და შედეგად უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტორის მხრიდან (რუსეთი) შეიარაღებული აგრესია და ტერიტორიის ანექსია მიიღო, ხოლო სხვა გარანტორმა ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი) ვერ ან არ შეასრულეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება. 1997 წელს ბორის ელცინი ასევე სთავაზობდა ბალტიის ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ადვილი წარმოსადგენია რა ბედი ეწეოდათ ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას დღეს, რომ არა ალიანსის დამცველი "ქოლგა". დიდი ალბათობით უკრაინამდე დიდი ხნით ადრე მათი "სტატუსი" რუსეთის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
ბალტიის ქვეყნების მაგალითი ასევე მიგვითითებს საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან ინტენსიური მუშაობის აუცილებლობაზე, რომლებიც ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვა მიზეზების გამო ნეგატიურად არიან განწყობილი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ამ კონტექსტში და ზოგადად ღირებულებების გაზიარების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ნატო-ელი პარტნიორების აღქმაში საქართველოს არა მხოლოდ დადებითი არამედ ევროპული იმიჯის დამკვიდრება თამაშობს: არა როგორც "ველური პოსტ-საბჭოთა" ქვეყანა არამედ ფუნქციონირებადი თანამედროვე ევროპული დემოკრატია დინამიური საზოგადოებით და ეფექტური საბაზრო ეკონომიკით. ამ და სხვა მიზნების მიღწევაში ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, ისევე როგორც მეგობრული დახმარება იყო და ისევ ფასდაუდებელი იქნება.
ბალტიის ქვეყნების ნატო-ს გზის გაკვეთილები
რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ინსტრუმენტების პალიტრა მრავალფეროვანია და საკმაოდ ეფექტური. ერთობლიობაში ისინი ემსახურება ერთ მკაფიო მიზანს - არ დაუშვას საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამ კუთხით საინტერესოა რომ მსგავსი ამოცანა რუსულ პოლიტიკას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბალტიის ქვეყნების მიმართაც გააჩნდა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საინტერესო იქნებოდა კიდევ ერთხელ ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის გამოცდილების მიმოხილვა და იმ კონკრეტული გარემოებებისა თუ ფაქტორების მკაფიო დადგენა, რომლებმაც როგორც ნეგატიური ასევე დადებითი როლი შეასრულა ბალტიის ქვეყნების ინტეგრაციაში განსაკუთრებით ნატო-ში, და მათ შორის ევროკავშირშიც. აქვე აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც დღეს საქართველოს, ლიტვა, ლატვია და ესტონეთსაც მოუწიათ რუსულ ფაქტორთან ინტენსიური დაპირისიპირება და არც თუ იშვიათად დასავლური მედიისა და პოლიტიკური ლიდერების პოზიცია მათი მხარდამჭერით სულაც არ ხასიათდებოდა. სწორედ ამიტომ ღირს კიდევ ერთხელ რეგიონის გამოცდილებისთვის თვალის გადავლება, რომლის საფუძველზე შესაძლებლელი გახდებოდა საქართველოსთვის სასარგებლო დასკვნების გაკეთება და ერთგვარი playbook-ის მოხაზვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
-
საზოგადოებრივი განწყობა ნატო-ში გაწევრიანებამდე
უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ წარმოადგენდა ბალტიის ქვეყნების ფართოდ აღიარებულ კონსენსუსს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე. გასათალისწინებელია, რომ როგორც ლატვიის, ასევე ესტონეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი (40%მდე) საკუთარ თავს რუსულენოვან კატეგორიას მიაკუთვნებდა და შესაბამისად უმრავლესობის პოლიტიკურ არჩევანს ყოველთვის ეჭვის და უნდობლობის თვალით უყურებდა. 1997 წლის კვლევის შედეგად მოსახლეობის დაახლოვებით 30% მომხრე იყო ნატოში გაწევრიანების ხოლო 30%-ს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და 14% საერთოდ წინააღმდეგი იყო. რასაკვირველია, ეთნიკურ ლიტველებს, ლატვილიებს და ესტონელებს შორის მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალი იყო (55%-47%-54%) თუმცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც შთამბეჭდავი იყო (26% -32%-31%). განწყობები რადიკალურად არ შეცვლილა არც 1999 წელს, როცა ნატო-მ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მექანიზმი შემოიღო (ლიტვა-36%, ესტონეთი-45%), ხოლო მომხრეთა რაოდენობამ საგრძნობი მატება 2002 წელს განიცადა (68%-57%), როცა ბალტიის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი პრაღის სამმიტზე ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა. მსგავსი ტენდენცია აღინიშნებოდა ლატვიაშიც, სადაც საკუთრივ 2001 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგად ლატვიელთა თითქმის 60%-მა (ეთნიკურ ლატვიელთა შორის 67%-მა) დაუჭირა მხარი გაწევრიანებას, ხოლო რუსულენოვან არამოქალაქეთა შორის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა იკლო 29%-დან 26%მდე და მომხრეთა რაოდენობამ 30%-ს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანების და ხალხის მხარდაჭერის მობილიზების გამოცდილება გამოყენებული იქნა ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის ჩატარების წინა პერიოდშიც. 2003 წლის მაისში, სექტემბერში და ოქტომბერში ჩატარებულმა რეფერენდუმებმა მიუხედავად რუსეთის აქტიური პროპაგანდისტული ძალისხმევისა წარმატებით ჩაიარა და ხმების საგრძნობი უმრავლესობით (ლიტვა-91%, ლატვია-67.3%, ესტონეთი-66.9%) ბალტიის ქვეყნები შეუერთდნენ ევროკავშირს. ამასთან საზოგადოებრივი განხილვის ცენტრში ასევე აღმოჩნდა გაწევრიანების ეკონომიკური (ხარჯვითი ეფექტი) ასპექტი და სამივე ქვეყნის მოსახლეობის 42-44% მიიჩნევდა, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, ამასთან ერთად სამივე ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი (ნახევარზე მეტი) მიიჩნევდა რომ გაზრდილი უსაფრთხოება დადებითად იმოქმედებდა ქვეყნების ეკონომიკაზე და როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ფინანსური დახმარების გაზრდაზე დადებითად აისახებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება 13 წლის წინ მოხდა, საქართველოში საზოგადოებრივ განწყობას გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი მსგავსება ახასიათებს ბალტიურ გამოცდილებასთან. მიუხედავად ისტორიული პიკისა 2008 წელს, როცა საზოგადოებრივი მხარდაჭერა IRI-ს კვლევის მიხედვით 86%-ს (69% სრულიად მომხრე, 17% ნაწილობრივ) აღწევდა, სადღეისოთ დინამიკა საკმაოდ დაცემულია და მომხრეთა რაოდებობა 2016 წლის NDI-ს გამოკითხვით 61% აღწევს (2015 წელს - 65%). ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მსგავსად ბალტიის ქვეყნების გამოცდილებისა საქართველოშიც არ არსებობს გარანტირებული უმრავლესობა გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და დროის გარკვეულ პერიოდში მომხრეთა რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს. რასაკვირველია კლების დინამიკა ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუმცა უდავოა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გაძლიერებულმა რუსულმა ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა და პოზიტიური განწყობების კლება გამოიწვია. რუსული ფაქტორი ერთგვარი განზოგადოებული ცნებაა და უფრო კონკრეტულად თანამედროვე ტერმინოლოგიით მას რუსული ჰიბრიდული შეტევა ჰქვია. ეს მოვლენა ამავე დროს არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სიახლედ. ის წარმოადგენს ძველი და ნაცადი მეთოდების ერთობლიობას, რომლის წინააღმდეგ ისევ და ისევ ბალტიის ქვეყნებს მოუწიათ პირველ რიგში ბრძოლა ნატოში გაწევრიანებამდეც და მის შემდეგაც დღეის ჩათვლით.
-
ბრძოლა გაწევრიანებისთვის რუსული და დასავლური არგუმენტების წინააღმდეგ
უდა ითქვას, რომ ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა საერთო კონსენსუსს, არამედ პირიქით. ხშირად სწორედ რომ დასავლეთის პოლიტიკური თუ აკადემიური წრეებიდან გაისმოდა აქტიური მოწოდებები ნატოს შემდგომი გაფართოვების დაუშვებლობის შესახებ. მადრიდის 1997 წლის სამიტიდან მოყოლებული მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ძირითად ორ კატეგო