სავაჭრო ქსელში "ბიუ ბიუს" ქათმის სოსისები გამოჩნდება
კომპანია „ჩირინა“ ქათმის სოსისების წარმოებას იწყებს.
როგორც კომპანიაში eugeorgia.info-ს განუცხადეს, საცდელრეჟიმში, დღეში 1 ტონა პროდუქციას გამოუშვებენ, რომელიც „ბიუ ბიუს“ სავაჭრო ქსელში გაიყიდება. პირველი ქართული ქათმის სოსისი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და 1 კგ-ის ფასი, დაახლოებით, 8 ლარი იქნება.
„ჩირინას“ მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ “ბიუ ბიუს“ სოსისს იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია არ გაუჭირდება, რადგან მისი უპირატესობაა, რომ ადგილობრივი ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადდება.
კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას არ ასახელებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ თუ ახალ პროდუქციას მომხმარებელი მიიღებს, საწარმოო ხაზს გააფართოებენ და მეტ რესურსს ჩადებენ.