სავაჭრო ქსელში "ბიუ ბიუს" ქათმის სოსისები გამოჩნდება
კომპანია „ჩირინა“ ქათმის სოსისების წარმოებას იწყებს.
როგორც კომპანიაში eugeorgia.info-ს განუცხადეს, საცდელ რეჟიმში, დღეში 1 ტონა პროდუქციას გამოუშვებენ, რომელიც „ბიუ ბიუს“ სავაჭრო ქსელში გაიყიდება. პირველი ქართული ქათმის სოსისი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და 1 კგ-ის ფასი, დაახლოებით, 8 ლარი იქნება.
„ჩირინას“ მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ “ბიუ ბიუს“ სოსისს იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია არ გაუჭირდება- მისი უპირატესობაა, რომ ადგილობრივი ნედლი ქათმის ხორცისგან მზადდება.