banner
30 მაისი 2014 | 13:56 სოფლის მეურნეობა

ქართული ქვევრის ღვინო ევროპაში წარმატებით იყიდება

ქართული ქვევრის ღვინო ევროპაში წარმატებით იყიდება

„ევროკავშირის ბაზარს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ეს არის სტაბილურობა. ევროპის ბაზარი ჩამოყალიბებული ბაზარია, დახვეწილი და დადგენილი თამაშის წესებით. ასეთი დადგენილი წესები რუსეთში არ არსებობს და რაც არსებობს, ისიც ძალიან ხშირად იცვლება და რაც მთავარია, იცვლება მიმწოდებლის საზიანოდ“. 
 
„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა. „იაგოს ღვინო“ ევროპის გარდა აშშ–სა და იაპონიაშიც იყიდება. 1 ბოთლი ღვინო ჩემს მარანში 8–10 დოლარი ღირს, ევროპისა და ამერიკის მაღაზიებში კი გაცილებით მეტი.  „იაგოს ღვინო“ არ იყიდება დიდ სუპერმარკეტებში, იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში და ნატურალური ღვინის ბარებში. საფრანგეთის და იტალიის სპეციალიზებულ მაღაზიებში ის 21–22 ევრო ღირს, რესტორნებსა და ბარებში კი 2–ჯერ მეტიც,“  – ამბობს იაგო ბიტარიშვილი. მას მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში 2 ჰა–ზე გაშენებული ვენახი აქვს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში, ჭაჭაზე აყენებს. იაგოს ღვინის 2014 წლის მოსავალი პრაქტიკულად, უკვე გაყიდულია. 
 
–1 ჰა ვენახი ჩემი წინაპრების გაშენებულია, 1 ჰა კიდევ არენდით მაქვს აღებული.  ყურძენს არ ვყიდულობ, მხოლოდ საკუთარს ვიყენებ. არ მაქვს გარანტია, რომ ის ისეთივე ხარისხის იქნება, როგორიც ჩემს ვენახში მოკრეფილი ყურძენია. ვენახში ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ ვიყენებ. ეს ბიომეურნეობაა. მოსავალი ცოტაა, მაგრამ ხარისხიანი. 1 ჰა ვენახში ჩემთან მაქსიმუმ 5 ტონა ყურძენი  იკრიფება. წელიწადში 3000 ბოთლ ღვინოს ვასხავ. ვისაც ბიომეურნეობა არ აქვს, ის 1 ჰა–ზე 10–15 ტონა მოსავალს იღებს და ღვინოც მეტი აქვს.  
 
 
 
 
– რატომ აირჩიეთ ქვევრის ღვინოს წარმოება? გქონდათ რაიმე კვლევა, რომ ამ სახის ღვინოზე მოთხოვნა იყო, თუ ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა?
 
– ვერ ვიტყვი, რომ მე რაღაც ახალი გავაკეთე. ღვინოს ყველა ქართულ ოჯახში აყენებენ. ბიოღვინის დაყენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიფიქრე, ეს ჩვენი ბაზრისთვის სიახლე იქნებოდა. თავიდან არც მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ღვინო საფრანგეთსა და იტალიაში გაიყიდებოდა. მერე გაირკვა, რომ თურმე ქართულ ღვინოს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმომედგინა. ქვევრის ტექნოლოგიამ და ბიოღვინოს მიმართულებამ თავისი საქმე გააკეთა. ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატება თავისით მოვიდა. ყველაფერი შრომის შედეგია. ბიოღვინოზე დიდი მოთხოვნა იყო. მყიდველი არ მიძებნია. არ მქონდა იმის საშუალება, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მევლო და მყიდველი მეძებნა. 2006 წელს საქართველოში იტალიური კომპანია „ველიერის“ ხელმძღვანელი, ლუკა გარგანო ჩამოვიდა, რომელმაც თან ცნობილი სომელიე ჩამოიყვანა. ისინი ნატურალურ ღვინოს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ. იტალიაში წასაღებად სულ სამი ღვინო შეარჩიეს. აქედან ერთი ჩემი იყო. ნატურალური ღვინის ბაზარი დიდი არ არის. ამ ბაზარზე ყველა ყველას იცნობს. გარგანოს შემდეგ ჩვენი ქვევრის ღვინით ინგლისელი და ფრანგი მყიდველები დაინტერესდნენ. 
 
– ევროკავშირის ბაზარზე რომ პროდუქცია გავიდეს, ამისთვის მან ძალიან მკაცრი პირობები უნდა დააკმაყოფილოს. გარდა იმისა, რომ ღვინოს აყენებთ, ღვინოსაც თქვენ ასხამთ? როგორ დააკმაყოფილეთ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები?
 
– ღვინო და მითუმეტეს, ბიოღვინო ევროკავშირის ბაზარზე რომ გავიდეს, ძალიან ბევრი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო. ამერიკასაც მკაცრი სტანდარტები აქვს და იაპონიასაც. არცერთი ქვეყნის ბაზარზე შესვლა არ არის იოლი. როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ და არა მარტო იმიტომ, რომ იქედან შემოსავალი მიიღო, ყველაფერს მაღალი სტანდარტით აკეთებ. 
 
ყველა, ვინც ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესდა, აქ ჩამოვიდა, ადგილზე ნახა ჩემი ვენახი, მარანი და ასე დავიწყეთ ურთიერთობა. ბიოღვინოს მარტო ღვინის გასინჯვით კლიენტი არ ყიდულობს. მას აინტერესებს როგორ უვლის მეღვინე ვენახს, როგორ აყენებს ღვინოს, ყველა დეტალი და ნიუანსი აინტერესებს. ეს არ არის დიდი საწარმოს ღვინო, რომ მისი ყიდვა მხოლოდ გასინჯვით  გადაწყვიტო. 
 
– ბიოღვინის სეგმენტზე  შესვლის რა პოტენციალი აქვთ ქართველ მეღვინეებს? განსხვავებული რა უნდა შესთავაზონ მათ ღვინის ბაზარს და ღვინის გურმანებს?
 
– ღვინის მსოფლიო ბაზარზე შესვლა ძალიან რთულია. ამ ბაზარზე შესვლა დიდ საწამოებსაც კი უჭირთ. ძალიან დიდი კონკურენციაა. ფაქტობრივად, ღვინის ჭარბწარმოებაა. მიუხედავად ამისა, ეს ბაზარი ძალიან ერთგვაროვანია. მეღვინეები ძირითადად ერთსა და იმავე ტექნოლოგიას იყენებენ და არც ღვინის წარმოებაში გამოყენებული ჯიშებია მრავალფეროვანი. იმისთვის, რომ ღვინო გაყიდო, არ არის საკმარისი, რომ მარტო კარგი ღვინო გქონდეს. ღვინოს მარტო ღვინო კი არა, მისი ისტორიაც ჰყიდის. კარგ ღვინოს უნდა დავურთოთ ისტორია. მყიდველს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ღვინის წარმოების 8000–წლოვანი უწყვეტი ისტორია გვაქვს და არაერთი სირთულის მიუხედავად ქართველ კაცს არასოდეს შეუწყვეტია ღვინის წარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 
 
ქვევრის ღვინო პოპულარული გახდა საქართველოში და სულ უფრო მეტი ადამიანი აყენებს ღვინოს ამ მეთოდით კახეთშიც, ქართლშიც და საქართველოს სხვა კუთხეებშიც. მე როცა ღვინის წარმოება დავიწყე, მექვევრეებმა არ იცოდნენ ქვევრი სად წაეღოთ – მყიდველი არ იყო. ახლა ქვევრის შოვნა რთულია და თუ იშოვით, მასში ასტრონომიული თანხა უნდა გადაიხადოთ. ქვევრში ღვინის დაყენება პოპულარული გახდა  არა მარტო საქართველოში –  ჩემმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც ძალიან ცნობილი მეღვინეა, 2 ქვევრი წაიღო აქედან და ახლა ღვინოს ქართული წესით აყენებს. არაჩვეულებრივი ღვინო აქვს. 
 
ჩვენ გვაქვს აბორიგენული ქართული ჯიშები, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებული ჯიშებისგან ძალიან განსხვავებულია. არ ვამბობ, რომ ყველაზე კარგია. არა, სხვა ჯიშებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვაზის ჩვენი ჯიშები სხვა ქვეყნის ჯიშებისგან ძალიან განსხვავდება. სწორედ ეს განსხვავებულობა არის ის, რაც ამ ვაზის ყურძნისგან დაყენებული ღვინის გასინჯვის ინტერესს იწვევს. ბოლო დროს მცირე მარნებმა ამ ჯიშების გამოყენება დაიწყეს და სწორედ ეს არის ჩვენი პოტენციალი. აბორიგენული ქართული ჯიში და ღვინის ქვევრში დაყენება – ეს  ერთობლიობა კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ბიოღვინოს ბაზარზე ფეხი კარგად მოვიკიდოთ. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა და არ უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ იაფი და ბევრი ღვინის წარმოებაში ავსტრალიას, ან ჩილეს გავუწევთ კონკურენციას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და გადავწყვიტოთ, რა გვინდა: შევიდეთ მსოფლიო ბაზარზე და იაფფასიანი ღვინის წარმოების სეგმენტში მოვიკიდოთ ფეხი, თუ უფრო ცოტა, მაგრამ ხარისხიანი და ძვირადღირებული ღვინის წარმოება დავიწყოთ.  
 
განვითარებულ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება ნატურალური პროდუქტი. ძალიან ბევრი მომხმარებელი თვლის, რომ ყველაფერი ბუნებრივი ჯობია. ასეთი ღვინო იყიდება ნატურალური ღვინის ბარებში. პარიზში ძალიან ცნობილი ღვინის რესტორანია. ამ რესტორანში შესასვლელად ხალხი საღამოობით რიგში დგას. ბიოღვინოზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და არც ფასს კარგავს. აშშ–ში 1 ბოთლი ქარხნული ღვინო მაღაზიის თაროზე 2–3 ევრო ღირს. ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი კი 10 დოლარია. 
 
 
 
– მართალია, რომ წლევანდელი მოსავალი უკვე გაყიდეთ?
 
– საერთოდ, ცოტა ღვინო მაქვს. როცა საქეიფოდ მივდივართ ხოლმე, ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ამას ღვინოზე არაფერი ჰკითხოთ, მაინც იტყვის ღვინო სადა მაქვს–ო. წლევანდელი მოსავალი ფაქტობრივად, გაყიდულია. უკვე მივიღე ტრადიციული პარტნიორებისგან  შეკვეთები. ძალიან ცოტა ღვინო-ღა მრჩება. მინდა, რომ ჩემი ღვინო საქართველოს ბაზარზეც იყიდებოდეს და ცოტას ქართული მაღაზიებისთვისაც დავიტოვებ. 
 
– „იაგოს ღვინო“ რუსეთში გადის? 
 
– არა, როცა ჩვენ ღვინის წარმოება დავიწყეთ, ეს ბაზარი უკვე დაკეტილი იყო. ახლა რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა ჩემი ღვინის შეძენის ინტერესი, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ბაზარი ძალიან რთულია, რუსეთში შესვლას ჯერჯერობით, არ ვაპირებ. 
 
– რატომ ირჩევთ ევროპას?
 
ევროკავშირის ბაზარს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ეს არის სტაბილურობა. ევროპის ბაზარი ჩამოყალიბებული ბაზარია, დახვეწილი და დადგენილი თამაშის წესებით. ასეთი დადგენილი წესები რუსეთში არ არსებობს და რაც არსებობს, ისიც ძალიან ხშირად იცვლება. რაც მთავარია, იცვლება მიმწოდებლის საზიანოდ. მე 8 წელია ევროპულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ და ეს ურთიერთობა უკვე ისეა აწყობილი, რომ დამატებითი პირობა, ან ხელახალი გადამოწმება არასოდეს მოუთხოვიათ. ვიცი, რა უნდათ და მათაც იციან ჩემი ინტერესი, სტაბილური ურთიერთობა გვაქვს. ბიზნესმენისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
 
 
 
მანანა ვარდიაშვილი

წაკითხულია
13386
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner