banner
29 სექტემბერი 2017 | 12:02 ლიკა ბასილაია-შავგულიძე

მათთვის, ვინც უყურებს “სამეფო კარის თამაშებს” და ვინც არ უყურებს, მათთვისაც

https://eugeorgia.info/uploads/blog/მათთვის, ვინც უყურებს “სამეფო კარის თამაშებს” და ვინც არ უყურებს, მათთვისაც

რაც უფრო ზემოთ მივყვებოდით სერპანტინს, მით უფრო პატარავდებოდა ჩვენს თვალწინ ვარძია, მით უფრო მეტი სივრცე და მთები მოჩანდა ვარძიის მიღმა. არადა, როდესაც გამოქვაბულებში დავდიოდით, ვფიქრობდი, ნეტავ დამანახა, ამ კლდის მიღმა რა ხდება-თქო.. რაც უფრო დიდი ხდებოდა მასშტაბი, მით უფრო მეტად წააგავდა ფუთკრის სკას ვარძია, პატარა გველს ემსგავსებოდა ქვემოთ მტკვარი, ცა იყო სავსე უცნაური მოლურჯო-მოშავო ლაბირინთებით… ბოლოს,  40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ.

სოფელი გოგაშენი

ძირითადად, აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ჯერ სახლი-მოჩვენებები შემოგვეფეთა - ბევრი მიტოვებული, ზოგიც დაუმთავრებელი სახლი თუ ნასახლარი გაშლილ ოქროსფერ მინდორში - უცნაური კონსტრუქციის საბჭოთა დროინდელი რკინის შავი  მაღალი კოშკი - ალბათ ძველი საქვაბე. ხრამთან, საიდანაც ჩვენი სასტუმრო წერტილივით ძლივს მოჩანდა, ზუოდა ქარი - ველოდებოდით “სტალკერს”….

ჰაერი იყო სულ სხვა, რასაკვირველია, 2000 მეტრზე ზემოთ ვიყავით დიდი ხანია, ქარი იყო მშრალი და მოჰქონდა ბალახის სურნელი. სკოლის ეზოსკენ გავემართეთ, იქ უნდა გვქონოდა შეხვედრა ადგილობრივებთან. სკოლის ეზოში “დავბანაკდით”, გავშალეთ ჩვენი საინფორმაციო ბანერები და პლაკატები…  უნდა მომეყოლა, ევროკავშირთან ვაჭრობის წარმატების მაგალითებზე. მომეჩვენა, რომ ამოცანა აქ გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე  ბარში, სხვა სოფლებში. ვხვდებოდი, სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მოუნდებოდა აქ ხალხს საუბარი… 

მზე იყო და ცხელოდა, ნერვიულობისგან, არა, სიცხისგან უცებ პირი გამიშრა, ჩემი პრეზენტაციის დრო მოვიდა… რა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, რომელსაც არ ჰქონდა სოფელში გაზი, სარწყავი წყალი, რომელიც უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, სადაც მოჰყავთ ძირითადად კარტოფილი და ვაჭრებს ადგილზე აბარებენ, რომლებიც ახალქალაქის მიმდებარე სოფლებიდან ამოდიან და, “კაპიკებში” იბარებენ მათგან ტომრებს, რომელიც შემდეგ დიდ ქალაქებში მიაქვთ . “ჩვენ რომ გზა გვქონდეს, უფრო გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მეტი მიმოსვლა გვექნებოდა, ჩვენც უფრო ადვილად წავიღებდით ჩვენს კარტოფილს, ჩავიტანდით ყველს, კარაქს, ერბოს…  ამ ფონზე მოდი და ევროკავშირის სიკეთეებზე ელაპარაკე ამ  მიტოვებულ ადამიანებს..

ერთი სიტყვით, ღმერთს შეწევნა ვთხოვე და უცებ ერთი მაგარი ამბავი გავიხსენე, საუბარიც ამით დავიწყე…

“ხომ ვიცით ყველამ, დღეს სუნელებში ტყვია რომ აღმოაჩინეს? - ვეკითხები. ქალებმა შეწუხებული სახეებით, თავი დამიქნიეს, კი, როგორ არ ვიცითო, -  ერთი მეწარმეა, შიდა ქართლში ცხოვრობს, სულ პატარა ბიჭი იყო, 14 წლის, როდესაც სოფლებიდან კოწახურს აგროვებდა და ბაზარში ყიდდა, - განვაგრძე -  დღეს უკვე საკუთარი შემოსავლიანი საქმე აქვს და იცით როგორ? დაქირავებული ჰყავს ხალხი და შიდა ქართლის სოფლებში, სვანეთში, სხვაგან, სადაც კლდოვანი, მთიანი ადგილებია, აგროვებინებს სხვადასხვა მცენარეებს სუნელებისთვის, ამბობს, რომ ასეთ ადგილებში გამონაბოლქვი არ არის და ამიტომ, მისი სუნელი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელია, მოთხოვნაც დიდია მის პროდუქციაზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც კი შეამოწმა და თქვა, რომ გელას სუნელი სრულიად უვნებელია. - დავინახე ინტერესი ქალების სახეებზე, აუდიტორია ყურადღებით მისმენდა - დღეს უკვე ამ კაცს, გელა ჭყოიძეს, საკუთარი საწარმო აქვს, აფართოებს, ახალ დანადგარებს ყიდულობს, ამბობს, რომ უნდა სუნელები ევროპაშიც გაყიდოს, ესპანეთში და საბერძნეთში ბიზნეს პარტნიორები ჰყავს. თქვენ, ვინც აქ ცხოვრობთ, - ვაგრძელებ,  -  ამ დროს ხალხში დავინახე მამაკაცი, რომელიც იგრძნობოდა, რომ ადგილობრივი თემის ლიდერი იყო, თავს დასტურის ნიშნად მიქნევდა, მივხვდი, რომ კონტაქტი დავამყარე, ინტერესი გამოვიწვიე და მიხაროდა.. თქვენც რომ დაგეწყოთ ასეთი საქმიანობა, აქ ხომ გარშემო სულ მთებია, ამდენი სასარგებლო მცენარეებია, ზოგი სრულიად იშვიათობაა, დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებულიყავით და ეს საქმე წამოგეწყოთ, შედეგს ნამდვილად მიაღწევდით, შემდეგ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აუცილებლად შემოგეშველებოდათ, ამდენი სახელმწიფო პროგრამაა, ჩვენ დაგეხმარებით პროგრამის შერჩევაში, მერე ვინ იცის, იქნებ ევროპაში გატანაზე ფიქრი დაიწყოთ, - ვეუბნები და უკვე დავიწყე ჩვენი წარმატების მაგალითების მოყოლა: როგორ გაიტანა ოთხმა ხულოელმა გლეხმა გერმანიაში 4 ტონა ეკოლოგიურად სუფთა ნიორი, როგორ  ყიდის კომპანია “ჯეო ფლაურსი” მშრალ სამკურნალო მცენარეებს გერმანიაში, როგორ შეუკვეთეს თიანეთში გერმანელებმა ერთ-ერთ კოოპერატივს რამდენიმე ტონა ტყის მაჟალო, როგორ გავიტანეთ კივი, ლურჯი მოცვი, მატყლი, სხვადასხვა მომსახურებები და ასე შემდეგ…. ვყვებოდი, თან ვაჩვენებდი ჩვენს საინფორმაციო საილუსტრაციო მასალებს და მიხაროდა იმიტომ, რომ თვალებში იმედის ნაპერწკლის მაგვარ “შუქებს“ ვხედავდი…

შემოდით ჩვენთან საიტზე, დაათვალიერეთ, დაგვირეკეთ, აი ჩვენი სავიზიტოები, დაგეხმარებით - ვამბობდი - მერე, როდესაც შეხვედრა დამთავრდა ქალები მოვიდნენ, - რა, განა შინდი რომ დავკრიფოთ ან ასკილი გავახმოთ  ვერ ჩავაბარებთ? - რასაკვირველია, ჩააბარებთ, ასეთი კოოპერატივები უკვე არსებობს საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა ENPARD  აფინანსებს და თქვენც თუ დაამატებთ  თქვენს პროდუქციას, საბოლოოდ საქართველოდან რაც მეტი ასკილი გავა, მაგალითად გერმანიაში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა ბიოლოგიურად სუფთა მცენარეებზე, მით უფრო კარგად დაიმკვიდრებს საქართველო ადგილს საექსპორტო ბაზრებზე და მით უფრო მეტი შემოსავალი, თანაც ევროებში და არა წყალწაღებულ რუბლებში გექნებათ თქვენ, მით უფრო უკეთეს განათლებას მისცემთ შვილებს, წინ წახვალთ, წელგამართულები  ივლით, - ვეუბნები.

მაგრამ ზაქარიამ მიწაზე ჩამოგვიყვანა… არ გვაქვს გაზი, არ გვაქვს გზა, - ამბობს.  არ შევეპუე - მოსთხოვეთ ხელისუფლებას გაიყვანონ გაზის მილსადენი, დააგონ მოასფალტებული გზა, როდესაც აქ ამოვდიოდით წეღან, ემოციისგან თავი ვერ შევიკავე, ისეთი სილამაზე იშლებოდა ყოველი ახალი ამოსახვევიდან, რა, განა თქვენ აქ რომ გაზი და გზა გქონდეთ, პატარა სასტუმროებს ვერ ააშენებთ? ზედ თავისი პატარა მეურნეობებით, საქონელი კი გაქვთ და კარტოფილი - აგერ ვხედავ თვალუწვდენელ მინდვრებს, დავიჯერო, ან ფუთკარი არ გყავთ? იცით, რა ღირს ალპური ზონებიდან თაფლი ევროპაში? - და მოვყევი ფასებზე, რატომ სჯობს ჩვენი თაფლი ჩინურს, რას ამბობენ ჩვენს გრძელხორთუმიან  მშრომელ ფუტკარზე, როგორ შეიძლება მისი “დაბრენდვა”, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტთან წვდომა (გაირკვა, რომ მხოლოდ მობილური ინტერნეტი აქვთ ადგილზე), რამდენი შესაძლებლობებია, რომ შენი უნიკალური ადგილი დაიმკვიდრო დღევანდელ სამყაროში, როცა იცი შენი კონკურენტული უპირატესობა,  და ა.შ. და ა.შ. - მოკლედ, ბოლომდე დავიხარჯე, იქ კიდევ დათო ტურაშვილი ჩაერთო, მოყვა იაგო ბიტარიშვილის ისტორია, როგორ დაიწყო ერთი პატარა ვენახით სოფელ ჩარდახიდან და დღეს მთელს მსოფლიოში თავის უნიკალურ ქვევრის ღვინოს რომ ყიდის - შემოვაშველე ჩვენი პლაკატი მომღიმარი იაგოთი მხარზე “ჩინურის” ბოთლით…

შორიდან “ქართული ოცნების” მაისურიანები გვიყურებდნენ ღობიდან, მობრძანდით დავუძახე, გვიღიმოდნენ, არ მოსულან.

მერე, წავედით და ადგილობრივებისგან სამყურას და იონჯას ნარევი თაფლი ვიყიდეთ თეთრი, ლამაზი. მივედით ხრამთან სოფლის პირას, საიდანაც ვარძია და მტკვარი დეკორაციასავით მოჩანდა. თვალუწვდენელი ჯავახეთის სივრცეები, საოცარი მთა, როგორც კედელი, რომელზეც ვიდექით და სამყარო ჩვენს ქვემოთ. ისევ უკან ვეშვებოდით იმავე რთულად სასიარულო სამანქანო გზით და ვფიქრობდი, აქ რომ ინფრასტრუქტურა მოაწყოს სახელმწიფომ, ხომ იქნებოდა ეს საოცარი ადგილი ტურისტებისთვის ზღაპარი? მერე, მე ხომ “სამეფო კარის თამაშების” “ფანი” ვარ, ერთხელ ვნახე ვიდეო, იქ მოთამაშე მსახიობები ყვებიან, სად მოგზაურობენ გადაღებების დროს. ხორვატია, კანადა, ირლანდია, ისლანდია - ეს ის ადგილებია, სადაც GOT გადაღებები მიდის, არადა ეს ჩვენი ჯავახეთის “სამხრეთის კედელი” ისე კარგად შეასრულებდა “ჩრდილოეთის კედლის” “როლს” ამ სერიალში, რომ მოვინდომოთ! რომ მოგვენდომებინა, ამ წლებში ქვეყანა წინ წაგვეწია, ხომ არ ჩამოვვარდებოთ 8 პუნქტით ქვემოთ “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში”, სადაც 137 ქვეყანაა შეფასებული, რატომ გაუარესდა ჩვენი მიმზიდველობა? არც ომი ყოფილა, ღმერთით, არც რაიმე სერიოზული პრობლემა,  რატომ არ არის ჯერაც ქვეყანაში თავდადებული ადამიანების “კრიტიკული მასა” ხელისუფლებაში, ვისთვისაც სულერთი არ არის “ჩამოვვარდებით” თუ “ავფრინდებით” საერთაშორისო რეიტინგებში, შემოვა ჩვენთან მეტი უცხოური ინვესტიცია, თუ არ შემოვა, გაიყვანენ ჯავახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გაზს,  დაუგებენ თუ არა მყარ, უსაფრთხო გზას, გაუყვანენ ინტერნეტს და ამით შეუქმნიან იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობებს, კონკურენტულ უპირატესობას, შანსს გადარჩენაზე ფიქრის გარდა სხვა ფიქრებიც და ოცნებებიც გააჩნდეთ?!  ეეეეეეჰ  

როდესაც დავბრუნდით სასტუმროში, გავიცანი სასტუმროს მეპატრონე, ასმათ დიასამიძე - 1 წელია, რაც ამ საოცარ ადგილას, ვარძიის სამონსტრო კომპლექსის წინ, მტკვარს გადაღმა კომფორტის ოაზისი შექმნა, 9 წელი აშენებდა - ეს სულ სხვა ისტორიაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გაჩერებას არ აპირებს, გაზი არც მას აქვს და სასტუმროს დენზე ამუშავებს, რა ხარჯია წარმოგვიდგენია ყველას….ეგეთი პატრიოტი და თავდადებული ქალები სხვებიც მინახავს და მათი იმედი მაქვს ყოველთვის. საერთოდ, კერძო სექტორში გაცილებით დიდი მუხტია ვიდრე სახელმწიფო სექტორში ამ ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ  ნათელი თავები აქაც არსებობს და შემართებაც არის, მაგრამ ასეთი არასაკმარისი რაოდენობის ადამიანებშია, იმისთვის, რომ სასიკეთო ცვლილებები სწრაფად მოიტანონ.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს სოფლებში მოგზაურობას “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” ე.წ. “ბას ტურების” (bus tours) ფარგლებში, კიდევ ბევრი გვექნება მოსაყოლი…








* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს 

წაკითხულია
17415
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე ავტორის სხვა სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner