ჩვენ შესახებ
ამ საიტზე თქვენ იპოვნით ყველაფერს, რაც გაინტერესებთ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით:
- ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შინაარსსა და დეტალებს - იმას, თუ როგორ აისახება ცვლილებები თქვენს საქმიანობაზე
- ბიზნესმენების, ცალკეული კომპანიების, ფერმერების, კოოპერატივების, თუ სხვა ტიპის გაერთიანებებისა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიციებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს
- მოთხოვნების განმარტებას, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მეწარმეებს ავალდებულებს
- რა საინვესტიციო სარგებელს მიიღებს ქვეყანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში: რამდენად დაინტერესდებიან უცხოური კომპანიები, რომლებიც ისარგებლებენ შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით, საქართველოში საკუთარი წარმოების გადმოტანითა და კაპიტალდაბანდების განხორციელებით.
- რა შესაძლებლობებს სთავაზობს ადგილობრივ მეწარმეებს ევროპული ბაზრების გახსნა და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მომხმარებელი
- ადგილობრივ და ევროპელ ექსპერტთა კვალიფიციურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს
საიტი არის ინტერაქტიული - თქვენ შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო დარგებისა და პრობლემების თაობაზე, რომელთა შესახებ დასაბუთებულ და კვალიფიციურ პასუხებს მიიღებთ. საიტზე აიტვირთება სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, დისკუსიები, ანალიტიკური, ვიდეოები და აუდიო ფორმატში მოწოდებული მასალები, ყველაფერი ის, რაც თქვენ გაფიქრებთ და გაინტერესებთ საქართველოსა და ევროკავშირთან დღეს მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების შესახებ.