banner
24 მარტი 2015 | 18:12 სოფლის მეურნეობა

ევროკავშირში ვაშლზე მეტად მოთხოვნადი ზღმარტლი, ნუში, მსხალი და კაკალია

ევროკავშირში ვაშლზე მეტად მოთხოვნადი ზღმარტლი, ნუში, მსხალი და კაკალია

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად  უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენით" ჩაანაცვლეს. 1 ჰა-ზე სულ მცირე 30-40 ტონა ვაშლს კრეფენ. ყოფილა წლები, როცა 1 ჰა-ზე 80 ტონა მოსავალიც აუღიათ. ბაღს შრომას და ზრუნვას არ აკლებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სტაბილურად მომგებიან ბიზნესად მაინც ვერ იქცა. გასულ წელს მოწეული ვაშლისდიდი ნაწილიფერმერ ძმებს ისევ გასაყიდი აქვთ - შარშანდელი მოსავლის 80% ისევ სამაცივრე მეურნეობაშია შენახული. "პირველი ხარისხის ერთ კგ ვაშლს 50-60 თეთრად ვყიდით, მაგრამ მაინც არ იყიდება. მოსავალს სრულად თითქმის ვერასოდეს ვყიდით. ხშირად იძულებულები ვართ, რომ მაისში, როცა უკვე ახალი ხილი იწყებს შემოსვლას, ვაშლი წვენებში  ჩავაბაროთ, 1 კგ 8-10 თეთრად",  - ამბობს პაატა.


გლეხებისა და ფერმერებისთვის საქართველოში  მოუსავლიანობაც და ჭარბი მოსავალიც ერთნაირი პრობლემაა.„მყიდველი არ არის. ვაშლს ვერც შიდა ბაზარზე ვყიდით და ვერც მეზობელ ქვეყნებში გაგვაქვს. სომხეთს თვითონ გააქვს ხილი ექსპორტზე. აზერბაიჯანის საბაჟო მათ ქვეყანაში შეტანილ ყოველ  1 კგ ვაშლზე დამატებით  50 თეთრის გადახდას გვთხოვს, რაც ძალიან აძვირებს ჩვენს პროდუქციას და მას არაკონკურენტულს ხდის. ქართული ვაშლი აღარც რუსეთის ბაზარზე იყიდება, ევროპულ პროდუქციას კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში პაატა მოგელაშვილი.

საქსტატის ინფორმაციით,  2013 წელს საქართველოში 440 000 ტონაზე მეტი ხილისა და ყურძნის მოსავალი მოვიდა, ამ მოსავლის 97,9% კი წვრილ ოჯახურ მეურნეობებში მოიყვანეს. ყურძნის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით  2013 წელს საქართველოში ციტრუსი (110 000 ტონა), ვაშლი ( 68 000 ტონა), თხილი ( 39000 ტონა) და ატამი ( 23 700)  მოიყვანეს.

ატამი ძირითადად კახეთში, გურჯაანისა და თელავის რაიონებში,  4721.20 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. "ვენახი გვქონდა და ყურძენს ვერ ვყიდიდით. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ჩამოვიდა  და გვითხრა, ვენახი გაკაჭეთ და ატამი ჩაყარეთ, ატამი უფრო შემოსავლიანიაო. მოგვცეს კომპენსაცია. ვენახი ამოვძირკვეთ და ატამი ჩავყარეთ. ვიშრომეთ, მოსავალი მოვიყვანეთ და ახლა მისი გაყიდვა გახდა პრობლემა. 2 წლის წინ მოსავალი ხეებზე გვილპებოდა, რადგან ატმის გასაყიდი ფასი დაკრეფის ხარჯსაც ვერ გვინაზღაურებდა," - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ნათელა ყოჩიაშვილი.

2012-2013 წლებში კახეთში ერთი კილოგრამი ვაშლატამას საბითუმო ფასი  5-10 თეთრამდე, ატმის ფასი კი 40 თეთრამდე  დაეცა. პროდუქციისგაიაფება ჭარბ მოსავალთან ერთად მეზობელ ქვეყნებში მისი ექსპორტის შემცირებამაც გამოიწვია: იმის გამო, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე 1 კგ ატამზე საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა 2012 წელს 80 თეთრით, 2013 წელს კი 1,12 ლარით განსაზღვრა, აზერბაიჯანელი ექსპორტიორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. გლეხებმა და ფერმერებმა გასულ წელს ატამი კარგ ფასში, 1 კგ 1-1,5 ლარად გაყიდეს. მიუხედავად ამისა, წლევანდელი მოსავლის დაბინავების პროცესს მაინც შიშით ელიან: „რუსეთის ბაზარზე ხილს თუ ვერ გავიტანთ, მოსავალი ისევ გასაყიდი დაგვრჩება“,  - აცხადებს ნათელა ყოჩიაშვილი.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც  შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის, 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო, ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები შეიძინა და 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო. საწარმო ხილს  გლეხებისგან იბარებს, დახარისხების შემდეგ კი ის ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში გააქვს. კომპანიას წელიწადში 5 000 ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია. გასულ წელს უკრაინასა და რუსეთში 1200-მდე ტონა ვაშლი, ვაშლატამა, ატამი, ციტრუსი, ხურმა და კარალიოკი გაიტანეს. კომპანია ქართული ხილის ექსპორტს ევროკავშირშიც აპირებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ადგილობრივი პროდუქცია ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გაუტანია: "გასულ წელს უფრო მეტი მოგება ხილის რუსეთსა და უკრაინაში გატანით გვრჩებოდა. წლევანდელ სეზონზე რა იქნება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით.  თუ იქნება იმდენი ხილი, რომ დავაკმაყოფილოთ რუსეთიც, უკრაინაც, მოლდოვაც, ყაზახეთიც და  გარკვეული რაოდენობა ევროკავშირისთვისაც დაგვრჩება, მაშინ ევროპის ქვეყნებშიც გავიტანთ. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს,“- ამბობს „ქართული ხილის კომპანიის“ დამფუძნებელი ლევან ნოზაძე.

რას ითხოვს ევროკავშირი

ევროკავშირი სურსათის, მათ შორის ხილის უვნებლობას მკაცრად აკონტროლებს -მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და ფერმერულ ბაზრობებეზე შეტანილი ხილი პესტიციდების და სასუქების ნარჩენების შემცველობაზე მოწმდება. იმისთვის, რომ ხილი დიდი სუპერმარკეტების  დახლზე მოხვდეს, ის GLOBAL GAP-ის სტანდარტით უნდა იყოს მოყვანილი. GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია და ის აუცილებლად უნდა დაიცვან იმ ფერმერებმა,  რომლებიც ხილს, ბოსტნეულს და აკვაკულტურებს აწარმოებენ. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს -  ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით, დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი.  როგორც www.eugeorgia.info-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციასურსათის უვნებლობის პარამეტრებს შეესაბამება, მათი ევროკავშირის ბაზარზე დაშვება  GLOBAL GAP-ის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ამისთვის ექსპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სურსათში პესტიციდების და სასუქების ნარჩენების რაოდენობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ზღვრულ ოდენობას არ აღემატებოდეს. პესტიციდებზე, სასუქების ნარჩენებსა და მძიმე მეტალებზე  ხილის  შემოწმებას და ლაბორატორიულ დასკვნას  ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ითხოვს, რადგან, ევროკავშირის წესები და რეგულაციები საერთოა ყველასთვის. საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ. საქართველოში პესტიციდების ნარჩენებზე და მძიმე მეტალებზე დასკვნას ლაბორატორია „მულტიტესტი“ გასცემს.

ევროკავშირთან შედარებით რუსეთს ხილის უვნებლობასთან მიმართებაში ბევრად ნაკლები მოთხოვნები აქვს. მაგალითად, რუსეთი არ ითხოვს პესტიციდებისა და სასუქების ნარჩენებზე პროდუქციის შემოწმებას. ამის გამო ექსპორტიორებს ხილის რუსეთში გატანა ურჩევიათ. თუმცა, რუსეთის ბაზარზე, რომელიც ქართული ხილისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დიდი საექსპორტო ქვეყანა იყო,  გასული წლის ბოლოდან ხილი აღარ გადის.

რუსეთის ბაზარზე შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ექსპორტიორი კომპანია "ფრუტილიას" დამფუძნებელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მას რამდენიმე წელია, რაც ქართული ხილი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ციტრუსი და ატამიექსპორტზე დსთს ქვეყნებში -  აზერბაიჯანში, ბელორუსში, უკრაინასა და ყაზახეთში გააქვს. გასულ წელს  ამ ქვეყნების ჩამონათვალს რუსეთიც დაემატა, მაგრამ წლის ბოლოს იძულებული გახდა რუსეთში ექსპორტი  შეეჩერებინაა. "შარშან დაახლოებით 300 ტონა ვაშლი გავიტანეთ საქართველოდან. ექსპორტი დეკემბერში შევაჩერეთ.  აზერბაიჯანში ხილი ამ ქვეყნის დისკრიმინაციული საბაჟო პოლიტიკის გამო ვერ შეგვაქვს. უკრაინასა  და რუსეთში ექსპორტის შეჩერების მიზეზი კი გრივნას და რუბლის გაუფასურებასთან ერთად ჩვენი პროდუქციის მაღალი ფასი და დაბალი ხარისხია. რუსეთის ბაზარზე ვაშლი მოლდოვას და პოლონეთსაც შეაქვს. პოლონეთში დაფასოებული 1 კგ ვაშლი 30 ევროცენტი ღირს, რუსეთში კი მისი გასაყიდი ფასი 1 კგ-ზე 1 აშშ დოლარია. საქართველოში ფერმერები 1 კგ კარგ ვაშლს 1ლარსგვიფასებენ. ამას შეფუთვის, გადასახადებისა  და ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება და საბოლოო ფასი 1 დოლარზე მაღალი გამოდის. ბუნებრივია, ამ პირობებში ქართული ვაშლიკონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ხილი ყაზახეთშიც გაგვაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვაწვდით იმ რაოდენობის და ხარისხის პროდუქციას, რასაც ითხოვენ. კარგად იყიდება ის ხილი, რომელიც ცოტაა, და ბევრ ქვეყანაში არ მოდის, მაგალითად, ვაშლი "სინაფი", მსხალი "პატარძალა" და შვინდი".



როგორც ბეჟიტაშვილი ამბობს, იმისთვის, რომ ქართული ხილი კონკურენტული იყოს, მეწარმეს მისი მოყვანა რაც შეიძლება იაფი უნდა დაუჯდეს: "გამოსავალი ახალი ჯიშების გაშენებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაშია.  პოლონური ვაშლი იმიტომ არის იაფი, რომ იქ 1 ჰა-ზე 70 ტონაზე მეტი ვაშლი მოჰყავთ. სანამ ქართველი ფერმერები დიდ ფართობებზე ხეხილის ახალი, თანამედროვე ჯიშების ბაღებს არ გააშენებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებს არ დანერგავენ და პროდუქციის შენახვის მიზნით სამაცივრე მეურნეობებს არ მოაწყობენ, მანამდე ქართული ხილი არაკონკურენტული იქნება".

ბაზარი და მისი მოთხოვნები

გიორგი მჭედლიძე პროფესით  აგრონომია. რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც სპეციალობითაც იმუშავა და ნერგების დამყნობა და გამოყვანა ისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გორის რაიონის სოფელ ნიქოზში,  საოკუპაციო ხაზთან ახლოს ახალი სანერგე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობაში  კაკლის, ნუშის, მსხლის, ზღმარტლის, შვინდის და ტყემლის ნერგები გამოჰყავს. "ყველა ეს ხილი ფერმერისთვის მომგებიანია. ვაშლის ნერგები შეგნებულად არ გამოგვყავს. მსოფლიოში ვაშლის ჭარბწარმოებაა. ევროკავშირს საკმარისზე მეტი ვაშლი აქვს. წლების განმავლობაში ქართული ვაშლის ძირითადი ბაზარი  რუსეთი იყო. სამხრეთ რუსეთში ვაშლის ისეთი უნიკალური ბაღები გააშენეს, მათი მსგავსი საქართველოში არსად მინახავს. ვაშლის ბაღები საქართველოში საკმარისი რაოდენობით გვაქვს, სწორად თუ მოვუვლით, მოსავალი შიდა ბაზრისთვისაც გვექნება და  ქსპორტისთვისაც. მე მოსახლეობას უფრო მოთხოვნად და მომგებიან ხილის ნერგებს ვთავაზობ. ვაშლის მოყვანას სჯობს, ნუში და კაკალი მოვიყვანოთ, გლეხს ის უფრო მეტ მოგებას მისცემს. 2004 წლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე კაკალზე და ნუშზე მოთხოვნა და ფასი ყოველწლიურად იზრდება. თურქმა ფერმერებმა უკვე აუღეს ალღო ახალ ტენდენციას და კაკლის და ნუშის ახალ ბაღებს აშენებენ".

მჭედლიძე  ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი კაკლის ჯიშის - ,,ჩანდლერის’’ და ,,ნონპარელისა’’ და ,,პადრე და ბუტეს’’ ჯიშის ნუშის ნერგები გამოჰყავს.

ჩანდლერის ჯიშის კაკალი თეთრი ლებნით, თხელი ნაჭუჭით და მაღალი გამოსავლიანობით გამოირჩევა და მსოფლიოში დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. მისი კალამი და კვირტი მეწარმეს აშშ-დან შემოაქვს. 1 ჰა-ზე გაშენებული "ჩანდლერის" კაკლის ბაღიდან ფერმერს  4-5 ტონა სუფთა ნიგოზის მიღება შეუძლია. ნერგის ფასი  ხელშეკრულების ფორმაზეა დამოკიდებული. კაკალი 15-დან 18 ლარამდე ღირს, ნუში 6-10 ლარი, შინდი - 6-7,  მსხალი - 8, ხოლო ტყემალი 4-5 ლარი.

სანერგეში დათვალეს, რომ კაკლის ბაღის გაშენება  1 ჰა-ზე ფერმერს დაახლოებით 10 000 ლარი დაუჯდება. ამ ფასში სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში (რომელიც კონტრაქტის მიხედვით 2 ან 3 წელი გრძელდება) ყოველთვიური კონსულტაციებიც შედის. კოსულტაციების დროს ფერმერებს ხეხილის სწორ მოვლასაც შეასწავლიან. მჭედლიძის თქმით, ხეხილის თანამედროვე  ჯიშების უპირატესობა ისიც არის, რომ პირველ მოსავალს დარგვიდან რამდენიმე წელიწადში იძლევიან და საბჭოთა პერიოდის ხეხილთან შედარებით უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევიან.  "ჩვენ დავეხმარებით გლეხებს და ბაღს მსხმოიარე მდგომარეობამდე მივაყვანინებთ. ნერგი თვითღირებულებას 3 წელში დაფარავს და გლეხი მე-4  წელს მოგებაზე გავა".

"დანერგე მომავალი"

2015  წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროექტი - "დანერგე მომავალი" დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბაღის გაშენების, ან სანერგე მეურნეობის შექმნის მსურველებს  სამინისტრო თანადაფინასებით დაეხმარება: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს პროექტების მართვის სააგენტო დაფარავს. დადგენილია საქართველოს ცალკეულ რეგიონში გასაშენებელი ნერგების სახეობები და თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მოცულობაც. ასე მაგალითად, კახეთში ატმის, ქლიავის, ბალის, ხურმის, ბროწეულის, კაკლის და ნუშის ბაღების გაშენება დაფინანსდება, ატმის ერთ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა კი 3,5 ლარი იქნება. რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს გასაშენებელი ხეხილის სახეობები და დგას თუ არა ამ შერჩევის უკან მარკეტინგული გათვლა? როგორც www.eugeorgia.info-ს პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგიონებისთვის მრავალწლოვანი ხეხილის კულტურები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა შეარჩია - ძირითადად იმის მიხედვით, რომელ რეგიონში რომელი ხილი უფრო კარგად მოდის.

"დანერგე მომავალის" განხორციელებაზე 2  წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმედი აქვს, რომ პროექტის შედეგად საქართველოში 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღი გაშენდება და 30 – 40 ახალი სანერგე მეურნეობა შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას და ამავე დროს გაზრდის საექსპორტო პოტენციალსაც.

შპს „აგრო 1959“-ის დამფუძნებელი გელა ხანიშვილი  აცხადებს, რომ "დანერგე მომავალი" სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია: "5 ჰა ფართობის მქონე ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისთვის ხელშეწყობა ნიშნავს იმას, რომ აგრარული სექტორი გლეხური მეურნეობებიდან ფერმერულ მეურნეობაზე გადავა, რაც  ძალიან კარგია".

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ პროექტში ჩართვას ბევრი მსხვილი ფერმერი აპირებს. მათ შორის არის „ქართული ხილის კომპანიაც“. www.eugeorgia.info-სთან საუბარში ლევან ნოზაძე აცხადებს, რომ თანამედროვე ბაღის გასაშენებლად მიწის შესყიდვას ვერ ახერხებს: "გამოცდილებამ  გვაჩვენა, რომ კონტრაქტორებთან ურთიერთობის და სტაბილური ფასის შენარჩუნებისთვის ჩვენი ექსპორტის მინიმუმ 30-40% -ს საკუთარი პროდუქციით უნდა ვავსებდეთ.  გვინდა ახალი ბაღი გავაკეთოთ, სადაც სერტიფიცირებულ იტალიურ და  ბერძნულ ნერგებს დავრგავთ, თანამედროვე წვეთოვან სისტემას დავაყენებთ  და  სადაც ყველა მსურველი შეძლებს, რომ  ჩამოვიდეს და ნახოს სად, რა პიროებებში მოგვყავს ხილი და როგორ ვუვლით მას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის. კახეთში 150 ჰა-მდე მიწის ყიდვას ვაპირებთ.  გვინდა, რომ ხელისუფლებამ მიწა სიმბოლურ ფასად გადამოგვცეს. ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმართველობას ჯერ კიდევ 5 თვის წინ მივმართეთ, მაგრამ პროცესი ბიუროკრატიული ბარიერების გამო ფერხდება".




„დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ახალი ჯიშების გაშენებას პაატა მოგელაშვილიც აპირებს. პაატა მიიჩნევს, რომ  სანამ ასქართველოში დიდი ბაღები არ გაშენდება და ფერმერული მეურნეობები ბევრ და ხარისხიან მოსავალს არ მიიღებენ და მანამდე ქართული ხილი ევროკავშირშიც და რუსეთშიც არკონკურენტული იქნება. ფერმერი ფიქრობს, რომ ევროპაში ყველაზე დიდი პერსპექტივა ბიოპროდუქციას აქვს. ამიტომ, 1 ჰა-ზე საცდელი ბიომეურნეობის გაკეთება უკვე დაიწყო.

ფერმერებს იმედი აქვთ, რომ ევროპული მოთხოვნების დანერგვის შემდეგ  ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდება. ხილის ახალი ჯიშების გაშენების  და  ბევრი და ხარისხიანი მოსავლის მიღების შემდეგ  კი ახალ ბაზრებზე ექსპორტის პერსპექტივაც გაჩნდება.

სტატისტკური ინფორმაცია

2013 წელს რუსეთში ექსპორტზე  49 ტონა ვაშლი გავიდა, ყაზახეთში  - 372, ხოლო ბელარუსში - 119 ტონა.

2013  წელს საქართველოში 5500 ტონა ვაშლი შემოიტანეს. ყველაზე მეტი ვაშლი საქართველოში ტრადიციულად თურქეთიდან შემოდიოდა. 2013 წელს თურქეთს პირველობა ირანმა ჩამოართვა. მაშინ ირანიდან 4390 ტონა ვაშლი შემოიტანეს, თურქეთიდან კი 625 ტონა ვაშლის იმპორტი განხორციელდა.

 

 მანანა ვარდიაშვილი

წაკითხულია
55749
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner