"თიბისი ბანკი" "რესპუბლიკასა" და "პროგრესბანკს" ყიდულობს
საბანკო სექტორში კონკურენცია მძაფრდება.
„თიბისი ბანკი“ ბანკი“რესპუბლიკასა“ და „პროგრესბანკის“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, როგორც eugeorgia.info-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, პირობები ჯერ განხილვის პროცესშია.
თუ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, „თიბისის“ მთლიანი აქტივები ორივე ბანკის შერწყმის შედეგად, 8 მილიარდ 448 მილიონი ლარი იქნება (ამ დროისათვის ბანკის აქტივები 6 მილიარდ 541 მილიონია) და უშუალო ლიდერსა და კონკურენტს, „საქართველოს ბანკს“ გაუთანაბრდება (8 მილიარდ 469 მილიონი ლარი).
როგორც ცნობილია, ორივე ბანკი ქართული ბაზრის ნახევარს აკონტროლებს, „რესპუბლიკას“ კი 7% ეკავა. „პროგრესბანკის“ აქტივები მხოლოდ 236 მილიონი დოლარია. საინტერესოა, რომ კომპანიის აქციათა 22%-ს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიაშვილი ფლობს, 78 %-ს - კი ილია გავრილოვი, კომპანია The company Pintex Group Corp.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ჩინურმა ჰოლდინგმა „ჰუალინგ ჯგუფმა“, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად „ბაზისბანკსაც“ ფლობს, „რესპუბლიკა ბანკის“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, განცხადება ამის შესახებ თავად “ჰუალინგმა“ გაავრცელა. რა გახდა გარიგების ჩაშლის მიზეზი, უცნობია. როგორც „ჰუალინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში eugeorgia.info-ს განუცხადეს, მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებებებს ფრანგულ "სოსიეტე ჟენერალთან", რომელიც „რესპუბლიკას“ ფლობს, სათაო ოფისი კვლავ აწარმოებს, თუმცა, თავად „რეპუბლიკაში“ ეს ინფორმაცია უარყვეს.
ბელა ნოზაძე