Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 18 Ноябрь
27 Июнь 2016 | 14:33 Исследование

ევროპელი ექსპერტების 50 რეკომენდაცია რუსული მტრული პროპაგანდის დასამარცხებლად

ევროპელი ექსპერტების 50 რეკომენდაცია რუსული მტრული პროპაგანდის დასამარცხებლად

ჩეხური კვლევითი ორგანიზაცია “ევროპული ღირებულებები” ევროპის ქვეყნებს კრემლის პროპაგანდის გავლენის შესამცირებლად 50-მდე ღონისძიებას სთავაზობს და რეკომენდაციების სწრაფად განხორციელების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ჩეხეთმა რუსული პროპაგანდის განსაკუთრებული გააქტიურება ევროკავშირის სხვა წევრი თუ მეზობელი ქვეყნების მსგავსად 2013 წელს უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ იგრძნო, როდესაც კრმელის წახალისებით ახალი მედიასაშუალებები გაჩნდა. ყირიმის ანექსიიდან მალე, ახალი ამბების პორტალმა Aeronet.cz უკრაინის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო. 2014 წელს ჩეხეთის კონტრდაზვერვამ პორტალი საშიში პრო-რუსული პროპაგანდის წყაროდ გამოაცხადა.

პროპაგანდას რუსეთი ჰიბრიდულ ომში მთავარ ინტრუმენტად იყენებს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს თავისი მთავარი სტრატეგიული მიზნის მიღწევას- შეარყიოს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობა. 
ევროკავშირის ერთიანობა გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მართლაც შეარყია, ბრიტანელების უმრავლესობამ კავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა. მართალია, რეფერენდუმამდე ვლადიმერ პუტინი და რუსი მაღალჩინოსნები საჯარო კომენტარებს თავს არიდებდნენ, თუმცა კარგად მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებელი Russia Today და სააგენტო Sputnik. პროპაგანდა კიდევ უფრო აშკარა გახდა Russia Today-სა და Sputnik-ის ბოლოპერიოდის სტატიებში, სადაც ევროკავშირი ხან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ქმნილებადაა გამოცხადებული, ხან კიდევ გაკიცხულია, როგორც იდეოლოგიური მანქანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში კრემლის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ერთგული სტუმარი იყო “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” (UKIP) ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი, რეფერენდუმის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი.

წარსულში Russia Today-მ ერთხელ უკვე მიიღო სანქციები ბრიტანეთის მედია მარეგულირებლისგან მაუწყებლობის კოდექსის დარღვევის გამო, რაც უკრაინის მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებას უკავშირდებოდა.

ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ ხალხის განსაწყობად მედია კრემლისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტთან გასამკლავებლად 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში სპეციალური ჯგუფი-East Stratcom შეიქმნა. სტრატკომი რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს ახდენს და აქვს ყოველკვირეული “დეზინფორმაციის მიმოხილვა”. ევროკავშირის ქვეყნებმა ცალ-ცალკეც დაიწყეს ფიქრი პროპაგანდის შესაჩერებელ მექანიზმებზე. რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეიმუშავა სტრატეგიის დოკუმენტი, თუ როგორ უნდა უპასუხოს აგრესიულ კამპანიას, ამ ქვეყნებს შორისაა სლოვაკეთი და ჩეხეთი.

“ჩეხეთი ერთი ნაბიჯით წინაა, მათ უკვე შექმნეს ჯგუფი, რომელიც მოიცავს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორს, მუშაობს შსს-ოს ფარგლებში, აქვს დიდი გავლენა პარლამენტარებზე, საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი ფორმატია. სლოვაკეთის შემთხვევაში, ეს იქნება სახელმწიფო სტრატეგია რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, პარლამენტი მიიღებს, როგორც სტრატეგიას და განხორციელების პროცესში სთხოვს მთავრობას დახმარებასა და ხელშეწყობას. შეხვედრების დროს 2 ვარიანტის პრეზენტაციას ვაკეთებთ, ერთ-ერთი ჩეხეთის გამოცდილებაზე ორიენტირებული და გამოყენებადია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც თავს მიიჩნევს დემოკრატიულად. ბევრი მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ პროპაგანდის წარმატებით დამარცხება“,- ამბობს სლოვაკი ექსპერტი რადოვან ბრანიკი. ბრანიკმა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები გააცნო, რომელიც კვლევითი ორგანიზაციის “ევროპული ღირებულებები” დოკუმენტშია გაწერილი. დოკუმენტის- “სრულმაშტაბიანი დემოკრატიული პასუხი მტრული დეზინფორმაციის ოპერაციებზე”-მიხედვით, რუსეთი პროპაგანდისთვის ძირითადად ორ ფლანგზე აქტიურობს: 

  • ევროკავშირისა და ნატოს დონეზე- ცდილობს პოლიტიკოსების პრო-რუსული განწყობების გამოყენებას და ამ გზით ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. ასევე, ცდილობს გაზარდოს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს ან კავშირის ახალ და ძველ წევრებს შორის უკვე არსებული უთანხმოება.
  • წევრი ქვეყნების დონეზე- მიზანია შეარყიოს მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებების, მოკავშირე ორგანიზაციების, სახელმწიფოებისა და დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისადმი ან ზოგადად, წამყვანი მედიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ერთ-ერთი წარმატებული მეთოდი, რასაც კრემლი აქტიურად იყენებს პრო-რუსი პოლიტიკოსებისა და პარტიების მხარდაჭერაა, როგორიცაა, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, “ეროვნული ფრონტი”- საფრანგეთში, “იობიკი”- უნგრეთში, “სახალხო პარტია-ჩვენი სლოვაკეთი” (LSNS) - და “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია” (UKIP), რომელიც თავგამოდებით უჭერდა მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. ევროპელი ექსპერტები რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნებს კონკრეტულ რეკომენდაციებს 4 მიმართულებით სთავაზობენ.

 

  • 1. საკითხის მტკიცედ დაყენება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური დღის წესრიგში.

ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანია დეზინფორმაციის საფრთხე მკაფიოდ იყოს აღწერილი და დასახელებული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე საეთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებში (ევროპის ახალ გობალურ სტრატეგიაში). ვინაიდან, დეზინფორმაციის გავლენა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას არ ეხება და მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის შემცირებისკენ, აუცილებელია შიდა უსაფრთხოებისთვისაც საფრთხედ განიხილებოდეს. კვლევის მიხდევით, ამ სფეროში განსახორციელებელ ნაბიჯებს შორისაა:

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გააქტიურება და East Stratcom-ის გაძლიერება. ასევე, ნატოს სტრატეგიული კომიტეტებისა და  East Stratcom-ის მიერ დეზინფორმაციის ერთიანი ანალიტიკური ჩარჩოს შექმნა.
  • შსს-ს მეშვეობით კრემლსა და ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის კავშირის მონიტორინგი და გამოაშკარავება (ფინანსური, მატერიალური თუ სხვა სახის მხარდაჭერის).

ხაზგასმულია ე.წ. Financial Snap Unit-ის, “იბრძოლე ბანკებით და არა ტანკებით” მიდგომის მნიშვნელობა, რომლის იდეაც ედუარდ ლუკასსა და გარი კასპაროვს ეკუთვნით. აღნიშნული მიდგომა ითვალისწინებს განყოფილების შექმნას (ნატოს ან ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით), რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირე ქვეყნებთან და სტრატეგიული კრიზისის დაწყების შემთხვევაში, სულ რამდენიმე საათში გაყინავს რუსეთის აქტივებსა და კონკრეტული ინდივიდებისა და ინსტიტუტების ტრანზაქციებს.

 

  • 2. კრემლის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის მხარდამჭერების, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების, საჯაროდ გამოწვევა.

ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს კრემლის ინტერესების დეკლარირებული თუ არადეკლარირებული გამტარებლები. ულტრა-მემერჯვენე და ულტრა-მემარცხენე პარტიების უმრავლესობა რუსეთის პოლიტიკის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას არც მალავს. მეორე ჯგუფია ე.წ. “პუტინის აპოლოგეტები”, რომელთაც პოვნაც შესაძლებელია წამყვან პოლიტიკურ ჯგუფებში. მხარდამჭერთა ეს კატეგორია საჯაროდ არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას კრემლის პოლიტიკისადმი, მაგრამ ცდილობენ დაბლოკონ ან შეამსუბუქონ მოკავშირე ინსტიტუტების თავდაცვის ზომები რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად.

კვლევით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი ინდივიდების ნაბიჯები საჯაროდ უნდა გამჟღავნდეს, როგორც ევროკავშირისა და ნატოს, ასევე თითოეული ქვეყნის დონეზე, რისთვისაც საჭიროა:

  • პრო-რუსი პოლიტიკოსების/პარტიების კრემლთან ფინანსური თუ პერსონალური კავშირების ეროვნული დაზვერვის მეშვეობით გამოძიება და საჯაროდ გამოაშკარავება.
  • სპეციალური საპარლამენტო კომიტეტების შექმნა და საჯარო მოსმენების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას.
  • ვინაიდან, კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკოსები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას (შესაძლოა კრემლს მიაწოდონ კონფიდენციალური ან სენსიტიური ინფორმაცია) და პარლამენტებიდან მათი დემოკრატიული გზით გარიცხვა შეუძლებელია, ევროპელი ექსპერტების რჩევაა მოხდეს რეგულარული საპარლამენტო პროცედურების მეშვეობით მათი ჩამოშორება სენსიტიური პოზიციებიდან (უსაფრთხოებისა და       თავდაცვის, ასევე დაზვრევის საკითხებზე მომუშავე კომიტეტებში).

დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაც, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ გამოირიცხოს დაფინანსების გაუმჭვირვალობა.

ხაზგასმულია პროცესში ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების აქტიური მუშაობის მნიშვნელობა- “დაასახელე და შეარცხვინე” (name& shame) მიდგომა- როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, რაც პოლიტიკოსების სიტყვებისა და ქმედებების ყურადღებით შესწავლას და გამოაშკარავებას გულისხმობს. ასევე, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დებატების გამართვა რეგიონების მოსახლეობასთან.

 

  • 3. დეზინფორმაციული კამპანიების არსისა (შინაარსის) და საშუალებების გამოაშკარავება

კვლევითი დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუ რომელიმე მედიაგამოცემა ან კვაზიმედია პროექტი რეგულარულად აქვეყნებს დეზინფორმაციას, უნდა იყოს მიჩნეული მიკერძოებულად და დაკარგოს ფართო აუდიტორიის ნდობა. დეზინფორმაციული კამპანიების გამოსააშკარავებლად შემოთავაზებული ნაბიჯებს შორისაა:

- დეზინფორმაციის ანალიზის ეროვნული ჯგუფის შექმნა. მსგავსი სახის ორგანოები უკვე არსებობს დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროებში, თუმცა, ძირითადად, საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის. შემოთავაზებულ ორგანოს კი მცირედით განსხვავებული პრიორიტეტები ექნება.

- რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გაიზარდოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოპერაციები, რუსეთის დაზვრევის აგენტების ლუსტრირებისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანია მედიის მესაკუთრეებისა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა. წამყვანი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას- არასამთავროებოები, კვლევითი ინსტიტუტები ყველდღიურად უნდა იყვნენ ჩართული მითების მსხვრევასა და დეზინფორმაციის გამჟღავნებაში, უნდა გამოაშკარავდეს კომპანიები, ვინც კრემლის მხარდამჭერ, შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ ვებგვერდებზე რეკლამას ანთავსებს.

 

  • 4. თავისუფალი საზოგადოებების მდგრადობის სისტემატურად განვითარება

ამ მიმართულებაში ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, ჟურნალისტების დატრენინგება და საზოგადოებრივი მაუწყებლების როლი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დეზინფორმაციის გაშუქებას. ერთ-ერთი რეკომენდაცია უნივერსიტეტებში აღმოსავლეთის/რუსეთის სწავლებების ხარისხის პროგრამების შექმნასა და უმცირესობების საჭიროებების შესწავლას ეხება, ვინც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფად ითვლება.
რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფი ევროკომისიას ასევე ურჩევს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების დასაფინანსებლად 2017 წლიდან 15 მილიონი ევრო გამოყოს.


ავტორი: მაიკო გაბულდანი

 

Прочитано
6678
Отправить письмо

Связанный:

Facebook-ი ნიუსფიდ-ის ალგორითმს აახლებს და Fake news -ებს ებრძვის -  როგორ აისახება ცვლილებები მომხმარებელზე

Facebook-ი ნიუსფიდ-ის ალგორითმს აახლებს და Fake news -ებს ებრძვის - როგორ აისახება ცვლილებები მომხმარებელზე

სოციალური ქსელის მომხმარებლები მეტ სიახლეს დაინახავენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებსა და ახლობლებისგან და ნაკლებს - მასმედიის საშუალებებისგან, კომერციულ კომპანიებსა და ბრენდებისგან.

02 Март 2018 | 12:44 Антипропаганда Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner