Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 19 Март
06 Mай 2016 | 17:15 Сельское хозяйство

საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტები და ნიშური ბაზრები ევროკავშირში

საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტები და ნიშური ბაზრები ევროკავშირში


           2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა წინასწარი მონაცემებით, 208 მილიონ 186 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის ($646,426.6) დაახლოებით 30%-ია. ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ქართული აგროპროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს ძირითადად აფერხებს: პროდუქტის დაბალი ხარისხი, ლოგისტიკური საკითხები, მეწარმეებში ევროპის ბაზრების შესახებ მწირი ინფორმაცია და ქართული პროდუქციის დაბალი ცნობადობა ევროპელ მომხმარებლებში. eugeorgia.info-მ, როგორც დამოუკიდებელი, ასევე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული განვითარებადიქვეყნებიდან ექსპორტის ხელშეწყობის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით ევროკავშირში ქართული პროდუქციისთვის ნიშურ ბაზრებზე რამდენიმე სტატია მოამზადა.

  • ხილის  ჩირი

ევროპის ბაზარი: ევროკავშირი მსოფლიოში ხილის ჩირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. ძირითადად, ქლიავის, ხურმის, ვაშლის, ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარისა და მსხლის ჩირის იმპორტი ხდება. იმპორტში ყველაზე დიდი წილი (25%) დიდ ბრიტანეთს უკავია. მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, გვატემალა, კოლუმბია, ბანგლადეში და ეკვადორი.

წარმოება საქართველოში: კომპანია GEOFOOD ერთ-ერთია, რომელმაც მარტვილში დამზადებული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში გაიტანა.
ხილის ჩირს წარმატებით ყიდის გერმანიაში კომპანია “გეო ფლაუერიც”.
შემოდგომაზე ხურმის ჩირს საექსპორტოდ დაამზადებს ჩხოროწყუში შპს ზაზა, რომელსაც პარტნიორი უკვე ჰყავს ლიტვასა და საბერძნეთში.
“ქარელის აგროინდუსტრიულ კომპანიას” შიდა ქართლში 25 ჰა-ზე შავი ქლიავის ყველაზე დიდი ბაღი და ჩირის გადამამუშავებელ საწარმო აქვს, საწარმოში ქლიავის ჩირი პირველად წელს დამზადდა და ჯერჯერობით, შიდა ბაზარზე იყიდება. კომპანიის დირექტორის თქმით, შავი ქლიავის ჩირის მოხმარება საქართველოში წელიწადში - 55 ტონამდეა, გერმანიაში კი- 10-ჯერ მაღალი, ამიტომ საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი- საქართველოში ჩირს, ძირითადად, სახლის პირობებში, ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და მზეზე აშრობენ, რის შედეგადაც ფერს კარგავს და კომერციულადაც ნაკლებად მიმზიდველი ხდება. მეწარმეებს არ აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
შეფუთვა/დახარისხება-პროდუქტის ევროპაში გასატანად მეწარმეები თავად ახარისხებენ, აფასოებენ და აწყობენ ყუთებში. არ არის საწარმოები, სადაც პროდუქტი შეიფუთება და ევროპაში გასატანად სასურველ სარეალიზაციო სახეს მიიღებს.

 

  •  მოცვი/ლურჯი მოცვი

მოცვის წარმოების კომერციალიზაცია საქართველოში ახლახან დაიწყო, თუმცა ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია (2014-$150 ათასი 2015- $215 ათასი;). ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, 2010-2014 წლებში ევროკავშირში მოცვის  იმპორტი გაორმაგდა. საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობაც აქვს -ქართული მოცვი მწიფდება რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ევროკავშირის მთავარ მიმწოდებელ ქვეყნებში- პოლონეთში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. მაისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ- ამ დროს ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამასთან, დამთავრებულია მოსავალი ლათინურ ამერიკაში, საიდანაც ხდება კენკროვნების ექსპორტი.

ევროპის ბაზარი: ევროპაში კენკროვანი კულტურების ყველაზე დიდი წარმოება აქვს პოლონეთსა და  ნიდერლანდებს, ესპანეთიდან დიდია რეექსპორტის მოცულობა. კენკროვან ხილს ყველაზე დიდი ოდენობით გერმანელები და პოლონელები მოიხმარენ, პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებშიც. ევროპელები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივი მეთოდებით მოყვანილ და წარმოებულ პროდუქტს. შესაბამისად, იზრდება ორგანული კენკროვანი ხილის ბაზარიც.

წარმოება საქართველოში: ოზურგეთში მდებარე კომპანია “ვანრიკ აგრო გრუპი” საქართველოში ერთადერთია კენკროვანი კულტურების მწარმოებლებს შორის, რომელსაც  “გლობალ გეპის”  სერტიფიკატი აქვს. წელიწადში 1000  ტონას აწარმოებს, პროდუქტი გააქვს დიდ  ბრიტანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სომხეთსა  და  რუსეთში.
პოლონურ კომპანიას  წელიწადში  3-5-მდე ტონა გამომშრალ მოცვსა და 20 ტონამდე ასკილს  აწვდის ქუთაისში მდებარე ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო შპს ILJ.
ევროპაში პარტნიორებს ეძებს შპს ვარციხის პლანტაციებიც, რომელსაც ბაღდადის რაიონში 12 ჰა-ზე მოცვისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს.

დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი -იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი ახალგაზრდაა და ლურჯი მოცვის კომერციული კულტივაცია დაბალ დონეზეა, ნედლეულის ხარისხი კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეში შეგროვებული მოცვია; ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე- მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრებისა და ნიშური სეგმენტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რითაც სარგებლობენ საერთაშორისო შუამავალი კომპანიებიც, დაბალ ფასს სთავაზობენ ქართველ მწარმოებლებს და შემდეგ ქართულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზრებზე ძვირად ყიდიან.

 

  • კივი

ახალი ზელანდიელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კივის მოსაყვანად ყველაზე კარგი კლიმატი ახალი ზელანდიის შემდეგ საქართველოში, კერძოდ, ფოთი-ზუგდიდი-გალი-ოჩამჩირის ტერიტორიაზეა. ქართული კივის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი შაქრიანობაა. იტალიური კივის შაქრიანობის მაჩვენებელი 13,9%-ია, ქართულ კივის სიტკბოს შემცველობა კი 17,3%-ს შეადგენს.  

დღეს კომპანია “ნერგეტა” ერთადერთია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოწეულ კივის ევროკავშირში ყიდის. „ნერგეტას“ კივი უკვე მეორე წელია გერმანიაში Lidl-ის სუპერმარკეტებში - ბავარიაში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში ბერძნული და იტალიური კივის გვერდით იკავებს ადგილს. კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სტანდარტი “გლობალ გეპიც” აქვს დანერგილი.

დაბრკოლებები: ლოგისტიკა- სერიოზული პრობლემები ექმნებათ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც ევროპაში გადაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული გააქვთ და ჯერჯერობით, ვერც უცხოელი პარტნიორები მოიძიეს, ვინც იქ სასაწყობე მეურნეობის შექმნასა და მართვაში დაეხმარება. მცირე წარმოების გამო საკუთარი პროდუქტით კონტეინერებს ვერ ავსებენ და სხვა კლიენტის ლოდინი დიდხანს უწევთ. საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება ფასს ძალიან აძვირებს, არასტაბილური მომოსვლა შედარებით იაფ ბორანსაც გამოუყენებელს ხდის.

 

  • ბროწეული

ევროკავშირი ბროწეულის იმპორტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, ყველაზე დიდი მოცულობით-მაისში. პიკურ პერიოდში საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,80 -3 ევრომდე (ჯიშის მიხედვით)  მერყეობს. ყველაზე პოპულარულია სახეობა-Wonderful.

ბროწეული ევროპელებისთვის ეგზოტიკური ხილის კატეგორიაში გადის, მაღალ საფასო სეგმენტში იყიდება და მოთხოვნაც იზრდება. ევროპაში მთავარი მწარმოებელი ესპანეთია, სეზონი იქ ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება, ამ პერიოდში ბაზარი ევროკავშირში საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ ექსპორტის განხორციელება არასეზონზე უფრო მეტად მიზანშეწონილია. თუმცა, შესაძლებელია ფასებით კონკურენციაც.

2014 წელს ბროწეულით ვაჭრობამ ევროკავშირში 219 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც, თითქმის, 1/3 განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან:  თურქეთი (31 ათასი ტონა) და ისრაელი (15 ათასი ტონა). პერუ, კოლუმბია და სამხრეთ აფრიკა ექსპორტზე შედარებით მცირე, 5-6 ათას ტონა ბროწეულს გზავნიან. ყველაზე დიდი მოცულობით ( 42 ათასი ტონა) ბროწეულის იმპორტს ნიდერლანდები ახორციელებს, მეორე ადგილზეა გერმანია (38 ათასი ტონა). მათ მოსდევს იტალია (12%), საფრანგეთი (10%), ავსტრია (7%) და დიდი ბრიტანეთი (6%).  

ბროწეულისგან წარმოებული პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება, წვენებში, სურსათის დანამატების სახით  ტკბილეულსა და რძის პროდუქტებში (ჩრდილოეთ ევროპაში) და სოუსებში, საკმაზებსა და ბურღულეულში (სამხრეთ ევროპაში). დიდ ბრიტანეთში, სუპერმარკეტებში 100 გ დაფასოებული ბროწეულის  მარცვლები  1,5 სტერლინგი ღირს.

ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები:

  •  ძირითადი აქცენტის აღება გერმანიაზე, როგორც უმსხვილეს მომხმარებელზე;
  •  ნიდერლანდების, როგორც საპორტო ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინება- ნიდერლანდებიდან ხდება ხილ-ბოსტნეულის რეექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში;
  • მჭიდრო კავშირის დამყარება ევროპელ მყიდველებთან, რომ მოთხოვნასა და მოგებაზე, ასევე დროებითი ან სტრუქტურული შეფერხებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღონ.
საქართველოში ბროწეული მცირე რაოდენობით იწარმოება, ქვეყანა შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წელიწადში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ბროწეულის იმპორტს (უმეტესად აზერბაიჯანიდან) ახორციელებს.

 

  • კურკოვანი კულტურები

კურკოვანი კულტურა (ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, გარგარი და ალუბალი) ევროპის არა ერთ ქვეყანაში მოდის, ამიტომ ევროკავშირში განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ არასეზონზე-იანვრიდან-მარტამდე ხდება, როდესაც დეფიციტია, თუმცა, წლის ამ მონაკვეთში დეფიციტია საქართველოშიც, ამის მიზეზი პროდუქტის მცირე რაოდენობა და სამაცივრე მეურნეობების არარსებობაა.

ევროპის ბაზარი: ევროპის ყველაზე დიდი მომმარაგებლები სამხრეთ აფრიკა, თურქეთი და ჩილე არიან. განვითარებადი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ოდენობით კურკოვანი კულტურა ევროკავშირში ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოს შეაქვთ, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ბაზრებზე რეექსპორტს ახორციელებენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ატამზე, ვაშლატამაზე, ქლიავზე, გარგარსა და ალუბალზე გერმანიაშია (2014 წელს 451 000 ტონა შევიდა). გერმანიის შემდეგ ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან საფრანგეთი (190 000 ტონა), გაერთიანებული სამეფო (177 000 ტონა), იტალია (143 000 ტონა) და პოლონეთი (130 000 ტონა).
ევროკავშირში  ახალ  ხილს შორის ყველაზე  დიდი რაოდენობით მოიხმარენ  ვაშლს  და მსხალს. ვაშლის სახეობებს შორის პოპულარობით სარგებლობს "გოლდენ დელიშესი" (პირველ ადგილზეა).  2014/15 წლების მონაცემებით, ამ სახეობას  ევროკავშირში ვაშლის წარმოების 22% უჭირავს. ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ვაშლის ამ სახეობაზე.  მეორე ადგილზეა “გალა”.

1კგ ფასი ევროკავშირის სუპერმარკეტებში:

გარგარი - €6.00 - €7,50

ალუბალი - €5.00 – €10.00

ატამი და ვაშლატამა - €2.50 – €6.00

ქლიავი - €2.50 - €7.50

დაბრკოლებები: ლოგისტიკური საშუალებები- არ არსებობს შესაბამისი შესაფუთი და სამაცივრე სისტემები, რომ ხილი დაბინავდეს სეზონზე და შემდგომ სისტემური და სტაბილური მიწოდება მოხდეს.

 

  • ვარდის ზეთი

ევროპაში  1კგ ვარდის  ზეთის ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, $7 000-10 000 აღწევს, განსაკუთრებულად ფასობს, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ათასობით სახეობიდან კომერციულად ღირებული მხოლოდ სამი ჯიშის ვარდია - Rosa damascenа (დამასკოს ვარდი) , Rosa centifolia და Rosa gallica (მაისის ვარდი). „დამასკოს ვარდის“ კულტივაციას ბულგარეთსა და თურქეთში მისდევენ,  „გალიკას“ კი - მაროკოში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და მცირე რაოდენობით - საფრანგეთში. თუმცა, მსოფლიო ბაზარს, თითქმის 100%-ით, ორი ტრადიციული მწარმოებელი -  ბულგარეთი (40%)  და თურქეთი (60%) - ინაწილებს.
საქართველოში ვარდის ზეთის წარმოება არ არის განვითარებული, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ვარდის ზეთის წარმოებას იწყებს კახეთში კომპანია „კახეთი ბიოა“, რომელიც პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტსაც გეგმავს გერმანელი პარტნიორის დახმარებით.

 

  •  სტაფილოს თესლის ზეთი

ჰოლანდიური კვლევითი ცენტრის (CBI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიო ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა სტაფილოს თესლის ზეთის დეფიციტია და წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სტაფილოს თესლის ზეთი ძირითადად კოსმეტიკასა და თავის მოვლის სხვა საშუალებებში გამოიყენება. ევროპული ორგანიზაცია ევროპისა და აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და დაიწყონ სტაფილოს თესლის ზეთზე მუშაობა, რადგან ამით ევროპის ბაზარზე დამკვიდრების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

ევროპის ბაზარი: სტაფილოს თესლის ზეთი, ძირითადად, საფრანგეთსა და ინდოეთში იწარმოება, თუმცა ველური სტაფილოს მოყვანა ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც შესაძლებელია.  საფრანგეთში წარმოებული ზეთის 80% შიდა ბაზარზე პარფიუმერიის დასამზადებლად გამოიყენება, რაც შეეხება ინდოეთს, ის სტაფილოს თესლის ზეთის  ექსპორტს ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და იაპოანიში ახორციელებს. ევროპაში ძირითადი იმპორტიორები იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და სკანდინავიური ქვეყნები არიან. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სტაფილოს თესლის ზეთი კოსმეტიკის დასამზადებლად ყველაზე დიდი ოდენობით სჭირდებათ.

წარმოება საქართველოში: სპეციალისტების თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სტაფილოს თესლის ზეთი ევროპაში გაიტანოს. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში მოყვანილი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს. 2015 წელს საქართველოში თურქეთდან 6,607.7 ტონა, ისრაელიდან 515.7, სხვა ქვეყნებიდან კი 175.2 სტაფილო შემოვიდა.

  • ჩაი

მსოფლიოში ბიო ჩაის დეფიციტია და დარგის სპეციალისტების თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ვინაიდან ყველაზე ჩრდილოეთით წარმოების წერტილია, მავნებელი მწერებისგან დაავადებების რისკიც ნაკლებია,  და ამიტომ პესტიციდების გამოყენებაც შეიძლება მინიმალური იყოს. ამასთან, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ქართულ ჩაიში ნაკლები ექსტრაქტულობაა, ანუ კოფეინის და ტანინის შემცველობა მცირე დოზითაა, ამის გამო დღის განმავლობაში ქართული ჩაის მრავალჯერადი მოხმარება მავნებელი არ არის.

წარმოება საქართველოში: ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ჩაის პლანტაციები 19 ათასამდე ჰა-ზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათასი ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია, დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება. საქართველო შიდა მოხმარების მხოლოდ 3%-ს აწარმოებს და 5 ათასი ტონა ჩაი იმპორტით შემოდის.

ოზურგეთში მდებარე კომპანია “საქართველოს თაიგული” 30-40 ტონა უმაღლესი ხარისხის დაფასოებული ჩაის წარმოებას გეგმავს (მათ შორის ორგანული ჩაის), რომელიც საქართველოსა და ჩეხეთში გაიყიდება. ადგილობრივი ბაზრის გარდა ჩეხეთში ყიდის პროდუქციას „ტყიბულის ჩაი“ და შპს მილმართიც (ბრენდი „შემოქმედი”), რომლის საექსპორტო ბაზრებსაც, შესაძლოა, პოლონეთი და ბულგარეთიც შეემატოს.

ევროპის ბაზარი:  ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც შედარებით თბილი ჰავაა, მოხმარება მინიმალურია, თუ ქვეყანას არა აქვს ჩაის მოხმარების ტრადიცია, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაშია. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  ჩეხეთის,  სლოვაკეთის, პოლონეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით უფრო ეფექტური იქნება ქართული ჩაის ბრენდის შექმნა.

დაბრკოლებები: ჩაის დაბალი ხარისხი; თანამედროვე ტექნიკა-დანადგარების არქონა; დარგის სპეციალისტების დეფიციტი და ცოდნის არარსებობა; მოძველებულია სანერგე მეურნეობები.

 

  •  მწვანილი

“ქართული მწვანილი მოდის წელიწადის ძალიან კარგ დროს: სექტემბრიდან- მაისამდე, ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპას მწვანილი სჭირდება”- ასე შეაფასა ჰოლანდიურმა კომპანიამ bilancia ქართული მწვანილი, მას შემდეგ რაც ევროკავშირში რეალიზაციის პოტენციალი შეისწავლა. კვლევის თანახმად, ქართულ მწვანილს შეუძლია ევროპული ბაზრის 0,2% დაიკავოს, 1 კგ-ის მინიმალური ფასი 2-3, მაქსიმალური კი - 6 ევრო იქნება. საუბარია ოხრახუშის, კამის, ქინძისა და რუკოლას წარმოებაზე. რუკოლა საქართველოსთვის არატრადიციული სახეობაა, თუმცა ძალიან პოპულარულია იტალიასა და საფრანგეთში, ძირითადად ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ეგვიპტესა და თურქეთში მოდის. bilancia-ს დასკვნით, ქართული მწვანილის ხარისხი კარგია და სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში,  წარმოების მოცულობის 50%-ით გაზრდაც შეიძლება. ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ ფერმერებმა კოოპერატივი დააფუძნონ, რაც შეამცირებს ახალი ტექნოლოგიებისა და GLOBAL GAP-ის სტანდარტის დანერგვის ხარჯებსა და წარმოების მოცულობასაც გაზრდის.

წარმოება საქართველოში: იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმესა და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლოებით 25 000-მდე ტონა მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის.

წყალტუბოს რაიონში შპს ჰერბია ერთადერთია, რომელიც ქართულ მწვანილს ევროპის ბაზრებზე ყიდის. კომპანიას GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს დანერგილი, პროდუქცია ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის, ისიც მცირე რაოდენობით. ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, ჰერბია" კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კომპანია ჰოლანდიელ პარტნიორებთანაც მართავს მოლაპარაკებებს. საწყის ეტაპზე მაქსიმალური მოცულობა 30 ტონა იქნება.

ევროპის ბაზარი: 500 მლნ. მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. Eurostat-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი 8,3% იზრდებოდა. ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, შემდეგ მოდის ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბრაზილია და პერუ. Eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.

დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი; თანამედროვე ტექნოლოგიების არქონა და ცოდნის ნაკლებობა; საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის არქონა; ტრანსპორტირება-კომპანიები ძირითადად მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და საკუთარი პროდუქტით კონტეინერების შევსების პრობლემა აქვთ.  

 

  • დაფნა

ევროპის ბაზარი: Eurostat-ის მონაცემებით, თურქეთისა და ინდოეთის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე განვითარებადი ქვეყნებიდან მე-3 ადგილს ქართული დაფნის ფოთოლი იკავებს. ექსპორტირებული 76%-დან 70% მხოლოდ თურქეთიდან შეტანილი დაფნის ფოთოლზე მოდის, თუმცა, ხშირად ევროპის ბაზარზე თურქული პროდუქტის სახელით ქართული დაფნაც ხვდება. დაფნის კულტურა ძირითადად თურქეთის ანატოლიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ხარობს. საქართველოში კი, ძირითადად, სამეგრელოში, ხობის რაიონში მოდის, ასევე, მცირე რაოდენობითაა იმერეთში (თერჯოლა), გურიასა და აჭარაში.

წარმოება საქართველოში: ექსპორტზეა ორიენტირებული კომპანია “აგროლენდი”, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 400-500 ტონას უკეთებს რეალიზაციას, აქედან, ევროპის ქვეყნებზე მხოლოდ 10% (უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი), დანარჩენი კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი) ბაზარზე მოდის.
“L&G Company” 5 წელია ხობის რაიონში დაფნის ფოთოლს აწარმოებს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი უკრაინაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი მხოლოდ პოლონეთში, რამდენჯერმე გაგზავნა.
ეგვიპტურ-ქართული ინვესტიციით გახსნილი AM Trading  ბაზარზე სულ 2 წელია ოპერირებს. ბულგარეთში წელს მეორედ გაიტანა დაფნის ფოთოლი, რომელიც ხობის რეგიონში შეიძინა, მოლაპარაკებები აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც.

დაბრკოლებები: პროდუქტის ხარისხი-ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართულ კომპანიებს კონკურენციის გაწევა უჭირთ, ხარისხია, რასაც ევროპა ითხოვს. საქართველოში საშრობი დანადგარები და თანამედროვე ტექნიკა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. ამასთან, დაფნის არცერთ მწარმოებელს არა აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საერთაშორისო შუამავლები- თურქებს საქართველოდან დიდი ოდენობით დაფნა გააქვთ, იქ ახარისხებენ, მაღალი ხარისხის პროდუქტს ყიდიან ევროპის ქვეყნებში, დაბალი ხარისხის რაც რჩება, მცენარეული საღებავებით ამუშავებენ და დსთ-ს ქვეყნებშიც კონკურენციას უწევენ ქართველ მეწარმეებს. ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე- კიდევ ერთი პრობლემა ევროპის ბაზარზე პარტნიორის მოძებნა და ევროპის დარწმუნებაა, რომ ქართული პროდუქტი ხარისხიანია.

 

  • ბიოღვინო

განვითარებადი ქვეყნებიდან ორგანული ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალია ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, დანიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანია მსოფლიოში ორგანული ღვინის წამყვანი იმპორტიორია, წლიურად, დაახლოებით, 30 მილიონ ბოთლს ყიდულობს, ძირითადად, იტალიიდან და ესპანეთიდან, ვინაიდან, ევროპაში, ორგანული ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია არიან. იმის მიუხედავად, რომ ორგანული ღვინო მაინც რჩება ნიშურ ბაზრად, ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის: ნიდერლანდებში, გერმანისა და სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი) უკვე კარგად აქვთ ჩამოყალიბებული ორგანული ღვინის ბაზრები.

წარმოება საქართველოში: ბოლო 2 წელია გაიზარდა მეღვინეთა რაოდენობა, რომელთაც საკუთარი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნა უნდათ.
იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ბიო ღვინოს მხოლოდ მცირე წარმოება აქვს (5000 ბოთლი), თუმცა პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპულ ბაზარზე ყიდის. იაგოს ღვინო დღეს 11 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, უმეტესობა ევროპის ქვეყნებია (იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, დანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, ავსტრია). იაგოს ღვინო ნატურალური პროდუქტის მაღაზიებში დაახლოებით 20 ევრო, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში კი 3-ჯერ ძვირი ღირს.
ევროპაში წარმატებით ყიდიან ბიო ღვინოს ძმები ჯაყელებიც. ჯაყალების  ღვინო ინგლისში, შვეიცარიასა და პოლონეთში იყიდება.
ირაკლი ნიკოლაშვილი- ერთ-ერთი პირველი მეწარმეა, რომელმაც ბიო ღვინო ევროპის ბაზარზე გაიტანა. პირველად, 2009 წელს ლიტვაში გაყიდა, ბოლო პარტია (1000 ბოთლი) კი შვეიცარიასა და გერმანიაში მიმდინარე წლის იანვარში გაგზავნა.
2 წელია ბიო ღვინოს აწარმოებს  ბაკურციხეში გოდერძიშვილების საგვარეულო ღვინის მარანი. ბიო სერტიფიკატის აღებამდე ბრიტანელ პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და წლის ბოლომდე 1200 ბოთლის გაგზავნასაც გეგმავს.

დაბრკოლებები: მარკეტინგი - ქვეყნისა და ღვინის ცნობადობა ჯერ კიდევ არ არის დიდი, ევროპაში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც არ იციან ქართული ღვინო, მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით მუდმივი მუშაობაა საჭირო.


  •  თხილი, კაკალი, ნუში

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. ქართული თხილის 75%-ზე მეტის ექსპორტი დასავლეთი ევროპის ქვეყნებში ხდება. ევროკავშირის ბაზრებზე ყველაზე ძლიერი კონკურენტი თურქეთია, თუმცა ქართული თხილის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მისი მაღალი ცხიმიანობა, რაც 7-8%-ით მეტია თურქული თხილის სახეობებთან შედარებით. აღნიშნული უპირატესობის გამოყენება შესაძლებელია წარმატებული საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიისთვის.

თხილთან ერთად მსოფლიო ბაზარზე კაკალსა და ნუშზე მოთხოვნაც ყოველწლიურად იზრდება. ევროკავშირში ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია გერმანია, რომელსაც ნუშის წარმოება არა აქვს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. გერმანიაში მიწის თხილის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობით ნუშს მოიხმარენ. ევროპაში ნუშის მთავარი მიმწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნუში გააქვთ ირანს, სირიას, ჩილეს, უზბეკეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ყირგიზეთს, ინდონეზიასა და ბურკინა ფასოს.

დაბრკოლებები: პროდუქტის დაბალი ხარისხი-რაც უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობასა და GAP/HACCP სტანდარტების არქონას. ამასთან, ბევრ ფერმერს არ აქვს თანამედროვე უნარ-ჩვევები, რისი შედეგიცაა დაბალი მწარმოებლურობა და დანაკარგი მოსავლის აღების დროს.

საერთაშორისო შუამავლები-თხილის გადამამუშავებელთა უმრავლესობა თხილს საერთაშორისო ბაზრებზე შუამავლების (ძირითადად თურქეთიდან) მეშვეობით ყიდის, რომლებიც ქართულ პროდუქტს გაცილებით მაღალ ფასს ადებენ ევროპის ბაზარზე შეტანისას.

 

  •  მატყლი

ცხოველური წარმოშობის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი პროდუქტი, რომლის ექსპორტიც  დაუშვა ევროკავშირმა, მატყლია. ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს ჯორჯიან ვულ და შპს ქართული მატყლის კომპანია. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია. იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი-EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერტიფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და შეფუთული უსაფრთხოდ და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.

  •  თაფლი

მატყლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან  თაფლისთვის უნდა გაიხსნას.

ევროპის ბაზარი: ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის მოხმარებით პირველ ადგილზეა, გაზრდილი მოხმარებისა და შიდა წარმოების შემცირების გამო ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და მოხმარებული თაფლის დაახლოებით 40%-ს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბაზრები ინაწილებს თაფლის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50%-ს. ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ჩინეთი რჩება ევროკავშირისთვის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად. ჩინეთს ყოველწლიურად 83 ათას ტონაზე მეტი თაფლი შეაქვს, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია. ჩინუ

Прочитано
29518
Отправить письмо

Связанный:

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგაში BIOR-ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღეს eugeorgia.info-სთან თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიდრე ამ პრობლემების განხილვაზე გადავალთ, თვალი გად

06 Июнь 2019 | 15:13 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner