Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 22 Декабрь
10 Июль 2017 | 14:31 Антипропаганда

ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ჰიბრიდულ ომს უწოდებენ სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას.
სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, RAND Corporation-ის პუბლიკაციაში “Understanding Russian Hybrid Warfare” აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰიბრიდულ ომს რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს: შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს ნატო, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია მისთვის დიდწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე.
ამგვარად, ჰიბრიდული ომის რუსული თეორიის გაგება მნიშვნელოვანია შემდგომი საფრთხეების ასაცილებლად არამხოლოდ დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
ჰიბრიდული ომის თეორიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსმა სამხედრო თეორიტიკოსებმა, მათ შორის, აღსანიშნავია რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის 2013 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი «ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდები» (თავად გერასიმოვი ტერმინს «ჰიბრიდული ომი» არ იყენებს), რომელშიც განხილულია „არაბული გაზაფხულის“ მოვლენები და აღნიშნულზე დაყრდნობით გაკეთებულია დასკვნა, რომ „ახალი თაობის ომში“ სამხედრო ძალა გამოყენებული იქნება ფარულად, ოფიციალური დეკლარირების გარეშე.

ბრძოლა საინფორმაციო ველზე
ე.წ. «გერასიმოვის დოქტრინაში» აღწერილია «ახალი თაობის ომის» ისეთი მახასიათებლები, რომელიც შემდგომში, რუსეთმა გამოიყენა უკრაინაში (ყირიმის ანექსიის და დონბასში დესტაბილიზაციის კერების შექმნის დროს).
დოქტრინის თანახმად, «ახალი თაობის ომი» გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
ა)       სამხედრო მოქმედებები იწყება მშვიდობიან პერიოდში, ანუ ოფიციალურად ომი გამოცხადებული არ არის; ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, კონფლიქტი ხასიათდება მცირე მასშტაბის, ლოკალური შეტაკებებით;
ბ)      ადგილი აქვს საბრძოლო მოქმედებებში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების და შეიარაღებული სამოქალაქოების გამოყენებას;
გ) ბრძოლა მიმდინარეობს არა 3, არამედ 4 სივრცეში: ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და საინფორმაციო ველზე;
ამგვარად, «ჰიბრიდული ომის» რუსულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აქტივობას საინფორმაციო სივრცეში, რომელიც «ახალი თაობის ომის» ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.
დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ნარატივის შესაქმნელად, რუსეთი წარმატებით იყენებს სტრატეგიულ კომუნიკაციებს. ტელეკომპანია RT (Russia Today) და სააგენტო Sputnik News-ი წარმოადგენს ამ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს. რუსეთი ასევე, აქტიურად იყენებს სატელევიზიო გადაცემებს, ევროპულ think tank-ებს, ინტერნეტ-ტროლებს, ბოტებსა და ე.წ. fake news-ებს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს მედიასაშუალებები დასავლურ ჟურნალისტურ სტანდარტებს არ იცავენ და მათი მთავარი ამოცანა პოლიტიკური დისკუსიის კრემლის ინტერესების სასარგებლოდ წარმართვაა.
რუსული პროპაგანდა საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ახორციელებს მრავალი მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, დადასტურებული ფაქტების ეჭვქვეშ დაყენება/უარყოფით და კონკრეტული მოვლენების ალტერნატიული ვერსიების გავრცელებით, აუდიტორიის დასაბნევად. რუსული პროპაგანდის გზავნილი არის მარტივი და ადვილად აღსაქმელი, ხოლო ფაქტების სახით არის წარმოდგენილი მოსაზრებები და ვარაუდები. პარალელურად, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის აქტივობა კიბერ სივრცეში, რაც საშუალებას აძლევს რუსულ სპეცსამსახურებს, მოიპოვონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან და მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. დასავლეთში არაერთი პუბლიკაცია თუ ნაშრომი მიეძღვნა კრემლის სავარაუდო ჩარევას ევროპის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას ჰიბრიდული ომის რუსულ თეორიაში იმსახურებს მოსამზადებელი ფაზა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს: სამიზნე ქვეყნის მოწყვლადი ადგილების გამოვლენა, ე.წ. „მეხუთე კოლონის“, ანუ თავდამსხმელი ქვეყნისადმი ლოიალურად განწყობილი პირების და ორგანიზაციების ქსელის ფორმირება და სამიზნე ქვეყნის მოსახლეობის აქტიური საინფორმაციო დამუშავება, რათა მას გაუღვივდეს უკმაყოფილება საკუთარი ხელისუფლების მიმართ და გახდეს თავდამსხმელი ქვეყნის მხარდამჭერი ან/და არ შეეწინააღმდეგოს მის მოქმედებებს.
„ჰიბრიდული ომის“ წარმოებისას სამიზნე ქვეყნის გრავიტაციის ცენტრს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. შესაბამისად, თავდამსხმელმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, „ჰიბრიდული ომის“ წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. პროპაგანდისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენებით, ხდება სამიზნე ქვეყნის ეთნიკურ ჯგუფებში, პოლიტიკურ ელიტასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება.
პარალელურად, ხორციელდება საინფორმაციო სივრცის მომზადება შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის: მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, კიევში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაააქტიურეს კამპანია უკრაინის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ. რუსული პროპაგანდა მათ წარმოაჩენდა ულტრა-რადიკალებად/ფაშისტებად/რუსოფობებად, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლით საფრთხე იქნებოდა უკრაინაში მცხოვრები რუსებისთვის. ამით რუსულმა პროპაგანდამ ანტი-უკრაინულად განაწყო საკუთარი მოსახლეობა და, რაც მთავარია, გააღვივა ახალი ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობაში.

რუსული ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელების მეთოდები:
რუსეთის არმიის გადაიარაღებისა და სამხედრო პოტენციალის გაზრდის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ახალი თაობის ომის წარმოების მეთოდების ათვისება, რისი გამოცდისა და სრულყოფის ოპტიმალურ სივრცედაც იქცა უკრაინა. ამგვარად, შესაძლებელია რუსეთის “ჰიბრიდული ომის” წარმოების შემდეეგი მეთოდების გამოკვეთა:
  • კონფლიქტში ჩართულობის ე.წ. დამაჯერებელი უარყოფის სტრატეგია (#Ихтамнет), სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქოების საფარით გამოყენება;
  • არასამხედრო ასიმეტრიული მეთოდების გამოყენება (საინფორმაციო, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იდეოლოგიური საშუალებების გამოყენება სასურველი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გარემოს შესაქმნელად);
  • მოწინააღმდეგის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სპეციალური ოპერაციების გამოყენებით (დიპლომატიური არხებით, მედია საშუალებებით, პოლიტიკური და სამხედრო უწყებების სპეციალურად შედგენილი მონაცემების, ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების გამიზნული გაჟონვით);
  • მოწინააღმდეგის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შანტაჟი, მოტყუება და მოსყიდვა, რათა იძულებულები გახდნენ, უარი თქვან სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებაზე;
  • აქტიური პროპაგანდა მოსახლეობის დემორალიზების მიზნით, რომლის პარალელურადაც იწყება მცირე დივერსიული ჯგუფების შეღწევა;
  • არასაფრენი ზონის შემოღება სამიზნე ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მისი ტერიტორიული ბლოკადა და კერძო სამხედრო კომპანიების აქტიური გამოყენება, ადგილობრივი ოპოზიციასა და სეპარატისტულ, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად;
  • აქტიური/მასშტაბური სადაზვერვო-დივერსიული აქტივობები და სამხედრო მოქმედებების დაწყება - ყველა ფორმის, მეთოდისა და ძალის გამოყენებით;
  • საინფორმაციო ოპერაციების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ზეზუსტი შეიარაღებისა და სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენება;
  • სამიზნე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დარჩენილი წინააღმდეგობის კერების/შენაერთების განადგურება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით.
ომის წინაპირობის შექმნა
წინაპირობების შექმნა კონვენციური სამხედრო მოქმედებებისთვის – რუსეთის “ჰიბრიდული ომის” კიდევ ერთი ელემენტია. ყირიმის ანექსიამ გამოიწვია საფრთხე, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შექმნას სამხედრო მოქმედებების წინაპირობა ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, ბალტიისპირეთში, ან გააღვივოს კონფრონტაცია რუსულენოვან ეთნიკურ უმცირესობებსა და საზოგადოებას შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ესტონეთი.
ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები, სადაც მოსკოვი აქტიურად ცდილობს ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება/გაძლიერებას. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეგიონში მიზანმიმართულად იზრდება დასავლეთის გავლენა და კრემლი ვერ ახერხებს ინიცირებული პროცესის შეჩერებას.
სწორედ ამიტომ, მოსკოვი ცდილობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, რითაც ერთის მხრივ, მიზნად ისახავს დასავლეთის ყურადღების გადატანას პოსტსაბჭოთა სივრციდან, ხოლო მეორეს მხრივ, კრემლის ხედვით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მორიგი კონფლიქტი იძლევა მისთვის არასასურველი სტატუს-კვოს შეცვლის შესაძლებლობას.
რეგიონში რუსეთის როლი მკაფიოდ გამოიკვეთა მონტენეგროში განვითარებულ მოვლენებში. ოფიციალური პოდგორიცას მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურები 2016 წლის 16 ოქტომბერს, მონტენეგროში გამართული საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში უნდა მოსულიყვნენ ანტი-დასავლური/პრორუსული პოლიტიკური ძალები და ჩაშლილიყო ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
მონტენეგროს სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ჯგუფის რამდენიმე ათეული წევრი უნდა შერეოდა პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე. მათ უნდა გამოეწვიათ არეულობა, რის შემდეგაც ბრბო შეიჭრებოდა პარლამენტის შენობაში. გადატრიალებაში ჩართულ ადამიანთა ნაწილი დაბლოკავდა პოლიციას, ხოლო დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციისთვის, პოლიციის ფორმაში გადაცმულ რამდენიმე პირს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით უნდა გაეხსნა ცეცხლი. პარალელურად, შეთქმულებაში ჩართული პირების ნაწილი გეგმავდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ მ.ჯუკანოვიჩის ლიკვიდაციას.
 

Прочитано
49487
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner