Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 21 Ноябрь
02 Декабрь 2016 | 15:00 მირიან ეჯიბია

იმპორტირებულ ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი აქციზის „ეფექტურობის” მიმოხილვა

https://eugeorgia.info/uploads/blog/იმპორტირებულ ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი აქციზის „ეფექტურობის” მიმოხილვა

დასაწყისისთვის, გთავაზობთ ნაწყვეტს პრემიერის განცხადებიდან, რომელიც მან განახლებული მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ გააკეთა: აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები, ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ, საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ განახევრდა, ახლა კი, 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება.  ამასთან, საქართველოში წლიდან წლამდე, შემცირების ნაცვლად, ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება. 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ“.

ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას შეუიარაღებელი თვალითაც ვამჩნევთ. ურბანულ ადგილებში, განსაკუთრებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში, ჰაერის დაბინძურება მისი სინჯების აღების გარეშეც იგრძნობა. თუმცა, აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე და იმპორტირებულ ავტომობილებზე რამდენად ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდება მთავრობის მიერ დასახული ეკოლოგიური მიზნის მისაღწევად, საკამათო საკითხია.   

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი. 

მთავრობის გეგმით, აქციზის დაანონსებული ზრდის შედეგად ეკოლოგიურად მეგობრულმა ავტომობილებმა (ჰიბრიდები და ელეტქრომობილები) უნდა შეიძინოს უფრო მეტი კონკურენტუნარიანობა ბენზინის, დიზელისა თუ ბუნებრივი აირის მომხმარებელ ავტომობილებთან შედარებით. თუმცა, აქციზის ზრდა გამოიწვევს თუ არა ეკოლოგიურად მეგობრული ავტომიბილების მნიშვნელოვნად პოპულარიზებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღიქმება საქართველოში ჰიბრიდები ან ელექტრო მობილები როგორც ეფექტური შემცვლელებინავთობპროდუქტებზე მომუშავე ავტომობილებისა. ამავე დროს, მთავრობის მოლოდინს, შეამციროს ავტომობილების რაოდენობა, საფრთხეს უქმნის ის ვარაუდიც, რომ, შესაძლოა, „ეკომობილებით“ ყველზე იაფიანი ავტოპარკის ჩანაცვლება რეალურად ვერ მოხდეს, რადგად „ეკომობილების“ ფასი ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება ვიდრე ბევრი სხვა იაფიანი სეგმენტის წარმომადგენელი ავტობრენდის ფასები, თუნდაც მათ იმპორტირებაზე გაზრდილი აქციზის პირობებში.

ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს უამრავი კვლევა ნავთობპროდუქტების მოხმარების ფასისმიერ ელასტიურობასთან დაკავშირებით. მსგავსი კვლევების უმეტეობის საბოოლო შეგედი კი არაოპტიმისტურად ჟღერს, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც გვესმის ჩვენი მთავრობის ოპტიმიზმი: ნავთობპროდუქტებზე ფასების გაზრდით შეამციროს მისი მოხმარება. ეს კონკრეტული არაელასტიურობა იმას ნიშნავს, რომ ნავთობპროდუტების მომხმარებლები დიდად არ შეცვლიან თავიანთ სამომხმარებლო ქცევას თუ მათ არ გამოუჩნდებათ რელევანტური ალტერნატივა. ჩნდება კითხვა: რა არის კერძო ავტომობილის შესაფერისი ალტერნატივა საქართველოში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა გაუმართავია? ვშიშობ, პასუხი დიდად დამაიმედებელი ვერ იქნება.

განვიხილოთ ამ სამთავრობო ინიციატივის სხვა ასპექტიც. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, მეორადი ავტომობილების იმპორტის აქციზი უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე ახალი ავტომობილებისა. თუ ეს გაჟღერებული გეგმა რეალური მაშტაბებით არ აღსრულდა, ანუ განსხვავება ტარიფებს შორის რეალურად საგრძნობი არ იქნა, მაშინ მივიღებთ უბრალოდ სააქციზო განაკვეთის სიდიდის ზრდას იმპოტირებულ მანქანებზე. ეს ცვილილება, სხვა თანაბარ პირობებში, (როდესაც სხვა მიკრო და მაკრო მაჩვენებლები უცვლელია) დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, ანუ ლარს გაამყარებდა, თუმცა აქ მთავარი მასშტაბებია... რა დოზით მოახდენს ეროვნული კურსის დასტაბილურებას მსგავსი ფისკალური პოლიტიკა? იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მოახდენს აქციზის  დივერსიფიკაციას ავტომობილების გამოშვების წლების ნიშნის მიხედვით (შედარებით მაღალი აქციზის განაკვეთი მეორად ავტომობილებზე), მაშინ სავალუტო კურსზე ზეგავლენა შემცირდება, რადგან ავტომობილის პოტენციურ მყიდველებს რჩებათ შედარებით იაფი ალტერნატივა და ეს არის ახალი ავტომობილების იმპორტი, რაც სავალუტო კურსს ვერა, მაგრამ შეიძლება ეკოლოგიას წაადგება. დიახ, აქ საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც განცხადებებში ჩანს. ე.ი. სააქციზო ზრდის პოლიტიკის ფარგლებში მთავრობას მოუწევს გააკეთოს არჩევანი ავტომობილების იმპორტის შემცირებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის, აქ კი მკვეთრად გამოკვეთილი სამთავრობო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ ჩანს.

ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზდრის შედეგად მთავრობა ვარაუდობს სამომხმარებლო ფასების უმნიშვნელო ზრდას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საარსებო მინუმუმზე მცხოვრები მოსახლების დიდი ნაწილისთვის მსგავსი “უმნიშვნელო” ფასების ცვლილება შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ჩვენი სამომხმარებლო კალათა ძირითადად იმპორტირებული პროდუქციითაა გაჯერებული, რაც, ეროვნული ვალუტის გაუფასურებული კურსის პირობებში, მომხმარებლებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ 2016 წლის სამომხმარებლო კალათის სტატისტიკური სურათი[1], რომელშიც შემავალი 295 საქონლის მთლიანი მოხმარების 12.1 პროცენტი ტრანსპორტის სექტორზე მოდის.  ამავე სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი მომხმარებლები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების შემდეგ  ყველაზე მეტს ტრანსპორტზე ხარჯავენ. ტრანსპორტი ამ შემთხვევაში მსხვილი ჯგუფია, რომელიც მოიცავს 19 სამომხმარებლო საქონელს. აქციზის ზრდა იმპოტირებულ ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე პირველ რიგში აისახება ამ სეგმენტზე და თუ ავტომობილების იმპორტი ფასის ცვლილელებასთან მიმართებით აღმოჩნდა ხისტი, მაშინ შესაძლოა მსაგვსი პოლიტიკა ლარის კურსის დასტაბილურების ნაცვლად,უნებლიედ, სამომხმარებლო ფასების ზრდისკენ წარიმართოს.

ავტომობილებზე მოთხოვნის სავარაუდო სიხისტის ერთ-ერთ მხარდამჭერ არგუმენტად შეგვიძლია განვიხილოთ „ტაქსის სექტორი“, რომლის მომსახურეობის საფასური შედის ჩვენს სამომხმარებლო კალათაში.  ამ სექტორის წარმომადგენლებისთვის დასაქმების ალტერნატივას ეკონომიკა ვერ იძლევა. ასევე, ტაქსის მომსახურეობაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან კლებასაც ვერ ვივარაუდებთ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაპირებული განვითარების მაშტაბებმა საეჭვოა, რომ დიდწილად დააკმაყოფილოს თბილისის მოსახლეობის ტრანსპორტზე მოთხოვნა. შესაბამისად მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება „ტაქსის სექტორის“ შეკვეცის ხარჯზე არ არის მოსალოდნელი, რაც სამომხმარებლო კალათის გაძვირების მიზეზიც შეიძლება აღმოჩნდეს. მსგავსი ლოგიკა შეიძლება განვავრცოთ პირადი მსუბიქი ავტომობილების შემხთვევაზეც.

საწვავის ფასის სავარაუდო გაძვირება აურყოფითად იმოქმედებს ეროვნულ წარმოებაზე. გაუფასურებული ლარის პირობებში იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან შედარებით ქართული წარმოების პროდუქციის ფასების კუნკურენტუნარიანობა მცირდება, შედეგად ქართველ მეწარმეებს ადგილობრივ ბაზარზე ეზღუდებათ საფასო პოლიტიკის არეალი. ასეთ მოცემულობებში საწვავის ფასის ზრდა აიძულებს ქართველ მეწარმეებს გაზარდონ პროდუქციის ფასები, რომელთა, პირობითად, უმნიშვნელო ნაზარდიც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმპორტიორებთან საფასო ომის პირობებში.

 eugeorgia.info დაუკავშირდა სასოფლო სამეურნეო ბიზნესის წარმომადგენლებს.  ხორბლისა და სიმინდის მწარმოებლები გვესაუბრნენ მოსალოდნელ სირთულეებზე. ფერმერი სოსო ოქრუაშვილი აცხადებს, რომ აქციზის ზრდას ადგილობრივ წარმოებაზე „კატასტროფული“ გავლენა ექნება. დღეს ადგილობრივი ხორბალი კონკურენციაში შედის რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალთან, ფასთა შორის სხვაობა კი მცირეა და ქართული ხორბლის მცირედით გაძვირებაც კი საკმარისი იქნება მომხმარებლის დაკარგვისათვის. ოქრუაშვილს გაუმართლა და იგი სიმინდს ინტენსიურად აწვდის „ბიუ-ბიუს“, რომელიც რუსული მარცვლეულის ღირებულებაზე მეტს უხდის ქართველ მწარმოებლებს. მაგალითად, თუ კომპანიას ერთი კილოგრამი რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი 37 თეთრი დაუჯდებოდა ქართველ მწარმოებელს უხდის  41 თეთრს.  მეორე შემთხვევაში კი ბესიკ თოფჩიშვილი აცხადებს, რომ ხორბლის წარმოებას შესაძლოა სულაც დაანებოს თავი თუკი დიზელი გაძვირდება, რადგან მას სტაბილური მომხმარებელი „ბიუ-ბიუს“ მსგავსად არ ჰყავს და ამჟამად ხორბალს 35 თეთრად ჰყიდის. ამასთანავე, ირკვევა, რომ ფერმერები ჰა.-ზე  ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 150 ლიტრ დიზელს მოიხმარენ, რაც, ფერმერთა გამოცდილებით, ჰა.-ზე მთლიანი ხარჯის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს. თუ აქციზი 1 ტონა დიზელზე გაიზრდება  150 ლარიდან 400 ლარამდე, მაშინ დიზელის ფასები მაღალი ალბათობით გაიზრდება დაახლოებით 25 თეთრით. ეს კი ფერმერთათვის ჰექტარზე დიზელის ხარჯის სავარაუდოდ 40 ლარით ზრდას ნიშნავს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოო ხარჯები მხოლოდ დიზელის ხარჯის ზრდით არ შემოიფარგლება. ოქრუაშვილი აცხადებს: „დოლარის გამო უკვე გაიზარდა ფასები დიზელზე, გარდა ამისა ყველა მომწოდებელი: სათესლე, სასუქი, შხამ-ქიმიკატები დოლარში გვიფიქსირებს ფასებს, რადგან იმპორტირებული აქვს პროდუქცია, შესაბამისად მათი ფასებიც გაიზრდება“.  ე.ი. ხარჯის სრული ზრდის გათვლა დღეს რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში ქართველი მწარმოებლები კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ვეღარ შეძლებენ კონკურენციაში შესვლას.          

  მთავრობა კი ასეთ საბაზრო პირობებში რისკავს და ახორციელებს ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც შესაძლოა შეამციროს მოსახლეობის მსიყველობითუნარიანობა, მაშინ როცა ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის  რეალურად პოზიტიური ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსზე საეჭვოა. ალბათ, მთავრობის მხრიდან გაჟღერებული გეგმების მიუხედავად, მიზანშეწონილი იქნება თუ დავსვამთ შემდეგ შეკითხვას: ეკონომიკურად, სოციალურად გამართლებულია თუ არა საბაზრო სისტემაში მსგავსი ინტერვენცია?! ვეჭვობ, რომ ამ პრობლემის კველევას ჩვენს ქვეყანაში დიდი ოდენობით ადამიანური რესურსი არ შელევია! 

 

მირიან ეჯიბია

ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) 

[1]წყარო:  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

Прочитано
18815
Отправить письмо

Блоги того же автора

16 Март 2017 | 13:25 მირიან ეჯიბია

ესტონეთი, ქვეყანა- წარმატების მაგალითი

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner