Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 22 Декабрь
10 Aпрель 2017 | 18:07 ქეთი თუთბერიძე

სირიის კრიზისი: ამერიკის ევფრატისპირა დილემა

https://eugeorgia.info/uploads/blog/სირიის კრიზისი: ამერიკის ევფრატისპირა დილემა

როცა ახლო აღმოსავლეთში ომია, ამ ომის მავნე ნაწილაკები მთელ მსოფლიოს ედება, ყველაზე შორეულ წერტილსაც კი. სწორედ ამ ნაწილაკების გამო 21-ე საუკუნეში ცივილიზებულმა სამყარომ კარდინალური ცვლილება უკვე ორჯერ განიცადა,  პირველად - 2001 წლის 11 სექტემბერს, მეორედ - სირიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე.

სირიის სამოქალაქო ომის ეპილოგამდე ჯერ შორია, შესაბამისად, არც ძალთა გადანაწილება დასრულებულა და კალეიდოსკოპი ისევ ტრიალებს, - რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონიისთვის იბრძვის, მოსკოვისა და ირანის მოკავშირე დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი მეექვსე წელია, რეჟიმის შესანარჩუნებლად მშვიდობიან მოქალაქეებს ქიმიური იარაღით და ე.წ. კასრის ბომბებით ხოცავს, რაქა და მისი შემოგარენი კვლავ თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ რჩება. კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა, როცა იდლიბის პროვინციაში განლაგებულ შაირათის სამხედრო ბაზის მიმართულებით ამერიკული ავიამზიდიდან ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ისროლეს.

სირიის ომის ანატომია თანამედროვე სამყაროსთვის შეუფერებლად მძიმე და კომპლექსურია. დასავლეთისა და არაბული ლიგის უმოქმედობამ რეალურად კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. სირიის სამოქალაქო ომში შეერთებული შტატების  ჩარევის საკითხი ბარაკ ობამამ პირველად 2013 წელს წამოაყენა, თუმცა კონგრესის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. უფრო მეტიც, სწორედ იმ რესპუბლიკელი სენატორების ნაწილმა, ვინც დღეს ტრამპის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, ოთხი წლის წინ პრეზიდენტ ობამას წერილი მისწერა, რომ გუტაში ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ გადადგმული ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ამერიკის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაშინ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის თანახმადაც რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის მარაგის განადგურებაზე პასუხისმგებლობას იღებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა პირობა დაარღვია. (სირიის პრეზიდენტმა ჰაფეზ ალ-ასადმა, ბაშარ ალ-ასადის მამამ, ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობა გასული საუკუნის 80-იან წლებში სწორედ საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით დაიწყო).

შაირათის საჰაერო ბაზის განადგურებით, სადაც პენტაგონის ინფორმაციით, ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის მარაგს ინახავდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონფლიქტს ახალი მიმართულება მისცა. წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ის კონგრესის გადაწყვეტილებას არ დალოდებია. იერიში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე კვირით ადრე  შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის დამხობა ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული აღარ არის. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას ამ დრომდე სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული გაერთიანება თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს განადგურება წარმოადგენდა, თუმცა, 4 აპრილს თეთრ სახლში ევფრატისპირა ქვყნისადმი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმ დღეს არაბული გაზაფხულის ერთადერთმა გადარჩენილმა დიქტატორმა, ასადმა იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში მეამბოხეთა გასანადგურებლად ქიმიური იარაღი, კერძოდ, სარინი გამოიყენა. მსოფლიო კიდევ ერთი ჰუმანიტარული კატასტროფის მომსწრე გახდა - წამებით დახოცილი მოქალაქეები, პოლიეთილენის პარკებში გადახვეული პატარა ზომის სხეულები, რაც ექვს წელზე მეტია სირიისთვის უცხო აღარ არის. როგორც ჩანს, ეს უცხო იყო ამერიკის ახალი პრეზიდენტისთვის, რომელიც 2013 წელს პრეზიდენტ ობამას Twitter-იდან მოუწოდებდა, რომ სირიის კონფლიქტში ჩარევა ამერიკას ძვირად დაუჯდებოდა. ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისგან დისტანცირებაზე, საერთაშორისო ჩართულობის შესუსტებასა და, მთლიანად, ამერიკის ეკონომიკურ ძლიერებაზე იყო ორიენტირებული. ამის სჯეროდა მოსკოვსაც, შესაძლოა, თავად დონალდ ტრამპსაც, მაგრამ შაირათის ბაზის განადგურებამ ტრამპს ახალი თანამოაზრეები შესძინა. გასაკვირი არცაა, რომ პირველი დადებითი შეფასება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა, შემდეგ- ოფიციალურმა ლონდონმა, დასავლეთ ევროპამ, თურქეთმა და ასადის რეჟიმის დამხობის მომხრე არაბული ლიგის ქვეყნებმა.

რთული სათქმელია, რამდენად გრძელვადიანი სამხედრო სტრატეგია აქვს სირიაში შეერთებულ შტატებს, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში იმედი პირველად გაჩნდა. დონალდ ტრამპის ყოვლად გაუმართლებელი ისლამოფობიური და ანტისაემიგრაციო განცხადებების მიუხედავად, მუსლიმების ნაწილმა მის მიმართ განწყობა რადიკალურად შეიცვალა (მას არაბულად „აბუ ივანკა“, იგივე ივანკას მამა შეარქვეს), შესაბამისად, შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულებაც - პუტინი იმედგაცრუებულია. ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტი კრემლისთვის ორსახოვანი იანუსია.

7 აპრილს განხორციელებული ავიაიერიში მხოლოდ ასადის რეჟიმის დასუსტებას და ქიმიური იარაღის განადგურებას არ ემსახურებოდა - რეალურად, ეს იყო რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის Pax Americana-ს შეხსენება, ეს იყო გზავნილი, რომ თანამედროვე მსოფლიოს ერთი ლიდერი ჰყავს და ეს ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიუხედავად ტარტუსსა და ლატაკიაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებისა, მიუხედავად ყოვლისმომცველი უნიჭო რუსული პროპაგანდისა, მიუხედავად ტერორისტული ორგანიზაციების ავტორად შეერთებული შტატების წარმოჩენის მცდელობისა, რუსეთის ჰეგემონიური მიზნების განხორციელების პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ქალაქ ჰომსიდან 35 კილომეტრის მოშორებით განლაგებულ შაირათის ბაზაზე მიტანილმა იერიშმა დასავლური საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც აღაშფოთა. ლონდონში Dawning Street-ზე ასობით მოქალაქემ ომის დაწყება გააპროტესტა, როგორც 14 წლის წინ. თუმცა ტრამპის სირია ბუშის ერაყისგან რადიკალურად განსხვავდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ინტერვენციას ერაყში უარყოფითი შედეგის მეტი არაფერი მოჰყოლია. ალბათ, ირანის რევოლუციის შემდეგ, ისლამურ სამყაროში ამდენი ალმოდებული ამერიკის დროშაც არავის უნახავს. მაგრამ სირიაში სხვა ვითარებაა. ომი არა ახლა, არამედ ექვსი წლის წინ დაიწყო, რომელსაც 400 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს სირიის სამოქალაქო ომში ამერიკის ინტერვენცია უფრო მეტ იმედს გააჩენს, ვიდრე ჩაურევლობის პოლიტიკა. თუმცა, საკითხავია, რამდენად სურს ამერიკელ ხალხს კიდევ ერთი ომი, რომელიც ქვეყანას შესაძლოა, კვლავ 700 მილიარდი დოლარი დაუჯდეს (აშშ-ის სენატის თავდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ერაყში სამხედრო ინტერვენცია 758 მილიარდი დოლარი დაჯდა)?! და მაინც, რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორი არასწორი და გაუმართლებელიც არ უნდა ყოფილიყო მისი საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, ჰილარი კლინტონი მართალია. ორი დღის წინ ქალთა მსოფლიო სამიტზე ყოფილმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ამერიკა ყოველთვის იმ გზას ირჩევს, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ღირსებაზე გადის და ამიტომაც შეერთებული შტატები სირიელი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.

Прочитано
21634
Отправить письмо

Блоги того же автора

23 Декабрь 2016 | 11:54 ქეთი თუთბერიძე

სირია განადგურების ზღვარზე: არაბული ჰოლოკოსტი

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner